გამოდის 1998 წლიდან
2014-02-13
უყუ­რადღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბის ხმა­უ­რი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი

ლალი ჯელაძე

ცო­ტა ხნის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ყუ­რადღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია DRI-ის შშმ ბავ­შ­ვ­თა და მოზ­რ­დილ­თა შე­სა­ხებ 2010-2013 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის — „უყუ­რადღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი“ — შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.
DRI-ის ან­გა­რი­ში — „უყუ­რადღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი“ — ბავ­შ­ვე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის აღ­მო­ფ­ხ­­ვ­რის მსოფ­ლიო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია: „ჩვენ გვინ­და ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ იმ სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბი­სას ნე­ბის­მი­ერ ბავშვს ემუქ­რე­ბა. ეს არის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ქმე­დუ­უ­ნა­რო­ბას, შე­­­მაშ­ფო­თე­ბე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­­შ­ვე­ბის და­ღუპ­ვას და მივ­ყა­ვართ მი­ლი­ო­ნო­ბით შშმ ადა­მი­ა­ნის სეგ­რე­გა­ცი­ამ­დე. ბავ­შ­ვე­ბი ხვდე­ბი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სი­ღა­რი­ბის, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო“.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ, გა­სუ­ლი ათ­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ტა­რე­ბულ ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მას ან­გა­რი­ში ამ­ბი­ცი­ურს უწო­დებს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­მ­ქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­ი­ხუ­რა და მათ ჩა­ე­ნაც­ვ­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მომ­­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოწყ­ვ­ლად ოჯა­ხებს ბავ­შ­ვე­ბი სახ­ლ­ში და­ი­ტო­ვონ.
DRI-ის კვლე­ვებ­მა ისიც წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ დარ­ჩა: „ეს ბავ­შ­ვე­ბი ისევ რჩე­ბი­ან მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი და გა­ნიც­დი­ან ძა­ლა­დო­ბას. ამი­ტომ შშმ ბავ­შ­ვე­ბი მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან გა­რი­ყუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან“.
კვლე­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში DRI-იმ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა თბი­ლი­სის, მა­ხინ­ჯა­უ­რის, კოჯ­რის, სე­ნა­კის შშმ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბი, ასე­ვე თბი­ლი­სის მე-200 სკო­ლა პან­სი­ო­ნუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბით შშმ ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის; მარ­ტყო­ფის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მოზ­რ­დილ­თათ­ვის; ძევ­რის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.
მკვლევ­რებ­მა ნა­ხეს ბავ­შ­ვე­ბი და მოზ­რ­დი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ სი­ცოცხ­ლეს უმოძ­რა­ოდ ატა­რე­ბენ. „ზო­გი წინ და უკან ქა­ნა­ობს, იკ­ვ­ნეტს თი­თებს და თვა­ლებს აცე­ცებს. ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ თვით­და­ზი­ა­ნე­ბა ხში­რად გო­ნე­ბის დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი მოწყე­ნი­ლო­ბით და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ემო­ცი­უ­რი ცხოვ­რე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი“ — წე­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი რე­ზი­დენ­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ, ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ. კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი ბავ­შ­ვი მოკ­ლე­ბუ­ლია სი­ცოცხ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ისი­ნი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი არი­ან. ეს კი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის სა­ხეს იღებს.
რაც შე­ე­ხე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებს, DRI-ის გან­ცხა­დე­ბით, გა­ე­როს ახა­ლი „ბავ­შ­ვე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მოვ­ლის დი­რექ­ტი­ვე­ბის“ მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბებ­მა უნ­და და­იწყონ სა­ბავ­შ­ვო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის „მოს­პო­ბის“ და­გეგ­მ­ვა.
„თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო ვერ შეძ­ლებს შშმ პი­რის დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის რე­ფორ­მა­ში ჩარ­თ­ვას, ეფექ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ი­კარ­გე­ბა — ჩა­ნაც­ვ­ლ­დე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბით, რო­მე­ლიც აიძუ­ლებს ნამ­დ­ვილ მო­ნა­წი­ლე­ებს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბავ­შ­ვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა გა­ნაგ­რ­ძონ და დარ­ჩ­ნენ უფ­რო შე­უმ­ჩ­ნევ­ლე­ბი, ვიდ­რე აქამ­დე იყ­ვ­ნენ“ — წე­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში.
რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად? 2009 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა, რაც გუ­ლის­ხ­მობს დი­დი ზო­მის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბი­სა და თავ­შე­საფ­რე­ბის და­ხურ­ვას, ხო­ლო მა­თი ბი­ნად­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნას მცი­რე ზო­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­სა და მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში. სა­ხელ­მ­წი­ფო და UNICEF მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი მსგავ­სი მიდ­გო­მა გა­ცი­ლე­ბით ცი­ვი­ლუ­რია და ეს და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს მათ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო თავ­შე­საფ­რებ­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2005 წლის შემ­დეგ შემ­ცირ­და 90%-ზე მე­ტით და სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რჩე­ბა 150 ბავ­შ­ვ­ზე ნაკ­ლე­ბი, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და ამ რიცხვს არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც კვლა­ვაც სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ და ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცია, სწო­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან არ­სე­ბულ ობოლ­თა თავ­შე­საფ­რებს მოჰ­ყ­ვა. DRI-ის გან­ცხა­დე­ბით, „იმ დროს, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო ხუ­რავს ობოლ­თა სა­ხელ­მ­წი­ფო თავ­შე­საფ­რებს, ეკ­ლე­სია ახა­ლი თავ­შე­საფ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­სა და გახ­ს­ნას გა­ნაგ­რ­ძობს. ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი კი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სრუ­ლი­ად არ კონ­ტ­როლ­დე­ბა, რაც ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბით სე­რი­ო­ზულ საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს“. მა­თი ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი­სათ­ვის.
3-წლი­ა­ნი კვლე­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში DRI-ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ად­გი­ლობ­რივ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად მო­ი­ნა­ხუ­ლეს ბავ­შ­ვ­თა და მოზ­რ­დილ­თა ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და შე­ის­წავ­ლეს იქ მყოფ შშმ ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, ამ კვლე­ვა­ში არა­ფე­რია ნათ­ქ­ვა­მი იმ ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რებ­თან არ­სე­ბულ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ. მი­ზე­ზი ერ­თია — ეს ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბი გა­რე­სამ­ყა­როს­თ­ვის, მათ შო­რის სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­ტ­რო­ლის­თ­ვის, მი­უწ­ვ­დო­მე­ლია.
„2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვი­უს დროს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უარი თქვა DRI-სთვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მა­თი მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. მან გა­ნაცხა­და, რომ სა­მო­ნას­ტ­რო სახ­ლებ­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვი ცხოვ­რობს.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა და UNICEF-მა DRI-ს გა­ნუცხა­დეს, რომ მათ არ იცი­ან, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი ცხოვ­რობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ეკ­ლე­სიო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და რომ ისი­ნი მთლი­ა­ნად არა­რე­გუ­ლი­რე­ბა­დი არი­ან“ — წე­რია DRI-ის ან­გა­რიშ­ში.
შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, აცხა­დებს, რომ სა­მო­ნას­ტ­რო ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში შე­საძ­ლოა 1500-მდე ბავ­შ­ვი ცხოვ­რობ­დეს, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა მე­ტი იყოს.
DRI მი­იჩ­ნევს, რომ სა­ეკ­ლე­სიო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბის, ან ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა ქმნის იმის საფ­რ­თხეს, რომ ბავ­შ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დ­ნენ ძა­ლა­დო­ბის ან ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პ­ლ­ნი და ეს არ იცო­დეს მთავ­რო­ბამ.
კვლე­ვა­ში მო­ცე­მუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის გია კა­კა­ჩი­ას კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც ამ­ბობს: „ეკ­ლე­სი­ას სჭირ­დე­ბა ნე­ბარ­თ­ვა, რომ აწარ­მო­ოს 24-სა­ა­თი­ა­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა. მათ არა აქვთ ასე­თი ნე­ბარ­თ­ვა. ამ­გ­ვა­რად გვრჩე­ბა ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა: მივ­მარ­თოთ სა­სა­მარ­თ­ლოს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძნე­ლია ეკ­ლე­სი­ას უჩივ­ლო სა­სა­მარ­თ­ლო­ში.“  მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, პო­უ­ლობს მოწყ­ვ­ლად ოჯა­ხებს და არ­წ­მუ­ნებს მათ, გა­დას­ცენ ბავ­შ­ვე­ბი ეკ­ლე­სი­ას. მი­სი­ვე თქმით, უც­ნო­ბია რამ­დე­ნი შშმ ბავ­შ­ვია კერ­ძო ან სა­ეკ­ლე­სიო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.
