გამოდის 1998 წლიდან
2014-03-20
„არ ჰკითხოთ რჩე­ვა ყვე­ლა მწე­რალს“ და „მთა­ვა­რია, არ ჰგავ­დეთ ძვე­ლებს“ ფამუქის თბი­ლი­სუ­რი დღე­ე­ბი


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

გა­სუ­ლი კვი­რა, ანუ გა­ზაფხუ­ლის და­საწყი­სი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „ფა­მუ­ქო­ბის“ კვი­რად გა­მოცხად­და და ქვე­ყა­ნა სრუ­ლი­ად სა­ხალ­ხო აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბამ მო­იც­ვა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფა­მუ­ქის შე­სახ­ვედ­რად რიგ­ში მდგო­მი „ლი­ტე­რა­ტუ­რის“ მოყ­ვა­რუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო, თა­ვის­თა­ვად, არა­ფე­რი მაქვს, თუმ­ცა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მწერ­ლის ასე­თი აღ­ზე­ვე­ბა ჯერ არ მი­ნა­ხავს და ამით ცო­ტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, შო­რი­დან, ფა­მუ­ქის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი, ვა­დევ­ნებ­დი პრო­ცე­სებს თვალს — მიღ­მა იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ ამ რიგ­ში მოხ­ვედ­რის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ვე­რაფ­რით ვერ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. არა­და ვე­ცა­დე, ნო­ბე­ლი­ანტ მწე­რალს ახ­ლო­დან შევ­ხე­დავ-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და — ეტყო­ბა, მკაც­რად და­ცუ­ლი მო­საწ­ვე­ვე­ბის და­რი­გე­ბა ჩემ­ნა­ირ მკითხ­ველ­ზე არ იყო გათ­ვ­ლი­ლი. ჰო­და, მეც (რად­გა­ნაც სხვა აღა­რა­ფე­რი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი) ინ­ტერ­ნე­ტით ვა­დევ­ნე თვა­ლი „სა­ყო­ველ­თაო ფა­მუ­ქო­ბას“. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით რას არ შე­იტყობ  და ბევ­რი რა­მეც სწო­რედ აქე­დან გა­ვი­გე. თურ­მე, ფა­მუქს პო­ე­ზია არ ჰყვა­რე­ბია. ეს ერთ-ერ­თი ჩე­მი ფე­ის­ბუ­კე­ლი პო­ე­ტი მე­გობ­რის სტა­ტუ­სი­დან შე­ვიტყ­ვე — თურ­მე ფა­მუ­ქის ჩა­მოყ­ვა­ნის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორ გა­მომ­ცე­მელ­თან ერ­თად სა­დი­ლო­ბი­სას, მწე­რალს უკითხავს მის­თ­ვის: თქვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა ლექ­სებს გა­მოს­ცემ­სო? გა­მომ­ცე­მელს უპა­სუ­ხია: არაო. ფა­მუქს უთ­ქ­ვამს: აი, ამით კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ჭკვი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან მქო­ნია საქ­მეო... ჰო­და, ამა­ზე პო­ე­ტე­ბის „რე­აქ­ცი­ა­მაც“ არ და­ა­ყოვ­ნა და მი­ხე­ილ ღა­ნი­შაშ­ვილ­მა იუმო­რეს­კაც მი­უძღ­ვ­ნა:

უპო­ე­ზიო ორ­ჰან ფა­მუ­ქი
(იუმო­რეს­კა)
ბა­კუ­რი სუ­ლა­კა­ურს რომ
უსა­უბ­რია ფა­მუქ­თან,
იმ ერ­თი ფრა­ზით დღე­ი­დან
ეგ კა­ცი ჩემ­თ­ვის გა­მუქ­და.
არა­და, რა პა­ტივს ვცემ­დი,
თან რა ალა­ლად, რა მუქ­თად,
ახ­ლა ვფიქ­რობ, რომ სა­ხე­ლი
ორ­ჰა­ნის ტყვი­ლა გა­ბუქ­და.
ლექ­სე­ბი არ ყვა­რე­ბია,
რა­ღა გვიშ­ვე­ლის ჭა­ბუკ­თა,
სამ­გ­ლო­ვი­ა­როს შე­მოვ­კ­რავთ
რვა წინ­წი­ლას და ცხრა ბუკ­თა!

