გამოდის 1998 წლიდან
2018-05-10
ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით შევ­ძ­ლებთ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას

„12 ნა­ბი­ჯი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­კენ“ — ასე ჰქვია სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­სა და მე­დი­ას გა­აც­ნო. მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე თუ სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მილ რე­ფორ­მებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან კავ­ში­რე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე. გა­ნაცხა­და, რომ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც მთავ­რო­ბის ოთხ­პუნ­ქ­ტი­ა­ნი გეგ­მის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლია და გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკ­ვე და­წ­ყე­­ბუ­ლია. „დღე­ვან­დე­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ის და ზო­გა­დად, ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­როს სტრა­ტე­გი­ის ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პი გახ­ლავთ ხა­რის­ხი, ხა­რის­ხ­ზე ზრუნ­ვა. ეს ეხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურს, მეც­ნი­ე­რე­ბას და ახალ­გაზ­რ­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას.“
ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბით და­იწყო და აღ­ნიშ­ნა, რომ ხა­რის­ხის მთა­ვა­რი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, მთა­ვა­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სკო­ლებ­ში მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, სწო­რედ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბრწყინ­ვა­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს და ყო­ველ მათ­განს მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, საგ­რ­ძ­ნობ­ლად აიმაღ­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცია. ზაფხულ­ში და­იწყე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი, სა­დაც ფო­კუ­სი­რე­ბა მოხ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, კერ­ძოდ, იმ პე­და­გო­გი­ურ ილე­თებ­სა და ახალ იდე­ებ­ზე პე­და­გო­გი­კა­ში, რაც მათ და­ეხ­მა­რე­ბა, ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია საკ­ლა­სო ოთა­ხამ­დე მი­ი­ტა­ნონ, სა­დაც ხდე­ბა მთა­ვა­რი — მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.
რო­დე­საც ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ სკო­ლებ­ში, არა­ნაკ­ლებ მიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სა­კითხი. „სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში დას­რულ­დე­ბა ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი. ეს ეხე­ბა პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბის ჩათ­ვ­ლით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს და სექ­ტემ­ბ­რი­დან ახა­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­ვა სკო­ლებ­ში. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა წო­ნის კუთხი­თაც მოხ­და, რად­გან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ტვირთს არ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს. რაც მთა­ვა­რია, გა­უმ­ჯო­ბესდა ში­ნა­არ­სი.
ზუს­ტად ერ­თი წლის შემ­დეგ, გა­მოცხად­დე­ბა გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი მეშ­ვი­დე­დან მეცხ­რე კლა­სის ჩათ­ვ­ლით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ორი წლის შემ­დეგ — უკ­ვე მე­ა­თე-მე­თერ­თ­მე­ტე და მე­თორ­მე­ტე კლა­სებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ორ წე­ლი­წად­ში, სრუ­ლად გა­მო­იც­ვ­ლე­ბა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და მა­თი ხა­რის­ხი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.“
მო­ზარ­დებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რაც სკო­ლა­ში უნ­და ხდე­ბო­დეს, გა­ნაცხა­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, მაგ­რამ მთა­ვა­რია შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ამა­ზე უნ­და იყოს კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი. მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა პრო­ექტ „ევ­რი­კას“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­იწყე­ბა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცეს სკო­ლებ­თან და­ა­კავ­ში­რებს. „ვთხო­ვეთ ჩვენს წამ­ყ­ვან პრო­ფე­სო­რებს, გა­მო­ჩე­ნილ მეც­ნი­ე­რებს, ბრწყინ­ვა­ლე პე­და­გო­გებს, რომ და­მა­ტე­ბი­თი, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უ­ტა­რონ მოს­წავ­ლე­ებს. პრო­ექ­ტი მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ი­ცავს, 2085-ივე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ასე­ვე, კერ­ძო სკო­ლებ­ში, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, ლა­ივ სტრი­მით, სპე­ცი­ა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პრო­ფე­სო­რე­ბი, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე, მოყ­ვე­ბი­ან თა­ვი­ან­თი დარ­გე­ბის ხიბლს, სი­ლა­მა­ზეს, რა­ტომ აირ­ჩი­ეს თვი­თონ ესა თუ ის პრო­ფე­სია. ყვე­ლა დარგს თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზე აქვს, თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი მხა­რე და სწო­რედ ამას და­ა­ნა­ხე­ბენ ბავ­შ­ვებს იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­ში გა­იღ­ვი­ძოს მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი, ფიქ­რი­სად­მი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მი­სად­მი სიყ­ვა­რულ­მა. ჩემს გა­მოს­ვ­ლებ­ში ძა­ლი­ან ხში­რად ვი­მე­ო­რებ ჩემს ერთ-ერთ საყ­ვა­რელ ფრა­ზას, რო­მე­ლიც დიდ პლუ­ტარ­ქეს ეკუთ­ვ­ნის. მან ბრძა­ნა, რომ გო­ნე­ბა არ არის ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც უნ­და აავ­სო, ეს არის ცეცხ­ლი, რო­მე­ლიც უნ­და და­ან­თო. სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ფი­ლო­სო­ფია, რი­თიც იქ­ნე­ბა გაჟ­ღენ­თი­ლი პრო­ექ­ტი „ევ­რი­კა“.
ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია 21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლებ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე სხვა­ნა­ი­რად ით­ვი­სე­ბენ მა­სა­ლას, სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ბევ­რი გეგ­მა აქვს. ერთ-ერ­თია მა­იკ­რო­სოფ­ტ­თან და­გეგ­მი­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. „მა­იკ­რო­სოფ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, სრუ­ლი­ად უფა­სოდ, ჩვენს სკო­ლებ­ში დავ­ნერ­გოთ მა­იკ­რო­სოფ­ტის ერთ-ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა — მა­ინ­კ­რაფ­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვერ­სია. მა­იკ­რო­სოფ­ტ­მა, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­მა­შის სა­ფუძ­ველ­ზე, შექ­მ­ნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვერ­სია, რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ფარ­თო ას­პა­რეზს ქმნის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ამ პრო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ტექ­ნი­კურ, ასე­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებ­ში“.  პროგ­რა­მა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ბავ­შ­ვებს, ჯგუ­ფუ­რად იმუ­შა­ონ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებ­ზე. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ინ­კ­რაფ­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვერ­სი­ის გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბა და სექ­ტებ­რი­დან, პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, პროგ­რა­მა რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში და­ი­ნერ­გე­ბა, შემ­დეგ გავ­რ­ცელ­დე­ბა ყვე­ლა სკო­ლა­ში.
სოფ­ლის სკო­ლე­ბის ახა­ლი სი­ცოცხ­ლე უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მი­ი­ღო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ სოფ­ლის სკო­ლე­ბი გახ­დეს კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რე­ბი თი­თო­ე­ულ სო­ფელ­ში. გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას, თუ ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­ეძ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის გაგრძელება,  ცოდ­­ნის გა­­ღ­რ­მა­ვება სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში. აქ გა­ი­მარ­თე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სოფ­ლის მოს­ახ­ლე­ო­ბა ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლის პრინ­ცი­პი სწო­რედ ამ გზით დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა სოფ­ლის სკო­ლებ­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი სკო­ლე­ბის აშე­ნე­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს, 150 სკო­ლას ჩა­უ­ტარ­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, 24 ახა­ლი სკო­ლა შენ­დე­ბა, რო­მელ­თა­გან 23 წელ­ს­ვე დას­რულ­დე­ბა და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრო­ცე­სი გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.
ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, უსაფ­რ­თხო, პო­ზი­ტი­უ­რი სას­კო­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნაა. მთავ­რო­ბის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნი მან­და­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სხვა უწყე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. ამ ცვლი­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნია გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მან­და­ტუ­რი, გა­რან­ტო­რი იმი­სა, რომ სკო­ლა­ში აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა უსაფ­რ­თხო გა­რე­მო.
