გამოდის 1998 წლიდან
2011-04-14
მითიდან რეალობამდე „ერთად დავარღვიოთ სტიგმითა და უიმედობით გაჯერებული დუმილი“

სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა... რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან, აღქმის პროცესმა კი შეიძლება დიდად ააღელვოს ისინი. „განსხვავებულები“ არიან, თუმცა შეიძლება გაუკვირდეთ კიდეც, რატომ არიან „განსხვავებულნი“? თუნდაც იმის ფონზე, რომ ხალხის გაგება და მათთან ურთიერთობა, ასევე ყოველდღიურ ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაც კი, შეიძლება გაუჭირდეთ. ამ კატეგორიის ადამიანებს სამედიცინო ენაზე მოიხსენიებენ, როგორც აუტიმზმის მქონეთ, ხოლო პოპულარულ ენაზე მათ ჩვენ „განსხვავებულებს“ ვეძახით.
საკუთარ თავში ჩაკეტილი, ხშირად განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, უცნაური ქცევით გამოირჩევიან. დიდი ხანია, რაც ასეთი ქცევის ადამიანებს, ჯერ კიდევ ტერმინის — აუტიზმის გაჩენამდე მრავალი საუკუნით ადრე მოიხსენიებდნენ. ამიტომაც აუტიზმს დიდი წარსული და შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს. პირველად ტერმინი „აუტიზმი“ 1943 წელს ამერიკელმა ბავშვთა ფსიქიატრმა ლეო კანერმა გამოიყენა უკვე კლასიკად ქცეულ ნაშრომში „აფექტური კონტაქტის აუტისტური დარღვევები“.
ტერმინ „აუტიზმს” ასეთი ისტორია აქვს. ის შეიქმნა ფსიქიატრის, იუჯინ ბლეილერის მიერ 1911 წელს იმის აღსაწერად, თუ რას მიიჩნევდა შიზოფრენიის ერთ-ერთ მთავარ სიმპტომად, რაც საზოგადოებისგან განდგომა იყო. იგი მიიჩნევდა, რომ აუტიზმი, რაც სიტყვასიტყვით „საკუთარი თავით შეპყრობას“ ნიშნავს, საუკეთესოდ აღწერდა იმ ინდიფერენტულობას, რაც მის მრავალ პაციენტს აღენიშნებოდა. მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც ლეო კანერი ამერიკაში და ჰანს ასპერგერი ავსტრიაში აუტიზმის არსებობას ადგენდნენ, ორივე მათგანი დამოუკიდებლად ამ ტერმინზე შეჩერდა და ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს ტერმინი საუკეთესოდ შეესაბამებოდა იმას, რისი მოწმენიც ბავშვების მკურნალობისას გახდნენ.
აუტიზმი შეიძლება ასე განვმარტოთ: განვითარების შეფერხება. ის აუტიზმის სპექტრში შედის და მიიჩნევა აუტისტური სპექტრის დარღვევად. სიტყვა სპექტრი იმიტომაა გამოყენებული, რომ მაშინ, როდესაც აუტიზმით დაავადებულ ყველა ადამიანს ერთი და იგივე სამი პრობლემა აწუხებს, ეს მდგომარეობა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს მათზე. ზოგიერთს შეუძლია შედარებით „ყოველდღიური“ ცხოვრებით იცხოვროს მაშინ, როდესაც სხვები მთელი ცხოვრების მანძილზე სპეციალისტის დახმარებას საჭიროებენ.
ის სამი სახის პრობლემა, რომელიც ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს აწუხებს, ზოგჯერ „უარესობათა ტრიადად“ მოიხსენიება. ესენია:
n საზოგადოებასთან ურთიერთობა;
n საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, ინტეგრაციის პრობლემა;
n საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა.
აუტიზმთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ მისი განსაკუთრებული სპეციფიკურობით არ არის გამოწვეული. დიდწილად პრობლემის სათავე საზოგადოებრივ სტიგმაშია საძებნელი. ქცევის განსხვავებულობის, ხშირად მენტალური პრობლემების არსებობის გამო სოციალური დისკრედიტაციის წარმოქმნის წინაშე არსებული შიში ქმნის სტიგმას, რომლის მთავარი მაცოცხლებელი ძალა საზოგადოების ცოდნის და ინფორმირებულობის დეფიციტშია საძებნელი. რამდენიმე ათეული წლის წინ მსგავსი მდგომარეობა იყო ამჟამად წარმატებულ სახელმწიფოებშიც, ანალოგიური პრობლემებია კვლავაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აუტიზმი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად აღიარა, ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესების ყველაზე ეფექტურ მექანიზმად აუტიზმის შესახებ ცოდნის ამაღლება მიიჩნია. 2007 წლიდან, გაეროს რეზოლუციით, აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მსოფლიო დღედ 2 აპრილი გამოცხადდა.
რეზოლუციას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი, მზარდი სიხშირით, პრობლემების სიმძიმითა და სპეციფიკურობით, რის გამოც აუტიზმი შეფასდა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.
აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღის მიზანია, რეზოლუციაზე მიერთებულმა სახელმწიფოებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით და თავიანთ ქვეყნებში უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების მინიმალური ფუნდამენტური უფლებების რეალიზაცია — იყვნენ დროულად დიაგნოსტირებულნი და ისარგებლონ ადრეული ჩარევის პროგრამით, ადეკვატური სამედიცინო და სოციალური მომსახურებით.
წელს, საქართველოში პირველად, აღინიშნა 2 აპრილი — აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღე. ამ სფეროში ყველაზე წარმატებული დასავლური გამოცდილება სწორედ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და მათი მშობლების პროცესში აქტიური ჩართვის შესანიშნავ მაგალითებს იძლევა. ამის შესანიშნავი მაგალითია აუტიზმის ლეგენდად აღიარებული ბერნარდ რიმლანდის, აუტიზმის მქონე ბიჭუნას მამის ღვაწლი, რომელიც არ შეეგუა ექიმების მხრიდან მისი შვილისთვის გამოტანილ „უპერსპექტივო შემთხვევის“ დიაგნოზ-განაჩენს. რიმლანდმა მთელი ცხოვრება აუტიზმის შესწავლას მიუძღვნა და სრულიად ახალგაზრდა ასაკში სამეცნიერო არგუმენტებით გააცამტვერა 60-იან წლებში მსოფლიოში გავრცელებული და ავტორიტეტული მეცნიერების მიერ აღიარებული სამეცნიერო მითი, რომლის მიხედვით აუტიზმის გამომწვევი მიზეზი მშობლების მხრიდან სიყვარულის და ურთიერთობის დეფიციტი იყო. ის ბიჭუნა კი დღეს ცნობილი მხატვარი გახლავთ. ამგვარი თავგანწირული მაგალითებით სავსეა აუტიზმის ისტორია. ამჟამად ჩრდილოეთ კოროლინას უნივერსიტეტში შექმნილი, ყველაზე სანდო სამეცნიერო მტკიცებულებების მქონე ქცევის კორექციის პროგრამაც ე.წ. TEACCH, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების ინიციატივის და ამ დარგში მომუშავე მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. რადგან არსებობს მისაბაძი მაგალითები, აპრობირებული მეთოდები და უკვე გაკვალული ბილიკები, საქართველოს აუტიზმის საზოგადოებას გაუადვილდება იმ მთავარი მიზნის მიღწევა, რაც ქვეყანაში აუტიზმის შესახებ ცოდნის ამაღლებას, საზოგადოების კონსოლიდაციას, აუტიზმის მქონე ადამიანების და მათი ოჯახების ჩართულობის გაზრდას ისახავს. „ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას.“ — ეს განცხადება საქართველოს აუტიზმის საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც 2010 წელს შეიქმნა და მასში გაერთიანდნენ პროფესიონალები, აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირთა მშობლები და ოჯახის წევრები.

რა ასაკში ვლინდება აუტიზმისთვის
დამახასიათებელი ნიშნები?
