გამოდის 1998 წლიდან
2014-02-13
სპორტის აკადემია შეცვლილი სახელითა და გაზრდილი სტატუსით


ირაკლი თავაძე

1935 წელს, იმ­ჟა­მინ­დელ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფიზ­კულ­ტუ­რის კა­თედ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, 1938 წლი­დან კი ცალ­კე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლად და­არ­სე­ბუ­ლი სპორ­ტის ყო­ფი­ლი აკა­დე­მია „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას“ შე­წი­რუ­ლი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი გლო­ბა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი აღ­მოჩ­ნ­და (მით უფ­რო — გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში). თა­ვის დრო­ზე ეს ფაქ­ტი, რა­საც მა­შინ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­ქ­ვეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხმა­უ­რი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ვ­ლად იქ­ცა — ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბის წინ, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდ­გა კა­რა­ვი, სა­დაც მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი ღა­მე­ებს ათევ­დ­ნენ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ხან კან­ცე­ლა­რი­ის, ხა­ნაც პარ­ლა­მენ­ტის ან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შე­ნო­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ეწყო­ბო­და. მარ­თა­ლია, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ამ ხმა­უ­რით აკა­დე­მი­ის აღ­დ­გე­ნას ვერ მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა ის შე­ნო­ბა რომ არ გა­ი­ყი­და (არა­და, მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, მთე­ლი ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ მიზ­ნით წა­მო­იწყეს), შე­იძ­ლე­ბა, მათ ერთ-ერთ მთა­ვარ დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ...
თუმ­ცა, რაც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო აკა­დე­მი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი, ფაქ­ტი იყო, რომ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც სპორ­ტის ფა­კულ­ტე­ტის სტა­ტუ­სით გა­დას­ცეს ეს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ვერ შე­ას­რუ­ლებ­და ქარ­თუ­ლი სპორ­ტის წი­ნა­შე არ­სე­ბულ ამო­ცა­ნებს — თა­ვი­დან ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მხო­ლოდ 20 მსურ­ველს იღებ­დ­ნენ სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო გან­ხ­რით, რაც მე­ტის­მე­ტად ცო­ტაა, თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ესეც შემ­ცირ­და. სამ­წუ­ხა­როდ, რე­ფორ­მის მეს­ვე­ურთ და­ა­ვიწყ­დათ, რომ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და არა გა­უქ­მე­ბას. „ამ აკა­დე­მი­ის გა­უქ­მე­ბა იყო და­ნა­შა­უ­ლი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის წი­ნა­შე და არა შეც­დო­მა — გვე­უბ­ნე­ბა იმ აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, სადღე­ი­სოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ირაკ­ლი დო­ლა­ბე­რი­ძე და აგ­რ­ძე­ლებს — ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი — ეს პი­ა­რის ნა­წი­ლი იყო, რომ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა ჩა­ეცხ­როთ, თო­რემ მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა იმ­თა­ვით­ვე სკეპ­ტი­კუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი. ამას ისიც მოწ­მობს, რომ ეს ფა­კულ­ტე­ტი დღეს მი­ლე­ვად რე­ჟიმ­შია, იქ სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა აღარ არ­სე­ბობს, თუმ­ცა იმ­თა­ვით­ვე ცხა­დი იყო, რომ ის ვერც გაწ­ვ­დე­ბო­და ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბებს.
სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვერ მო­ხერ­ხ­და იმ ბა­ზის გა­ყიდ­ვა, რაც ამ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის გა­უქ­მე­ბის მო­ტი­ვა­ცია იყო. აკა­დე­მია კი მი­უ­ერ­თეს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს, მაგ­რამ მა­შინ მას მთე­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით უნ­და გა­დას­ცე­მო­და, რაც არ მოხ­და. ეს იმი­ტომ, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ის გა­ყიდ­ვა იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რა­საც ხე­ლი შე­ვუ­შა­ლეთ. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით — კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც გვერ­დ­ში დაგ­ვიდ­გ­ნენ. პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ტეს­ტი თუ გა­სა­გე­ბია — მათ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეს და ამი­ტომ გა­ვიდ­ნენ აქ­ცი­ებ­ზე, ეს ხალ­ხი არა­ფერს კარ­გავ­და, მაგ­რამ მა­ინც დაგ­ვი­ჭი­რეს მხა­რი“.
ამ ვი­თომ­და რე­ფორ­მის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს მო­მა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი გურამ ძა­გა­ნი­აც: „ეს რე­ფორ­მა კი არა, კა­ტას­ტ­რო­ფა იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით — სპორ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის კუთხით. ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ეს ფა­კულ­ტე­ტი თან­და­თან მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში გა­და­აქ­ცია და ახ­ლა მე­სა­მე-მე­ოთხე კურ­ს­ზე ჰყავთ კინ­კი­ლა სპორ­ტ­ს­მე­ნი. 2007 წელს, რო­ცა გა­ვა­უქ­მეთ, 500 კა­ცი მი­ვი­ღეთ“.
