გამოდის 1998 წლიდან
2018-05-24
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა — გა­მოწ­ვე­ვა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კა, გან­საზღ­ვ­როს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და იზ­რუ­ნოს უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
სქე­მა გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის ოთხ სტა­ტუსს: პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა ან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­ზე.
ამ­ჟა­მად მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის რამ­დე­ნი­მე გზას სთა­ვა­ზობს.
2011 წლი­დან, რო­ცა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იყო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა, აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე პრო­ცეს­ში და და­ვარ­წ­მუ­ნე კო­ლე­გე­ბი, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვას შე­ეძ­ლო მე­ტად და­ვე­ფიქ­რე­ბი­ნეთ სად ვართ, რას ვა­კე­თებთ და არის თუ არა ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი. თუ ჩვენ თავს გა­ვარ­თ­მევ­დით სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­რუ­ლე­ბას, ამით გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სებ­დით პრაქ­ტი­კას და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მო­და.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დამ­ტ­კიც­და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წე­სი. ამ წე­სის მე­სა­მე მუხ­ლის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რა, რომ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის უფ­ლე­ბა აქვს უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც სურს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა და რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან ერთ-ერთ მოთხოვ­ნას:
ა) წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ჭი­რო კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს, არა­ნაკ­ლებ, 13 კრე­დიტ­ქუ­ლა;
ბ) უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბის შე­დე­გად, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან იმ დარ­გ­ში/სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში, რომ­ლის შე­სა­ბა­მის სა­გან­საც ას­წავ­ლის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.
2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის ეტა­პის პი­ლო­ტი­რე­ბის­თ­ვის, შე­ირ­ჩა იმე­რე­თი­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლის რე­გი­ო­ნი. მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მევ­ლო რე­გის­ტ­რა­ცია და, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წე­სი­სა­მებრ, ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა.
2017 წლის 28 ნო­ემ­ბერს, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ვა­ტა­რე გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც და­დე­ბი­თად შე­ფას­და და სა­ბო­ლო­ოდ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­მა წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. დღეს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ვსა­უბ­რობ და უფ­რო თა­მა­მად შე­მიძ­ლია გან­ვაცხა­დო, რომ ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პია გა­რე შე­ფა­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის.
ამ ეტაპ­ზე, სსიპ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გე­გუ­თის ¹1 სკო­ლა­ში 22 მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს, მათ­გან 4-მა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, 3 და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე, ვე­ლო­დე­ბით სა­სურ­ველ შე­დე­გებს, 11 უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტით, სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორ­ჯერ აცხა­დებს რე­გის­ტ­რა­ცი­ას გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის.
ყუ­რადღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებ იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე, რო­მე­ლიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში:
• დად­გე­ნილ ვა­დებ­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­უ­თი­თოს ესგ-ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­წავ­ლო სა­გა­ნი, რო­მელ­საც ას­წავ­ლის და სურს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა.
• მი­უ­თი­თოს საგ­ნის შე­სა­ბა­მი­სი სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.
• რე­გის­ტ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთ თვე­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს, ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტით დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის პე­რი­ო­დის ასახ­ვას და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში, შე­სა­ბა­მის ველ­ში.
• გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი გა­დას­ცემს შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­სა და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას.
• გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი პე­რი­ო­დის დაწყე­ბამ­დე, არა­ნაკ­ლებ 5 სა­მუ­შაო დღით ად­რე, ვალ­დე­ბუ­ლია, ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში ატ­ვირ­თოს შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­ში მი­ყო­ლე­ბით ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი 5 გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბა.
• გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის ფორ­მას ამ­ტ­კი­ცებს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტით.
• მას­წავ­ლებ­ლის წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, მხო­ლოდ სა­პა­ტიო მი­ზე­ზის არ­სე­ბო­ბი­სას, შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის ცვლი­ლე­ბა.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის ეტა­პე­ბია:
• წი­ნა­სა­გაკ­ვე­თი­ლო შეხ­ვედ­რა;
• გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა;
• გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბა.
მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის წი­ნა­სა­გაკ­ვე­თი­ლო შეხ­ვედ­რა, ძი­რი­თა­დად, მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მას კლა­სის ზო­გა­დად და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, ასე­ვე, ამ ეტაპ­ზე ზუს­ტ­დე­ბა, გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა­ში შე­ტა­ნი­ლია თუ არა რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა და რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. წი­ნა­სა­გაკ­ვე­თი­ლო შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი აკ­ვირ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და, ჩა­ტა­რე­ბი­დან 10 დღე­ში, აფა­სებს მას. მას­წავ­ლე­ბელს სა­ბო­ლოო შე­დე­გი eschool-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის სა­კუ­თარ გვერ­დ­ზე, შე­სა­ბა­მის ველ­ში აესა­ხე­ბა.
ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ცე­სია 5 გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი კავ­ში­რი ერ­თ­მა­ნეთ­თან. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და და­აკ­ვირ­დეს, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ყო­ვე­ლი წი­ნა გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნის მიღ­წე­ვა, ახა­ლი გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო წი­ნა­რე ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. რო­გორ არის თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის მი­ზა­ნი ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ბო­ლოო შე­დე­გით, კარ­გად გა­ი­ზო­მოს სა­გაკ­ვე­თი­ლო მიზ­ნის მიღ­წე­ვა.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე, მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის ზრუნ­ვა და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხის ზრდა, რა­შიც მას­წავ­ლე­ბელს აქ­ტი­ვო­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის სწო­რად გან­საზღ­ვ­რა ეხ­მა­რე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხელს უნ­და უწყობ­დეს და­ბა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბი­დან მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ერ­თი გაკ­ვე­თი­ლის ფარ­გ­ლებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, კარ­გად გა­მო­იკ­ვე­თოს რა მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, ქმე­დე­ბე­ბი გან­საზღ­ვ­რავს მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის ზრდას, მათ გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­სა და და­დე­ბი­თი გან­წყო­ბის შექ­მ­ნას გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის. ამ ეტა­პის კარ­გად და­გეგ­მ­ვით, მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებს, თან­მიმ­დევ­რუ­ლად გაჰ­ყ­ვ­ნენ გზას მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ, გა­იღ­ვი­ვონ ინ­ტე­რე­სი, თვი­თონ­ვე გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ და შე­ა­ფა­სონ პრო­ცე­სე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნონ დას­კ­ვ­ნე­ბი. ყვე­ლა სას­წავ­ლო რე­სურ­სი, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილ­ზე გა­მო­ი­ყე­ნებს, უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბას, რაც მას სა­გაკ­ვე­თი­ლო მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­თო­დუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­მი­წია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მო­ცე­მულ­მა მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­მა „ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი პრაქ­ტი­კა­ში“/ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი: სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე, მაია ფირ­ჩხა­ძე, მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი, ნი­ნო ლო­მი­ძე, ნი­ნო ჭი­აბ­რიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან თე­დო­რა­ძე, მაია ჯა­ლი­აშ­ვი­ლი; გა­მო­ცე­მის წე­ლი — 2016/.
ხუ­თი­ვე გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის გან­საზღ­ვ­რი­სას, ვი­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნით. და­გეგ­მ­ვი­სას, უპირ­ვე­ლე­სად, ვფიქ­რობ­დი, თუ რამ­დე­ნად და­მეხ­მა­რე­ბო­და შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დი სა­გაკ­ვე­თი­ლო მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში, იყო თუ არა მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და რამ­დე­ნად სწო­რად შე­ირ­ჩა და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის.
დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტი­სა და კლა­სის მარ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სით მე­თო­დის შერ­ჩე­ვი­სას ისიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, რამ­დე­ნი დრო დას­ჭირ­დე­ბო­და, ტექ­ნი­კუ­რად, შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დის გან­ხორ­ცი­ლე­ბას, რა რე­სურ­სებს მო­ითხოვ­და და მე­თო­დის სრულ­ფა­სოვ­ნად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, იქ­ნე­ბო­და თუ არა კლას­ში მოს­წავ­ლე­თა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, გაკ­ვე­თი­ლის რო­მელ ფა­ზა­ზე გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი და რა სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვან­და მე და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლა, ჩე­მი აზ­რით, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად შე­უძ­ლი­ათ სა­მიზ­ნე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს, შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დის გან­ხორ­ცი­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბი, რამ­დე­ნად შეს­წევთ უნა­რი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მის, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის, შე­ფა­სე­ბი­სა და შემ­დ­გომ ეტა­პებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბის; შე­უძ­ლი­ათ თუ არა სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სხვა­დას­ხ­ვა დროს მო­ახ­დი­ნონ ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი. მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლა­ზე უკეთ იცის, რა შე­უძ­ლი­ათ მის მოს­წავ­ლე­ებს, რამ­დე­ნად არი­ან მზად გა­ა­კე­თონ ჩა­ნა­წე­რე­ბი, შე­ავ­სონ სქე­მე­ბი, და­ა­ხა­რის­ხონ, შე­ა­და­რონ, შე­ა­ფა­სონ, თა­ვი გა­არ­თ­ვან სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის დო­ნის და­ვა­ლე­ბებს, გა­ი­ნა­წი­ლონ სა­მუ­შაო, ითა­ნამ­შ­რომ­ლონ, და­იც­ვან საკ­ლა­სო წე­სე­ბი, და­იც­ვან დრო­ის ლი­მი­ტი, იმ­ს­ჯე­ლონ, გა­მო­ი­ტა­ნონ დას­კ­ვ­ნე­ბი და ა.შ. ყვე­ლა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უნა­რი მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვი­სას, მე­თო­დი­სა და აქ­ტი­ვო­ბის შერ­ჩე­ვი­სას, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნი­სა თუ შე­თა­ვა­ზე­ბი­სას და შე­ფა­სე­ბი­სას. რო­ცა ვსა­უბ­როთ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე, სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ კარ­გად შეს­წავ­ლილ კლასს ვგუ­ლის­ხ­მობთ, ანუ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის მი­ერ გა­სავ­ლელ გზას რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მამ­დე.
მი­მაჩ­ნია, რომ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა არის გა­მოწ­ვე­ვა და კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­აკ­ვირ­დე სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი მხო­ლოდ ერთ გაკ­ვე­თილ­ზე გეს­წ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გი­წევს შენ მი­ერ 5 თან­მიმ­დევ­რუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა, მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის გან­საზღ­ვ­რა, კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მოკ­ვე­თა, გაკ­ვე­თი­ლე­ბის მიზ­ნე­ბის შე­დე­გებ­ში ასახ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი და ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა. ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, რაც ხელს უწყობს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას.

მაია მა­მი­სე­იშ­ვი­ლი
სსიპ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გე­გუ­თის N1
სა­ჯა­რო სკო­ლის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

25-28(942)N