აუტიზმის კლინიკური გამოვლინება იწყება 3 წლის ასაკამდე. თუმცა აუტიზმის ყოველი კონკრეტული შემთხვევა მკვეთრად ინდივიდუალურია. ზოგი ბავშვი მის ნიშნებს ადრეული ჩვილობის ასაკში ავლენს, ზოგი კი მოგვიანებით. განვითარება შეიძლება ნორმალურად მიმდინარეობდეს რამდენიმე თვე ან წელიც კი და ბავშვმა შეიძლება მოგვიანებით დაკარგოს მანამდე არსებული მეტყველების უნარი, გამოუვლინდეს კომუნიკაციის ან სხვა პრობლემები.

რა ძირითადი ნიშნებით ხასიათდება აუტიზმი და
მისი მსგავსი მდგომარეობები?
აუტისტური სპექტრის აშლილობები მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დარღვევების ჯგუფს და მისთვის დამახასიათებელია დარღვევები 3 სფეროში:
n სოციალური ურთიერთობის;
n ვერბალური (სიტყვებით) ან არავერბალური (ჟესტებით) კომუნიკაციის;
n ქცევის (ინტერესთა დიაპაზონის შემცირება, აკვიატებული და სტერეოტიპული (ერთი და იგივე) მოძრაობები, ცვლილებების აუტანლობა).

რა არის ის საყურადღებო/საგანგაშო ნიშნები,
რასაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება და
როდის უნდა მიმართოს ექიმს?
საყურადღებო ნიშნები, პირობითად, შეიძლება დაიყოს 2 ჯგუფად — 2 წლის ასაკამდე და 2 წლის ასაკის შემდეგ გამოვლენილ ნიშნებად. თუ თქვენი შვილი ჯერ კიდევ არ არის 2 წლის, მაგრამ:
n არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე და მიმართვაზე, თითქოს არც ესმოდეს;
n არ გიყურებთ თვალებში მასთან ურთიერთობის დროს;
n ეწინააღმდეგება ჩახუტებას და ხელში აყვანას;
n ვერ ხვდება ან უჭირს სხვისი ემოციების აღქმა, რადგან ვერ იგებს ისეთ სოციალურ მინიშნებებს, როგორიცაა მეტყველების დროს ტონის ან სახის გამომეტყველების ცვლილება, არ უყურებს ადამიანებს სახეზე და არც შესაბამისი ქცევა იცის;
n ბევრჯერ იმეორებს ერთი და იგივე მოძრაობებს (ბრუნვა, ტრიალი, რხევა, ხელების ქნევა) ან აქვს თვითდამაზიანებელი ქცევა (კბენა, თავის დარტყმა);
n 12 თვის ასაკისთვის არ ტიტინებს;
n 12 თვის ასაკისთვის არ იყენებს ჟესტებს (თითით მინიშნება, დასამშვიდობებლად ხელის დაქნევა);
n 16 თვისთვის არ ამბობს არც ერთ სიტყვას;
n 24 თვისთვის არ ამბობს ორსიტყვიან ფრაზას (გამეორება არ იგულისხმება).
თუ თქვენი შვილი უკვე გახდა 2 წლის, მაგრამ:
n დაკარგა მანამდე შეძენილი სამეტყველო და სოციალური უნარ-ჩვევები;
n გვიან დაიწყო ლაპარაკი და საკუთარ თავს ხშირად მოიხსენიებს მესამე პირში (და არა როგორც „მე“-ს);
n დაკარგა მანამდე ნასწავლი სიტყვების ან წინადადებების გამოყენების უნარი;
n ლაპარაკობს არაბუნებრივ, უჩვეულო ტონსა და რიტმში (წამღერებით ან რობოტივით);
n არ იწყებს და არც ერთვება დიალოგში;
n აქვს განსაკუთრებული რიტუალები და რეჟიმი და ძალიან წუხს, როცა ირღვევა მისი ეს რეჟიმი და რიტუალები;
n დიდი ხნით მოინუსხება ხოლმე საგნის რომელიმე ნაწილით, მაგ.: სათამაშო მანქანის მბრუნავი ბორბლით;
n განსაკუთრებით მგრძნობიარეა შეხებაზე, სინათლესა და ხმაურზე, მაგრამ იშვიათად — ტკივილზე.
