გამოდის 1998 წლიდან
2014-03-06
„მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ მსვლელობა გრძელდება

 


მაკა ყიფიანი

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია — ასო­ცი­ა­ცია „ზე­კა­რის“ პრო­ექ­ტი „სოფ­ლის სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა წიგ­ნი­ე­რე­ბის შან­სია“ — გრძელ­დე­ბა. ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სას­ტუმ­რო „სი­ლო­ვა­ნის“ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში, ასო­ცი­ა­ცია „ზე­კარ­მა“, ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა ჳ-ჳვ კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ გა­მო­ფე­ნას და სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ — თა­მარ ადა­მი­ას­თან შეხ­ვედ­რას. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი და პე­და­გო­გე­ბი, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. თე­ბერ­ვ­ლის თვე­ში ასო­ცი­ა­ცია „ზე­კა­რის“ „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კა“ ონის და ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტების სოფ­ლის სკო­ლებს (ორ­ბე­ლი, ალ­პა­ნა, უწე­რა და შე­უ­ბა­ნი) სტუმ­რობ­და. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სო იყო „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ წიგ­ნე­ბის გაც­ნო­ბა და შეხ­ვედ­რა სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ­თან. ონის, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის და ცა­გე­რის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის უფ­რო­სებ­მა უშუ­ა­ლოდ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­კო­ლო ვი­ზი­ტე­ბი და „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ პრე­ზენ­ტა­ცია ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვაცხუ­თის, წე­სის და ნი­კორ­წ­მინ­დის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან და­იწყო.
მა­ნა­ნა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „მოძ­რა­ვი ბი­ბ­­ლი­ო­თე­კის­თ­ვის“ შე­ვი­ძი­ნეთ ილუს­­ტ­რი­რე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე და ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბა­ზე გათ­ვ­ლი­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი, წარ­მო­სახ­ვი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის წყა­როდ მიჩ­ნე­უ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მე­ბი. სა­მიზ­ნე სკო­ლებ­ში „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­უ­ფა­რავ­მა ემო­ცი­ამ და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­მა კი­დევ უფ­რო დაგ­ვარ­წ­მუ­ნა იმა­ში, რომ ნა­ხევ­რად დაც­ლილ სოფ­ლის სკო­ლებს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბათ სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი. ძნე­ლია გად­მოს­ცე მოს­წავ­ლე­თა ემო­ცია და ინ­ტე­რე­სი, რო­მელ­საც ისი­ნი გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი წიგ­ნე­ბის მი­მართ იჩენ­დ­ნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვენ წინ დგას პა­ტა­რა ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა, გულ­ში ჩა­უკ­რავს დი­დი ვარ­დის­ფე­რი ალ­ბო­მი „ყვე­ლა­ფე­რი პრინ­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ“ და ჩურ­ჩუ­ლებს: „ვოც­ნე­ბობ ეს ვარ­დის­ფე­რი წიგ­ნი ჩე­მი გახ­დეს“. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ოც­ნე­ბა ხდე­ბა. ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ ძნე­ლია არ და­ე­თან­ხ­მო გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის როლ­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ასო­ცი­ა­ცია „ზე­კა­რი“ მზა­დაა, ხე­ლი შე­უწყოს მსურ­ველ სკო­ლებს, რა­თა ისარ­გებ­ლონ „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კით“. ასო­ცი­ა­ცია გეგ­მავს დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას. პე­და­გო­გე­ბი გა­ივ­ლი­ან პრაქ­ტი­კულ სე­მი­ნარს, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მათ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და­ამ­კ­ვიდ­რონ ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია, წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით დი­ო­რა­მე­ბის დამ­ზა­დე­ბა, ტექ­ს­ტ­ში აღ­წე­რი­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რე­ბის მო­დე­ლი­რე­ბა და ა.შ. ამ­ბ­რო­ლა­უ­რის, ცა­გე­რის და ონის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რა­ჭა-ლეჩხუ­მის სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, სულ მა­ლე, გა­მო­ვაცხა­დებთ სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურსს, მას­ში მო­ნა­წი­ლე და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და სკო­ლე­ბი და­სა­ჩუქ­რ­დე­ბი­ან წიგ­ნე­ბით“.