სა­ბედ­ნი­ე­როდ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, „ზე­ვით“ მიხ­ვ­დ­ნენ, რომ ამ კე­რის გა­უქ­მე­ბით ქარ­თულ სპორტს აუნაზღა­უ­რე­ბელ და­ნაკ­ლისს აყე­ნებ­დ­ნენ და ჯერ კი­დევ შარ­შან, 28 მარტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო პრინ­ცი­პუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა — აღად­გი­ნოს სპორ­ტის აკა­დე­მია, ოღონდ შეც­ვ­ლი­ლი სა­ხე­ლით და გაზ­რ­დი­ლი სტა­ტუ­სით. ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ გურამ ძა­გა­ნი­ას მე­თა­უ­რო­ბით, ოთხ­კა­ცი­ა­ნი კო­მი­სია შე­იქ­მ­ნა, რო­მელ­მაც სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ზე და­იწყო მუ­შა­ო­ბა. ახალ სას­წავ­ლე­ბელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო-სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ეწო­დე­ბა, სა­დაც ძი­რი­თა­დად ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა — სპორ­ტუ­ლი და მე­დი­კო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი. პირ­ვე­ლი მწვრთნელ-მსა­ჯე­ბის აღ­ზ­რ­და­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე — სამ­კურ­ნა­ლო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ფი­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის. ამ ტი­პის სას­წავ­ლე­ბე­ლი ჰა­ე­რი­ვით რომ სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას, ამას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს 2010-11 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბიც მოწ­მობს. მის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში 4196 ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს, მაგ­რამ მათ 62 %-ს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია არ გა­აჩ­ნია, 831-ს კი სა­ერ­თოდ არ აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­სამ­ზა­დე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უმაღ­ლე­სის სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბა თუ შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რან­გი, მაგ­რამ ამ კუთხით მუ­შა­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად რომ უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დეს, ფაქ­ტია. თუმ­ცა, რო­ცა მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბის სპორ­ტ­ზე ვსა­უბ­რობთ, იქ უკ­ვე რაც უფ­რო მა­ღა­ლი რან­გი იქ­ნე­ბა, მით უკე­თე­სი. ცხა­დია, სა­თა­ნა­დო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბით და სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, თო­რემ ძვე­ლი აკა­დე­მია ხში­რად მარ­თ­ლაც ვერ პა­სუ­ხობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს. ისიც ფაქ­ტია, რომ და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში მწვრთნე­ლე­ბის, მსა­ჯე­ბის, იმა­ვე ბავ­შ­ვ­თა მწვრთნე­ლე­ბი­სა თუ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცენ­ტ­რებ­ში ხდე­ბა, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის ბა­ზა­ცაა — სწო­რედ ამ სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვილ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მეც­ნი­ე­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა სპორ­ტის ცალ­კე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, სწო­რედ იქ ხდე­ბა  ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი ტი­პის მუ­შა­ო­ბა (საკ­ვე­ბი რე­ჟი­მი­სა თუ საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სფე­როს ჩათ­ვ­ლით), იქ იყ­რის თავს მთე­ლი სტა­ტის­ტი­კა და იქ­ვე ხდე­ბა შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი. სწო­რედ ამ­გ­ვა­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად შექ­მ­ნეს ფრან­გებ­მა და ეს­პა­ნე­ლებ­მა ფეხ­ბურ­თ­ში ის უძ­ლი­ე­რე­სი სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო სკო­ლა, რა­მაც ორი­ვე ნაკ­რე­ბი ევ­რო­პუ­ლი და მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის მწვერ­ვა­ლებ­ზე აიყ­ვა­ნა. მათ არა­სო­დეს აკ­ლ­დათ ჩი­ნე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი, მაგ­რამ სა­ნამ სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო სკო­ლა არ დახ­ვე­წეს, მა­ნამ დიდ შე­დეგს ვერ მი­აღ­წი­ეს. პოს­ტ­საბ­ჭო­უ­რი სივ­რ­ცი­დან შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ იური შახ­მუ­რა­დო­ვის სა­ჭი­დაო აკა­დე­მია მა­ხაჩ­ყა­ლა­ში, სა­დაც მეც­ნი­ე­რულ დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ფა­ლავ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და მუ­შა­ო­ბა. მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა მსოფ­ლი­ოს პრაქ­ტი­კი­დან კი­დევ მრავ­ლად შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან.
სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ­გ­ვა­რი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ფი­ლი­სა ვერც ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იქ­ნე­ბა, რად­გან არ მის­ცეს დოქ­ტო­რან­ტუ­რა, ანუ ჩა­მო­ა­შო­რეს სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ფუნ­ქ­ცია და მხო­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ფი­ლი და­უ­ტო­ვეს. თა­ვი­დან გან­ზ­რა­ხუ­ლი იყო სამ­დო­ნი­ა­ნი სწავ­ლე­ბა — ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა, დოქ­ტო­რან­ტუ­რა, მაგ­რამ ბო­ლო თვე­ებ­ში დოქ­ტო­რან­ტუ­რა გა­მო­ი­რიცხა და ორ­დო­ნი­ა­ნი დარ­ჩა. ცხა­დია, ეს ცუ­დია, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა — სადღე­ი­სოდ ქვე­ყა­ნა­ში მარ­თ­ლაც არაა პრო­ფე­სორ­თა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, ხო­ლო რო­ცა ამ კუთხით მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა, მა­შინ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაც და­ე­მა­ტე­ბა. დოქ­ტო­რან­ტუ­რა რომ აუცი­ლე­ბე­ლია, ამას ირაკ­ლი დო­ლა­ბე­რი­ძეც ადას­ტუ­რებს: „მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის — დოქ­ტო­რან­ტუ­რის შექ­მ­ნა აუცი­ლე­ბე­ლია. დღეს მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა, სა­დაც არ იყოს უმაღ­ლე­სი სას­პორ­ტო სას­წავ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის — სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ სპორ­ტი და მეც­ნი­ე­რე­ბა გა­ნუ­ყო­ფე­ლია. ახალ­გაზ­რ­დებს აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლის ნაც­ვ­ლად, აქ და­იც­ვან დი­სერ­ტა­ცი­ე­ბი, ანუ ჩვენ­თან შე­იქ­მ­ნას სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭო, იმა­ვე დოქ­ტო­რან­ტუ­რის მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი, თუმ­ცა ეს უფ­რო მო­მავ­ლის საქ­მეა“ — გვითხ­რა მან. სადღე­ი­სოდ თუნ­დაც ასე­თი სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შექ­მ­ნაც დი­დი საქ­მეა, რად­გან ისევ ბა­ტო­ნი ირაკ­ლის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში მწვრთნელ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი ხან­დაზ­მუ­ლია და ისი­ნი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს. სა­მო­მავ­ლოდ დოქ­ტო­რან­ტუ­რის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს გურამ ძა­გა­ნი­აც, რო­მელ­მაც სა­მი­ნის­ტ­რო­ში უკ­ვე წა­რად­გი­ნა სა­თა­ნა­დო მი­მარ­თ­ვა.
უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პირ­ველ დო­ნე­ზე, ანუ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში 4-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, მე­ო­რე­ზე — 2-წლი­ა­ნი. ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, ორი ფა­კულ­ტე­ტია — სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო და სამ­კურ­ნა­ლო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ფა­კულ­ტე­ტი, რო­მე­ლიც მწვრთნე­ლებ­სა და ექი­მებს მო­ამ­ზა­დებს. იყო სურ­ვი­ლი, ამათ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა ფა­კულ­ტე­ტიც და­მა­ტე­ბო­და, მაგ­რამ სადღე­ი­სოდ ის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა ეროვ­ნულ ნუს­ხა­ში ვერ მოხ­ვ­და და ერ­თი წლით გა­და­ი­წია, ვიდ­რე ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­ი­ტა­ნენ... მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში იქ­ნე­ბა ახა­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბაც — სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტი, რაც ჩვენ­თ­ვის სი­ახ­ლეა.
