გამოდის 1998 წლიდან
2011-12-14
სასწავლო პროცესის ცენტრში მოსწავლე უნდა იდგეს

ლე­ი­ლა ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი
და­ი­ბა­და ყვა­რელ­ში, 1958 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს
გა­ნათ­ლე­ბა: 1975 წელს და­ამ­თავ­რა ყვარ­ლის ¹2 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა.
1976-1981 წლებ­ში სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე.
სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა: 1981-84 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლის­ში, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუტ­ში „მი­ო­ნი“, ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნო­ლო­გად.
1984 წლი­დან მუ­შა­ობს ყვარ­ლის ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლად.
2005 წელს და­ი­ნიშ­ნა დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად.
2007 წლი­დან არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რია.
ინ­ტე­რეს­თა სფე­რო: თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი

სკო­ლის შე­სა­ხებ
ყვარ­ლის ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლა არ­სე­ბო­ბის 74 წელს ით­ვ­ლის. ამ­ჟა­მად, სკო­ლა­ში 486 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, რო­მელ­თაც ყვე­ლა პი­რო­ბა აქვთ შექ­მ­ნი­ლი იმი­სათ­ვის, რომ იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბულ­ნი. მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თა საც­ხოვ­რე­ბე­ლიც რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რით არის და­შო­რე­ბუ­ლი სკო­ლი­დან, სას­კო­ლო ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა. 2006 წელს, პროგ­რა­მა „იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, სას­კო­ლო შე­ნო­ბას სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და; სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლ­და სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რი, ბიბ­ლი­ო­თე­კა; ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლა­სი ინ­ტერ­ნეტ­ში ჩარ­თუ­ლი 40 კომ­პი­უ­ტე­რით, ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კა­ბი­ნე­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კა­ბი­ნე­ტი; სულ ახ­ლა­ხან სკო­ლა­ში გა­იხ­ს­ნა ჯე­ო­სე­ლის კლა­სი „წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლი­სათ­ვის“, რაც სი­ა­მა­ყის გრძნო­ბას­თან ერ­თად დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­საც გვა­კის­რებს ყვე­ლა მე­ო­რეს­კო­ლელს.
სკო­ლა ბრენ­დი­რე­ბუ­ლია, 8 ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის მფლო­ბე­ლი. გა­სულ სას­წავ­ლო წელს, სა­ერ­თო შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, წარ­მა­ტე­ბულ 20 სკო­ლას შო­რის მოვ­ხ­ვ­დით.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლის მო­დე­ლი
წარ­მა­ტე­ბუ­ლია სკო­ლა, სა­დაც შექ­მ­ნი­ლია პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ისე­თი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მე­ლიც შეძ­ლებს სწო­რად გან­საზღ­ვ­როს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ამის მი­ხედ­ვით და­იმ­კ­ვიდ­როს ად­გი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბულ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას­თან ერ­თად, გუ­ლის­ხ­მობს ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს სკო­ლის მან­და­ტურს, მოს­წავ­ლეს, მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელს შო­რის. ყვე­ლა მშო­ბელს უნ­და, რომ შვი­ლი ისეთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დეს, სა­დაც მის აზრს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რა თქმა უნ­და, სა­უ­ბა­რია სა­ღი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ზე.
სკო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის ერთ-ერ­თი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რია თე­მის ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. ამას­თა­ნა­ვე, სკო­ლა ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თუ მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია მოს­წავ­ლე­თა მოთხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, არ არის შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს შე­დეგს მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს ქუ­ჩა­ში არ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, სა­კუ­თარ თავ­თან დას­მუ­ლი შე­კითხ­ვით — „ახ­ლა რა ვა­კე­თო?“, ეს ნიშ­ნავს, რომ სკო­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

