გამოდის 1998 წლიდან
2018-05-17
ცვლილებები, რომელსაც ახალი კანონი მოითხოვს

ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ახა­ლი კა­ნო­ნი მო­ი­ტანს
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ქე­თე­ვან ნატ­რი­აშ­ვილ­მა, ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ჩვენ გვახ­სოვს, რომ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბო­და არ­სე­ბულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის მიზ­ნით. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ პრე­ტენ­ზი­ებს გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ იმ მუხ­ლის მი­სა­მარ­თით, რო­მე­ლიც ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენტს ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში  მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უზღუ­დავ­და, სა­კა­მა­თო იყო პე­და­გო­გე­ბის სტა­ტუ­სი და ბევ­რი სხვა სა­კითხი.
რა­ტომ გა­დაწყ­და სა­ბო­ლო­ოდ არა ჩას­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნა, არა­მედ ახა­ლი კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა და რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სის­ტე­მის ხა­რის­ხობ­რივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კა­ხა­ბერ ერა­ძე.

ცვლი­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად მას­შ­ტა­ბუ­რი იყო, რომ ნამ­დ­ვი­ლად სწო­რი იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა — ახა­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა. მარ­თა­ლია, ამას დრო დას­ჭირ­და, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში მი­სი გან­ხილ­ვი­სა და დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დეგ ჩვენ გვექ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით სრულ­ყო­ფი­ლი კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე აკე­თებს აქ­ცენ­ტებს, მათ შო­რის, აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩი­ხი.
ახა­ლი კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლით მოგ­ვარ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის სა­კითხიც. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე უკ­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი, საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი და ა.შ. ერ­თი შე­ხედ­ვით იგი­ვე სქე­მაა, რაც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა, მაგ­რამ ძი­რე­უ­ლი, თვი­სებ­რი­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რა­საც თა­ვად სის­ტე­მის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს, ის სულ სხვა კომ­პე­ტენ­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, მათ შო­რის, დარ­გობ­რივ კონ­ტექ­ს­ტ­ში და მა­ღა­ლი ოს­ტა­ტო­ბის დო­ნეს მო­ითხოვს.
რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, მიდ­გო­მა აქაც იც­ვ­ლე­ბა — თუ­კი აქამ­დე მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ზა­ცია წარ­მო­ად­გენ­და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზმს, ახა­ლი კა­ნო­ნით დიდ როლს შე­ას­რუ­ლებს რე­ა­ლუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის. ეს სის­ტე­მა ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ ქა­ღალ­დ­ზე და ფორ­მა­ლუ­რად. ჩვე­ნი მოთხოვ­ნა იქ­ნე­ბა, წარ­მოდ­გე­ნილ თვით­შე­ფა­სე­ბა­ში ნათ­ლად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად ჩან­დეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ცოცხა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხედ­ვა ხა­რის­ხის შემ­დ­გო­მი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი. ბო­ლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცენ­ტ­რ­სა და სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლად გა­მო­რიცხავს მა­თი მხრი­დან პრობ­ლე­მის და­ფარ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბას, იმი­ტომ რომ ამას სა­დამ­ს­ჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა კი არა, ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბის ვი­ზი­ტი მოყ­ვე­ბა სას­წავ­ლე­ბელ­ში მხარ­და­ჭე­რი­სა და დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით. ზოგ­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა ეს ნა­ბი­ჯი ად­რე გა­დად­გა, ზოგ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რო­ცა სხვე­ბის მა­გა­ლით­ზე დარ­წ­მუნ­და, რომ გუ­ლახ­დი­ლო­ბა მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რად და­უბ­რუნ­დათ უკან. გა­ი­ზარ­და მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბაც. უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა იყოს სას­წავ­ლე­ბელ­ში: ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, პროგ­რა­მი­დან პროგ­რა­მა­ზე სტუ­დენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა, ახა­ლი პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბა, სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა და სხვ. მთა­ვა­რია, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ხე­დავ­დეს მას­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მას, ჩვე­ნი ჩა­რე­ვით, კონ­სულ­ტა­ცი­ით ამას ეშ­ვე­ლე­ბა, პრობ­ლე­მაა, რო­ცა ვერ ხე­დავს, ვერ ხვდე­ბა რა აქვს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი სულ რამ­დე­ნი­მე წელს ით­ვ­ლის და, უმე­ტეს­წი­ლად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის იდენ­ტუ­რია, არა­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. მით უმე­ტეს, რო­ცა სა­მუ­შა­ო­ზე, კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ამ გა­რე­მო­ე­ბამ თა­ვის­თა­ვად გა­მო­იწ­ვია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა. უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის გა­მოც­დი­ლე­ბის  გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ უკ­ვე და­ვას­რუ­ლეთ მუ­შა­ო­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის ახალ პრო­ექ­ტ­ზე. აქამ­დე ვა­ფა­სებ­დით სა­მი სტან­დარ­ტით —  პროგ­რა­მე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი. მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი კა­ნო­ნი შე­ვა ძა­ლა­ში და შე­სა­ბა­მი­სად ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, გა­და­ვალთ 5 სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, თი­თო­ე­უ­ლი სტან­დარ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კას. ეს იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სია და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა; პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა; აუცი­ლე­ბე­ლი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა და სერ­ვი­სე­ბი, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ სტუ­დენტს უნ­და გა­უ­წი­ოს — პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცია, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც შემ­დ­გომ სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცესს ან პროგ­რა­მებ­ში ცვლი­ლე­ბებს და რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დო­ნე­ზე; ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა — აქ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მუ­შა­კე­ბის გარ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა სა­წარ­მოო სწავ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც პროგ­რა­მე­ბის უშუ­ა­ლო და პრაქ­ტი­კუ­ლი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი არი­ან. დღემ­დე ისი­ნი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მიღ­მა რჩე­ბოდ­ნენ, რად­გან არ აქვთ პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, რო­გორც სა­წარ­მოს პერ­სო­ნალს; და­ბო­ლოს, სტან­დარ­ტე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი ხდე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა.
