გამოდის 1998 წლიდან
2012-11-26
გაირიცხებიან თუ არა დისციპლინარული პრობლემის მქონე მოსწავლეები სკოლიდან

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერ­თი ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­აც­ნო, რო­მე­ლიც X-XII კლა­სის მოს­წავ­ლე­თა სკო­ლი­დან გა­რიცხ­ვას უკავ­შირ­დე­ბა.  შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, I-IX კლა­სის ჩათ­ვ­ლით, სკო­ლას მოს­წავ­ლის გა­რიცხ­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.   ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით კი, ეს უფ­ლე­ბა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას XII კლა­სის  ჩათ­ვ­ლით შე­ეზღუ­დე­ბა.
გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხის გა­და­საჭ­რე­ლად მსჯე­ლო­ბა­სა და დის­კუ­სი­ე­ბის გა­მარ­თ­ვას სთა­ვა­ზობს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვას მო­ი­წო­ნე­ბენ,  სა­ჯა­რო სკო­ლი­დან მოს­წავ­ლის გა­რიცხ­ვის პრო­ცე­დუ­რა გა­უქ­მ­დე­ბა.
ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძემ გა­ნაცხა­და: „ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ სკო­ლა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა არა მარ­ტო მე-9 კლა­სამ­დე, არა­მედ მე-12 კლა­სის ჩათ­ვ­ლით. გარ­კ­ვე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში სკო­ლი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­რიცხ­ვის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ნორ­მა, მა­თი სკო­ლი­დან გან­თეს­ვის, სეგ­რე­გა­ცი­ი­სა და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და და­იწყოს ფიქ­რი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლამ სრულ­ფა­სოვ­ნად  შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა  - სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო ფუნ­ქ­ცია“. 
მი­ნის­ტ­რის გან­მარ­ტე­ბით, სკო­ლებ­ში დის­ციპ­ლი­ნის პრობ­ლე­მა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფაქ­ტო­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ ერთ-ერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ამ კუთხით შე­საძ­ლოა, სწო­რედ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა გახ­დეს.
„ჩვენ გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლებ­მა, მი­ი­ღონ  გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი უნ­და არ­სე­ბობ­დეს იმის­თვის, რომ მოს­წავ­ლის დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სკო­ლა­ში­ვე მოგ­ვარ­დეს და არ მოხ­დეს პრობ­ლე­მის­გან გაქ­ცე­ვი­სა და გა­და­ვა­დე­ბის ფაქ­ტე­ბი.“ — აცხა­დებს  მი­ნის­ტ­რი  და თხოვ­ნით მი­მარ­თავს სა­ჯა­რო სკო­ლებს, პე­და­გო­გებს, ფსი­ქო­ლო­გებ­სა და ექ­ს­პერ­ტებს, გა­მო­ეხ­მა­უ­რონ სა­მი­ნის­ტ­როს  ინი­ცი­ა­ტი­ვას და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კუ­თა­რი ხედ­ვა ორი კვი­რის ვა­და­ში წე­რი­ლო­ბით წარ­მო­ად­გი­ნონ. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შე­სა­ბა­მის კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შე­ვა.
გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი,   სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი: ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა. დღეს, გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­ს­ჯავ­რო­ზე გა­ვი­ტა­ნოთ კი­დევ ერ­თი ახა­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა და ამ სა­კითხის გან­ხილ­ვა­ში მო­ვე­ლით აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას რო­გორც მე­დი­ის­გან, ასე­ვე ექ­ს­პერ­ტე­ბის­გან, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან და პრო­ფე­სუ­რის­გან. სა­კითხი ეხე­ბა კა­ნო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მეცხ­რე კლა­სის ჩათ­ვ­ლით, საჯა­რო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლის გა­რი­ცხ­ვის პრო­ცე­დუ­რა აკ­რ­ძა­ლუ­ლი გვაქვს. გვინ­და ეს რე­გუ­ლი­რე­ბა გავ­ზარ­დოთ მე­თორ­მე­ტე  კლა­სის ჩათ­ვ­ლით. მი­ზე­ზი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში:  არ მიგ­ვაჩ­ნია, რომ გა­რიცხ­ვა არის პე­და­გო­გი­უ­რი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც რა­ღაც პო­ზი­ტი­ურს იწ­ვევს აღ­ზ­რ­დის თვალ­საზ­რი­სით. სკო­ლა მი­ნი-სო­ცი­უ­მია. ამ სო­ცი­უმ­ში მოს­წავ­ლემ, პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, უნ­და მო­ა­ხერ­ხოს თა­ნაცხოვ­რე­ბის აწყო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თი თა­ნაცხოვ­რე­ბის აწყო­ბა­ზე,  მიგ­ვაჩ­ნია, რომ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, მშობ­ლებ­ზე, აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით კო­ლექ­ტივ­ზე. ვი­ცით, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს პრობ­ლე­მე­ბი და ეს იხ­მა­რე­ბა ერთ-ერთ დის­ციპ­ლი­ნა­რულ ზო­მად ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­სას­ჯე­ლად, რომ­ლე­ბიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან დის­ციპ­ლი­ნა­რულ ზე­მოქ­მე­დე­ბას. ჩვე­ნი იდეაა,  შევ­თა­ვა­ზოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ მოს­წავ­ლე­ებს (სკო­ლას, მშობ­ლებს, პე­და­გო­გებს) კლა­სი­დან მოწყ­ვე­ტის გა­რე­შე და­ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ  მა­თი ინ­ტეგ­რა­ცია მოხ­დეს კლა­სის ფარ­გ­ლებ­ში.
