გამოდის 1998 წლიდან
2011-10-31
2011-12 სასწავლო წლების სიახლეები

2011-12 სასწავლო წლების სიახლეები

გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი ნა­თია ჯო­ხა­ძე

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რი ახალ სას­წავ­ლო წელს ბევ­რი სი­ახ­ლით შეხ­ვ­და — უკ­ვე მზად არის 2011-2016 წლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­სი ეფექ­ტუ­რად და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით; ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი თუ პროგ­რა­მა...
შე­ვეც­დე­ბი, ყვე­ლა სი­ახ­ლე­ზე ვი­სა­უბ­რო:
2011-2012 სას­წავ­ლო წელს ძა­ლა­ში შე­ვი­და ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს I-VI კლა­სებ­ში ახა­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი აქვთ. მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზაფხულ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ჩვენს ცენ­ტ­რ­თან ერ­თად, ჩა­ა­ტა­რა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის საკ­მა­ოდ მკაც­რი კონ­კურ­სი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც გა­ნი­საზღ­ვ­რა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ტექ­ნი­კუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, და­წეს­და მა­ღა­ლი ქუ­ლობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ ვერ გა­და­ლა­ხა. თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შვიდ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა შე­ა­ფა­სა. სა­ბო­ლო­ოდ, ჩე­მი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შე­ირ­ჩა.
შარ­შან პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, წელს კი ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რი ენა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა.
ასე­ვე შარ­შან პი­ლო­ტურ რე­ჟიმ­ში იყო და წელს ყვე­ლა სკო­ლა V კლა­სი­დან იწყებს „ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საგ­ნის, სწავ­ლე­ბას.
XI კლას­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნებს და­ე­მა­ტა ახა­ლი სა­გა­ნი „საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი და მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა“. მომ­ზად­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა და მო­ი­ცავს ყვე­ლა იმ ძი­რე­ულ სა­კითხს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს სრულ­ყო­ფი­ლად აით­ვი­სოს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი და უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხე­ბი.
ძა­ლი­ან მი­ხა­რია და, ამას­თა­ნა­ვე, სრულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ვგ­რძ­ნობ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ „მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა“, რო­გორც არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი, ახალ სას­წავ­ლო წელს 500-ზე მეტ­მა სკო­ლამ აირ­ჩია, რაც ჩვე­ნი სკო­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 25%-ია. ახა­ლი საგ­ნის­თ­ვის ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ამას­თა­ნა­ვე, ეს ცენ­ტ­რის­თ­ვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც არის.
„მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა“ შარ­შან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და პი­ლო­ტი­რე­ბას, სა­პი­ლო­ტე მა­სა­ლა გან­თავ­სე­ბუ­ლია ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე და ყვე­ლას შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს, გა­და­წე­როს და ამის მი­ხედ­ვით ას­წავ­ლოს. იმე­დი მაქვს, ახა­ლი სა­გა­ნი და­ა­ინ­ტე­რე­სებს მოს­წავ­ლე­ებს.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პე­და­გო­გი ახა­ლი საგ­ნის­თ­ვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა“, რო­გორც სა­გა­ნი, ად­რე არ ის­წავ­ლე­ბო­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ამ საგ­ნის პე­და­გო­გე­ბი გვყო­ლია. ცენტრს უკ­ვე გა­წე­რი­ლი აქვს „მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის“ პე­და­გოგ­თა ტრე­ნინ­გე­ბის გრა­ფი­კი. გა­და­ვამ­ზა­დებთ ყვე­ლა პე­და­გოგს, ვინც ეს სა­გა­ნი უნ­და ას­წავ­ლოს.
ეს, რაც შე­ე­ხე­ბა იმ ძი­რი­თად ახალ საგ­ნებს, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რა და შე­იქ­მ­ნა ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი.