ახ­ლა ჩვე­ნი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სია მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­დეს სის­ტე­მა ამ სი­ახ­ლეს, კარ­გად გა­ეც­ნოს თი­თო­ე­უ­ლი სტან­დარ­ტის ში­ნა­არსს, რად­გან ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ში­და სის­ტე­მის სა­თა­ნა­დოდ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის გა­რე­შე სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, უკ­ვე და­ვიწყეთ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის (ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი, ზოგ დიდ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლია შექ­მ­ნი­ლი) ტრე­ნინ­გე­ბი — თბი­ლის­ში უკ­ვე ჩა­ტარ­და, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ზუგ­დიდ­ში და კი­დევ ექ­ვ­სი ტრე­ნინ­გი ჩა­ტარ­დე­ბა ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი
იქ­ნებ სი­ახ­ლედ არც კი ით­ვ­ლე­ბო­დეს მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი კომ­პო­ნენ­ტია სის­ტე­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­დის თვალ­საზ­რი­სით, რომ მინ­და ჩვენ­მა მკითხ­ველ­მა იცო­დეს, მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა ამ ნა­წილ­ში რე­ფორ­მის მო­ნი­ტო­რინგს აგ­რ­ძე­ლებს. იხ­ვე­წე­ბა და იზ­რ­დე­ბა პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ივ­ნი­სის ბო­ლოს­თ­ვის უკ­ვე დას­რუ­ლე­ბულ სა­ხეს მი­ი­ღებს და დამ­ტ­კიც­დე­ბა ყვე­ლა ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტი, რაც მომ­დევ­ნო წლებ­შიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა დღის წეს­რიგ­ში და მა­თი სრულ­ყო­ფი­სათ­ვის მუ­შა­ო­ბა არას­დ­როს დას­რულ­დე­ბა. შარ­შან, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მი­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, პირ­ვე­ლად ჩა­ვუშ­ვით სწავ­ლე­ბა­ში დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შემ­დეგ პროგ­რა­მე­ბის სპექ­ტ­რი გა­ი­ზარ­და და დღეს 18 და­სა­ხე­ლე­ბის პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა დუ­ა­ლუ­რად. სულ და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში 120-მდე ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა  სფე­რო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 250-მდე პრო­ფე­სი­ას მო­ი­ცავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს პრო­ფე­სი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვალს სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­ს­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ე­მა­ტა. სას­წავ­ლე­ბე­ლი რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან ერ­თად და­ფუძ­ნ­და და რაც ნი­შან­დობ­ლი­ვია, კო­ლეჯ­ში სწავ­ლის მსურ­ველ­თა ნა­წი­ლი თა­ვად რკი­ნიგ­ზის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც ჩათ­ვა­ლეს, რომ უნ­და ჰქონ­დეთ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. სტუ­დენ­ტ­თათ­ვის  გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბი მთლი­ა­ნად შევ­სე­ბუ­ლია.
მიმ­დი­ნა­რე წლის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის მო­დუ­ლუ­რით სრუ­ლად ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა. პრო­ცე­სი დაწყე­ბუ­ლია, არ­სე­ბულ ჩა­მო­ნათ­ვალს, შე­მოდ­გო­მა­ზე, სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ე­მა­ტე­ბა და სულ 24 დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მა გვექ­ნე­ბა. ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან პრო­ცესს და ორი თვის თავ­ზე და­ნერ­გ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სრუ­ლი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა.
აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლის შე­სა­ხებ, რაც იმ მხრი­ვა­ცაა სა­ყუ­რადღე­ბო, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­და­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს. რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ინ­ტე­რეს­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბით, დღე­ი­სათ­ვის 27 უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებს ჩვენს პროგ­რა­მებს, მაგ­რამ უპ­რე­ცე­დენ­ტოა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იჩენს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას. და­ბა აგა­რა­ში არ არის პროფ­სას­წავ­ლე­ბე­ლი, ამი­ტომ ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლამ თე­მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა. მას ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა და­ეხ­მა­რა, სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ სკო­ლის სივ­რ­ცე­ში და­ე­უფ­ლონ პრო­ფე­სი­ას. ეს გზა აირ­ჩია თბი­ლი­სის, ბორ­ჯო­მი­სა და ბა­თუ­მის რამ­დე­ნი­მე კერ­ძო სკო­ლა­მაც.
ეს სი­ახ­ლე კი ჯერ მხო­ლოდ იდე­ის დო­ნე­ზეა და მის პი­ლო­ტი­რე­ბას წელს ვა­პი­რებთ. ესაა და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის და მას ვე­რი­ფი­კა­ცია ეწო­დე­ბა. თუ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დროს ვა­მოწ­მებთ სას­წავ­ლებ­ლის მზა­ო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­საწყე­ბად, რა­საც მოს­დევს პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, ვე­რი­ფი­კა­ცია ამოწ­მებს შე­დეგს. გვინ­და, რომ 2 წლის თავ­ზე, კა­ნო­ნის დო­ნე­ზე გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა. ესეც, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, თუმ­ცა თა­ვი­სი წი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა დამ­საქ­მე­ბელ­მაც უნ­და აიღოს, რად­გან ვერც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, ვერც მო­ნი­ტო­რინ­გის და ვერც ვე­რი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი ვერ იქ­ნე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი თუ მას მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ.

რე­ფორ­მის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი
პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებს ვგუ­ლის­ხ­მობ. ჩვე­ნი სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ოთხი წლის წინ და­იწყო და წელ­საც გრძელ­დე­ბა ქარ­თულ ენა­ზე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. უკ­ვე არ­სე­ბულ 70-მდე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, წელს, სულ ცო­ტა 30 მა­ინც და­ე­მა­ტე­ბა. მა­თი ავ­ტო­რე­ბი არი­ან დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, პროგ­რა­მე­ბის ავ­ტო­რე­ბი ან კონ­სულ­ტან­ტე­ბი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და მი­სით სარ­გებ­ლო­ბა შე­უზღუ­და­ვად შე­უძ­ლია ყვე­ლა სტუ­დენტს, ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს. გარ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა, ქარ­თულ ენა­ზე შექ­მ­ნი­ლია აგ­რეთ­ვე მე­თო­დუ­რი მა­სა­ლა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი: პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ანი­მა­ცი­ე­ბი, სას­წავ­ლო ფილ­მე­ბი, მხო­ლოდ მე­წარ­მე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 6 ასე­თი ფილ­მია შექ­მ­ნი­ლი.
ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი და­იწყო შარ­შან და წელ­საც გრძელ­დე­ბა, ესაა შრო­მი­თი უნა­რე­ბის შე­ტა­ნა სკო­ლებ­ში, რა­საც პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვაც აქვს. კო­ლე­ჯებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს 2-3-კვი­რი­ა­ნი, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ებ­ში და სთა­ვა­ზო­ბენ სკო­ლებს შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, რო­მელ­საც ტო­ვე­ბენ ად­გილ­ზე. მო­მა­ვალ წელს სხვა სკო­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ მსგავს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე 20-მდე კო­ლეჯს აქვს.
რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ას, ეს მხო­ლოდ პროფ­სას­წავ­ლებ­ლის საქ­მე არაა, იგი სკო­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი საზ­რუ­ნა­ვი უნ­და იყოს და მხო­ლოდ ფლა­ე­რე­ბის და­ბეჭ­დ­ვა-გავ­რ­ცე­ლე­ბას არ გუ­ლის­ხ­მობს, რო­გორც ეს ბევრს ჰგო­ნია. თუ გერ­მა­ნი­ის მა­გა­ლითს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის წარ­მარ­თ­ვას მთე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა. მე-6 კლა­სელ­მა ბავ­შ­ვ­მა უკ­ვე იცის აკა­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას თუ პრო­ფე­სი­უ­ლით. ამის შემ­დეგ, მო­ზარ­დის გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­დის მუ­შა­ო­ბა მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. გერ­მა­ნი­ა­ში პრო­ცესს პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უძღ­ვე­ბი­ან. ახ­ლა, რო­ცა ამ­დე­ნი სი­ახ­ლე ინერ­გე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაც იზ­რ­დე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცია ნამ­დ­ვი­ლად და­ეხ­მა­რე­ბო­და ახალ­გაზ­რ­დებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში და სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

25-28(942)N