რო­გო­რი უნ­და იყოს
თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი
დღეს სა­კა­მა­თო არ არის, პე­და­გოგს საგ­ნის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ცოდ­ნა რომ მო­ეთხო­ვე­ბა, მაგ­რამ, სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ცენ­ტ­რ­ში უნ­და იდ­გეს მოს­წავ­ლე და არა მას­წავ­ლე­ბე­ლი. ეს თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ პე­და­გო­გი მუდ­მი­ვად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს, ეუფ­ლე­ბო­დეს სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებ­სა და ხერ­ხებს, შე­ეძ­ლოს კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბა — ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე, ნიშ­ნავს იყოს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.
მაგ­რამ მხო­ლოდ ამ მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს, იყო თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას კლა­სის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა უნ­და შე­ეძ­ლოს. ეს რომ შეძ­ლო, უნ­და იყო ფსი­ქო­ლო­გი, იცო­დე ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, შე­გეძ­ლოს სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის სკო­ლის კარს მიღ­მა და­ტო­ვე­ბა, შეს­წავ­ლი­ლი უნ­და გქონ­დეს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ფსი­ქი­კა. ბავ­შ­ვებ­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და გქონ­დეს, რომ მოს­წავ­ლემ გითხ­რას: „მხო­ლოდ თქვენ შემ­დეგ გა­ვი­გე, რა არის დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი“. რა თქმა უნ­და, ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, ზღვა­რი არ უნ­და წა­ი­შა­ლოს.
ასე რომ, თა­ნა­მედ­რო­ვეა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­თ­ვის ახ­სოვს ილი­ას სიტყ­ვე­ბი: „სწავ­ლე­ბა და აღ­ზ­რ­და სკო­ლა­ში ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბულ­ნი უნ­და ვი­დოდ­ნენ“.
სკო­ლის მარ­თ­ვა
სკო­ლის მარ­თ­ვა დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს უნ­და ემ­ყა­რე­ბო­დეს, რაც თა­ვის­თა­ვად მო­ი­ცავს თა­ნამ­შ­რომ­ლებს შო­რის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის დე­ლე­გი­რე­ბას. მარ­თ­ვის ასე­თი ფორ­მა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ, სრუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნონ და სკო­ლის წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას მო­ახ­მა­რონ თა­ვი­ან­თი ნი­ჭი და უნარ-ჩვე­ვე­ბი. ეს კი, ხელს შე­უწყობს ახა­ლი იდე­ე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წა­მოწყე­ბას, ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პრო­ცესს მოს­წავ­ლე­თათ­ვის ეფექ­ტურ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დის. ასეთ გა­რე­მო­ში მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბებს.
ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა დი­რექ­ცი­ას, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს, პე­და­გო­გი­ურ საბ­ჭო­სა და მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას შო­რის დი­რექ­ტო­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას არ გუ­ლის­ხ­მობს. დი­რექ­ტო­რი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია ყვე­ლა სა­კითხ­ზე, რაც სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა და მხო­ლოდ მა­შინ შეძ­ლებს სკო­ლის ეფექ­ტურ მარ­თ­ვას, რო­დე­საც მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე, რო­დე­საც მი­სი სჯე­რათ და ენ­დო­ბი­ან.

პრობ­ლე­მე­ბი და
მა­თი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი
ერ­თი წლის წინ რომ გე­კითხათ, რა პრობ­ლე­მე­ბია სკო­ლა­ში, ალ­ბათ ყვე­ლა გი­პა­სუ­ხებ­დათ, მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და თით­ქ­მის იგ­ნო­რი­რე­ბა იმ საგ­ნე­ბის, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ჩა­სა­ბა­რებ­ლად არ სჭირ­დე­ბა. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი შე­ას­რუ­ლა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის და­ნიშ­ვ­ნამ და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის შე­მო­ღე­ბამ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში ეს პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად იყო, დე­და­ქა­ლა­ქის სკო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ჩემს სკო­ლა­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის არ­სე­ბო­ბამ ვი­თა­რე­ბა მკვეთ­რად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.
ამ ეტაპ­ზე, ჩე­მი აზ­რით, პრობ­ლე­მაა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი არ არის მზად, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბა­დია, რად­გან მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხან გა­იხ­ს­ნა, ყვე­ლა პი­რო­ბას ქმნის იმი­სათ­ვის, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა აიმაღ­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცია და გახ­დეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.
სკო­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნ­დეს რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან, ასე­ვე ტექ­ნი­კურ მხა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ყო­ველ­თ­ვის გვერ­დ­ში გვიდ­გას კა­ხე­თის გუ­ბერ­ნია, რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა, ყვარ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­რო (რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია), რის­თ­ვი­საც მათ მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო.