მი­ნის­ტ­რ­მა, ფსი­ქო­ლო­გი­ურ სამ­სა­ხურ­ზე, რო­გორც ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კომ­პო­ნენ­ტზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ გვაქვს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, კერ­ძოდ, ბუ­ლინ­გ­თან ან აგ­რე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი სკო­ლა­ში, მხო­ლოდ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ჩა­რე­ვით და ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ვერ გა­დაწყ­დე­ბა. „ფსი­ქო­ლო­გე­ბის არ­სე­ბო­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია და ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ყვე­ლა სკო­ლას ჰყავ­დეს მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ფსი­ქო­ლო­გი. ამ­ჟა­მად, დიდ სკო­ლებ­ში გვყავს ფსი­ქო­ლო­გე­ბი, იქ კი, სა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა, მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ჩვენ მივ­მარ­თეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს და ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტ­რან­ტე­ბი და დოქ­ტო­რან­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში. ასე­ვე, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია 24-სა­ა­თი­ა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის ცხე­ლი ხა­ზი, რაც ხელს უწყობს იმას, რომ თა­ვი ავა­რი­დოთ ექ­ს­ცე­სებს და აგ­რე­სი­ის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გა­მოვ­ლი­ნე­ბებს“.
მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი სკო­ლებ­ში პო­ზი­ტი­უ­რი სას­კო­ლო გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბას სკო­ლა­ში, ამ­ბობს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბაა სწო­რედ ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, რი­თაც უნ­და მოხ­დეს აგ­რე­სი­ის დო­ნის და­წე­ვა. „მრა­ვა­ლი შეხ­ვედ­რა გვქონ­და წამ­ყ­ვან ფსი­ქო­ლო­გებ­თან და, მათ­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლა­ე­რე­ბის სა­ხით და­უ­რიგ­და სკო­ლებს. სა­მი ტი­პის ფლა­ე­რია: რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მშობ­ლე­ბის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა მშობ­ლე­ბის, ოჯა­ხე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას. ბუ­ლინ­გის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად ეს აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­ტ­რაქ­ტე­ბი მშობ­ლებ­თან იქ­ნე­ბა ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა“. სექ­ტემ­ბ­რი­დან, სკო­ლა­სა და მშო­ბელს შო­რის და­ი­დე­ბა კონ­ტ­რაქ­ტი, სა­დაც გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ მხა­რეს აქვს, ახა­ლი მიდ­გო­მა ასე­თია — სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, მან­და­ტუ­რე­ბი და მშობ­ლე­ბი ერთი გუნ­დია და გუნ­დის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა.
„გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო პროგ­რა­მა „მო­ვუს­მი­ნოთ მოს­წავ­ლე­ებს“, რო­მე­ლიც ბა­ტო­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა გახ­ლავთ. პი­რა­დად მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი უკ­ვე ძა­ლი­ან ბევრ მოს­წავ­ლეს შევ­ხ­ვ­დით. ახალ­გაზ­რ­დე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია, ამ შეხ­ვედ­რე­ბის დროს გა­მო­იკ­ვე­თა მა­თი ხედ­ვა. ყვე­ლას კარ­გად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი რო­ლი ბუ­ლინ­გის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად და აგ­რე­სი­ის დო­ნის და­სა­წე­ვად. ჩვენს სტრა­ტე­გი­ა­ში მა­თი აზ­რიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ. შეხ­ვედ­რებს მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­ძე­ლებთ, მო­ვუს­მენთ მოს­წავ­ლე­ებს და გა­ვი­გებთ, რო­გორ ხე­და­ვენ ისი­ნი არ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­ტი­კას“.
ბუ­ლინ­გის და­საძ­ლე­ვად არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი სპორ­ტუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბის მთე­ლი ენერ­გია უნ­და იხარ­ჯე­ბო­დეს სწავ­ლა­ში, შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­სა და სპორ­ტ­ში. „ჩვენს სა­მი­ნის­ტ­რო­სა და კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­იწყო ძა­ლი­ან ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი სპორ­ტუ­ლი კამ­პა­ნია — შე­ჯიბ­რე­ბე­ბი სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სხე­ო­ბა­ში, სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­ორ­მაგ­და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და იმის შემ­დეგ, რაც შე­ჯიბ­რე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა სკო­ლის შიგ­ნით და სკო­ლებს შო­რის, ჩა­ტარ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი და სა­უ­კე­თე­სო­ებს შესაძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში, უცხო­ელ თა­ნა­ტო­ლებს შე­ე­ჯიბ­რონ.
ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის, ახალ­­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. ჩვენ უკ­ვე მივ­მარ­თეთ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ მათ შე­ფო­ბა აიღონ სკო­ლებ­ზე, კლა­სებ­ზე და ჩარ­თონ ისი­ნი რო­გორც სპორ­ტულ, ასე­ვე შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­და­ნაც ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და, ცხა­დია, სტუ­დენ­ტე­ბიც ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე­ნი არი­ან, ასე რომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა და იმე­დია, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ზო­გა­დად სკო­ლა­ში აგ­რე­სი­ის და­მარ­ცხე­ბის საქ­მე­ში“.
უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. აქ მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თი­საა, მშობ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მცდა­რად ფიქ­რობს, მის­მა შვილ­მა წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წი­ოს, აუცი­ლე­ბე­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დიპ­ლო­მი. ეს რომ ასე არ არის, მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მა­გა­ლით­მა თვალ­ნათ­ლივ გვაჩ­ვე­ნა, ისე­თი ქვეყ­ნე­ბის, რო­გო­რე­ბი­ცაა: გერ­მა­ნია, ავ­ს­ტ­რია, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი და სხვ.
„სა­ბედ­ნი­ე­როდ, გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კო­ლე­ჯი, რო­მელ­თა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მშვე­ნივ­რად და­საქ­მ­დ­ნენ, აქვთ ღირ­სე­უ­ლი ანაზღა­უ­რე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, შრო­მის ბა­ზა­რი რე­ა­ლუ­რად ითხოვს მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტებს. რო­გორ და­ვა­მარ­ცხოთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა და რო­გორ გა­დავ­ლა­ხოთ ეს ბა­რი­ე­რი? პირ­ვე­ლი — უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წი­აღ­ში და­ვა­არ­სებთ პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებს და რო­დე­საც სტუ­დენ­ტი კო­ლეჯ­ში წა­ვა, რე­ა­ლუ­რად, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, ისარ­გებ­ლებს ყვე­ლა იმ სი­კე­თით, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენტს აქვს და ამ სივ­რ­ცის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­დე­ბა, პრო­ფე­სი­ულ მომ­ზა­დე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის „ქოლ­გის“ ქვეშ გა­ივ­ლის.
რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვა­არ­სეთ მე­დი­ა­ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯი, რო­მე­ლიც ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლიც იქ­ნე­ბა; სულ ცო­ტა ხან­ში, ბიზ­ნეს­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შე­იქ­მ­ნე­ბა IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კო­ლე­ჯი, სა­დაც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: მა­იკ­რო­სოფ­ტი, აიბი­ე­მი, ეიჩ­ბი და სხვ. მა­თი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა; ასე­ვე, ძა­ლი­ან დი­დი გეგ­მე­ბი გვაქვს თე­ლა­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აგ­რა­რუ­ლი კო­ლე­ჯის გახ­ს­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უკ­ვე ვე­სა­უბ­რეთ გერ­მა­ნელ კო­ლე­გებს, კერ­ძოდ ჯი­ა­ი­ზეტ-ს და, მა­თი დახ­მა­რე­ბით, მო­მა­ვა­ლი კო­ლე­ჯი ბა­ვა­რი­ის ერთ-ერთ აგ­რა­რულ კო­ლეჯს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. მა­ლე, თე­ლა­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, გერ­მა­ნულ მო­დელ­ზე აგე­ბუ­ლი აგ­რა­რუ­ლი კო­ლე­ჯი გა­იხ­ს­ნე­ბა“.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა სწო­რედ და­საქ­მე­ბა­ზე ორი­ენ­ტა­ციაა, რაც მე­ო­რე პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად და­ა­სა­ხე­ლა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა. პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში სტუ­დენ­ტ­თა მო­ზიდ­ვას აუცი­ლებ­ლად შე­უწყობს ხელს კერ­ძო სექ­ტორ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის და­ფუძ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე კარ­გად თვი­თონ ბიზ­ნეს­მა იცის, რა პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა ამა თუ იმ ბიზ­ნესს. ეს პირ­და­პი­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან — რე­გი­ო­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას­თან, რად­გან რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ების, რომ­ლებ­საც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სჭირ­დე­ბათ, თა­ვი­ანთ ბა­ზა­ზე შეძლე­ბენ კო­ლე­ჯის და­ფუძ­ნე­ბას. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამა­ში ყო­ველ­მ­ხ­რივ და­ეხ­მა­რე­ბა. სა­უ­კე­თე­სო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ამა­ვე კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მ­დ­ნენ, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბას გაზ­რ­დის.