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
რამდენად ხშირია აუტიზმი და არის თუ არა
განსხვავება სიხშირის მიხედვით
გოგონებსა და ვაჟებში?
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობების სიხშირე თანდათან მატულობს: 1966 წლის მონაცემებით, სიხშირე იყო 1000-დან 2,5; 2001 წელს — 1000-დან 16,8; ხოლო 2009 წელს გამოქვეყნდა საგანგაშო ეპიდემიოლოგიური მონაცემები იმის შესახებ, რომ აშშ-ს 3-დან 17 წლამდე ასაკის პოპულაციაში აუტისტური სპექტრის აშლილობები აღმოაჩნდა 67300 ადამიანს, ანუ გადააჭარბა 1%-ს და გახდა 1,1%, 60-იანი წლების მონაცემებთან შედარებით 4-ჯერ მოიმატა. აღმოჩნდა, რომ ვაჟებს 3-4-ჯერ უფრო ხშირად აქვთ აუტიზმი, ვიდრე გოგონებს. საქართველოში ჩატარებული კვლევით აუტისტური სპექტრის აშლილობები 110-დან ერთ ადამიანს აქვს.
ასევე ცნობილია, რომ ყოველ 20 წუთში, მსოფლიოში, ერთ ადამიანს უდგინდება აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოზი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, აშშ-ში ყოველწლიურად იბადება 4 მლნ ახალშობილი და მათგან 36 500 აქვს აუტიზმი. ამავე ფარდობას თუ საქართველოზეც გამოვიყენებთ და გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 50000 ბავშვი იბადება, ჩვენთან უნდა იბადებოდეს 450 ბავშვი აუტისტური სპექტრის აშლილობებით (!). როგორც ხედავთ, სტატისკური მონაცემები მართლაც საგანგაშოა.
ასეთი სტატისტიკის გამო, 2007 წლის 18 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ, რომლითაც მოუწოდა წევრ ქვეყნებს, განახორციელონ ღონისძიებები აუტიზმის შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერებულობის ასამაღლებლად და ხელი შეუწყონ ადრეულ დიაგნოსტიკასა და ინტერვენციას.
არის თუ არა დადგენილი რა იწვევს აუტიზმს?
დადგენილი არ არის აუტიზმის გამომწვევი ერთი, ყველა შემთხვევისთვის საერთო მიზეზი. მისი სირთულიდან და კლინიკურ გამოვლინებათა მრავალგვარობიდან გამომდინარე, მიზეზი ბევრია: მკვლევარებმა დაადგინეს აუტიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელი რამდენიმე გენი; გამოითქვა ვარაუდი, რომ გენური დეფექტი განაპირობებს თავის ტვინის ნორმალური განვითარებისა და ნეირონების ურთიერთკავშირის რეგულირების დარღვევას მუცლადყოფნის ადრეულ პერიოდში.
აუტიზმის სავარაუდო მიზეზებს მიეკუთვნება გენეტიკური დარღვევები და გარემო ფაქტორები (აუტიზმის ვირუსულ ინფექციებთან და გარემოს ტოქსინებთან კავშირის დადგენა თანამედროვე კვლევების მიზანს წარმოადგენს). სხვა მიზეზებიდან კვლევის სტადიაშია აუტიზმის განვითარებაზე ისეთი ფაქტორების ზეგავლენის დადგენა, როგორიცაა ორსულობის და მშობიარობის პერიოდის პრობლემები, იმუნური სისტემის დარღვევები. არსებობს მონაცემები, აუტიზმის შემთხვევებში, ამიგდალას (თავის ტვინის ნაწილის) დაზიანების შესახებ.

იკურნება თუ არა აუტიზმი?
აუტიზმის განკურნება ვერ ხდება, არც ყველა ბავშვისთვის საერთო, სტანდარტული მკურნალობა არსებობს, თუმცა ბინაზე და სპეციალურ ცენტრებში ჩასატარებელი მკურნალობა და ინტერვენციები მრავალფეროვანია, ესენია:
n ქცევითი და კომუნიკაციური თერაპია;
n საგანმანათლებლო თერაპია;
n მედიკამენტური თერაპია.
