გამოდის 1998 წლიდან
2011-11-03
ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტში — ვექტორი გამარტივებისაკენ

გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ჯგუ­ფის 
ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გო­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი

რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნია მღელ­ვა­რე­ბა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­იც­ვა, თით­ქოს­და, სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ვიწ­რო­ვე­ბის გა­მო. რა ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დის ტეს­ტ­მა? მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ჯგუ­ფი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის ორი ტი­პის ტესტს ამ­ზა­დებს — სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­მოც­დო ტესტს და არ­ჩე­ვი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის ტესტს. რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის არ­ჩე­ვი­თი გა­მოც­დის ტესტს, არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა, რო­გო­რიც იყო შარ­შან, იმ­გ­ვა­რი­ვე დარ­ჩე­ბა, ანუ იქ­ნე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ორი წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც 50 ქუ­ლას მო­ი­ცავს. 25 ქუ­ლით შე­ფას­დე­ბა ერ­თი წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა, მე­ო­რეც — 25 ქუ­ლით. 30 ქუ­ლით შე­ფას­დე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის ცოდ­ნა — გარ­კ­ვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბის ანა­ლი­ზი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, ანუ იმ­გ­ვა­რი შე­კითხ­ვე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ცოდ­ნას რომ მო­ითხოვს. მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს იქ­ნე­ბა 80-ქუ­ლი­ა­ნი ტეს­ტი, რო­გორც იყო შარ­შან და შარ­შან­წინ.
შე­იც­ვა­ლა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დი­სათ­ვის. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ით­ქ­ვას, რომ ისიც, რო­გორც არ­ჩე­ვი­თი გა­მოც­დის ტეს­ტი, იქ­ნე­ბა 80-ქუ­ლი­ა­ნი (წი­ნა წლებ­ში 100-ქუ­ლი­ა­ნი იყო), სა­მუ­შაო დრო კი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ისევ 4 სა­ა­თი მი­ე­ცე­მათ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სი­თაც, საქ­მე უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბი­სა­კენ წა­ვი­და, ვიდ­რე გარ­თუ­ლე­ბი­სა­კენ.
ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­ვა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დის ტეს­ტ­ში, იქ­ნე­ბა იმ­გ­ვა­რი­ვე, რო­გო­რიც იყო შარ­შან და შარ­შან­წინ. და­ვა­ლე­ბა იქ­ნე­ბა ოთხი. შარ­შა­ნაც იყო ე.წ. რე­დაქ­ტი­რე­ბის და­ვა­ლე­ბა — ტექ­ს­ტი, რო­მელ­შიც ყვე­ლა ტი­პის ენობ­რი­ვი შეც­დო­მაა დაშ­ვე­ბუ­ლი, სტი­ლის­ტუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის ჩათ­ვ­ლით და აბი­ტუ­რი­ენტს ევა­ლე­ბა, გა­ას­წო­როს და ისე გა­და­წე­როს პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში. ეს და­ვა­ლე­ბა ისევ იქ­ნე­ბა, ოღონდ შე­ფას­დე­ბა 20 ქუ­ლით (იყო 15-ქუ­ლი­ა­ნი). შე­სა­ბა­მი­სად, შეც­დო­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რ­დე­ბა — თი­თო შეც­დო­მის პოვ­ნა­სა და გას­წო­რე­ბა­ში თი­თო ქუ­ლა იწე­რე­ბა. შეც­დო­მე­ბი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად მო­ი­მა­ტებს, სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა უფ­რო იოლიც იყოს.
მე­ო­რე და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­ვა ჩვენს ტეს­ტ­ში, ფუნ­ქ­ცი­უ­რი წე­რაა. ეს ტეს­ტიც იყო შარ­შან და მო­მა­ვალ წელ­საც იქ­ნე­ბა. ახ­ლა ჩვენ უფ­რო მარ­ჯ­ვე სა­ხე­ლი მო­ვუ­ფიქ­რეთ — არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე, ეს არის რა­ღაც სა­კითხი, გარ­კ­ვე­უ­ლი თე­მა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და იმ­ს­ჯე­ლოს და გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნოს თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა (და­ვუშ­ვათ, ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით) ისეთ სა­კითხებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სათ­ვის უცხო არ არის და რა­ზეც მათ შე­იძ­ლე­ბა ნა­ფიქ­რიც ჰქონ­დეთ. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით შარ­შან­დე­ლი­სა­გან, და­ვა­ლე­ბა 20-ქუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. წი­ნა წლებ­ში, კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ისე იყო შედ­გე­ნი­ლი, რომ ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბა 15 ქუ­ლით ფას­დე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­დის, რომ იმ­გ­ვა­რად და­წე­რილ და­ვა­ლე­ბა­ში (რა თქმა უნ­და, კარ­გად და­წე­რილ), რო­გორც შარ­შან და­წერ­დ­ნენ, ნაც­ვ­ლად 15 ქუ­ლი­სა, მი­ი­ღე­ბენ 20 ქუ­ლას, ანუ რაც ად­რე უნ­და და­ე­წე­რათ, ის უნ­და და­წე­რონ, ოღონდ შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ქუ­ლა მი­ი­ღონ. სხვა არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა ამ და­ვა­ლე­ბა­ში არ არის.
წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2006 წლი­დან, უც­ვ­ლე­ლი სა­ხი­თაა (მხო­ლოდ 2005-ში იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი) წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა-წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა, ანუ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სკო­ლა­ში არ უს­წავ­ლი­ათ. ეს არის ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი კლა­სი­კუ­რი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი ან პო­ე­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მთლი­ა­ნად, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით დი­დი მო­ცუ­ლო­ბი­საა. მათ უნ­და წა­ი­კითხონ და გა­ი­აზ­რონ. ტექ­ს­ტებს ერ­თ­ვის ოთხი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხის მქო­ნე შე­კითხ­ვე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თია სწო­რი და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ტექ­ს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და უპა­სუ­ხონ. წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა მო­მა­ვალ­შიც დარ­ჩე­ბა, ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით შარ­შან­დე­ლი­სა­გან — შე­მო­სა­ხაზ­პა­სუ­ხი­ა­ნი კითხ­ვა იქ­ნე­ბა არა 10, არა­მედ 15, ანუ ეს და­ვა­ლე­ბა 15-ქუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. შე­კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის შემ­დეგ, იმა­ვე ტექ­ს­ტ­ზე, რო­მელ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი გა­ი­აზ­რებ­დ­ნენ, უნ­და და­ე­წე­რათ მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი. ზუს­ტად ასე­ვე დარ­ჩე­ბა. მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის, ანუ თხზუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ იც­ვ­ლე­ბა და ისევ 25-ქუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა.
გა­მო­დის, რომ იქ­ნე­ბა ერ­თი ენობ­რი­ვი ნა­წი­ლი 40-ქუ­ლი­ა­ნი, იმ ორი და­ვა­ლე­ბი­სა­გან შემ­დ­გა­რი, რო­მე­ლიც შარ­შა­ნაც იყო და მე­ო­რე ნა­წი­ლი — ე.წ. კითხ­ვი­სა და წე­რის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნო­ბა­ში ასე­ვე 40-ქუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში ჩვე­ნი ტეს­ტი იქ­ნე­ბა 80-ქუ­ლი­ა­ნი. ამო­ვარ­და ორი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი დატ­ვირ­თ­ვის მქო­ნე ენობ­რი­ვი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც იყო შე­მო­სა­ხაზ­პა­სუ­ხი­ა­ნი. ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია ძა­ლი­ან კარ­გად მოწ­მ­დე­ბა ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბით და ამ და­ვა­ლე­ბებს დი­დი დატ­ვირ­თ­ვა არ ჰქონ­და. ასე­ვე ამო­ვარ­და 25-ქუ­ლი­ა­ნი ბლო­კი, რო­მელ­შიც პა­ტარ-პა­ტა­რა ტექ­ს­ტე­ბი იყო მო­ცე­მუ­ლი საპ­როგ­რა­მო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან და ამ ტექ­ს­ტებ­ზე იყო შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა დას­მუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ესეც წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა იყო, ოღონდ უკ­ვე ნაც­ნო­ბი, სკო­ლა­ში გავ­ლი­ლი ტექ­ს­ტის. მე­თო­დო­ლო­გი­უ­რად ეს გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია, რად­გან წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის უნა­რის, ანუ ფიქ­რის შე­მოწ­მე­ბა თუ გსურთ, ნას­წავ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან მო­ტა­ნი­ლი ტექ­ს­ტით ამას ვერ გა­არ­კ­ვევ — ვერ მიხ­ვ­დე­ბი, ეს მან იქ­ვე გა­ი­აზ­რა გა­მოც­და­ზე თუ რე­პე­ტი­ტორ­თან ან სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი ახ­სოვს. ეს იმ წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის დუბ­ლი­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც ისე­დაც უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და რო­მე­ლიც მარ­თ­ლაც გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი და სწო­რია, რად­გან არა­საპ­როგ­რა­მო ტექ­ს­ტე­ბი­და­ნაა ამო­ნა­რი­დე­ბი. ეს იყო გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­კი, რომ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რა­მა არ ამო­ვარ­დ­ნი­ლი­ყო. ჩვენ არც ვაგ­დებთ და ვერც ამო­ვაგ­დებთ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რად­გან ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა სკო­ლებ­ში არა­ვის გა­უ­უქ­მე­ბია. ყვე­ლა­ზე დი­დი არ­გუ­მენ­ტი ამ ნა­წი­ლის ამო­ღე­ბის ის არის, რომ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში, მათ შო­რის ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში არის ამ ტი­პის შე­კითხ­ვე­ბი, სა­დაც ტექ­ს­ტია მო­ცე­მუ­ლი და შე­კითხ­ვე­ბი ოთხი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხით, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი სწო­რია, გა­მომ­დი­ნა­რე ტექ­ს­ტის სწო­რი გა­გე­ბი­დან და გა­აზ­რე­ბი­დან. ასე­ვე იყო იმ ტი­პის შე­კითხ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ტექ­ს­ტი არ ახ­ლ­და და მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელს უნ­და გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი ეპი­ზო­დი, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მა­სა­ლის ცოდ­ნა­ზე. გა­მო­დი­ო­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი დუბ­ლი­რე­ბა — ის ბავ­შ­ვე­ბი ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზეც იმა­ვეს აკე­თებ­დ­ნენ. სწო­რედ ამი­ტომ ჩა­ით­ვა­ლა, რომ ამ და­ვა­ლე­ბას არა­ვი­თა­რი დატ­ვირ­თ­ვა აღარ აქვს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტ­ში.
ტეს­ტ­ში პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბა არ არის იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ არ­ცერ­თი ახა­ლი და­ვა­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ იქ­ნე­ბა, ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა იყო შარ­შა­ნაც და შარ­შან­წი­ნაც, უბ­რა­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი აღარ იქ­ნე­ბა 26 (25+1) ქუ­ლა, იქ­ნე­ბა 21 (20+1), რად­გან 20 80-ის 25%-ია. შე­იც­ვა­ლა ქუ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა — 100-ქუ­ლი­ა­ნის ნაც­ვ­ლად, გა­მოგ­ვი­ვი­და 80-ქუ­ლი­ა­ნი ტეს­ტი. ვექ­ტო­რი არის აქეთ, გა­მარ­ტი­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და არა პი­რი­ქით — გარ­თუ­ლე­ბის.
გა­ვი­მე­ო­რებ, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, არ შე­იც­ვ­ლე­ბა. ისევ იქ­ნე­ბა წმინ­და ენის ნა­წი­ლიც და ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­წი­ლიც, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი და შე­კითხ­ვე­ბი — წა­კითხუ­ლის გა­გე­ბა­ზე.
არა­ვის აზ­რად არ ჰქო­ნია ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ვიწ­რო­ე­ბა. ამი­ტომ მღელ­ვა­რე­ბა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­იც­ვა, უსა­ფუძ­ვ­ლოა. არ არის მარ­თა­ლი მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას აღარ ის­წავ­ლი­ან, რად­გან ამას მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის­თ­ვის არ აკე­თებ­დ­ნენ. ლი­ტე­რა­ტუ­რის უცო­დი­ნა­რი ბავ­შ­ვი სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დას ვერ ჩა­ა­ბა­რებს, ამი­ტომ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე ყუ­რადღე­ბა სხვა რა­მე­ზე უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი სა­უ­კე­თე­სო­თა შერ­ჩე­ვაა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად.
წლე­ვან­დელ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რო­გო­რი იყო სუ­რა­თი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში?
