გამოდის 1998 წლიდან
2018-05-10
პირ­ვე­ლი კვლე­ვა მა­უ­თ­ჰა­უ­ზე­ნის ქარ­თ­ვე­ლ ტყვე­ე­ბზე

„ქერ­ჩის ბრძო­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, შეწყ­და მი­მო­წე­რა ბა­ბუ­ა­სა და ოჯახს შო­რის. შეტყო­ბი­ნე­ბა მი­სი სიკ­ვ­დი­ლის შე­სა­ხებ არ მო­სუ­ლა და ამი­ტომ ყვე­ლა ამ იმედს იყო ჩაბღა­უ­ჭე­ბუ­ლი, იქ­ნებ სად­მე ცოცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.“ — იასონ და ელი­ზა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლე­ბი
„...ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას მშობ­ლებს აც­ნო­ბეს, რომ ბა­ბუა ჟე­ნე­ვა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დღემ­დე ასე ვი­ცო­დით. იმ­დე­ნი ვი­ტი­რეთ მე და ჩემ­მა დამ, რო­ცა თქვე­ნი სტა­ტია წა­ვი­კითხეთ და სი­ა­ში ბა­ბუ­ას სა­ხე­ლი და გვა­რი ამო­ვი­კითხეთ.“ — მა­ნა­ნა წო­წო­რია
ეს წე­რი­ლე­ბი მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის შა­თა­მო­მავ­ლებს ეკუთ­ვ­ნით, რომ­ლე­ბიც, სულ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ავ­ს­ტ­რი­ა­ში მყოფ­მა ქარ­თ­ველ­მა სტუ­დენ­ტებ­მა, მა­რი­კა ბე­ქა­ურ­მა და სა­ლო­მე სა­ლა­ძემ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
მა­უ­თ­ჰა­უ­ზე­ნის ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბი ორი სტუ­დენ­ტი გო­გო­ნას ყუ­რადღე­ბის ქვეშ ერთ-ერ­თი ექ­ს­კურ­სი­ის დროს მო­ექ­ც­ნენ, რო­ცა მათ ელექ­ტ­რო­ნულ და­ფა­ზე ქარ­თუ­ლად ამოტ­ვიფ­რუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ამო­ი­კითხეს. სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დათ, ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ათე­უ­ლო­ბით ქვეყ­ნის მე­მო­რი­ა­ლურ და­ფებს შო­რის, ქარ­თუ­ლი მე­­მო­რი­ა­ლიც გა­ჩე­ნი­ლი­ყო და გა­მო­ეკ­ვ­ლი­ათ იმ ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლებ­მაც სი­ცოცხ­ლე ავ­ს­ტ­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ, სი­სას­ტი­კით ცნო­ბილ ბა­ნაკ­ში და­ას­რუ­ლეს, ბა­ნაკ­ში, რო­მელ­შიც 1938-1945 წლებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 190 000 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და ტყვეო­ბა­ში, მათ­გან 90 000-მდე მკაცრ რე­ჟიმს შე­ე­წი­რა.
მა­რი­კა და სა­ლო­მე სა­უბ­რო­ბენ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მა­უთ­ჰა­უ­ზენ­ში გარ­დაც­ვ­ლი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი გა­ა­ცოცხ­ლა და სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტა­ნა.

მო­ხა­ლი­სე „მენ­ტო­რე­ბი“
ავ­ს­ტ­რი­ა­ში სწავ­ლის მსურ­ვე­ლებს გზის გაკ­ვალ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან 
მა­რი­კა: „ავ­ს­ტ­რი­ის სტუ­დენ­ტ­თა ასო­ცი­ა­ცია“ 2015 წელს და­არ­ს­და, მა­შინ სა­ლო­მე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი იყო ავ­ს­ტ­რი­ა­ში და, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, ამ ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სტუ­დენ­ტუ­რი ასო­ცი­ა­ცია და­ა­არ­სა. მე გრაც­ში ვცხოვ­რობ­დი, ასო­ცი­ა­ცი­ა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­წევ­რი­ან­დი და გრა­ცის ფი­ლი­ა­ლი „გა­და­ვი­ბა­რე“. ჩე­მი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის დახ­მა­რე­ბა იყო/არის, რომ­ლებ­საც ავ­ს­ტ­რი­ა­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა აქვთ და­გეგ­მი­ლი და არა­საკ­მა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ. მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტი „სწავ­ლა ავ­ს­ტ­რი­ა­ში“ — ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა ავ­ს­ტ­რი­ა­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ — უამ­რავ ახალ­გაზ­რ­დას ეხ­მა­რე­ბა პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ში. ასე­ვეა პრო­ექ­ტი „მენ­ტო­რი“, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე ახალ­ბე­და სტუ­დენ­ტებს უკ­ვე გა­მოც­დი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან სწავ­ლის პირ­ველ ეტაპ­ზე ისეთ სა­კითხებ­ში გარ­კ­ვე­ვა­ში, რო­გო­რი­ცაა: დაზღ­ვე­ვა, ბი­ნა, ტრან­ს­პორ­ტი, კამ­პუ­სი, სტუ­დენ­ტუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი და ა.შ.