აშშ-ს მონაცემებით, 3 წლამდე დაწყებული ინტერვენციის (ჩარევის) შემთხვევები, სტატისტიკურად სარწმუნოდ, უფრო ხშირად ახერხებენ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და უმაღლესი განათლების მიღებას. ამიტომაც რეკომენდებულად ითვლება ჩარევის დაწყება ადრეულ ასაკში. სარწმუნო ეფექტურობა აქვს ქცევით თერაპიას. სამწუხაროდ, ამ ტიპის ჩარევა საქართველოში არ ხდება. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და იმედია, მოხერხდება ამ მეთოდის აქტიური დანერგვა საქართველოში.
მსოფლიოში შექმნილია მრავალი პროგრამა აუტიზმის თანმხლები სოციალური, სამეტყველო და ქცევითი პრობლემების კორეგირებისთვის. ისინი გამოიყენება პრობლემური ქცევის შემცირებისა და ახალი უნარ-ჩვევების დასწავლისათვის, ნაწილი კი — სოციალურ სიტუაციებში და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას ქცევის გაუმჯობესების სწავლებისათვის.
არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც განკურნავს აუტიზმს, მაგრამ შფოთვის სიმპტომების შესამსუბუქებლად და ქცევის გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული მედიკამენტები.
აუტიზმის მქონე ბავშვის მოვლა ყოველდღიური, უწყვეტი პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს მთელ ოჯახზე. ბავშვებს აუტიზმი კი არ გაუვლით, არამედ ისწავლიან მასთან ერთად ცხოვრებას. მნიშვნელოვანია მშობლებისა და ოჯახის წევრების მუდმივი ჩართულობა ამ პროცესში.

აუტიზმის მახასიათებლები
ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარად ვლინდება ეს დაავადება, მაგრამ სამი მთავარი პრობლემის გარდა, აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს:
n რუტინის სიყვარული;
n მომატებული მგრძნობელობა;
n განსაკუთრებული ინტერესები;
n შემეცნების დაქვეითებული უნარი.

რუტინის სიყვარული
ერთი ახალგაზრდა პიროვნება დღის წირვას ესწრებოდა ხოლმე. ტაქსს აიყვანდა, კართან ფეხით მივიდოდა, აკაკუნებდა და შედიოდა. ერთ დღეს კარი მანამდე გაიღო, სანამ დააკაკუნებდა და ვიღაც გამოვიდა. ღია კარში შესვლის ნაცვლად, ის უკან დაბრუნდა და ჩვეული მოქმედება გაიმეორა.
აუტიზმის მქონე ხალხისთვის ეს სამყარო უფრო დამაბნეველია, ვიდრე ჩვენთვის. უმეტეს შემთხვევაში, მათ ურჩევნიათ ყოველდღე ერთი და იგივე აკეთონ რათა იცოდნენ, რა არის მოსალოდნელი მეორე დღეს. ეს რუტინა შეიძლება იყოს სამსახურში ან სკოლაში ყოველდღე ერთი და იმავე გზით სიარული, ან საუზმედ ერთი და იმავე საჭმლის მირთმევა.
წესებიც დიდად მნიშვნელოვანია: აუტიზმით დაავადებულს შეიძლება გაუჭირდეს რაღაცის სხვანაირად მიდგომა, მას შემდეგ, რაც მას სწორად მოქცევა ასწავლეს. აუტიზმით დაავადებულ ხალხს დიდად არ აღაფრთოვანებს ცვლილების იდეა, მაგრამ ეგუებიან მას წინასწარ შემზადების შემთხვევაში.

მომატებული მგრძნობელობა
როუანი ხელოვნების მოყვარულია, მაგრამ სამოსის დამცავი მაისურის ჩაცმა ეჯავრება — ქსოვილის შეხება კანზე სასოწარკვეთილებაში აგდებს. მის პედაგოგთან შევთანხმდით, რომ წინსაფარს გაიკეთებს მაისურის სანაცვლოდ.