პო­ე­ტი იქ­ვე აკე­თებს მი­ნა­წერს, რომ: „არ მინ­და ვინ­მემ ეს ჩე­მი იუმო­რეს­კა ფა­მუ­ქის, ამ მარ­თ­ლაც ნი­ჭი­ე­რი და მსოფ­ლიო მწერ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­ლაშ­ქ­რე­ბად ჩა­მით­ვა­ლოს. უბ­რა­ლოდ, პო­ე­ზი­ის ასე ერ­თი ხე­ლის მოს­მით უარ­ყო­ფა, ცო­ტა უგ­ბი­ლად მოხ­ვ­და ყურს და იმი­ტომ წა­ვი­ეშ­მა­კე ლექ­სად...
თუ შევ­ც­დი, სა­ჯა­როდ ვიხ­დი ბო­დიშს ორ­ჰან ფა­მუ­ქის წი­ნა­შე და ამ პოს­ტ­საც ავი­ღებ. მი­თუ­მე­ტეს, რომ ზოგ­მა ჩე­მი პოს­ტი ფა­მუ­ქის, თურ­ქუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და თურ­ქე­თის სა­პი­რის­პი­როდ აღიქ­ვა, რაც ჩე­მი მხრი­დან ნამ­დ­ვი­ლად მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს.“
ეს „წა­ეშ­მა­კე­ბა“ მარ­თ­ლაც იქით იყოს და ახ­ლა ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის შეხ­ვედ­რას მი­ვუბ­რუნ­დეთ.
პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი მწე­რალ­მა აერო­პორ­ტ­ში­ვე გა­ა­კე­თა:
„ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი. ცო­ტა და­მაგ­ვი­ან­და, რად­გან 60 წლის ვარ და პირ­ვე­ლად ვეს­ტუმ­რე თქვენს ქვე­ყა­ნას. დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­მო­ვე­დი. ვი­ცი, რომ ჩვენს კულ­ტუ­რა­თა შო­რის ბევ­რია სა­ერ­თო, შა­ვი ზღვა გვა­ერ­თი­ა­ნებს. ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დი­დი ნა­წი­ლია სტამ­ბულ­ში, ჩემს წარ­სულ­ში. ასე რომ, სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­მო­ვე­დი, რომ ვნა­ხო ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და რო­მელ­თა­ნაც დიდ კავ­შირს ვგრძნობ.“
„დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა სტუ­მარ­მა“ (მი­სი­ვე თქმით), ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხა­და, რომ ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის შე­სა­ხებ ნუ­რა­ფერს კითხა­ვენ, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან ცო­ტა იცის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ და ამის გა­მო მო­ი­ბო­დი­შა კი­დეც: „ძა­ლი­ან ცო­ტა თარ­გ­მ­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ვი­ცი, ისიც მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე, მა­პა­ტი­ეთ! ჩვენ შა­ვი ზღვის გარ­შე­მო ვცხოვ­რობთ და უფ­რო მე­ტი თარ­გ­მ­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა უნ­და იყოს. მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი­დან თურ­ქუ­ლად ან თურ­ქუ­ლი­დან ქარ­თუ­ლად. მე სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ვარ, თუ გინ­დათ, რომ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ითარ­გ­მ­ნოს თურ­ქუ­ლად, აღი­ა­რე­ბა ჯერ და­სავ­ლეთ­ში, შემ­დეგ კი ევ­რო­პა­ში უნ­და მო­ი­პო­ვოთ.“
ფა­ვო­რიტ ნა­წარ­მო­ე­ბად კი „ანა კა­რე­ნი­ნა“ და­ა­სა­ხე­ლა, საყ­ვა­რელ მწერ­ლე­ბად — დოს­ტო­ევ­ს­კი, თო­მას მა­ნი, ტოლ­ს­ტოი და სხვ.