გარ­და ამი­სა, სა­მი­ნის­ტ­რომ, პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­იწყო ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“, რომ­ლის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლია პირ­ვე­ლი დო­ნის ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის. ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უკ­ვე მზად არის. სა­ხელ­მ­წი­ფო ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს იმ სკო­ლებ­ში არი­გებს, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი სწავ­ლო­ბენ მათ მშობ­ლი­ურ ენებ­ზე. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ჩვენს ცენ­ტ­რ­ში შე­მუ­შავ­და, რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლის­გან შემ­დ­გა­რი კომ­პ­ლექ­ტია — მოს­წავ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და მოს­წავ­ლის სა­მუ­შაო რვე­უ­ლი; მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო; აუდი­ო­მა­სა­ლა — CD-ზე ჩა­წე­რი­ლი, რაც მოს­მე­ნი­სა და სა­უბ­რის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს; სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­ში, რო­მე­ლიც პა­ტა­რებს ენის ხა­ლი­სი­თა და თა­მა­შით შეს­წავ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რ­მა უკ­ვე და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა მე­ო­რე დო­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე, რო­მე­ლიც მა­ლე და­ი­ბეჭ­დე­ბა. წლის ბო­ლომ­დე მომ­ზად­დე­ბა ექ­ვ­სი დო­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლის წიგ­ნე­ბი, მოს­წავ­ლის რვე­უ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნე­ბი, აუდი­ო­მა­სა­ლა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი.
ეს დო­ნე­ე­ბი არ გუ­ლის­ხ­მობს შე­სა­ბა­მის კლა­სებ­ში სწავ­ლას...
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­ყო­ფა არა კლა­სე­ბის, არა­მედ დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით იმით არის უკე­თე­სი, რომ პირ­ვე­ლი დო­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ტა­ნონ რო­გორც პირ­ველ, ასე­ვე მე­სა­მე ან მე­ოთხე კლას­ში. ეს იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, თუ რამ­დე­ნად ფლო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი კონ­კ­რე­ტულ ენას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — ქარ­თულს. მა­გა­ლი­თად, თუ მე­ოთხეკ­ლა­სე­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ არ ფლო­ბენ ქარ­თულ ენას, შეგ­ვიძ­ლია მათ პირ­ვე­ლი დო­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ვას­წავ­ლოთ.
სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა სკო­ლამ­დელ სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბი­სა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის­თ­ვის...
ჩვე­ნი ცენ­ტ­რი, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ახორ­ცი­ე­ლებს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ექტს — „ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის­თ­ვის“. ეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბია: დმა­ნი­სი, ბოლ­ნი­სი, ნი­ნოწ­მინ­და, მარ­ნე­უ­ლი, ახალ­ქა­ლა­ქი და ახალ­ცი­ხე. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას ქარ­თულ ენა­ზე, რაც მათ შემ­დ­გომ­ში გა­უ­ად­ვი­ლებს ქარ­თუ­ლე­ნო­ვან თუ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში სწავ­ლას. ისი­ნი, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე, მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ქარ­თუ­ლი ენის შე­სას­წავ­ლად. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან დი­დი მოთხოვ­ნაა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლია, ბავ­შ­ვებ­მა ქარ­თუ­ლი ენა სრულ­ყო­ფი­ლად შე­ის­წავ­ლონ. ამ რვა სა­პი­ლო­ტე ცენ­ტ­რ­ში მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იწარ­მო­ებს მა­სა­ლის პი­ლო­ტი­რე­ბა, გა­დამ­ზად­დე­ბი­ან პე­და­გო­გე­ბი ახა­ლი მე­თო­დი­კით სწავ­ლე­ბა­ში და ა.შ. ამი­სათ­ვის მო­ეწყო სა­თა­ნა­დო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა — ავე­ჯი, წიგ­ნე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, სა­კან­ცე­ლა­რიო სა­ქო­ნე­ლი და ა.შ. პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გად გვექ­ნე­ბა კარ­გი რე­სურ­სი იმის­თ­ვის, რომ მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა იმ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს შევ­თა­ვა­ზოთ, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის სფე­როა, ხო­ლო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და ჩვე­ნი ცენ­ტ­რი მე­თო­დურ-პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ახორ­ცი­ე­ლებს.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რ­მა კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყო — „სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­და­სა და სპორ­ტ­ში“.