ასო­ცი­ა­ცი­ას უკ­ვე 20-მდე წევ­რი ჰყავს და მა­თი ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი კულ­ტუ­რულ, სპორ­ტულ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ავ­ს­ტ­რი­ა­ში მყოფ ასო­ცი­ა­ცი­ის არა­წევრ ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს, ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით; ეს ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბი­სა და მეტ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ან­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ოპ­ტი­მა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა.
იმე­დი მაქვს, რომ ზაფხუ­ლამ­დე ახალ ვებ­გ­ვერდს (www.georgianstudents.at) ავა­მუ­შა­ვებთ, ასე­ვე ვა­პი­რებთ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის „სწავ­ლა ავ­ს­ტ­რი­ა­ში“ გა­და­ხა­ლი­სე­ბას და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით შევ­სე­ბას. ძა­ლი­ან მინ­და, „მენ­ტო­რე­ბის“ პრო­ექ­ტი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტად ვაქ­ციო და ახალ­ბე­და სტუ­დენ­ტებს, გარ­და სწავ­ლის სა­კითხებ­ში დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბი­სა, რე­გი­ო­ნი­სა და ქა­ლა­ქის კულ­ტუ­რა გა­ვაც­ნო.
სა­ლო­მე: ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, გაგ­ვე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა ავ­ს­ტ­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად დავ­ხ­მა­რე­ბო­დით იმ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ავ­ს­ტ­რი­ა­ში უნ­დო­დათ, რა­თა მარ­ტი­ვად გა­ევ­ლოთ ის გზა, რომ­ელიც ჩვენ, რო­გორც სტუ­დენ­ტებ­მა, უკ­ვე გა­ვი­ა­რეთ; კი­დევ ერთ მი­ზანს კი, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ავ­ს­ტ­რი­ა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია წარ­მო­ად­გენ­და.
სტუ­დენ­ტუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის და­არ­სე­ბის დღი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 60-მდე აქ­ტი­ვო­ბა გვაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. სტუ­დენ­ტე­ბი ვცდი­ლობ­დით, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა, სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და კერ­ძე­ბი გაგ­ვეც­ნო ავ­ს­ტ­რი­ე­ლე­ბის­თ­ვის.
ამ ეტაპ­ზე, ჩემ­თ­ვის, სხვა პრო­ექ­ტებს შო­რის, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია „მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბი“, რად­გან მას­ზე მუ­შა­ო­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. სურ­ვი­ლი გვაქვს, მო­ვი­პო­ვოთ კვლე­ვი­თი სტი­პენ­დია, რად­გან კვლე­ვა დიდ დროს, ძა­ლის­ხ­მე­ვას და ფი­ნან­სებს მო­ითხოვს. კვლე­ვის შე­დე­გებს კი წიგ­ნის სა­ხით გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ.

ექ­ს­კურ­სი­ით გა­ჩე­ნი­ლი იდეა 
სა­ლო­მე: „მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბი“ ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის ერთ-ერ­თი ბო­ლო პრო­ექ­ტია. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­იწყო, რომ ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს, მა­რი­კა და მე, სტუ­დენ­ტუ­რი ექ­ს­კურ­სი­ით, მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის ყო­ფილ სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკს ვეს­ტუმ­რეთ. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, დიდ და­ფა­ზე, სა­დაც იქ გარ­დაც­ვ­ლი­ლი 90 000-მდე ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა წე­რია, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნით და­წე­რილ ქარ­თულ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს წა­ვაწყ­დით. დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა, ვინ იყ­ვ­ნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორ მოხ­ვ­დე­ნენ იქ და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ბევ­რად მე­ტი გაგ­ვე­გო მათ­ზე. ამა­ვე დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ყო­ფი­ლი სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევრ ქვე­ყა­ნას ჰქონ­და აღ­მარ­თუ­ლი მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფა, სა­კუ­თა­რი ჯა­რის­კა­ცე­ბის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ კი არ­სად არა­ფე­რი იყო ნახ­სე­ნე­ბი! გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ჩვენც მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფის დად­გ­მის უფ­ლე­ბა.