აუტიზმით დაავადებულებს შეიძლება მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებოდეთ, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ერთი ან რამდენიმე გრძნობის — მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხებისა ან გემოს შეგრძნების მხრივ. პიროვნების შეგრძნებები ან ძალიან მძაფრია, ან არა.
მაგალითად, აუტიზმით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ზოგიერთი დაფარული ხმა, რომელზეც სხვები ყურადღებას არ ამახვილებენ, აუტანლად ხმამაღალი მოეჩვენოს და თავგზა აუბნიოს, რაც მის შფოთვასა და ფიზიკურ ტკივილსაც კი იწვევს.
ხალხმა, რომელიც არ არის მგრძნობიარე, შეიძლება ვერ იგრძნოს ტკივილი ან ძლიერი სიცხე. შეგრძნებების სტიმულირების მიზნით, შესაძლოა ატრიალონ ან მიატყუპონ ხელები, რათა წონასწორობა დაიცვან, შეეგუონ ან გაუმკლავდნენ სტრესს.
მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებს შესაძლოა ასევე გაუჭირდეთ თავიანთი სხეულის შეცნობის სისტემის გამოყენება. ეს სისტემა გვამცნობს სად ვიმყოფებით. ასე რომ, დაქვეითებული უნარის მქონეთათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს ოთახების მიგნება, სხვებთან ნორმალური მანძილის მოშორებით დადგომა და „ჩვეულებრივი მოძრაობის” გაკეთება, როგორიც, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმის შეკვრაა. ზოგიერთმა ასეთმა ადამიანმა შეიძლება წონასწორობის ან პოზის შესანარჩუნებლად წაიბარბაცოს.

განსაკუთრებული ინტერესები
ბევრ აუტიზმით დაავადებულს აქვს განსაკუთრებული ინტერესი რაღაცის მიმართ, ხშირ შემთხვევაში — ძალიან ადრეული ასაკიდან. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი შეიძლება შეიცვალოს ან მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს. ეს შეიძლება იყოს ხელოვნების რომელიმე სფერო, კომპიუტერი და ა.შ. ზოგიერთი აუტიზმით დაავადებული სასურველ სფეროშიც მუშაობს ან სწავლობს, სხვებისთვის კი ეს ინტერესი რჩება ჰობი.
ზოგჯერ შეიძლება აუტიზმის მქონე ადამიანი უცნაური რამითაც დაინტერესდეს. ერთ-ერთ მათგანს ნაგვის შეგროვება იტაცებდა, რაც ნაგვის გადამუშავებასა და გარემოს დაცვის საკითხებში შედის.
აუტიზმით დაავადებულებს შეიძლება სწავლა გაუჭირდეთ, რამაც შესაძლოა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში იჩინოს თავი, იქნება ეს სკოლაში სიარული, რეცხვა თუ საჭმლის მომზადება. როგორც აუტიზმის შემთხვევაში, აუტიზმის არმქონე ხალხსაც შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის პრობლემა ჰქონდეთ სწავლის მხრივ. ასე რომ, ზოგიერთ მათგანს დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლია. თუმცა, ამის მისაღწევად შეიძლება გარკვეული სახის დახმარება დასჭირდეს მაშინ, როცა სხვებს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდებათ სპეციალისტის დახმარება. თუმცა, ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს და გაიუმჯობესოს მდგომარეობა სწორი დახმარების საშუალებით.
არსებობს სხვაგვარი მდგომარეობები, რომელიც აუტიზმთან ასოცირდება, მაგალითად ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან სწავლის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: დისლექსია და დისპრაქსია.

***
საქართველოს აუტიზმის საზოგადოებამ, 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საზოგადოებას წარუდგინა ვებგვერდი და აუტიზმის სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირთა მშობლების და პროფესიონალების გაერთიანებას, არსებული რესურსების მოძიებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში, კავშირების დამყარებას გამოცდილების მქონე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირთა სერვისის ჩამოყალიბებას.
