გამოდის 1998 წლიდან
2014-02-06
„სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კრი­ზი­სი“ სკო­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი 57 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვი


ლალი ჯელაძე

იუნეს­კოს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, 57 მი­ლი­ონ ბავშვს სკო­ლა­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს — ეს სა­ვა­ლა­ლო მო­ნა­ცე­მე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, მსოფ­ლი­ოს სე­რი­ო­ზუ­ლად და­სა­ფიქ­რებ­ლად მო­უ­წო­დებს. კა­ტა­რის დე­და­ქა­ლაქ დო­ჰა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინო­ვა­ცი­ურ სა­მიტ­ზე, იუნეს­კოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ირი­ნა ბო­კო­ვამ გა­ნაცხა­და, რომ: „მსოფ­ლიო ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა, ჩნდე­ბა ახალ-ახა­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ყო­ვე­ლი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლობს, 7 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს იყე­ნებს, თუმ­ცა ამის ფონ­ზე არ­სე­ბობს ძალ­ზე მწვა­ვე და რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი. დღე­ი­სათ­ვის, 57 მი­ლი­ონ ბავშვს სკო­ლა­ში სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. უხა­რის­ხო გა­ნათ­ლე­ბის გა­მო კი — 250 მი­ლი­ონ მო­ზარდს წე­რა-კითხ­ვა არ შე­უძ­ლია. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ადა­მი­ა­ნის ერთ-ერ­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა, ეს უფ­ლე­ბა კი, მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ირ­ღ­ვე­ვა“
მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შ­ვი დაწყე­ბით გა­ნათ­ლებ­საც ვერ იღებს, სი­ღა­რი­ბე და კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნებ­ში ცხოვ­რე­ბა სა­ხელ­დე­ბა. ერ­თი წლის წინ, კა­ტა­რის ყო­ფი­ლი ემი­რის მე­უღ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი „Educate a child” („გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცეთ ბავშვს“) და­იწყო, რომ­ლის მი­ზა­ნი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ბავ­შ­ვი­სათ­ვის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მ­ნაა. გა­სულ წელს, პრო­ექ­ტ­მა მსოფ­ლი­ოს 24 ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა და 2 მი­ლი­ონ მო­ზარდს სწავ­ლის დაწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა.
„ხში­რად ვაცხა­დებთ, რომ სი­ტუ­ა­ცია უიმე­დოა, არ გვაქვს ფუ­ლი, არ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ პროექ­ტის ერ­თი წლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს, რომ ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად მრა­ვა­ლი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა და ეს აუცი­ლე­ბე­ლია. სა­ჭი­როა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ვიქ­ცი­ოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რადღე­ბა, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე აიღოს ბავ­შ­ვებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა“ — აცხა­დებს იუნეს­კოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.
გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს სა­ყო­ველ­თაო გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად 70-წლი­ა­ნი ლო­დი­ნი მო­უ­წევთ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გათ­ვ­ლე­ბით, თუ არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა, ყვე­ლა ბავ­შ­ვი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მხო­ლოდ 2086 წლი­სათ­ვის გახ­დე­ბა. კვლე­ვის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი პო­უ­ლინ რო­უ­ზი, ამ შე­დეგს შო­კის­მომ­გ­ვ­რელს უწო­დებს. გან­თ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ღა­რიბ ქვეყ­ნებ­ში გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხი შე­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კრი­ზი­სი“.
იუნეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ღა­რიბ ქვეყ­ნებ­ში ყო­ველ მე­ოთხე ახალ­გაზ­რ­დას ერ­თი წი­ნა­და­დე­ბის წა­კითხ­ვაც კი არ შე­უძ­ლია. მსოფ­ლი­ო­ში 250 მი­ლი­ონ­მა ბავ­შ­ვ­მა წე­რა-კითხ­ვა სა­ერ­თოდ არ იცის.
მკვლევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რებ­მა გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის პი­რო­ბა და­დეს, ამ მიზ­ნე­ბის 50 პრო­ცენ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ შეს­რულ­დე­ბა.
ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, ბო­ლო წლებ­ში, მცირ­დე­ბა და არა­სა­თა­ნა­დოდ ნა­წილ­დე­ბა ქვყე­ნებს შო­რის. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ყვე­ლა­ზე დი­დი და­ფი­ნან­სე­ბა აქვს ჩი­ნეთს, რაც ჩა­დი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფილ თან­ხებს 77-ჯერ აღე­მა­ტე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბით შე­დე­გებს, სკო­ლი­დან გა­რიცხუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის რიცხ­ვი, 2000 წლი­დან, 50 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და.
გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წი­ეს ისეთ­მა ქვეყ­ნებ­მა, რო­გო­რი­ცაა, ვი­ეტ­ნა­მი, ეთი­ო­პია და ტან­ზა­ნია, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბა შე­და­რე­ბით ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და. ვი­ეტ­ნამ­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და სწავ­ლის ხა­რის­ხიც, ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ვი­ეტ­ნამ­მა აშშ-საც კი აჯო­ბა.
გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ სუბ-სა­ჰა­რის აფ­რი­კის რე­გი­ონ­ში დგას. ნი­გე­რი­ა­ში ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა სკო­ლა­ში არ და­დის. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.
ან­გა­რიშ­ში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის არა­თა­ნა­ბარ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბიც. ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ ეს პრობ­ლე­მა აფ­რი­კა­ში დგას, სა­დაც გო­გო­ნებს სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვათ.
იუნეს­კოს კვლე­ვა­ში სა­უ­ბა­რია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მხრივ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზეც. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში 130 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვი, მი­უ­ხე­და­ვად სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი­სა, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ღა­რიბ ქვეყ­ნებ­ში ყო­ვე­ლი მე­ოთხე ახალ­გაზ­რ­და არა­სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბას იღებს, რაც შემ­დეგ ამ სახ­ლ­მ­წი­ფო­ე­ბის ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მოქ­მე­დებს.
იუნეს­კოს ახა­ლი კვლე­ვა ცხად­ყოფს, რომ გა­ნათ­ლე­ბა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი ხში­რად არა­მიზ­ნობ­რ­ვად იხარ­ჯე­ბა. გლო­ბა­ლუ­რი მას­შ­ტა­ბით, ეს თან­ხა, წე­ლი­წად­ში, 129 მი­ლი­არდს აღ­წევს.
მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ტან­ზა­ნი­ა­ში მოს­წავ­ლე­თა მხო­ლოდ 3,5 პრო­ცენტს აქვს რვე­უ­ლე­ბი, ხო­ლო მა­ლა­ვი­ში ერთ კლას­ში ხში­რად 130 მოს­წავ­ლე ირიცხე­ბა.
ან­გა­რი­შის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ პე­და­გო­გე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის ზრდი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზეც. კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ერთ მე­სა­მედ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა 25 პრო­ცენ­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა შე­სა­ბა­მის სტან­დარტს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.
ამის გა­მო, რიგ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ ჰყოფ­ნით. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ზრდის­თ­ვის მსოფ­ლი­ო­ში, და­მა­ტე­ბით, სა­ჭი­როა 1,6 მი­ლი­ო­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლურ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში და გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პან გი-მუ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ში გორ­დონ ბრა­უ­ნი ერთ-ერთ გა­მოს­ვ­ლა­ში აღ­წერს, რო­გორ იც­ვ­ლე­ბა სა­სი­კე­თოდ გო­გო­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პა­კის­ტან­ში. „ჩვენ ვნა­ხეთ ორი ათას­ზე მე­ტი სკო­ლა, რომ­ლე­ბიც დაწ­ვეს პა­კის­ტან­სა და ავ­ღა­ნეთ­ში. ვნა­ხეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ იმი­ტომ და­ხო­ცეს, რომ სკო­ლებ­ში გო­გო­ნებს ას­წავ­ლიდ­ნენ. ვნა­ხეთ პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ხო­ცეს და დაწ­ვეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი სურ­დათ.
ამა­ვე დროს, პა­კის­ტან­ში ყოფ­ნი­სას შე­ვამ­ჩ­ნიე დი­დი ცვლი­ლე­ბაც ამ სა­კითხი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კუთხით. ვნა­ხე პა­კის­ტა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დ­ნენ: „ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ მა­ლა­ლას“. ზო­გი­ერ­თი თავს ბინ­ტით იხ­ვევ­და და ამ­ბობ­და: „მე მა­ლა­ლა ვარ“; და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იც­ვ­ლე­ბა; ეს კულ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ ჩვენ ამ ცვლი­ლე­ბას ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ და გა­ვი­ღოთ რე­სურ­სე­ბი სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის, შევ­თა­ვა­ზოთ მათ კარ­გი და არა უხა­რის­ხო მომ­სა­ხუ­რე­ბა. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ იმ ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, ბავ­შ­ვებს გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცენ, მაგ­რამ ამის­თ­ვის სახ­ს­რე­ბი არ ჰყოფ­ნით.“
მი­უ­ხე­და­ვად მცდე­ლო­ბი­სა, ბევრ გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა კვლავ პრობ­ლე­მაა და მარ­ტი­ვად ვუ­ყუ­რებთ იმ ციფ­რ­საც, რომ 57 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში სა­ერ­თოდ არ და­დის. ამ პრობ­ლე­მას კი აუცი­ლებ­ლად მო­ევ­ლე­ბა „თუ ხალ­ხი ირ­წ­მუ­ნებს, რა­ო­დენ აუცი­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შე­საც­ვ­ლე­ლად“ — აცხა­დებს გო­რდონ ბრა­უ­ნი.