მა­რი­კა: თა­ვი­დან არ გვი­ფიქ­რია, რომ ამ ამ­ბავს პრო­ექ­ტის სა­ხე მი­ე­ცე­მო­და და ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. ჩვენ მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფის აღ­მარ­თ­ვას ვა­პი­რებ­დით იმი­სათ­ვის, რომ, ერ­თი მხრივ, და­ღუ­პუ­ლე­ბის­თ­ვის პა­ტი­ვი მიგ­ვე­გო და მე­ო­რე მხრივ, ჩვენ შემ­დეგ იქ მი­სულ ქარ­თ­ვე­ლებს ეს და­ნაკ­ლი­სის გან­ც­და აღარ ჰქო­ნო­დათ. სა­ბო­ლო­ოდ, მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფის აღ­მარ­თ­ვა მხო­ლოდ და­საწყი­სი აღ­მოჩ­ნ­და იმ პრო­ექ­ტი­სა, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბას ახ­ლაც ვაგ­რ­ძე­ლებთ, ჩვე­ნი სწავ­ლი­სა და მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად.

რე­ა­ლო­ბად ქცე­უ­ლი ფიქ­რე­ბი
მა­რი­კა: მას შემ­დეგ, რაც მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის მე­მო­რი­ა­ლის  ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბის გვა­რე­ბი ამოვ­კ­რი­ბეთ და ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, სულ ვამ­ბობ­დით, რა იქ­ნე­ბა, ერ­თი მათ­გა­ნის ახ­ლობ­ლე­ბი მა­ინც ვი­პო­ვო­თო; მე­რე ვამ­ბობ­დით, რა იქ­ნე­ბა ერ­თ­მა მათ­გან­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხოს მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფის გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჩა­მოს­ვ­ლაო; იმა­საც ვფიქ­რობ­დით, იქ­ნებ რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია ან სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რა და­ინ­ტე­რეს­დეს და გვეს­ტუმ­რო­სო.
ფაქ­ტი ის არის, რომ ეს ფიქ­რე­ბი რე­ა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და: ამ დრო­ის­თ­ვის, 20-ზე მე­ტი ოჯა­ხი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა (მათ აბ­სო­ლუ­ტურ უმე­ტე­სო­ბას სა­კუ­თა­რი პა­პა ან დი­დი პა­პა უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლად მი­აჩ­ნ­და). 17 თე­ბერ­ვალს, მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის — ბე­ნია პირ­ვე­ლაშ­ვი­ლი­სა და ლუ­კა მარ­კო­ზაშ­ვი­ლის — შთა­მო­მავ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხუ­რის დე­ლე­გა­ცია გვეს­ტუმ­რა.
უამ­რა­ვი ტექ­ს­ტის და ფო­ტო­მა­სა­ლის, მათ შო­რის, სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა მოგ­ვი­წევს იმი­სათ­ვის, რომ ამ პრო­ექტს კვლე­ვის სა­ხე მივ­ცეთ და, მო­მა­ვა­ლი წელს, მის ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მა­ზე ვიზ­რუ­ნოთ. ვგეგ­მავთ კვლე­ვის გაგ­რ­ძე­ლე­ბას მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის ცენ­ტ­რა­ლურ ა­რქივ­ში, ბად აროლ­სე­ნის ჳTS არ­ქივ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მა, მოს­კო­ვის სამ­ხედ­რო არ­ქივ­შიც გვსურს მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა. გარ­და პერ­სო­ნა­ლუ­რი ან­კე­ტე­ბი­სა და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ე.წ. ფილ­ტ­რა­ცი­ის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლის მო­ძი­ე­ბა სწო­რედ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო არ­ქივ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.