60 ენა­ზე ნა­თარგმნ ნო­ბე­ლი­ანტს ქარ­თულ მე­დი­ას­თან კი­დევ ერ­თხელ მო­უ­წია კითხ­ვა­ზე — რა­ტომ არის მი­სი წიგ­ნე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი — პა­სუ­ხის გა­ცე­მა. „უკ­ვე დი­დი ხა­ნია პა­სუხს ვცემ კითხ­ვას, რა­ტომ არის ჩე­მი წიგ­ნე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი. არ ვი­ცი, ვერ გეტყ­ვით, ვწერ იმას, რაც მინ­და და ვწერ იმას, რაც მსი­ა­მოვ­ნებს. ძა­ლი­ან ბევრს ვმუ­შა­ობ. თუ თქვენ შე­მე­კითხე­ბით, რა­ტომ არის ჩე­მი წიგ­ნე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი აზი­ურ ქვეყ­ნებ­ში ან თქვენ­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გი­პა­სუ­ხებთ — ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ერ­თ­მა­ნეთს ჰგავს, ერ­თი გზა გვაქვს გავ­ლი­ლი — დი­დი ოჯა­ხე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი გვაქვს. თბი­ლი­სი ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან მდი­და­რი ქა­ლა­ქია, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩა­მო­ვე­დი და ის ჩემს წარ­მო­სახ­ვას და­ემ­თხ­ვა“.
შემ­თხ­ვე­ვით ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე გა­დარ­თუ­ლი მწე­რა­ლი — ასე უწო­და ფა­მუქ­მა სა­კუ­თარ თავს, რად­გა­ნაც მას­ში, რო­გორც აღ­ნიშ­ნა, მხატ­ვა­რი­ცაა და მხატ­ვ­რო­ბი­დან შემ­თხ­ვე­ვით გა­და­ერ­თო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. მის­მა მხატ­ვ­რო­ბი­სად­მი გა­მორ­ჩე­ულ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე იჩი­ნა თა­ვი — ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს ეწ­ვია: „მე დღეს ცო­ტა დრო მქონ­და და ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე. მე მას ვაღ­მერ­თებ — ეს არის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სა­გან­ძუ­რი. მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ღრმა, გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო, დე­მო­ნუ­რი მხატ­ვ­რო­ბა აქვს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ფილ­მიც ვნა­ხე ფი­როს­მან­ზე და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ მო­ვე­ქე­ცი. ჩა­მოხ­ვი­დე სტამ­ბუ­ლი­დან პირ­და­პირ ამ მუ­ზე­უმ­ში და ნა­ხო ეს სიმ­დიდ­რე, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა“.
ახალ­გაზ­რ­და მწერ­ლებს მსოფ­ლიო ბეს­ტ­სე­ლე­რე­ბის ავ­ტორ­მა ურ­ჩია, რომ მთა­ვა­რია, არ ჰგავ­დ­ნენ ძვე­ლებს. მი­სი­ვე თქმით, მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, თუნ­დაც მწი­რი შე­მო­სავ­ლის გა­მო. „ეს გან­სა­კუთ­რე­ბით და­საწყის­შია. გა­დარ­ჩე­ბი, თუ შენ ძა­ლი­ან გიყ­ვარს წე­რა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ცნო­ბა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს, შე­იძ­ლე­ბა არა. რთუ­ლია, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან გინ­და, შეძ­ლებ!“
***
„ქარ­თუ­ლი ფა­მუ­ქი ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია, თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას და წარ­მო­უდ­გენ­ლად ნელ ტემ­პებს, რა ტემ­პე­ბი­თაც ითარ­გ­მ­ნე­ბა კლა­სი­კა და უახ­ლე­სი მწერ­ლო­ბა. ფა­მუ­ქი ამ მხრივ ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­ნაკ­ლი­სია. მას ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­მარ­თ­ლა ჩვენ­ში, თუმ­ცა უფ­რო მე­ტად გა­უ­მარ­თ­ლა ქარ­თ­ველ მკითხ­ველ­საც, იმის გა­მო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის კარ­გი სკო­ლა არ­სე­ბობს და ჩვე­ნი თურ­ქო­ლო­გე­ბი კლა­სი­კა­ზე უფ­რო ბა­რა­ქი­ა­ნად უახ­ლე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის ნი­მუ­შებს თარ­გ­მ­ნი­ან. აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნეს, მთარ­გ­მ­ნე­ლი­სა და პო­ე­ტის გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის აზ­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ვინ და­ლო­დე­ბია, სა­ნამ ფა­მუქს მსოფ­ლიო აღი­ა­რებ­და, მას ნო­ბე­ლის პრე­მი­ამ­დეც კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ ჩვენ­ში:
„რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ თარ­გ­მა­ნებს… ქარ­თუ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა არ და­ლო­დე­ბია იმას, რომ ფა­მუ­ქი მსოფ­ლი­ო­ში ეღი­ა­რე­ბი­ათ და გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე და­იწყო მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის შეს­წავ­ლა. ჩვე­ნი თურ­ქო­ლო­გე­ბი — თა­მუ­ნა ალ­ფე­ნი­ძე, ქე­თე­ვან ტო­მა­რა­ძე, ნა­ნა ჯა­ნა­შია და ლია ჩლა­ი­ძე აქ­ტი­უ­რად შე­ის­წავ­ლიდ­ნენ და თარ­გ­მ­ნიდ­ნენ მის ნა­წარ­მო­ე­ბებს“.