„შე­დე­გი იქ­ნე­ბა მტკი­ცე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და გა­დამ­ჭ­რე­ლი ზო­მე­ბი იმ ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბის­გან, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბენ. სწრა­ფი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი იმ გო­გო­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლებ­საც სკო­ლა­ში სი­ა­რულს უკ­რ­ძა­ლა­ვენ და არ­თ­მე­ვენ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შანსს.
მა­ლა­ლას ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბამ­დე ბევრს ეგო­ნა, რომ უნი­ვერ­სა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით უკ­ვე დი­დი პროგ­რე­სია მიღ­წე­უ­ლი და სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე მხო­ლოდ ლო­დი­ნია სა­ჭი­რო. აღა­რა­ვინ ლა­პა­რა­კობ­და იმა­ზე, რომ გო­გო­ნებს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას უზღუ­და­ვენ და ჩაგ­რა­ვენ. დღეს ეს სა­კითხე­ბი უკ­ვე სულ სხვაგ­ვა­რად წარ­მოჩ­ნ­და.
მას შემ­დეგ, რაც მა­ლა­ლას ეს­რო­ლეს, მსოფ­ლი­ოს ფო­კუს­ში ბავ­შ­ვ­თა შრო­მის, გო­გო­ნა­თა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ი­სა და ბავ­შ­ვ­თა ტრე­ფი­კინ­გის პრობ­ლე­მე­ბიც მოხ­ვ­და. ვფიქ­რობ, მა­ლა­ლას თავს გა­დამ­ხ­და­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ კა­ცობ­რი­ო­ბა მე­ტი ყუ­რადღე­ბით იმოქ­მე­დებს ამ პრობ­ლე­მე­ბის დრო­ზე მო­საგ­ვა­რებ­ლად.
დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ლა­ლას დღე­ებ­ზე ხალ­ხი უფ­რო მეტს შე­იტყობს იმ უსა­მარ­თ­ლო­ბა­სა და უგუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ბევ­რ­გან არ­სე­ბობს ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ. ვფიქ­რობ, გა­იზ­რ­დე­ბა ზე­წო­ლა იმ მთავ­რო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხელს არ უწყო­ბენ ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბას, სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას და არა­ფერს აკე­თე­ბენ ბავ­შ­ვ­თა შრო­მის ან ტრე­ფი­კინ­გის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად.
ეს მხო­ლოდ მა­შინ მოხ­დე­ბა, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და თვი­თონ მოს­წავ­ლე­ე­ბი, მთავ­რო­ბებ­თან ერ­თად, მივ­ლენ იმ აზ­რამ­დე, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სკო­ლა­ში სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა არ არის მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მა — ეს უფ­რო ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლის უქონ­ლო­ბის ბრა­ლია“.
ამ თა­ო­ბის გმი­რი პა­კის­ტა­ნე­ლი გო­გო­ნა მა­ლა­ლა იუსაფ­ზაი აცხა­დებს: „არ ვნა­ნობ, რაც მოხ­და. ცხოვ­რე­ბა­ში მის­წ­რა­ფე­ბე­ბი უნ­და გქონ­დეს. ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბა და მშვი­დო­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. ამის სა­ნაც­ვ­ლოდ კი, ალ­ბათ, რა­ღაც უნ­და გა­მე­ცა... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სკო­ლა­ში დავ­დი­ვარ და მინ­და, ყვე­ლა გო­გო­ნას მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჰქონ­დეს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“.
„მა­ლა­ლა, რო­გორც ახალ­გაზ­რ­და ლი­დე­რი და მას­თან ერ­თად — სხვა ახალ­გაზ­რ­და ლი­დე­რე­ბიც შეძ­ლე­ბენ, სა­ერ­თო ძა­ლით გა­დაჭ­რან ყვე­ლა ბავ­შ­ვი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრობ­ლე­მა.