მი­ნის­ტ­რ­მა დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ციპ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ევ­როს­ტან­დარ­ტ­თან და ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს, ამ კუთხით, დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. პარ­ლა­მენ­ტ­ში შე­სუ­ლია უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ. „პირველად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, გვექ­ნე­ბა კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ და­ა­რე­გუ­ლი­რებს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. დუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას, ანუ სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი უჭი­რავს კა­ნონ­ში და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას.
და მე­სა­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, ასე­ვე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გაზ­რ­დის სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში, სწავ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ციაა, ის სი­კე­თე, რომ­ლი­თაც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი დი­დი ხა­ნია სარ­გებ­ლობ­დ­ნენ, კერ­ძოდ, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი, რაც პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში არ არ­სე­ბობ­და. ჩვენ ვიწყებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლას, უკ­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­და დი­დი ბრი­ტა­ნე­თის, გერ­მა­ნი­ი­სა და ავ­ს­ტ­რი­ის კო­ლე­ჯებ­თან, რომ­ლებ­მაც დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­მოთ­ქ­ვეს მზა­ო­ბა, მი­ი­ღონ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი. ეს უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მა­თი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის და დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ ეს კომ­პო­ნენ­ტიც გაზ­რ­დის სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, რად­გან მათ ეცო­დი­ნე­ბათ, რომ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელს ეს და­მა­ტე­ბი­თი სი­კე­თეც აქვს — ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, უცხო­ეთ­ში პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი“.
უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის
მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­ნის­ტ­რ­მა რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა. „ხა­რის­ხ­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. სა­ხელ­მ­წი­ფომ სრუ­ლი სი­მარ­თ­ლე უნ­და უთხ­რას ყვე­ლა სტუ­დენტს, ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს, მათ მშობ­ლებს. ეს სი­მარ­თ­ლე მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ მხო­ლოდ ის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი სტან­დარ­ტი აქვთ“.
წელს მრა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­ივ­ლის გეგ­მურ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, და­ი­ნერ­გა ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სებ­ში ევ­რო­პე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გორც კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ე­ბი, რაც იმის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა, რომ პრო­ცე­სი ობი­ექ­ტუ­რი და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე იქ­ნე­ბა. გა­ნახ­ლ­და ქარ­თ­ვე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის კორ­პუ­სიც. რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უკ­ვე ჩა­ტარ­და არა­გეგ­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი და სამ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს შე­უ­ჩერ­და ავ­ტო­რი­ზა­ცია. „არც ერ­თი სტუ­დენ­ტი არ და­ზა­რალ­და, ყვე­ლას მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ბი­ლო­ბით, გა­და­სუ­ლიყო იმ უმაღ­ლე­სში, სა­დაც სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხია. პი­რა­დად შევ­ხ­ვ­დი ყვე­ლა სტუ­დენტს იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან, რო­მელ­თაც ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­უ­ჩერ­დათ და მინ­და გითხ­რათ, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი და მად­ლი­ე­რე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ის­წავ­ლონ ისეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, რო­მელ­თაც მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი აქვთ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის მიღ­წე­ვა და ქართული უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წინ­ს­ვ­ლა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით“.
უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის, კერ­ძოდ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა (სა­უ­ბა­რი­ა­ რო­გორც კომ­პი­უ­ტე­რულ, ასე­ვე სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ზე); სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში უფ­რო მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა; უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის მოწ­ვე­ვა. ყვე­ლა­ფერ ამას სჭირ­დე­ბა ფი­ნან­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საც­ვ­ლე­ლი და გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლი. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, მსოფ­ლიო ბან­კ­თან ერ­თად, მუ­შა­ობს და­ფი­ნან­სე­ბის ახალ მო­დელ­ზე. რო­ცა მზად იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა და­იწყე­ბა, ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, ასე­ვე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­ზო­გა­დოება. „საგ­რ­ძ­ნო­ბი წინ­ს­ვ­ლა რომ გვქონ­დეს, აუცი­ლე­ბე­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ბა­ზი­სო და­ფი­ნან­სე­ბა. სწო­რედ სა­ბა­ზი­სო და­ფი­ნან­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვი­თარ­დ­ნენ რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი, ასე­ვე სას­წავ­ლო, ზო­გა­დად აკა­დე­მი­უ­რი კუთხით.“
მეც­ნი­ე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა კი­დევ ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტია. რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად (წელს უკ­ვე და­იწყო), აცხა­დებს საგ­რან­ტო კონ­კურ­სებს რო­გორც ფუნ­და­მენ­ტურ, ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბით კვლე­ვებ­ში. ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
„დღეს­ვე უნ­და ვიზ­რუ­ნოთ მეც­ნი­ე­რე­ბის ხვა­ლინ­დელ დღე­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რებს სრულ­ყო­ფი­ლი სივ­რ­ცე და ას­პა­რე­ზი უნ­და შე­ვუქ­მ­ნათ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა შეძ­ლონ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც სა­მი­ნის­ტ­რომ, ასე­ვე რუს­თა­ვე­ლის ფონ­დ­მა ცალ­კე საგ­რან­ტო კონ­კურ­სე­ბი გა­მო­აცხა­და, სპე­ცი­ა­ლუ­რად ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ დიდ საგ­რან­ტო კონ­კურ­სებ­შიც შე­უძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.“
უცხო­ე­თის ფონ­დებ­თან, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, მი­ნის­ტ­რ­მა „ჰორიზონტ 2020“-ის პროგ­რა­მა­ზეც ისა­უბ­რა და დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლეე­ბიც გა­აც­ნო.
ქოს­ტი (Cost) მეც­ნი­ე­რე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ციაა. „რამ­დე­ნი­მე დღის წინ, შევ­ხ­ვ­დი მის პრე­ზი­დენტს და მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხ­მე­ბას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო გახ­დე­ბა Cost-ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, რაც ძა­ლი­ან დიდ ას­პა­რეზს ქმნის ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის, მკვლევ­რე­ბის­თ­ვის რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის კუთხით, ასე­ვე იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით პრო­ცეს­ში“.
სულ ცო­ტა ხან­ში, თბი­ლის­ში, გა­იხ­ს­ნე­ბა აკა­დე­მია „ევროპეას“ ჰა­ბი, ეს გახ­ლავთ ევ­რო­პუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი აკა­დე­მია, რო­მელ­საც უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი აქვს, თა­ვი­სი საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბით. აკა­დე­მი­ას აქვს ცალ­კე სექ­ცია ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის, მათ­თ­ვის ეს და­მა­ტე­ბი­თი ას­პა­რე­ზი იქ­ნე­ბა.
„მა­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო ცერ­ნის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რი გახ­დე­ბა. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცერ­ნ­ში, უკ­ვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­შა­ო­ბენ სა­ხე­ლო­ვა­ნი, უნი­ჭი­ე­რე­სი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ჩვენ ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბი გავ­ხ­დე­ბით, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ცერ­ნ­ში კვლე­ვე­ბი უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით გა­აგ­რ­ძე­ლონ. იქ იფ­რი­ა­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შა. მა­გის­ტ­რა­ტუ­რის და დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, თა­ვი­ან­თი კვლე­ვის ნა­წი­ლი ცერ­ნ­ში შე­ას­რუ­ლონ. დოქ­ტო­რან­ტებს უფ­რო მე­ტიც — დი­სერ­ტა­ცი­ე­ბი და­იც­ვან ცერ­ნ­ში“.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რით დას­რულ­და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცია. მი­ნის­ტ­რ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მი­ნის­ტ­რო ხელს შე­უწყობს სე­ზო­ნუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო სკო­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას; გა­იზ­რ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ახალ­გაზ­რ­დულ და მოს­წავ­ლე­თა ბა­ნა­კებ­ზე. ბა­ნა­კე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია ხელს შე­უწყობს ახალ­გაზ­რ­დე­ბის უცხო­ელ თა­ნა­ტო­ლებ­თან და­მე­გობ­რე­ბას და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბას.
მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მე­გო­ბარ ქვეყ­ნებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუთხით, თა­ნად­გო­მას უწე­ვენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს. „დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი, ყვე­ლას ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით შევ­ძ­ლებთ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას და ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გა­ნათ­ლე­ბა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში“.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N