კა­ხა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი: „არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია — ასო­ცი­ა­ცია „ზე­კა­რის“ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „სოფ­ლის სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა წიგ­ნი­ე­რე­ბის შან­სია“ ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ხელს შე­უწყობს რა­ჭა-ლეჩხუ­მის სოფ­ლებ­ში სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა-გამ­დიდ­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­იზ­რ­დე­ბა წიგ­ნის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სათ­ვის, რაც უდა­ვოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია, წიგნს ხომ, სუ­ლი­ერ საზ­რ­დოს, მო­ზარ­დ­თა აღ­ზ­რ­და­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა“.
მა­ნა­ნა ნატ­მე­ლა­ძე, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვაცხუ­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ჩვე­ნი ამო­ცა­ნა წიგ­ნი­ე­რი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დაა. ამი­ტო­მა­ცაა პრო­ექ­ტი „სოფ­ლის სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა წიგ­ნი­ე­რე­ბის შან­სია“ ჩვე­ნი სკო­ლის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი და ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მას­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა, სას­კო­ლო და საკ­ლა­სო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მოწყო­ბა და გა­ნახ­ლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ  თა­ო­ბას წიგ­ნის­კენ შე­მო­აბ­რუ­ნებს. მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვე­ნი სკო­ლის სა­მიზ­ნედ არ­ჩე­ვას, დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტორს და ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს მა­ნა­ნა ბო­ჭო­რიშ­ვილს, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში გვეხ­მა­რე­ბა“.
მა­რი­ამ გე­ლოვ­ნიშ­ვი­ლი, კვაც­ხუ­­თის სა­ჯა­რო სკო­ლის IV კლა­სის მოს­წავ­ლე: „პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში სკო­ლა­ში სტუმ­რად სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი თა­მარ ადა­მია გვეწ­ვია, რო­მე­ლიც გვე­სა­უბ­რა თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე. მი­სი წიგ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა შე­მეც­ნე­ბი­თი ზღაპ­რე­ბი. ის ლა­მა­ზად ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. მწე­რალ­მა ჩვენ მი­ერ დას­მულ უამ­რავ შე­კითხ­ვას უპა­სუ­ხა. მას­თან შეხ­ვედ­რა ჩემ­თ­ვის და­უ­ვიწყა­რი იქ­ნე­ბა“.
ელე­ნე კი­ლა­სო­ნია, კვაცხუ­თის სა­ჯა­რო სკო­ლის V კლა­სის მოს­წავ­ლე: „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ გა­მო­ფე­ნამ, უდი­დე­სი შთბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე. სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ თა­მარ ადა­მი­ას­თან შეხ­ვედ­რით კი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. მწე­რა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რა, დი­დი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ხა­ტა ჩვენ მი­მართ. გვითხ­რა, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ბავ­შ­ვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ პრო­ექ­ტ­ში, რო­მელ­საც ასო­ცი­ა­ცია „ზე­კა­რი“ ახორ­ცი­ე­ლებს, რა­მაც ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა“.
რუ­სუ­დან რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, სო­ფელ წე­სის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ჩვენს სკო­ლა­ში სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი და მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ფე­ნამ და მოს­წავ­ლე­ებთნ შე­სახ­ვედ­რად მო­სულ­მა სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ ადა­მი­ამ წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა თი­თო­ე­ულ­ზე. სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბით და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით არ არი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბულ­ნი, ამი­ტომ მათ­თ­ვის ამ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და. დი­დი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა ბო­ჭო­რიშ­ვილს ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის“.
ეკა­ტე­რი­ნე მე­ლაშ­ვი­ლი, სო­ფელ წე­სის სა­ჯა­რო სკო­ლის V კლა­სის მოს­წავ­ლე: „მე და ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი დი­დი სი­ხა­რუ­ლით შევ­ხ­ვ­დით მწე­რალ თა­მარ ადა­მი­ას. რო­ცა მის წიგ­ნებს ვკითხუ­ლობ­დი, სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო მწე­რა­ლი, რო­გორ წერ­და მოთხ­რო­ბებს, ზღაპ­რებს, ყვე­ლა­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­გო­ნა. მი­სი სკო­ლა­ში სტუმ­რო­ბა და გაც­ნო­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მის­მა სა­უ­ბარ­მა ჩემ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ეს ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო დღე არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა“.
