გამოდის 1998 წლიდან
2018-06-21
ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ასახული ადამიანების უფლებების ასპექტების

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25 ივ­ნისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა, ნი­ნო ლომ­ჯა­რი­ამ, წარ­მო­ად­გი­ნა სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აკა­დე­მი­ის კვლე­ვა „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და სას­წავ­ლო გა­რე­მოს შე­სა­ხებ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში“, რო­მე­ლიც და­ნი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის (DIHR)) და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.  კვლე­ვა მო­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სწავ­ლე­ბის კუთხით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს — სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ რე­გუ­ლი­რე­ბის ჩარ­ჩოს, სკო­ლე­ბის სას­წავ­ლო კლი­მა­ტი­სა და სკო­ლე­ბის მარ­თ­ვის/ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის პრაქ­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.
ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა სფე­რო­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და მათ შო­რის, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აკა­დე­მი­ამ 64 სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლა­ში, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და სამ სა­მიზ­ნე ჯგუფს: ვჳჳ-ხჳჳ კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს, იმ საგ­ნე­ბის პე­და­გო­გებს, რო­მელ­თა სას­წავ­ლო პროგ­რა­მაც მო­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ას­პექ­ტებს და სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, სულ 1480 ინ­ტერ­ვიუ.
სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და სას­წავ­ლო გა­რე­მოს დახ­ვე­წის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ჯერ კი­დევ მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს და, ძი­რი­თა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დარ­გის საგ­ნებ­შია ასა­ხუ­ლი.
„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში ცოდ­ნი­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის და­ბალ ხა­რისხს, ძი­რი­თა­დად, ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს — ერ­თი, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­კითხებ­ზე მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არ არის და მე­ო­რე — ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლებს არც შემ­დ­გომ ეძ­ლე­ვათ.
ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მცი­რე დრო ეთ­მო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბას და ჩაღ­რ­მა­ვე­ბულ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­მა ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა ამ სფე­რო­ში, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზე­და­პი­რუ­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ სას­კო­ლო ასაკ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ძი­რი­თა­დი ფაქ­ტე­ბის შე­სას­წავ­ლად და პრაქ­ტი­კა­ში მათ და­სა­ნერ­გად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­კო­ლო გა­რე­მო, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ანუ კლი­მა­ტი, სა­დაც ცოდ­ნას­თან ერ­თად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბონ და გა­მო­ი­ყე­ნონ სა­კუ­თა­რი და სხვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად აუცი­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი“ — გა­ნაცხა­და ნი­ნო ლომ­ჯა­რი­ამ.
ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი.
CCIIR- ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძემ, კვლე­ვის მიზ­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა იყო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა. „კონ­კ­რე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის ქვეშ კი უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხე­ბი შევის­წავ­ლეთ. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნად ასა­ხავს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­კითხებს, მას­წავ­ლე­ბელ­თა მი­ერ რამ­დე­ნად ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თის ფარ­გ­ლებ­ში, კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ხით თუ ზო­გა­დად, იმ სას­კო­ლო კლი­მა­ტი­სა და გა­რე­მოს შექ­მ­ნით, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სწავ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. გვა­ინ­ტე­რე­სებ­და გა­მოგ­ვეკ­ვ­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა ცოდ­ნა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რად­გან მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ას, ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში, საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს. ასე­ვე გვა­ინ­ტე­რე­სებ­და შეგ­ვეს­წავ­ლა მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა და უნა­რე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე რამ­დე­ნად მი­უწ­ვ­დე­ბათ მათ ხე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ებ­სა და რე­სურ­სებ­ზე.  ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვის ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა  შე­ე­ხო სას­კო­ლო დო­ნე­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უნა­რის პრაქ­ტი­კუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ერთ-ერ­თი ამო­ცა­ნა სას­კო­ლო გა­რე­მოს შეს­წავ­ლაა —  რამ­დე­ნად არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.