ერ­თი რამ კმა­ყო­ფი­ლე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, წე­რის კულ­ტუ­რა იზ­რ­დე­ბა. ბო­ლო ორი წლის ნაშ­რო­მე­ბის შე­და­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა 2005-06 წლე­ბის ნაშ­რო­მებ­თან. მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი და ესეს წე­რის კულ­ტუ­რა ნამ­დ­ვი­ლად ამაღ­ლ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ში. ეს აისა­ხა კი­დეც ჩვენს კრი­ტე­რი­უ­მებ­ში. პირ­ველ ორ წე­ლი­წადს სპე­ცი­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მი გვქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი — ტექ­ს­ტის მო­ცუ­ლო­ბა. იმი­ტომ რომ, ძა­ლი­ან გვე­ში­ნო­და და ასეც აღ­მოჩ­ნ­და — ნაშ­რო­მე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 1/3 იყო ცა­რი­ე­ლი ან მხო­ლოდ ერ­თი აბ­ზა­ცი ეწე­რა. ასე­თი ნაშ­რო­მე­ბი, რა თქმა უნ­და, არ სწორ­დე­ბო­და, რად­გან 200 სიტყ­ვა­ზე ნაკ­ლე­ბი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ბო­ლო ორი წე­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცა­რი­ე­ლი ნაშ­რო­მე­ბი აღარ გვქო­ნია. სხვა სა­კითხია, რას წე­რენ, მაგ­რამ ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა აღარ გვქო­ნია. უკ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ნა­წე­რე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა არა მო­ცუ­ლო­ბის კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით, არა­მედ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, რაც გა­დამ­წყ­ვე­ტი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. შემ­დ­გომ­ში ეს კრი­ტე­რი­უ­მი სა­ერ­თოდ ამო­ვარ­და და ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ო­და არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას, და­მო­უ­კი­დე­ბელ აზ­როვ­ნე­ბას, ტექ­ს­ტის აგე­ბის, ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბის, სა­კუ­თა­რი აზ­რის ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ გა­მოთ­ქ­მის უნა­რებს, ასე­ვე, შე­სა­ბა­მი­სი მა­გა­ლი­თე­ბის მოხ­მო­ბის უნარს ანა­ლი­ზის დროს და ა.შ. უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, ამ­გ­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ვას­წო­რებთ ნაშ­რო­მებს. იმე­დი გვაქვს, მდგო­მა­რე­ო­ბა უფ­რო და უფ­რო გა­მოს­წორ­დე­ბა.
მე­სა­მე წე­ლია, რაც სხვა ტი­პის წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა შე­მო­ვი­ღეთ, ე.წ. არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე. ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მხატ­ვ­რუ­ლი ანა­ლი­ზის გარ­და, სხვა ტი­პის წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც უნ­და შეძ­ლოს ადა­მი­ან­მა — ელე­მენ­ტა­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა, საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბის შედ­გე­ნა, არა­ლი­ტე­რა­ტუ­რულ, გან­ყე­ნე­ბულ სა­კითხებ­ზე მსჯე­ლო­ბა. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ შარ­შან­წინ­დელ­თან შე­და­რე­ბით წლე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სი გახ­ლავთ.
რა რჩე­ბა პრობ­ლე­მად? ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი უყუ­რადღე­ბოდ კითხუ­ლო­ბენ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რე­ბი არი­ან და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბი­სა, ანუ იმას არ აკე­თებ, რა­საც მათ სთხო­ვენ. რა­ტომ­ღაც ამას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი ეშ­ვე­ლა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. არ ვი­ცი, რი­სი ბრა­ლია, უბ­რა­ლოდ უყუ­რადღე­ბო­ბის გა­მო ხდე­ბა თუ წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბი­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უნა­რი არ აქვთ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სკო­ლა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ვან­დელ­მა შე­დე­გებ­მაც იგი­ვე სუ­რა­თი აჩ­ვე­ნა. მა­გა­ლი­თად, და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში წე­რია: ამო­ი­წე­რე ორი სიტყ­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს... იწე­რენ მთელ სტრი­ქონს, ამის შე­ფა­სე­ბა კი ნუ­ლია. იმი­ტომ რომ, მთელ სტროფს რომ გად­მო­წერს, ის ორი სწო­რი სიტყ­ვაც მოხ­ვ­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორ უნ­და შე­ა­ფა­სო, სწო­რად ჩაწ­ვ­და თუ არა აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას. რო­დე­საც პი­რო­ბა გე­უბ­ნე­ბა, ამო­წე­რე ორი სიტყ­ვა, უნ­და ამო­წე­რო ორი, ერთს ან სამს თუ ამო­წერ, ეს და­ვა­ლე­ბა უკ­ვე აღარ გას­წორ­დე­ბა. აი, ასე­თი ელე­მენ­ტა­რუ­ლი — და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის უყუ­რადღე­ბოდ წა­კითხ­ვა ან უარე­სი — ვერ­გა­გე­ბა და­უძ­ლე­ველ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, წე­რის თვალ­საზ­რი­სით, ნამ­დ­ვი­ლად პროგ­რე­სი გვაქვს. იმე­დია, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი მო­მა­ვალ­ში ამ პრობ­ლე­მა­საც დაძ­ლე­ვენ.
ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N