და­ვიწყებ იმით, რომ ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შექ­მ­ნა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა არ არის. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა, შემ­დეგ და­ნერ­გ­ვის კვლე­ვა და ამის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­მა­ვა­ლი პრო­ცე­სე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბაა. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლი კვლე­ვის, ექ­ს­პერ­ტუ­ლი და მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ახ­ლ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა.
რა გა­ვა­კე­თეთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის? მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რებ­დით I-VI კლა­სე­ბის პე­და­გოგ­თა ტრე­ნინ­გებს. ეს პრო­ცე­სი სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლო­დან გა­ნახ­ლ­დე­ბა. ტრე­ნინ­გე­ბი შე­ე­ხო დაწყე­ბით სა­ფე­ხუ­რის ყვე­ლა საგ­ნის პე­და­გოგს. ამას გარ­და, გვქონ­და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის ტრე­ნინ­გი. მათ წარ­ვუდ­გი­ნეთ ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და სკო­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის სა­კითხე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ. სულ 500 სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გა­დამ­ზად­და.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო პირ­ვე­ლი კლა­სის პე­და­გოგ­თა ტრე­ნინ­გი — გა­დამ­ზად­და 1900 მას­წავ­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა ის, ვინც წელს პირ­ველ კლას­ში უნ­და ას­წავ­ლოს. ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, პირ­ველ კლა­სებ­ში, 6-წლი­ან მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, 5-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბიც ის­წავ­ლი­ან. შე­რე­უ­ლი კლა­სის მარ­თ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­გო­მას მო­ითხოვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მშო­ბელს, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლია 5 წლის ასა­კის ბავ­შ­ვი შე­იყ­ვა­ნოს სკო­ლა­ში. თუ ად­რე იმის­თ­ვის, რომ მშო­ბელს 5 წლის ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში შე­ეყ­ვა­ნა, სა­ჭი­რო იყო სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის წე­რი­ლის მი­წე­რა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თ­ვის მი­ღე­ბა, ახ­ლა პრო­ცე­სი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­რე­შე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მხო­ლოდ მშობ­ლის სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან კლას­ში 5-წლი­ა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბიც გვყავს და 6-წლი­ა­ნე­ბიც, ეს პე­და­გო­გის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დი­კის ცოდ­ნას მო­ითხოვს, ხუთ­წ­ლი­ან ბავ­შ­ვებს სას­წავ­ლო გეგ­მით შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვა რომ არ გა­უ­ჭირ­დეთ. სწო­რედ ამ ტი­პის ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ ზაფხულ­ში და, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, 1900 პე­და­გო­გი გა­დამ­ზად­და. ტრე­ნინ­გე­ბი კვლავ გაგ­რ­ძელ­დე­ბა.
ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის ცენ­ტ­რ­მა შე­ი­მუ­შა­ვა საგ­ნობ­რი­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ხსნის, გან­მარ­ტავს, აზუს­ტებს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას, თუ რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს პრაქ­ტი­კუ­ლად ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი და მიზ­ნე­ბი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გზამ­კ­ვ­ლე­ვი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­შიც მომ­ზად­და და ძა­ლი­ან მა­ლე ჩა­ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გაც­ნო­ბის მიზ­ნით.
რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს „სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­და­სა და სპორ­ტ­ში“, მი­სი მი­ზა­ნია ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა — მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის გაკ­ვე­თი­ლებ­ში და ჩარ­თ­ვა სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. მი­სი მსვლე­ლო­ბი­სას დად­გინ­დე­ბა პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. მათ­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა შედ­გე­ბა. გარ­და ამი­სა, უშუ­ა­ლოდ გაკ­ვე­თილ­ზე მოხ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა დახ­მა­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. და­გეგ­მი­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი მშობ­ლებ­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თ­ვის შე­მუ­შავ­დე­ბა დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლე­ბი. პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მომ­ზად­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტის სხვა სკო­ლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.
ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რის­თ­ვის და სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის. ისეთ სა­გან­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­გო­რიც „სპორ­ტია“, ნამ­დ­ვი­ლად გვჭირ­დე­ბო­და ახა­ლი მიდ­გო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა — რო­გორ ჩა­ვა­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი. სწო­რედ ამის­თ­ვის შე­მუ­შავ­და პრო­ექ­ტი „სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­და­სა და სპორ­ტ­ში“, რომ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი, ასე­ვე, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დია. წელს ეს პრო­ექ­ტი თბი­ლი­სის 5 სა­მო­დე­ლო სკო­ლა­ში გა­ივ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბას.
მომ­ზად­და ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი უცხო­ეთ­ში მოქ­მე­დი საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის­თ­ვის...
დი­ახ, ამ სას­წავ­ლო წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გა­რეთ მოქ­მე­დი საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბი ახა­ლი პროგ­რა­მე­ბით ხვდე­ბი­ან. მომ­ზად­და პროგ­რა­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. უკ­ვე და­ი­ბეჭ­და ორი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, რო­მელ­საც ახ­ლავს სა­მუ­შაო რვე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლის მე­თო­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. ასე­ვე, მზა­დაა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ის­ტო­რი­ას, ამ სა­გან­შიც იყო გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი, მაგ­რამ ვერც ერ­თ­მა წარ­მოდ­გე­ნილ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ ვერ გა­და­ლა­ხა დად­გე­ნი­ლი ბა­რი­ე­რი, ამი­ტომ კონ­კურსს ვა­და გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და და ამ თვის ბო­ლოს ვე­ლო­დე­ბით სა­კონ­კურ­სოდ წარ­მოდ­გე­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს.
ქარ­თუ­ლი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ საკ­ვი­რაო სკო­ლებს უკ­ვე შე­უძ­ლი­ათ. აქამ­დე მათ არ ჰქონ­დათ ერ­თი­ა­ნი პროგ­რა­მა, არც მე­თო­დუ­რი მი­თი­თე­ბე­ბი. ჩვე­ნი ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე, რა თქმა უნ­და, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს სკო­ლე­ბი სულ სხვა სა­ა­თობ­რივ ბა­დე­ზე და სხვა რე­ა­ლი­ებ­ზეა აწყო­ბი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა სა­კითხი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს და, შე­სა­ბა­მი­სად, ახალ­გაზ­რ­და, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­დეს, მეტ-ნაკ­ლე­ბად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, აქ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა მის­თ­ვის ძნე­ლი არ იქ­ნე­ბა.
გრძელ­დე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა...
დი­ახ, გა­მოცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს ახა­ლი კონ­კურ­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის, ანუ VII-XII კლა­სე­ბის­თ­ვის. გა­ზაფხუ­ლის ბო­ლოს­თ­ვის ჩვენ უკ­ვე გვექ­ნე­ბა შე­დე­გი. 2012 წლი­დან სკო­ლებ­ში შე­ვა ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბის­თ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იც­ვ­ლე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც, მი­ნი­მუმ, 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა ძა­ლა­ში ისე­ვე, რო­გორც ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა.
კი­დევ რა იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და რო­გო­რია მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი?
ბევ­რი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გვაქვს გეგ­მა­ში რო­გორც წელს, ასე­ვე გა­ი­სად. წელს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ დას­რულ­და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის თარ­გ­მ­ნა სომ­ხურ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და რუ­სულ ენებ­ზე. ეს მა­სა­ლა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გან­თავ­ს­დე­ბა ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე. მე­ო­რე სი­ახ­ლეა ის, რომ მზად­დე­ბა ბი­ლინ­გ­ვუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი — ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის ბი­ლინ­გ­ვუ­რი კონ­ცეფ­ცი­ით ითარ­გ­მ­ნე­ბა ყვე­ლა ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მელ­მაც გრი­ფი მი­ი­ღო, ჯერ — I-VI და შემ­დეგ — VII-XII კლა­სე­ბის­თ­ვის.