სა­ლო­მე: ქარ­თ­ველ ტყვე­თა რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ზე ბევ­რად მე­ტი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე მა­უთ­ჰა­უ­ზენ­ში, ელექ­ტ­რო­ნულ და­ფა­ზე ჰქონ­დათ და­ტა­ნი­ლი. ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­ხე­ლის და გვა­რის ან ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბა ძა­ლი­ან დი­დი ემო­ცი­ის მომ­ტა­ნი იყო ჩვენ­თ­ვის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იკ­ვ­ლევ თე­მას, რო­მე­ლიც შე­ნამ­დე არა­ვის უკ­ვ­ლე­ვია და შენ მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია!
მას შემ­დეგ, რაც სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი მო­ვი­ძი­ეთ (უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ეს სა­ბო­ლოო სია არ არის და ­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა),  და­ვიწყეთ მა­თი შთა­მო­მავ­ლე­ბის ძებ­ნა. ფე­ის­ბუქგვერ­დ­ზე ამ სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ძა­ლი­ან დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა, ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ან­მა მოგ­ვ­წე­რა, რომ იც­ნობ­დ­ნენ მათ ოჯა­ხის­ წევ­რებს ან თა­ვად იყ­ვ­ნენ შთამომავლები. მა­უთ­ჰა­უ­ზენ­ში ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი 23-მდე ჯა­რის­კა­ცის შთა­მო­მა­ვა­ლი უკ­ვე ნა­პოვ­ნი გვყავს. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია შვილს ან შვი­ლიშ­ვილს უამ­ბო მა­მის ან ბა­ბუ­ის შე­სა­ხებ, თუ სად და რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა, თან ისიც უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ამ სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი მოქ­ცე­ვით,  მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი — მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი.
მო­ძი­ე­ბულ ოჯა­ხებს ვთხო­ვეთ ჯა­რის­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ფო­ტო­მა­სა­ლის მო­წო­დე­ბა. გვინ­დო­და, პა­ტა­რა ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­ს­ტე­ბი თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე შეგ­ვექ­მ­ნა, მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით კი არა, ის­ტო­რი­ე­ბი­თაც რომ ვიც­ნობ­დეთ. მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნილ თი­თო­ე­ულ ჯა­რის­კაცს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აქვს, რომ­ლის ერ­თი პა­ტა­რა ნა­წი­ლი ყვე­ლას­თ­ვის სა­ერ­თოა — ომ­ში წას­ვ­ლის შემ­დეგ მა­თი კვა­ლი ქრე­ბა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ძი­ე­ბას იწყე­ბენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ნა­თე­სა­ვე­ბი, შთა­მო­მავ­ლე­ბი იგო­ნებ­დ­ნენ ის­ტო­რი­ებს. იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის 16 წლის ძმა ომ­ში ჩუ­მად გა­ი­პა­რა ძმის მო­სა­ძებ­ნად და თა­ვა­დაც ვე­ღარ დაბ­რუნ­და ცოცხა­ლი, ერ­თ­მა ძმამ კი თა­ვი­სი ძმა ფრონ­ტ­ზე და­ი­ნა­ხა და ხმა ვერ გა­ა­გო­ნა... ეს ჯა­რის­კა­ცე­ბი ომი­დან უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან, მათ სა­ხე­ლებს კი შთა­მო­მავ­ლებს არ­ქ­მევ­დ­ნენ...
    
მხარ­და­ჭე­რით გაზ­რ­დი­ლი მო­ტი­ვა­ცია
მა­რი­კა: მხარ­და­ჭე­რას ყო­ველ­თ­ვის ვგრძნობთ მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რომ­ლის­გან, პრო­ექ­ტის საწყის ეტაპ­ზე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით და გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბით გვპა­სუ­ხობ­დ­ნენ ელ­წე­რი­ლებ­სა და შეტყო­ბი­ნე­ბებ­ზე. ეს კო­მუ­ნი­კა­ცია კითხ­ვებ­ზე უბ­რა­ლოდ პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე ბევ­რად მე­ტია, რად­გან მა­თი წე­რი­ლე­ბი და სიტყ­ვე­ბი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია ჩვენ­თ­ვის და უფ­რო მე­ტად ცხად­ყოფს, რამ­დე­ნად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ორ ძი­რი­თად ამ­ბავს ჩვენს პრო­ექ­ტ­ში: 1. ავ­ს­ტ­რი­ა­ში მყო­ფი ორი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა, ყო­ველ­გ­ვა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რის ჩა­რე­ვის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და 2. ავ­ს­ტ­რი­ის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კებ­ში ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბის შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ვის უკ­ვ­ლე­ვია. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კვლე­ვა საბ­ჭო­თა ტყვე­ე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს, თუმ­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლად ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვას აქამ­დე ვერ მი­ვა­გე­ნით.
მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის ცენ­ტ­რა­ლურ არ­ქივ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ცალ­კე აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია. რო­ცა მათ ვუთხა­რით, რომ მა­უთ­ჰა­უ­ზენ­ში გარ­დაც­ვ­ლი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხე­ბი ვი­პო­ვეთ, თვი­თონ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს მო­ძი­ე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის არ­ქი­ვის­თ­ვის გა­დაგ­ზავ­ნა. შე­დე­გად, წელს პირ­ვე­ლად, მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის არ­ქი­ვის წლი­ურ კა­ტა­ლოგ­ში, ერთ-ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცის, გრი­გოლ ბე­დოშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფია შე­ვა. არ­ქივ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, რა თქმა უნ­და, მო­მა­ვალ­შიც ვა­პი­რებთ. შევ­თა­ვა­ზეთ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში იმ ხარ­ვე­ზე­ბის შეს­წო­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ხე­ლებ­სა და ტო­პო­ნი­მებ­ში გვხვდე­ბა. გარ­და ავ­ს­ტ­რი­უ­ლი მხა­რი­სა, ყო­ველ­თ­ვის ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნავ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხურ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხა­რის­ხ­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს. მა­თი მხარ­და­ჭე­რა კი­დევ უფ­რო მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას გვძენს, მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ და სა­ბო­ლო­ოდ, ეს მა­სა­ლა ერთ წიგ­ნად გა­მოვ­ცეთ.
სა­ლო­მე: პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ვცდი­ლობ­დით, თა­ვად გვე­კე­თე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ მა­შინ გვეთხო­ვა, რო­ცა თა­ვად ვე­ღარ გა­ვარ­თ­მევ­დით რა­ღაც სა­კითხს თავს. ასე გა­ვარ­თ­ვით და­მო­უ­კი­დებ­ლად თა­ვი კვლე­ვის პრო­ცესს და ნე­ბარ­თ­ვის აღე­ბას ავ­ს­ტ­რი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს­გან, რო­მელ­საც მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის არ­ქი­ვი ეკუთ­ვ­ნის. და­მო­უ­კი­დებ­ლად შევ­ძე­ლით მე­მო­რი­ა­ლის აღ­მარ­თ­ვის ნე­ბარ­თ­ვის მო­პო­ვე­ბაც. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, მა­კე­ტიც თა­ვად და­ვამ­ზა­დეთ, მა­რი­კამ შექ­მ­ნა სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ დას­ტუ­რი მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ, არ გქვონ­და ფი­ნან­სე­ბი  და­ფის და­სამ­ზა­დებ­ლად.
 სა­ბედ­ნი­ე­როდ, ავ­ს­ტ­რი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თ­ველ­მა, ქე­თე­ვან რუ­რუ­ამ გა­მო­ხა­ტა დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი, უკ­ვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქვის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა­ზე კომ­პა­ნია „აირ­ზე­ნამ“ უარი გვითხ­რა, აქაც ავ­ს­ტ­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი დაგ­ვეხ­მა­რა — ვა­ჟა კა­ზი­ევ­მა ქვა სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით ჩა­მო­ი­ტა­ნა ავ­ს­ტ­რი­ამ­დე. შემ­დეგ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა და­მონ­ტა­ჟე­ბა იყო, ავ­ს­ტ­რი­ულ­მა კომ­პა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ევ­რო მო­ითხო­ვა. ჩვენ­თ­ვის საკ­მა­ოდ დი­დი თან­ხა იყო, ამი­ტომ ისევ და­ვიწყეთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვის ძი­ე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ავ­ს­ტ­რი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თ­ველ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა, იკო მინ­და­ძემ, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ, და­ა­მონ­ტა­ჟა და­ფა, რა­შიც კი­დევ ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი — ერეკ­ლე თურ­ქა­ძე დაგ­ვეხ­მა­რა. პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და ქალ­ბა­ტო­ნი თა­მი­ლა ჯერ­ვა­ლი­ძე ­ავ­ს­ტ­რი­ის ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი. ყვე­ლას, ვინც ამ პრო­ექ­ტ­ში ჩა­ერ­თო, მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად გვერ­დით დაგ­ვიდ­გა, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ეკუთ­ვ­ნის!
მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფის გახ­ს­ნა­ზე, სა­სი­ხა­რუ­ლო იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვე­ტე­რან­თა სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხუ­რის დე­ლე­გა­ცი­ის სტუმ­რო­ბა. ისი­ნი ოჯა­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას დაგ­ვ­პირ­დ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის და კულ­ტუ­რის კო­მი­ტეტ­მა, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დარ­ბაზ­ში, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვ­ცა, რო­მელ­საც, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან და სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­ებ­თან ერ­თად, ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც და­ეს­წ­რ­ნენ.

ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ავ­ს­ტ­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა
მა­რი­კა: ავ­ს­ტ­რი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­ფა­სე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­მო­მი­ვა იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ ორ სას­წავ­ლე­ბელ­ში (პრო­ფე­სი­უ­ლი უმაღ­ლე­სი სკო­ლა იოანე­უ­მი და ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი), ორ კონ­კ­რე­ტულ სა­მა­გის­ტ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე (სა­გა­მო­ფე­ნო დი­ზა­ი­ნი და ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რია) სწავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი იმით იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ სტუ­დენ­ტებს და ლექ­ტო­რებს შო­რის იერარ­ქია თით­ქ­მის არ არ­სე­ბობ­და, ერ­თ­მა­ნეთს შე­ნო­ბით ვე­სა­უბ­რე­ბო­დით, თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას, იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, კრი­ტი­კის მოს­მე­ნას გვას­წავ­ლიდ­ნენ, ყვე­ლა სტუ­დენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო და მი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა — ხაზ­გას­მუ­ლი. რო­ცა ჩე­მი სა­მა­გის­ტ­რო თე­მა პირ­ვე­ლად გა­ვა­ცა­ნი თე­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, მე­გო­ნა, ბევ­რი არ­გუ­მენ­ტის მოყ­ვა­ნა დამ­ჭირ­დე­ბო­და იმის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად, რომ ეს ნამ­დ­ვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა, რო­მელ­ზეც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ი­წე­როს (თბი­ლი­სის, რო­გორც იუნეს­კოს დი­ზა­ინ-ქა­ლა­ქის პო­ტენ­ცი­ალ­ზე ვწერ­დი). უპ­რობ­ლე­მოდ დამ­თან­ხ­მ­და, ეს თე­მა მის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და.
უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იერარ­ქია პრო­ფე­სორ­სა და სტუ­დენტს შო­რის უფ­რო თვალ­ში­სა­ცე­მია, თუმ­ცა ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, მი­სი ში­ნა­არ­სი­სა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქ სტუ­დენტს სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას ას­წავ­ლი­ან, ამ სიტყ­ვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით. სას­წავ­ლო პროგ­რა­მაც ისეა შედ­გე­ნი­ლი, ლექ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წ­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა — მოს­მე­ნის გარ­და, დის­კუ­სი­ა­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თ­ვა, სა­კუ­თარ თე­მა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სა და წე­რი­ლო­ბი­თი სა­მეც­ნი­ე­რო ტექ­ს­ტის მომ­ზა­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, სტუ­დენტ-ასის­ტენ­ტე­ბის ე.წ. ტუ­ტო­რი­უ­მე­ბი ტარ­დე­ბა რე­ფე­რა­ტის სწო­რად წე­რის, სწო­რად ცი­ტი­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის და სხვა თე­მებ­ზე. ვერ ვიტყ­ვი, რომ რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მის­გან-მეთ­ქი, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, აქ მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, მა­გა­ლი­თად, ტექ­ნი­კური აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის მხრივ.