დი­რექ­ტო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო
დი­რექ­ტორს, რო­მელ­საც სრუ­ლად აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ნაკ­ლე­ბად აქვს. ამ მცი­რე დრო­ის ნა­წილს მე ოჯახს ვუთ­მობ, ნა­წილს კი, რო­გორც ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი — ფი­ზი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მოს­წავ­ლე­ებ­თან და­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბას.
მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა
სკო­ლის ხა­რის­ხი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­თა მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბია. ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე. სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა 90%-მა გა­ი­ა­რა რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ მხრივ, მი­მაჩ­ნია, რომ მა­ინც გვაქვს ჩა­მორ­ჩე­ნა, რად­გან მხო­ლოდ 5 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს, თუმ­ცა გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს ერთ-ერ­თი გა­მოც­და — პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი ან სა­გა­ნი. მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის გახ­ს­ნა სტი­მუ­ლია იმი­სათ­ვის, რომ კარ­გად მო­ვემ­ზა­დოთ შემ­დე­გი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის და ეს ჩა­მორ­ჩე­ნა დავ­ძ­ლი­ოთ.
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას­წავ­ლე­ბელ­თა აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით, ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის კონ­კურ­სებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, საპ­რი­ზო ად­გი­ლებ­საც იკა­ვე­ბენ. სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ჩვე­ნი სკო­ლის 4 მოს­წავ­ლე იმ­ყო­ფე­ბო­და ბაქ­ს­ვუ­დის სა­ზაფხუ­ლო ბა­ნაკ­ში, აქე­დან ერთ-ერ­თი, ინ­გ­ლის­ში, ენის შემ­ს­წავ­ლელ კურ­სებ­ზე. ერთ მოს­წავ­ლეს ფუ­ლა­დი ჯილ­დო გა­და­ე­ცა. ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს გვყავს ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლოს­ნე­ბი. სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი კომ­პი­უ­ტე­რებს იღე­ბენ.
წარ­მა­ტე­ბას მა­შინ აღ­წევ, რო­ცა მიღ­წე­უ­ლით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბი. დი­რექ­ცია, იმის გა­მო­სავ­ლე­ნად, მოს­წავ­ლეს და მას­წავ­ლე­ბელს რო­მელ სა­გან­ში უფ­რო სჭირ­დე­ბა მუ­შა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­გან­ში შე­მა­ჯა­მე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებს. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლის სა­მუ­შაო გეგ­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შეგ­ვაქვს და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის გზებს ვსა­ხავთ.

სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი
ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლის მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს. 2009-2010 სას­წავ­ლო წელს, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი 37 აბი­ტუ­რი­ენ­ტი­დან, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში 30 ჩა­ი­რიცხა, 13-მა მო­ი­პო­ვა გრან­ტი, აქე­დან 11-მა — 50%-იანი და მე­ტი.
2010-2011 სას­წავ­ლო წელს კი, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი 26 აბი­ტუ­რი­ენ­ტი­დან, 24 ჩა­ი­რიცხა. რვამ სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი მო­ი­პო­ვა, აქე­დან 4-მა — 100%-იანი. 5 კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი უმაღ­ლეს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რიცხა. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ჩვე­ნი სკო­ლის 4 მოს­წავ­ლე პირ­ველ ასე­ულ­ში მოხ­ვ­და და პრე­ზი­დენ­ტის­გან სა­ჩუქ­რად კომ­პი­უ­ტე­რი მი­ი­ღო. კარ­გად გვეს­მის, რომ ეს არ არის მაქ­სი­მუ­მი, რი­სი მიღ­წე­ვაც შე­იძ­ლე­ბა. წელს, ალ­ბათ, უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა, რად­გან გა­სუ­ლი წლის მა­გა­ლით­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ მხო­ლოდ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მაა წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი.

მოამზადა
ანა ფირცხალაიშვილმა

25-28(942)N