გა­მო­კითხ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე  64 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით ჩვენ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. თა­ვის­თა­ვად, ანა­ლი­ზი გა­უ­კეთ­და არ­სე­ბულ სას­წავ­ლო გეგ­მას, რო­მე­ლიც ახ­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა  და არა 2018-24 წლის­თ­ვის და­გეგ­მილს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხურს, კვლე­ვის პე­რი­ოდს და­ემ­თხ­ვა ამ სა­ფე­ხურ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის საგ­ნის შე­მო­ტა­ნა და გან­ხილ­ვა. ამი­ტო­მაც  უპ­რი­ა­ნად ჩავ­თ­ვა­ლეთ, რომ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ამ პრო­ცეს­შიც ჩავ­რ­თუ­ლი­ყა­ვით. ვფიქ­რობთ, რომ საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია საგ­ნის და­მა­ტე­ბა ვჳჳ-ჳხ კლა­სებ­შიც, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პო­ზი­ტი­ურ შე­დეგს მო­ი­ტანს. ზო­გა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბა იყო, რომ სა­გა­ნი მე­ტად აკე­თებს აქ­ცენ­ტებს სა­მო­ქა­ლა­ქო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე და შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი. ევ­რო­საბ­ჭოს პო­ლი­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ნა­წილს მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში და, სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ხორ­ცი­ელ­დეს.
ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი — ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრაქ­ტი­კუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა — დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე, ამი­ტომ კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გვინ­დო­და შეგ­ვეს­წავ­ლა მა­თი კომ­პე­ტენ­ცია და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კვლე­ვა­ში ჩაშ­ლილი კითხ­ვა­რით მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე იღე­ბენ თუ არა  გა­ნათ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და მი­სი სწავ­ლე­ბის  შე­სა­ხებ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას მსგავ­სი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გავ­ლი­ლი არ ჰქონ­და. ძი­რი­თა­დად, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე ხში­რად უმაღ­ლეს­ში ნას­წავ­ლი ჰქონ­დათ ტო­ლე­რან­ტო­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­ის მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბი კი გა­მო­კითხულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მცი­რე პრო­ცენტს ჰქონ­და ნას­წავ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო დო­ნე­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სწავ­ლე­ბას, კვლე­ვის შე­დე­გად ირ­კ­ვე­ვა, რომ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კა არ აქვს. ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ასე­ვე, მეტ-ნაკ­ლე­ბად გაგ­ვე­გო მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და უნა­რე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. არა   მ­ხო­ლოდ გარ­კ­ვე­ულ დე­ბუ­ლე­ბებ­ზე ვთხოვ­დით მოს­წავ­ლე­ებს პა­სუ­ხის გა­ცე­მას, არა­მედ გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი კო­რე­ლა­ცი­ე­ბი გვქონ­და დას­მუ­ლი. აქ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხი გა­მო­იკ­ვე­თა. მა­გა­ლი­თად, კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე 45 მოს­წავ­ლე მი­იჩ­ნევ­და, რომ ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის შრო­მა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად უნ­და ანაზღა­ურ­დე­ბო­დეს, 58 მოს­წავ­ლე აღი­ა­რებ­და ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თან­ას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას, თუმ­ცა, ფიქ­რობ­და, რომ ქა­ლის მთა­ვა­რი ფუ­ნ­ქ­ცია დი­ა­სახ­ლი­სო­ბა და ბავ­შ­ვის გაზ­რ­დაა. 49 მოს­წავ­ლე მი­იჩ­ნევ­და, რომ ყვე­ლა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის მოს­წავ­ლეს თა­ნა­ბა­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ უნ­და მი­ე­ცეს და ა.შ. დე­ბუ­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხობ­დ­ნენ, რომ, რა თქმა უნ­და, ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე თა­ნას­წო­რია, თუმ­ცა,  960 მოს­წავ­ლი­დან 50 (5-6%) მა­ინც ასე ფიქ­რობ­და. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან რა პა­სუ­ხით უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი (მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე თა­ნას­წო­რია კა­ნო­ნის წი­ნა­შე), მაგ­რამ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებს, რო­მე­ლიც იმა­ვე თა­ნას­წო­რო­ბას ეხე­ბო­და, მა­თი პო­ზი­ცი­ე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია.