აუტიზმის სტრატეგიული გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს აუტისტური სპექტრის აშლილობების (ასა) მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვთა იდენტიფიკაციას, შეფასებას, დიაგნოსტიკას და ადრეული ინტერვენციის პროგრამის (აიპ) განხორციელებას, რაც აუცილებელია ამ ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია:
1. ასა-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება;
2. ასა-ს შესახებ პროფესიონალთა (პირველადი ჯანდაცვის ექიმების, მეორეული და მესამეული დონის მულტიდისციპლინური გუნდის) ცოდნის ამაღლება, საჭირო სპეციალისტთა მომზადება;
3. ასა-ს მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვთა იდენტიფიკაციის და შეფასების სერვისის შექმნა;
4. ასა-ს მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჯანდაცვის სერვისის დიზაინის შექმნა;
5. ასა-ს მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ოჯახების კომუნიკაციის და ინფორმირების ამაღლება.
პილოტური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ განსხვავდება მსოფლიო მონაცემებისგან და ამ დარღვევათა სიხშირე შეადგენს 0,89%-ს.
2010 წელს აუტიზმის საზოგადოების შექმნა (მასში გაერთიანებულია პროფესიონალები, აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირთა მშობლები და ოჯახის წევრები) უკავშირდება საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციას, რომელმაც 2008-2009 წლებში, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ჩაატარა სამეცნიერო კვლევა „აუტისტური სპექტრის აშლილობები საქართველოში: დიაგნოსტიკისა და ეპიდემიოლოგიის საკითხები“. პილოტური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ განსხვავდება მსოფლიო მონაცემებისგან და ამ დარღვევათა სიხშირე შეადგენს 0,89%-ს.
კვლევის ფარგლებში, ასოციაციამ შეიძინა აუტიზმის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები (ADI-R, ADOS) და მოიპოვა მათი გამოყენების ექსკლუზიური უფლება (ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით — გრანტი MHPA/02/09-16145 — ორმა სპეციალისტმა გაიარა მომზადება დიდ ბრიტანეთში).
„შემოგვიერთდით, რათა ერთად დავარღვიოთ სტიგმითა და უიმედობით გაჯერებული დუმილი და დავიწყოთ აქტიური ქმედება“ — ეს აუტიზმის საზოგადოების მოწოდებაა, რომელიც დაანგრევს მითს და დაგვანახებს რეალობას — მითს, რომელიც აუტიზმს წარმოაჩენს გონებრივი განვითარების პრობლემად, რომლის გამოც აუტიზმის მქონე ადამიანები ვერ სწავლობენ; ან ის უბრალოდ არასწორი აღზრდის შედეგია; აუტიზმის მქონე ადამიანებს არა აქვთ გრძნობები და ემოციები, არ აინტერესებთ სხვა ადამიანები და მათი ემოციები და ვერც მათთან ურთიერთობენ, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები ყოველთვის ფლობენ განსაკუთრებულ უნარებს; აუტიზმის მქონე ბავშვები არ ლაპარაკობენ; აუტიზმის მქონე ადამიანში ნორმალური ადამიანი ჩაკეტილია და თუ უპოვით გასაღებს, ნორმალურ ადამიანს გაათავისუფლებთ; აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვი ვითარდება მხოლოდ ადრეული ჩარევის დროს, ანუ მაშინ, როცა მისი ტვინი შედარებით პლასტიურია, ხოლო როგორც კი აღწევს სკოლის ასაკს, მისი განვითარება ჩერდება; არ არსებობს ჯადოსნური წამალი რომელიც განკურნავს აუტიზმის მქონე ბავშვს და თქვენი ოჯახის ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება; აუტიზმი არის ბავშვის ცხოვრებაში არსებული ყველა პრობლემის მიზეზი; აუტიზმს იწვევს ვაქცინაცია (აცრა).