DRI აღ­ნიშ­ნავს: „კონ­ტ­რო­ლის და მო­ნი­ტო­რინ­გის ნაკ­ლე­ბო­ბა სა­ეკ­ლე­სიო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, წარ­მო­შობს იმის რისკს, რომ ბავ­შ­ვე­ბი ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პ­ლი გახ­დ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მო­ახ­სე­ნა DRI-ს, რომ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით ბავ­შ­ვ­თა გა­დაყ­ვა­ნა სა­ხელ­მ­წი­ფოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ეკ­ლე­სი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნ­და რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, რაც რე­ა­ლუ­რად არ ხდე­ბა“. თუმ­ცა, DRI გან­მარ­ტავს, რომ ის არ აღ­წერს ადა­მი­ა­ნის ტრე­ფი­კინ­გის შემ­თხ­ვე­ვებს და არ ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ტრე­ფი­კინგს ეწე­ვა არა­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი თავ­შე­საფ­რე­ბის ამოქ­მე­დე­ბით. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­საზ­რე­ბით, ადა­მი­ა­ნის ტრე­ფი­კინ­გის რის­კი იქ­მ­ნე­ბა ყველ­გან, სა­დაც არ არის კონ­ტ­რო­ლი და არ ხდე­ბა ბავ­შ­ვ­თა ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის მო­ნი­ტო­რინ­გი ან დად­გე­ნა ოჯა­ხის წევ­რე­ბის ან სა­ხელ­მ­წი­ფო ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მი­ერ. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია კრი­მი­ნა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და­ხუ­რულ გა­რე­მო­ში, სა­დაც არ ხდე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი.
ასე­თი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ 16-მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­მარ­თა:
„მი­მარ­თ­ვის ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მი­ვე­სალ­მე­ბით შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვას ბავ­შ­ვ­თა რე­ზი­დენ­ტუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სის დაწყე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნი­ტო­რინ­გი მო­ი­ცავს ყვე­ლა ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, მათ შო­რის, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბულ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­საც და მი­სი მი­ზა­ნია დად­გინ­დეს, თუ რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნებს.
მი­უ­ხე­და­ვად შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მე­ქა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა ახორ­ცი­ე­ლებ­დეს ყვე­ლა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი არას­დ­როს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. უფ­რო მე­ტიც, ამ ინ­ს­ტი­ტუ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­საც არა­სო­დეს მი­ე­ცა.
სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია DRI-ის მი­ერ 2013 წლის ბო­ლოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში არ­სე­ბულ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას აღ­წერს, ხაზს უს­ვამს სა­პატ­რი­არ­ქოს ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის სრუ­ლი და­ხუ­რუ­ლო­ბის პრობ­ლე­მას და უფ­ლე­ბა­თა დარ­ღ­ვე­ვის იმ მა­ღალ რის­კებ­ზე მი­უ­თი­თებს, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა აღ­ნიშ­ნულ სახ­ლებ­ში ჰქონ­დეს ად­გი­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფოს კონ­ტ­როლს მიღ­მა დარ­ჩე­ნილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში — სა­პატ­რი­არ­ქოს ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში უფ­ლე­ბა­თა დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვებს აღ­წერს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის 2011 წლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში ბავ­შ­ვ­თა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­სა­ხებ.
ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ და მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ნდო­ბის პი­რო­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით ამ პრო­ცეს­ში. ამას­თან, აუცი­ლე­ბე­ლია მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც მი­ე­ცეთ, პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის ჩა­ტა­რე­ბის გზით.
შე­სა­ბა­მი­სად მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, სა­პატ­რი­არ­ქოს ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მთელ პრო­ცეს­ში, მათ შო­რის მი­სი და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზე, უზ­რუნ­ველ­ყოთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბის წევ­რე­ბის სა­ხით ან, უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოგ­ვ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბულ ემ­პი­რი­ულ მა­სა­ლა­ზე სრუ­ლი დაშ­ვე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტი­ა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ტ­რო­ლის პი­რო­ბებ­ში.
ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნევთ, მო­ნი­ტო­რინ­გი გან­ხორ­ცი­ელ­დეს სხვა რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არ­სე­ბულ ბავ­შ­ვ­თა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო თუ პან­სი­ო­ნურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რა­თა სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­დეს ამ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.
ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წი­ნამ­დე­ბა­რე მი­მარ­თ­ვა­ზე ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვითხოვთ, უზ­რუნ­ველ­ყოთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჩარ­თ­ვა მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში. სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ შე­სა­ბა­მი­სი მზა­ო­ბის გა­მო­ხატ­ვის­თა­ნა­ვე, მზად ვართ და­ვა­სა­ხე­ლოთ ჩვე­ნი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ექ­ს­პერ­ტე­ბი.“
რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო­ში არ­სე­ბობს ისე­თი ტი­პის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­წი­ფო­სათ­ვის და უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლე­ბის­თ­ვის ჩა­კე­ტი­ლია და იქ მო­ნი­ტო­რინ­გი ვერ ხერ­ხ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ყვე­ლა ბავ­შ­ვ­ზე ვერ ზრუ­ნავს.
ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და­იწყოს. და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, ვი­სი პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვა — ამ სა­კითხის კუ­რი­რე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს პრე­რო­გა­ტი­ვაა.
„სა­პატ­რი­არ­ქოს კუ­რი­რე­ბის ქვეშ მყო­ფი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბიც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ჩვენს ცალ­სა­ხა მი­ნი­ტო­რინგს და არ მახ­სოვს შემ­თხ­ვე­ვა (სის­ტე­მა­ტუ­რად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მო­ნი­ტო­რინგს), რომ რა­ი­მე პრობ­ლე­მა შექ­მ­ნო­დათ ვინ­მეს მხრი­დან. წე­სი და რი­გი ყვე­ლას­თ­ვის ერ­თია. პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე და მო­ნი­ტო­რინ­გ­ზე არის სა­მი­ნის­ტ­რო. სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თ­ვა­ში არ­სე­ბულ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მიძ­ლია გა­გაც­ნოთ წლე­ვან­დე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. შეხ­ვედ­რა მქონ­და დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან, გა­წე­რი­ლია მო­ნი­ტო­რინ­გის გეგ­მა, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში და­იწყე­ბა. კო­მუ­ნი­კა­ცია გვექ­ნე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს­თან, მი­სი შე­სა­ბა­მი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან. შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მო­ნი­ტო­რინგს. ეს არის ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო პა­სუხს აგებს. წი­ნას­წარ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით ეს პრო­ცე­სი თე­ბერ­ვ­ლი­დან და­იწყე­ბა“ — გა­ნაცხა­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­მა.
სა­მი­ნის­ტ­რომ მო­ნი­ტო­რინ­გი და­იწყო, თუმ­ცა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თხოვ­ნა­ზე — მო­ნი­ტო­რინ­გ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩარ­თონ — უარი გა­ნაცხა­და, იმ მი­ზე­ზით, რომ მიმ­დი­ნა­რე მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, კონ­კ­რე­ტულ ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბევ­რი ისე­თი შემ­თხ­ვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რომ­ლის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვა სა­მი­ნის­ტ­როს აუცი­ლებ­ლად მი­აჩ­ნია.
„ვერ გავ­რის­კავთ. ბევ­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ციაა, რა­საც სა­ჯა­როს ვერ გავ­ხ­დით. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯახ­მა ან ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რ­მა არ იცის იქ ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ბავ­შ­ვ­თა პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მას ვერ და­ვუშ­ვებთ. თუნ­დაც 2 არა­სამ­თავ­რო­ბო რომ ჩავ­რ­თოთ ამ პრო­ცეს­ში, ეს უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­დას გა­მო­იწ­ვევს მათ­ში, ვინც ვერ მოხ­ვ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­ში, ან რამ­დე­ნად იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი სან­დო სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თ­ვის. სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით კი­დევ, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, უარის თქმა მოგ­ვი­წევს,“  — აცხა­დებს გია კა­კა­ჩია.
სა­მი­ნის­ტ­რომ უკ­ვე და­ას­რუ­ლა ორი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის გეგ­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სი, მათ შო­რის ბა­თუმ­ში სა­პატ­რი­არ­ქოს მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის, სა­დაც გია კა­კა­ჩი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად 150-მდე ბავ­შ­ვი ცხოვ­რობს:
„დე­ტა­ლურ შე­დე­გებს, თუ რამ­დე­ნად არის ყვე­ლა პი­რო­ბა დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, მა­ლე გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებთ. ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ იქ საკ­მა­ოდ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბია, თუმ­ცა, იქამ­დე კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დით. ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვა არის მუდ­მი­ვი. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა გა­მარ­თუ­ლია.“
მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იქ მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი გა­ნათ­ლე­ბას იქ­ვე არ­სე­ბულ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბულ სას­წავ­ლე­ბელ­ში იღე­ბენ.
მა­თი ბე­დი 18 წლის შემ­დე­გაც აინ­ტე­რე­სებთ, ნა­წი­ლი თბი­ლის­ში აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას, ნა­წი­ლი — საზღ­ვარ­გა­რეთ.
ასე­თი ხმა­უ­რი­ა­ნი ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მო­ნი­ტო­რინ­გ­მა სტარ­ტი სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის გა­რე­შე აიღო. თუმ­ცა, წინ კი­დევ ბევ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რო­მელ­თა მო­ნი­ტო­რინ­გი რე­ა­ლურ სუ­რათს გა­მო­ავ­ლენს. შე­საძ­ლოა, „ხმა­უ­რი­ა­ნი ან­გა­რი­ში“, მარ­თ­ლაც შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­დეს „უყუ­რადღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის“.

25-28(942)N