ერ­თ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნ სა­კითხთან მიმართებაში, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზმს ეხე­ბა, ყუ­რად­სა­ღე­ბი ფაქ­ტო­რი გა­მოკ­ვე­თა. მოს­წავ­ლე­ებს პა­სუ­ხი უნ­და გა­ე­ცათ კითხ­ვა­ზე, თუ წა­აწყ­დე­ბოდ­ნენ ჩაგ­ვ­რის ან და­ცინ­ვის ფაქ­ტებს რა რე­ა­გი­რე­ბას მოახ­დე­ნდნენ. ცალ­სა­ხად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მოს­წავ­ლე­ებს და­ბა­ლი ნდო­ბა აქვთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სად­მი. და­ახ­ლო­ე­ბით, 11-16% პრო­ცენ­ტ­მა უპა­სუ­ხა, რომ ისი­ნი ამ დროს პრო­ცეს­ში მას­წავ­ლებ­ლებს და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას რთავ­დ­ნენ, რაც ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს სკო­ლის, რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ტის ნდო­ბის, ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე. 57%-მა მი­უ­თი­თა, რომ ისი­ნი თვი­თონ ეცდებიან მო­აგ­ვა­რონ პრობ­ლე­მა. კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი — 12%-მა მი­უ­თი­თა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინერ­ტუ­ლია, ანუ არა­ნა­ირ რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს ამ ფაქ­ტ­ზე. ყუ­რადღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებ იმ 57%-ზე, რო­მე­ლიც თვი­თონ ცდი­ლობს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას. ეს ტი­პუ­რი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რო­ცა გარ­კ­ვე­ულ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს, სკო­ლის გა­რეთ, ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოს­წავ­ლე­ებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია და­ა­რე­გუ­ლი­რონ. რო­ცა და­ბა­ლი ნდო­ბაა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სად­მი, სწო­რედ ამ დროს ხდე­ბა გა­რე­შე პი­რე­ბის ჩაბ­მა პრო­ცეს­ში და თუ ნდო­ბა გა­იზ­რ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, სკო­ლის შიგ­ნით მოგ­ვარ­დე­ბა სა­და­ვო სა­კითხე­ბი. ამით იმ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს, რო­მე­ლიც სკო­ლის გა­რეთ არ­სე­ბობს  (სა­მე­გობ­რო თუ ქუ­ჩის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი), რა თქმა უნ­და, ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა ექ­ნე­ბათ მოს­წავ­ლე­ებ­თან.
რაც შე­ე­ხე­ბა იმ 12,4%-ს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ინერ­ტუ­ლია და არა­ფერს აკე­თებს, რო­ცა მის თვა­ლ­წინ ჩაგ­ვ­რა ხდე­ბა ან და­ცინ­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უმოქ­მე­დო­ბის სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზებს ასა­ხე­ლე­ბენ, მათ შო­რის, ში­შის ფაქ­ტორს. ამ­ბობ­დ­ნენ, რომ თავს იმის გა­მოც არი­დე­ბენ, რომ ეში­­ნი­ათ, თა­ვად არ გახ­დ­ნენ ჩაგ­ვ­რის მსხვერ­პ­ლი.  თუმ­ცა,  ერთ-ერთ მი­ზე­ზად, იმა­საც ასა­ხე­ლე­ბენ, რომ პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა მათ­თ­ვის ამ­ბის მი­ტა­ნას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და (ეს მი­ზე­ზი პრო­ცენ­ტუ­ლად უფ­რო მა­ღა­ლი, ბი­ჭებ­ში და­სა­ხელ­და).
პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა სკო­ლა­ში არ­სე­ბულ ბუ­ლინ­გ­ზე გა­მახ­ვილ­და. სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გი ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობ­და და იარ­სე­ბებს, ამი­ტომ თვა­ლის და­ხუჭ­ვა და იმის ძა­ხი­ლი, რომ ჩვენს სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გი არ არის ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია, შე­დეგს ვერ მო­ი­ტანს. ბუ­ლინ­გის მარ­თ­ვა აუცი­ლე­ბე­ლია, რაც უფ­რო წინ მი­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მით მე­ტი მო­ეთხო­ვე­ბა. ამ პრო­ცეს­ში დი­დი რო­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეკის­რე­ბა — აცხა­დე­ბენ სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რატ­ში. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე მი­ა­წო­დეს კვლე­ვის შე­დე­გე­ბი და მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლი აქვთ კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.
სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა გა­ნაცხა­და, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან სწრა­ფი და ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა, მი­სი აზ­რით, ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია მშობ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რად­გა­ნაც ბო­ლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ცხად­ჰ­ყო, რომ, რე­ა­ლუ­რად, უარ­ყო­ფი­თი რო­ლი შე­ას­რუ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მშობ­ლებ­მა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­მაც. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბას კი სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ცვლის, სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორ მი­ვაწ­ვ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მშობ­ლებს.
რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო უახ­ლო­ეს მო­მავ­ლა­ში? ამ კითხ­ვას მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ლია გი­გა­ურ­მა უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ „მო­უს­მი­ნეთ მოს­წავ­ლე­ებს“ კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში მოს­მე­ნი­ლი იყო 35 ათა­სი მოს­წავ­ლე. ყვე­ლა მათ­გან­მა გა­მოთ­ქ­ვა წუ­ხი­ლი ბუ­ლინ­გ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ისა­უბ­რა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის სა­კუ­თარ ხედ­ვა­ზე. „გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მად მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბი­სად­მი ნდო­ბის არქონას ასა­ხე­ლე­ბენ. ამი­ტო­მაც სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­გეგ­მილ ქმე­დე­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა სწო­რედ ამას ექ­ცე­ვა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­იხ­ს­ნა ცხე­ლი ხა­ზი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი მი­მარ­თავს, ეს არის 24-სა­ა­თი­ა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ არის გა­მოწ­ვე­ვა და თხოვ­ნა მი­დის მათ­თან, ფსი­ქო­ლო­გი მუ­შა­ობს, მაგ­რამ ზოგ შემ­თხე­ვა­ში სა­ჭი­როა მან­და­ტუ­რის ჩარ­თ­ვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კარ­გი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა იმან, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ გამხელი­ლი ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხ­და­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გა­კეთ­და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი გვერ­დი, სა­დაც კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად შე­კითხ­ვებ­ზე პა­სუხს იღებს არა მ­ხო­ლოდ მოს­წავ­ლე, არა­მედ მშო­ბე­ლიც, მას­წავ­ლე­ბე­ლიც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. იმის გარ­და, რომ მთე­ლი რი­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­გეგ­მა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუთხით რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებ­ში, ისე მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ მშობ­ლებ­ში, უამ­რა­ვი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია მოს­წავ­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის სწო­რად მარ­თ­ვისკენ. მაგ­რამ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ინც სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ოთხი კომ­პო­ნენ­ტის­გან — პრე­ვენ­ცია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს მო­ი­ცავს, ასე­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის ღო­ნის­ძი­ე­ბებს; ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და რის­კე­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი კომ­პო­ნენ­ტი და შეიძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ყვე­ლა­ზე რთუ­ლიც;  შემ­დე­გი კომ­პო­ნენ­ტი  დრო­ულ და ეფექ­ტურ რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­ცავს, რომ­ლიც შემ­დე­გაც უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ბუ­ლინ­გის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვა; ბო­ლო და ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც სის­ტე­მას და­ე­მა­ტა, მო­ნი­ტო­რინ­გია. და­ნარ­ჩე­ნი მეტ-ნაკ­ლე­ბად ფრაგ­მენ­ტუ­ლად მა­ინც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მო­ნი­ტო­რინ­გი კი არა­სო­დეს გა­კე­თე­ბუ­ლა. 