სა­ლო­მე: ჩემ­თ­ვის ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. ვსწავ­ლობ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც 650 წლი­საა და სიძ­ვე­ლით პირ­ვე­ლია მთელ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან სივ­რ­ცე­ში. აქ სტუ­დენ­ტო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის­გან. მომ­წონს სის­ტე­მა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა გახ­დეს სტუ­დენ­ტი და სას­წავ­ლო გრა­ფი­კი, დრო­ის თვალ­საზ­რი­სით, ისე გა­ა­ნა­წი­ლოს, რო­გორც თა­ვად სურს. მომ­წონს პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, უშუ­ა­ლო­ბა, რო­ცა პრო­ფე­სო­რი ისე გე­სა­უბ­რე­ბა, რო­გორც კო­ლე­გას. ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 95 000-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს და ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა აქ შექ­მ­ნი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. 
მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად,  ჩარ­თუ­ლი ვარ სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მა­ში, რო­მელ­შიც ავ­ს­ტ­რია საკ­მა­ოდ დიდ თან­ხას დებს, რომ უცხო ქვეყ­ნის აქ­ტი­ურ სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცეს, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვი­ღოთ გა­მოც­დი­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი­სა და მა­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან. ვმო­ნა­წი­ლე­ობთ სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, გვი­ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი და ვეც­ნო­ბით ავ­ს­ტ­რი­ი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას, გვაქვს გას­ვ­ლი­თი ვი­ზი­ტე­ბი. მოკ­ლედ რომ ვთქვა, ქვე­ყა­ნა, რომ­ლის­თ­ვი­საც მე ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი ვარ, არ იშუ­რებს ძა­ლის­ხ­მე­ვას, შე­მიწყოს ხე­ლი რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ისე პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში! ეს არის ის, რაც ყო­ველ­თ­ვის გე­მახ­სოვ­რე­ბა და ძა­ლი­ან მინ­და ოდეს­მე მო­მე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ ქვე­ყა­ნას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო!

პა­სუ­ხი კითხ­ვის გა­რე­შე
მა­რი­კა: რაც თქვენ არ გი­კითხავთ, მაგ­რამ აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სად მი­ვიჩ­ნევ: 1. რო­დე­საც ვამ­ბობთ ან ვწერთ „ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბი“, „ ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი“, ვგუ­ლის­ხ­მობთ არა მხო­ლოდ ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლებს, არა­მედ სხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სით იყ­ვ­ნენ ტყვე­ო­ბა­ში; 2. გარ­და მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზი­სა, და­მა­ტე­ბით, გვა­რე­ბი მო­ვი­ძი­ეთ, ერ­თი მხრივ, მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის აქ­რივ­ში და, მე­ო­რე მხრივ, მა­თი­ას კალ­თენ­ბ­რუ­­ნე­რის მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში, რო­მე­ლიც მან მა­უთ­ჰა­უ­ზე­ნის ბა­ნა­კი­დან საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბურ გაქ­ცე­ვას მი­უძღ­ვ­ნა; 3. ვფიქ­რობ, რომ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მის კე­თე­ბა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ნამ, სა­ნამ სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბა გეძ­ვირ­ფა­სე­ბა.
სა­ლო­მე: მე ყუ­რადღე­ბას საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შეგ­ვიძ­ლია სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს მიღ­მა ვცხოვ­რობთ. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი იმ ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბით. ვფლობთ ამ ქვეყ­ნის ენას და გვაქვს კონ­ტაქ­ტე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა პრო­დუქ­ტი­უ­ლად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ. ხში­რად გა­მი­გია წუ­ხი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის შე­სა­ხებ, რომ ისი­ნი ტო­ვე­ბენ სამ­შობ­ლოს... საზღ­ვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად წას­ვ­ლა ტრა­გე­დია არ არის, პი­რი­ქით, ეს არის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა შევ­მა­ტოთ ჩვენს ქვე­ყა­ნას რა­ღაც, თუნ­დაც აქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით! ვი­სურ­ვებ­დი, ორ­მა­გად მოგ­ვენ­დო­მე­ბი­ნოს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ქვეყ­ნის­თ­ვის რა­ი­მე და­დე­ბი­თის გა­კე­თე­ბა. შევ­ძ­ლებთ კი­დეც ამას, მთა­ვა­რია შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის სურ­ვი­ლი. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ფორ­მა­ლუ­რი ელ­ჩე­ბი ვართ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში და ჩვე­ნი ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბა და ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვე­ნი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით მი­იღ­წე­ვა და არა მშვე­ლე­ლის ლო­დი­ნით.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ 

25-28(942)N