გი­გი ნატ­მე­ლა­ძე, სო­ფელ წე­სისVI კლა­სის მოს­წავ­ლე: „სკო­ლა­ში მოწყო­ბილ­მა სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი და მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ფე­ნამ ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. არა­სო­დეს მი­ნა­ხავს ერ­თად ამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო და ფე­რა­დი ნა­ხა­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი წიგ­ნი. სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ­თან შეხ­ვედ­რა და სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო“.
ელე­ნე კე­რე­სე­ლი­ძე, სო­ფელ წე­სისVIII კლა­სის მოს­წავ­ლე: „დი­დი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბო­დი სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ­თან შეხ­ვედ­რას. მი­სი რამ­დე­ნი­მე ზღა­პა­რი წა­კითხუ­ლი მაქვს. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, მწე­რა­ლი ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ის ისე­თი ახალ­გაზ­რ­და და ლა­მა­ზი აღ­მოჩ­ნ­და, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. მას­თან სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. გვი­ამ­ბო, თუ რო­გორ გახ­და მწე­რა­ლი, გაგ­ვაც­ნო თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. მას­თან შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან დიდ­ხანს მე­მახ­სოვ­რე­ბა. დი­დი მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ასე­თი და­უ­ვიწყა­რი და ლა­მა­ზი დღე გვა­ჩუ­ქეს“.
ეკა კო­ბა­ხი­ძე, სო­ფელ ნი­კორ­წ­მინ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მ.შ.: „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სო­ფელ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მთის რე­გი­ონ­ში, ინ­ტერ­ნე­ტი (რაც ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია ხოლ­მე წიგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის და­კარ­გ­ვის) ძნე­ლად მი­საწ­ვ­დო­მია, თუმ­ცა ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, რა­ტომ­ღაც, წიგ­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შ­ვებ­ში აქაც ძა­ლი­ან მცი­რეა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლე­ებ­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას შე­უწყობს ხელს. სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლის, ქალ­ბა­ტონ თა­მარ ადა­მი­ას სკო­ლა­ში სტუმ­რო­ბა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იყო. პა­ტა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნათ მი­სი „მხი­ა­რუ­ლი დე­და­ე­ნა“. მა­ღალ­კ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კი მწე­რალ­თან სა­უ­ბა­რი და მათ­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი იყო. ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, პე­და­გო­გე­ბის და მშობ­ლე­ბის სა­ხე­ლით დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა ბო­ჭო­რიშ­ვილს და მინ­და ვი­სურ­ვო, რომ მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩვენს სკო­ლა­ში ტრა­დი­ცი­ად დამ­კ­ვიდ­რ­დეს“.
ელე­ნე ნე­ბუ­ლიშ­ვი­ლი, სო­ფელ ნი­კორ­წ­მინ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის XI კლა­სის მოს­წავ­ლე: „ქა­ლა­ბა­ტონ თა­მარ ადა­მი­ას­თან შეხ­ვედ­რამ ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. სინ­ტე­რე­სო იყო მას­თან სა­უ­ბა­რი. მან შეძ­ლო ჩვენ­ში წიგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ძე­ბა. ძა­ლი­ან დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე „მოძ­რა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ამ. ვი­სურ­ვებ­დი, მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი კი­დევ ბევ­რ­ჯერ იყოს ჩვენს სკო­ლა­ში, ჩვენ­თ­ვის ამას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს“.
ნა­თია გურ­გე­ნი­ძე, სო­ფელ ნი­კორ­წ­მინ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის X კლა­სის მოს­წავ­ლე: „პრო­ექ­ტის — „სოფ­ლის სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა წიგ­ნი­ე­რე­ბის შან­სია“ — ჩვენ სკო­ლა­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ უამ­რავ წიგნს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, დი­დი გუ­ლის­ყუ­რით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და ვეც­ნო­ბო­დი. სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ­თან შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. მას­თან სა­უბ­რი­სა და სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბის შემ­დეგ, მე და ჩემს მე­გობ­რებს გაგ­ვიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, თა­ვა­დაც შევ­ქ­მ­ნათ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ­კი მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი­დევ ბევ­რ­ჯერ მო­ეწყო­ბა ჩვენს სკო­ლა­ში“.

25-28(942)N