ჩვენ გვყავს უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი, რომ­ლე­ბიც მა­ლა­ლა­სა­ვით მტკი­ცედ დად­გ­ნენ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად... მათ აქვთ შან­სი, გახ­დ­ნენ პირ­ვე­ლი თა­ო­ბა, რომ­ლის ყვე­ლა, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვი, ივ­ლის სკო­ლა­ში — აცხა­დებს გორ­დონ ბრა­უ­ნი, — ად­რე ერ­თი წიგ­ნი დავ­წე­რე სი­მა­მა­ცე­ზე. აღ­მოჩ­ნ­და, რომ სი­მა­მა­ცე რწმე­ნის ძა­ლი­სა და ადა­მი­ა­ნის ნე­ბის შე­თან­ხ­მე­ბაა. ის, რაც მა­ლა­ლას აქვს, გახ­ლავთ რწმე­ნა საქ­მი­სა, რომ­ლის­თ­ვი­საც იბ­რ­ძ­ვის. ამა­ვე დროს, მა­ლა­ლა უდი­დე­სი ნე­ბის პატ­რო­ნია, რად­გან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი სი­ცოცხ­ლე ხელ­ყ­ვეს, აზ­რი არ შე­იც­ვა­ლა.
რო­დე­საც მას ვე­კითხე­ბი, რა სურს, რომ აკე­თოს ან რა სურს აჩუ­ქონ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, იგი მპა­სუ­ხობს: „მე სკო­ლე­ბის აშე­ნე­ბა მინ­და“. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია: ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნა თა­ვის სი­ცოცხ­ლეს — რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, „მე­ო­რე სი­ცოცხ­ლეს“, მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხ­მის შემ­დეგ, რო­დე­საც იგი ცოცხალ-მკვდა­რი იპო­ვეს ტყვი­ით თავ­ში, იყე­ნებს სხვა გო­გო­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, იმის­თ­ვის, რომ მათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს“.
ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბი ემო­ცი­უ­რად გა­ნაწყობს ყვე­ლას და მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ მხარ­და­ჭე­რა­საც ჰპო­ვებს, თუმ­ცა მხო­ლოდ ნე­ბა და სურ­ვი­ლი არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვ­მა მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა და 70 წე­ლი ამას გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი არ უნ­და ვე­ლო­დოთ — სახ­ს­რე­ბის მო­ძი­ე­ბა და ინ­ვეს­ტი­რე­ბაა სა­ჭი­რო რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის­გან, ისე დო­ნო­რე­ბი­სა თუ ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა­გან, ვი­საც ეს ხე­ლე­წი­ფე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია — გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თა­ო­ბა — მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მხარ­დამ­ჭე­რებს ელის, არა­და, მდგო­მა­რე­ო­ბა უდა­ვოდ რთუ­ლია — 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სას­კო­ლო ასა­კის 57 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში არ და­დის, 500 მი­ლი­ო­ნი გო­გო­ნა ვე­რა­სო­დეს და­ამ­თავ­რებს სა­შუ­ა­ლო სკო­ლას და 750 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა არას­რულ­წ­ლო­ვან­მა წე­რა-კითხ­ვა არ იცის — ეს სტა­ტის­ტი­კა მარ­თ­ლაც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ გა­ნათ­ლე­ბის პირ­ველ ად­გილ­ზე და­ყე­ნე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მეა. „უმოქ­მე­დო­ბამ შე­იძ­ლე­ბა იქამ­დეც მიგ­ვიყ­ვა­ნოს, რომ მიმ­დი­ნა­რე სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში გლო­ბა­ლურ­მა ეკო­ნო­მი­კამ მო­ი­საკ­ლი­სოს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და ყველ­გან გა­ი­ზარ­დოს უთა­ნაბ­რო­ბა — ამ პროგ­ნოზს აკე­თებს გორ­დონ ბრა­უ­ნი და იქ­ვე დას­ძენს, — მსოფ­ლიო გა­ყო­ფი­ლია ჯგუ­ფე­ბად, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბის სხვად­ას­ხ­ვაგ­ვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, რაც მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას კი არ უქა­დის ხი­ფათს, არა­მედ სო­ცი­ა­ლურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­საც.“ დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ბა წი­ნა სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში აშშ-ს უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს მო­სა­მარ­თ­ლის, ერლ უორე­ნის მი­ერ წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა: „სა­ეჭ­ვოა, რო­მე­ლი­მე ბავ­შ­ვ­მა ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს, თუ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა. ეს არის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერს თა­ნაბ­რად უნ­და მი­ე­ნი­ჭოს“. გა­ე­როს ინი­ცი­ა­ტი­ვის „უპი­რა­ტე­სო­ბა გა­ნათ­ლე­ბას“ შე­სას­რუ­ლებ­ლად ორი წე­ლი დარ­ჩა. „2015 წლის­თ­ვის სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა პრი­ვი­ლე­გი­ი­დან ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დომ უფ­ლე­ბად უნ­და გა­და­იქ­ცეს. გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი პა­ნი და მე მზად ვართ, 2015 წლის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა დღე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვი­მუ­შა­ოთ და უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ყვე­ლა ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში ყოფ­ნა“ — აცხა­დებს გორ­დონ ბრა­უ­ნი.

25-28(942)N