ყვე­ლა რე­გი­ონ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა სტრუქ­ტუ­რა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­მარ­თ­ვა არა მ­ხო­ლოდ სკო­ლის დო­ნე­ზე და რაც მთა­ვა­რია, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ცეს­ში სოც­მუ­შა­კი ჩა­ერ­თ­ვე­ბა, რად­გან ხში­რად ძა­ლა­დო­ბა ოჯა­ხი­დან მო­დის. ჩვენ მი­ერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან სი­ახ­ლეა ისიც, რომ შე­იქ­მ­ნე­ბა კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ორი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა სკო­ლა­ში გან­ვ­საზღ­ვ­რეთ უსაფ­რ­თხო­ე­ბის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი და მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა და­ვიწყეთ. ახ­ლა უკ­ვე ვი­ცით, ვის მივ­მარ­თოთ სკო­ლა­ში, თუ­კი არ მოხ­დე­ბა ბუ­ლინ­გის ფაქ­ტ­ზე რე­ფე­რი­რე­ბა ან სწო­რი რე­ა­გი­რე­ბა. ეს პროგ­რა­მე­ბი სრუ­ლად სექ­ტემ­ბ­რი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.“ — აღ­ნიშ­ნა ლია გი­გა­ურ­მა.
სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ჩარ­თულ ყვე­ლა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სრუ­ლი მზა­ო­ბა გა­ნუცხა­და, რა­თა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ მო­ზარ­დ­თა აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის კომ­პ­ლექ­სურ პრობ­ლე­მებს.
შეხ­ვედ­რის და­სას­რულს გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ა­ზე კვლე­ვის შე­დე­გე­ბი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი უწყე­ბის­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. ერთ-ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია იმ გა­მოწ­ვე­ვას ეხე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვი­სას, მათ შო­რის ჩაგ­ვ­რი­სა და ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მოს­წავ­ლე­თა ინერ­ტუ­ლო­ბას ეხე­ბა.  უმოქ­მე­დო­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი კი  ხში­რად რე­ა­გი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის უცო­დინ­რო­ბას­თანაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და, მათ შო­რის, ბავ­შ­ვებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა „ამ­ბის მი­ტა­ნას­თან“ ასო­ცირ­დე­ბა. ეს კი მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ჟე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აკა­დე­მი­ის რე­კო­მენ­და­ცია ასე­თია: ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აუცი­ლე­ბე­ლია: სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, პე­და­გო­გე­ბი­სა და მან­და­ტუ­რე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხებ­ზე; მოს­წავ­ლე­თათ­ვის ჩაგ­ვ­რის/ძა­ლა­დო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღ­ვე­ვის სხვა­დას­ხ­ვა შემ­თხ­ვე­ვის გა­მო­სავ­ლე­ნად და მათ შე­სა­ხებ მხა­რე­ე­ბის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­წო­დებ­ლად, მე­ქა­ნიზ­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა (მაგ., ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბის ყუ­თი, ში­და სას­კო­ლო ანო­ნი­მუ­რი გა­მო­კითხ­ვა და სხვ.); სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მი­ერ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა შე­ლახ­ვის შემ­თხ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის წე­სე­ბი­სა და სან­ქ­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და სკო­ლის სტენ­დებ­ზე მა­თი სა­ჯა­როდ გა­მოკ­ვ­რა, ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი რომ გახ­დეს; სკო­ლის ში­და რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სე­ბის და­ფუძ­ნე­ბა ძი­რი­თად წე­სებ­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს.

25-28(942)N