ცენ­ტ­რი მუ­შა­ობს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პროგ­რა­მა­ზე — დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ არის ერ­თა­დერ­თი რე­სურ­სი, რი­თიც მოს­წავ­ლემ ცოდ­ნა უნ­და მი­ი­ღოს და უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­ნიმ­ტ­კი­ცოს, ამი­ტომ ყვე­ლა კლა­სის­თ­ვის და ყვე­ლა საგ­ნის­თ­ვის შე­იქ­მ­ნე­ბა დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რი — ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კონ­კ­რე­ტუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­ჭი­რო ვებ­გ­ვერ­დე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის­თ­ვის და კლა­სის­თ­ვის და ა.შ.
გარ­და ამი­სა, დას­რულ­და V-IX კლა­სე­ბის სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თის პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბა. შარ­შან სკო­ლებს სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თის პროგ­რა­მა I-IV კლა­სე­ბის­თ­ვის შევ­თა­ვა­ზეთ, წელს მუ­შა­ო­ბა გაგ­რ­ძელ­და და პროგ­რა­მა IX კლა­სის ჩათ­ვ­ლით მომ­ზად­და. გა­მოკ­ვე­თი­ლი თე­მაა ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბის სა­კითხე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის დროს იმ რე­გი­ო­ნე­ბის ბავ­შ­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლურ უსაფ­რ­თხო­ე­ბას, სა­დაც უხ­ვია ნა­ლე­ქი და ხში­რია წყალ­დი­დო­ბე­ბი ან მეწყერ­სა­ში­ში და სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ზო­ნე­ბია. რა თქმა უნ­და, ამით ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტ­რო­ფებს ვერ შე­ვა­ჩე­რებთ, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ მზად და უსაფ­რ­თხოდ. სწო­რედ ამი­ტომ ამოქ­მედ­და სკო­ლებ­ში წელს ეს პროგ­რა­მა.
სი­ახ­ლე იყო ისიც, რომ წელს ცენ­ტ­რ­მა შე­ი­მუ­შა­ვა ეს­პა­ნუ­რი, იტა­ლი­უ­რი და თურ­ქუ­ლი ენე­ბის სტან­დარ­ტე­ბი და სკო­ლებს, გა­ი­სად, შე­უძ­ლი­ათ ეს ენე­ბი მე­ო­რე უცხო­ურ ენად შეს­თა­ვა­ზონ მოს­წავ­ლე­ებს. გარ­და ამი­სა, დას­რულ­და ხაზ­ვის სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა და „ხაზ­ვა“ არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე. გა­მოცხად­და კონ­კურ­სი ხაზ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზეც.
და­ბო­ლოს, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ვთარ­გ­მ­ნეთ „ინ­ტე­ლის“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, რომ­ლი­თაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს (იქ­ნე­ბა ეს მოს­წავ­ლე თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, მშო­ბე­ლი თუ უბ­რა­ლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი) შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს და კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ზე მო­ი­ძი­ოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი. ეს „ინ­ტე­ლის“ ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პროგ­რა­მაა — skoool.net, ჩვენს პროგ­რა­მას ერ­ქ­მე­ვა skoool.ge. მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­დაქ­ტი­რე­ბა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პროგ­რა­მა გან­თავ­ს­დე­ბა რო­გორც ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე — www.ncac.ge, ასე­ვე სა­მი­ნის­ტ­როს პორ­ტალ­ზე — buki.ge
ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თია, მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რის­თ­ვის. შე­ვეც­დე­ბით, მკითხ­ველს, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ იმ სი­ახ­ლე­თა და­ნერ­გ­ვი­სა თუ პი­ლო­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N