უნი­ვერ­სი­ტეტს და­უბ­რუნ­და მთე­ლი ძვე­ლი ქო­ნე­ბა — შე­ნო­ბაც და სტა­დი­ო­ნე­ბიც და ის ისევ ყო­ფი­ლი აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბა­ში გან­თავ­ს­დე­ბა, სა­დაც ახ­ლა გაცხა­რე­ბუ­ლი რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს... ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლია პირ­ველ-მე­ო­რე სარ­თულ­ზე, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ამა­ვე კურ­სებ­ზეა ლა­პა­რა­კი. არც ის გა­მო­ი­რიცხე­ბა, 2015 წლის ზაფხუ­ლის ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის შემ­დეგ ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლოს და იმ თა­მა­შე­ბის­თ­ვის აგე­ბულ რო­მე­ლი­მე ობი­ექ­ტ­ზე და­ი­დოს ბი­ნა, თუმ­ცა ეს სა­კითხი ჯერ გა­დაწყ­ვე­ტი­ლი არაა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის მთა­ვა­რი პრო­ბ­­ლე­მა აკ­რე­დი­ტა­ციაა, რომ მო­ას­წ­როს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და სექ­ტემ­ბერ­ში პირ­ვე­ლი კონ­ტინ­გენ­ტის მი­ღე­ბა. სას­წავ­ლე­ბელ­მა 15 მარ­ტამ­დე უნ­და გა­ი­ა­როს ავ­ტო­რი­ზა­ცია, რა­შიც, იმე­დია, ხე­ლი არ შე­ეშ­ლე­ბათ — ეს წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე პირ­ველ კონ­ტინ­გენტს მი­ი­ღე­ბენ. სას­წავ­ლებ­ლის 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია, რაც პირ­ვე­ლი წლის­თ­ვის, რო­ცა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში მხო­ლოდ ერ­თი კურ­სი ეყო­ლე­ბათ, არც ისე ცო­ტაა, თან ამას სწავ­ლის სა­ფა­სუ­რიც და­ე­მა­ტე­ბა — 2250 ლა­რი.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კად­რე­ბია. ამ სფე­როს აუნაზღა­უ­რე­ბე­ლი დარ­ტყ­მა გა­უქ­მე­ბის წლებ­მაც მი­ა­ყე­ნა. რო­გორც გურამ ძა­გა­ნია ამ­ბობს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­ხე­ვა­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბას შე­ე­წი­რა. შე­მოდ­გო­მა­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 95-მა პირ­მა გა­მოთ­ქ­ვა. აქე­დან 78 მი­ი­ღეს, რო­მელ­თა­გა­ნაც 17 პრო­ფე­სო­რია, 29 — ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, 27 — ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, 4 — ასის­ტენ­ტი. ეს არაა საკ­მა­რი­სი მთლი­ა­ნი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ ამ ეტა­ზე საკ­მა­რი­სია, რად­გან სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ სტუ­დენ­ტ­თა პირ­ველ ნა­კად­ზე. ცხა­დია, კონ­კურ­სან­ტ­თა შო­რის აკა­დე­მი­ის ძვე­ლი კად­რე­ბიც იყ­ვ­ნენ, თუმ­ცა ყვე­ლამ ვერ გა­ი­ა­რა გა­მოც­და, მაგ­რამ ბლო­მად მო­ვიდ­ნენ ახა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც — 78-დან 32 ახა­ლი კად­რია. იყო ლა­პა­რა­კი, რომ ბრა­ზი­ლი­ი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ფეხ­ბურ­თის ცნო­ბი­ლი მწვრთნელ-სპე­ცი­ა­ლის­ტი, სან პა­უ­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი გო­ჩა ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თის სამ­შობ­ლო­ში ფეხ­ბურთს ას­წავ­ლის ბრა­ზი­ლი­ე­ლებს. თა­ვად მწვრთნელ­მა ქარ­თულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხა­და, რომ ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იწყებს მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ, რო­გორც გა­ვი­გეთ, მას გა­ნაცხა­დი არ შე­უ­ტა­ნია და არც კონ­კურ­სი გა­უვ­ლია. შე­საძ­ლოა, ამ სა­კითხ­მა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დით გა­და­ი­წი­ოს, რად­გან ალა­დაშ­ვილს ბრა­ზი­ლი­ა­ში ცოლ-შვი­ლი ჰყავს, მე­უღ­ლე იქა­უ­რია და მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია — ასე ხე­ლა­ღე­ბი­თაც ვერ წა­მო­ვა.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბად უცხო­ურ ცენ­ტ­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბაა მიჩ­ნე­უ­ლი. გურამ ძა­გა­ნია გა­დაჭ­რით აცხა­დებს, რომ ამის გა­რე­შე საქ­მის ნორ­მა­ლუ­რად წარ­მარ­თ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და რომ მათ­თ­ვის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი „ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სია“. მა­თი პროგ­რა­მე­ბიც ამის მი­ხედ­ვით მუ­შავ­დე­ბა. ჯერ კი­დევ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­დ­გე­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბაც არ არ­სე­ბობ­და, ქარ­თულ­მა მხა­რემ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტუმ­რად მყოფ შოტ­ლან­დი­ელ ექ­ს­პერ­ტ­თან, უცხო­ეთ­შიც ბევ­რი ვი­ზი­ტი მო­ეწყო ამ თე­მა­ზე, პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა მჭიდ­როდ მუ­შა­ობს კა­ნა­დელ და ჰო­ლან­დი­ელ ექ­ს­პერ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტ­ში სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზო­ბენ, თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვით, რომ ჩვე­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე მო­დელს აკო­პი­რე­ბენ. გან­ზ­რა­ხუ­ლია იქა­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვაც ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად, რად­გან ბა­ტო­ნი გურამ აზ­რით, ამის გა­რე­შე გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ასე­ვე იგეგ­მე­ბა ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბაც, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

25-28(942)N