რეალობა აუტიზმის შესახებ კი ასეთია:
1. უამრავი მშობელი და ასობით კვლევა დაგვიდასტურებს განსხვავებულ მოსაზრებას აუტიზმის მქონე ადამიანების დასწავლის უნარის შესახებ;
2. 1950 წლამდე არსებობდა მოსაზრება მშობლების „დანაშაულის“ შესახებ, თითქოს მათ სიყვარულს და ზრუნვას მოკლებულ ბავშვებს უვითარდებოდათ აუტიზმი. რეალურად კი, აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა და არ არის დამოკიდებული მშობლის ქცევაზე;
3. მშობლებმა გაცილებით მეტი იციან თავიანთ შვილზე, კარგად იცნობენ მას და ამიტომ ზოგჯერ ექიმის ლოდინის ტაქტიკა მხოლოდ დროის კარგვა და დროული ინტერვენციის დაგვიანებაა;
4. აუტიზმის მქონე ადამიანი შეიგრძნობს ისევე, როგორც სხვა და მას შეუძლია სხვისი თანაგრძნობა, ოღონდ მისი ემოცია, ქცევა და გამოხატვის უნარი განსხვავებულია, ზოგჯერ არაადეკვატური, უცნაური და გაუგებარი;
5. აუტიზმით დაავადებულთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს მათემატიკის, კალკულაციის, მუსიკის ან სხვა რაიმე განსაკუთრებული ნიჭი და უნარი;
6. არ არის სავალდებულო, რომ აუცილებლად იყოს მეტყველების უნარის დაქვეითება ან არარსებობა. აუტისტური სპექტრის აშლილობების შემთხვევათა მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ახასიათებს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული მეტყველების პრობლემა;
7. მითი ნორმალური ბავშვის ჩაკეტვის შესახებ არარეალურია და არამეცნიერული. რეალურად აუტიზმი არის ინფორმაციის მიღებისა და აზროვნების, სოციალური ურთიერთობების განსხვავებული ვარიანტი და არანაირად არ უკავშირდება ბავშვის ჩაკეტვა-გაღების მექანიზმს;
8. მართალია პატარა ბავშვები უფრო ადვილად ისრუტავენ ინფორმაციას და ითვისებენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, მაგრამ სწავლება არ უნდა შეწყდეს არც ერთ ასაკში. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი;
9. მშობლებმა არ უნდა უარყონ შვილის აუტიზმი. რეალობა არის ის, რომ ეს დაავადება ბავშვს აქვს, არის მისი ნაწილი, არის თქვენი და თქვენი ოჯახის ნაწილი. ამიტომაც არის თქვენი ბავშვი გამორჩეული და უნიკალური. თქვენ ის უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, თუმცა მკურნალობა და დახმარება არ უნდა შეწყვიტოთ. გახსოვდეთ, აუტიზმი არ არის თქვენი მტერი!
10. ყოველ ჩვენგანს აქვს ინდივიდუალური თვისებები, ზოგი გახსნილია და კონტაქტური, ზოგი — საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ასევეა აუტიზმის მქონე ბავშვიც, მასაც აქვს თვისებების უნიკალური კომბინაცია და რაც მეტი გეცოდინებათ თქვენი შვილის შესახებ, მით მეტად შეძლებთ მისი ქცევისა და სურვილების გაგებას. როდესაც უყურებთ თქვენს ბავშვს, დაინახეთ პიროვნება და არა აუტიზმი;
11. არც ერთი კვლევით აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დადასტურებულა.

***
აუტიზმი უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ხალხს ჰგონია. გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანია დაავადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ას ადამიანში ერთს აუტიზმი აღენიშნება.
ყველა ეროვნებისა და კულტურის, რელიგიისა და საზოგადოების ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აუტიზმი, თუმცა, ეს დაავადება მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ. ეს მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება: აუტიზმის მქონე ბავშვები აუტიზმის მქონე მოზარდები ხდებიან.
ამჟამად აუტიზმის „წამალი“ არ არსებობს. თუმცა, არსებობს ინტერვენციათა მთელი რიგი და სწავლა-განვითარების ხელშემწყობი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ადამიანის დახმარება შეიძლება. 2 აპრილს, მსოფლიო აუტიზმის დღეს, საქართველოშიც დაირღვა უიმედობით გაჯერებული დუმილი, საფუძველი ჩაეყარა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას.

მოამზადა ლალი ჯელაძემ

25-28(942)N