ეს არის ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რო­მელ­საც  ვაწ­ვ­დით ჩვენს კო­ლე­გებს.  მო­ვე­ლით, რომ ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა პედ­კო­ლექ­ტი­ვის შეხ­ვედ­რე­ბი, ისი­ნი გა­ა­კე­თე­ბენ თა­ვი­ანთ დას­კ­ვ­ნას და ორი კვი­რის მან­ძილ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი გვერ­დის ფარ­გ­ლებ­ში, მოგ­ვ­წე­რენ თა­ვი­ანთ არ­გუ­მენ­ტებს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის  მხარ­და­სა­ჭე­რად, ჩა­სას­წო­რებ­ლად ან უარ­სა­ყო­ფად. ვე­ლით თქვენს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას. მე კი­დევ ერ­თხელ ვთხოვ მე­დი­ას, თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნება, ამ სა­კითხ­ზე დის­კუ­სი­ის მიზ­ნით გა­უხ­ს­ნათ ეთე­რი ჩვენს ექ­ს­პერ­ტებს, მას­წავ­ლებ­ლებს, მშობ­ლებს, რომ მათ  გა­მოთ­ქ­ვან თა­ვი­ან­თი აზ­რი და მო­მა­ვა­ლი ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­საც,  შე­საძ­ლოა, თქვენ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რებთ  ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, იყოს ფარ­თო გან­ხილ­ვის სა­კითხი.
ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე: ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ესა თუ ის პრობ­ლე­მა გავ­ხა­დოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ს­ჯის სა­გა­ნი.   ვფიქ­რობთ, რომ რე­გუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბელს ხდის მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი­დან მოს­წავ­ლის გა­რიცხ­ვას,  თუ ამას არ აქვს სა­თა­ნა­დო მე­ქა­ნიზ­მე­ბი, სა­თა­ნა­დო პრო­ცე­დუ­რე­ბი, კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა და  არ არის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად  ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, გახ­დეს მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის სა­გა­ნი, მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­თეს­ვის სა­გა­ნი და სეგ­რე­გა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი. ამი­ტომ, მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და და­იწყოს ფიქ­რი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლამ სრულ­ფა­სოვ­ნად შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა — სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო ფუნ­ქ­ცია, რას ვა­კე­თებთ იმ მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც არ­ღ­ვე­ვენ დის­ციპ­ლი­ნას, ან არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ორ­დი­ნა­ლუ­რი ქცე­ვე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, მე­ქა­ნიზ­მი უნ­და იყოს ისე­თი, რო­მე­ლიც მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლად, კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლად გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რა­ში მდგო­მა­რე­ობს პრობ­ლე­მა — ეს არის წმინ­და დის­ციპ­ლი­ნუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა, ეს არის მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ტეს­ტი, დავ­უშ­ვათ უხა­რის­ხო სწავ­ლე­ბის მი­მართ, თუ ეს არის წმინ­და ბი­ო­ლო­გი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა ტი­პის ინ­ტერ­ვენ­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა ასეთ მე­ქა­ნიზ­მებს, მარ­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ჩვე­ნი აზ­რით, მოკ­ლე­ბუ­ლია. ამი­ტომ გვინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­ს­ჯავ­რო­ზე გა­მო­ვი­ტა­ნოთ ეს თე­მა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და  მეც­ნი­ე­რე­ბის  სა­მი­ნის­ტ­რო იწყებს მუ­შა­ო­ბას, რო­გორ მოხ­დეს ამ სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტა უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლად.  ჩვენ არ ვა­პი­რებთ ერ­თი ხე­ლის მოს­მით რა­ღა­ცის შეც­ვ­ლას, მაგ­რამ პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩა­ნა­წე­რი არ მიგ­ვაჩ­ნია სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის სრულ­ყო­ფილ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი 

25-28(942)N