თა­ვად ფა­მუ­ქი, მი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით და წე­რის მა­ნე­რით, ცალ­კე თე­მაა. ხხ სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის თურ­ქეთ­ში არა­ვინ ელო­და ასე­თი მწერ­ლის გა­მო­ჩე­ნას, მწერ­ლი­სა, რო­მე­ლიც გუ­ლახ­დი­ლიც იყო და თა­მა­შობ­და კი­დე­ვაც კულ­ტუ­რუ­ლი მე­ტა­ფო­რე­ბით. ფა­მუქ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ის შერ­წყ­მა მოხ­და:
„სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო ფა­მუ­ქის გა­მო­ჩე­ნა თურ­ქულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და კონ­კ­რე­ტუ­ლად იმ სა­ხის მწერ­ლის გა­მო­ჩე­ნა, რო­გო­რიც ფა­მუ­ქია. საკ­მა­ოდ ღა­რი­ბია თურ­ქუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით სხვა აღ­მო­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რე­ბის­გან და მას პრაქ­ტი­კუ­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა ისე­თი დო­ნის ჰქონ­და, რომ ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დო იყო ამ მას­შ­ტა­ბის მწერ­ლის გა­მო­ჩე­ნა. თვი­თონ თურ­ქეთ­ში ფა­მუ­ქის მი­უ­ღებ­ლო­ბა მე მგო­ნი სწო­რედ ამი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ იგი პი­როვ­ნუ­ლი აქ­ტით შემ­დ­გა­რი მწე­რა­ლი უფ­როა და დი­დად გა­უს­წ­რო დროს და თა­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. თა­ვის მხრივ მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც ამ­ძაფ­რებს პრო­ტესტს და ხში­რად გა­მიზ­ნუ­ლი ხა­სი­ა­თის არის ხოლ­მე, რა­თა და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცია“ — ეს არის ამო­ნა­რი­დი „არილ­ში“, 2011 წელს და­ბეჭ­დი­ლი მალ­ხაზ ხარ­ბე­დი­ას წე­რი­ლი­დან — „ორ­ჰან ფა­მუ­ქის მე­ოთხე წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე“, წე­რი­ლის და­სას­რულს ავ­ტო­რი წერს:
„ჩვენ კი იმე­დი და­ვი­ტო­ვოთ, რომ ახ­ლო მო­მა­ვალ­ში თა­ვად ავ­ტორ­საც გა­ვიც­ნობთ პი­რა­დად. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უკ­ვე ყვე­ლა პი­რო­ბა არ­სე­ბობს სა­ი­მი­სოდ, რომ თურ­ქი ნო­ბე­ლი­ან­ტი ვის­ტუმ­როთ. თა­ნაც არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ორ­ჰან ფა­მუქს თბი­ლის­ზეც აქვს და­წე­რი­ლი რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან თბი­ლი სიტყ­ვა.“
***
ორ­ჰან ფა­მუ­ქი თბი­ლის­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და. მის ვი­ზი­ტებს შო­რის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა სწო­რედ თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტდენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა იყო. მას თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. დარ­ბაზ­ში მყოფ აუდი­ტო­რი­ას ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­მა მწე­რალ­მა უთხ­რა, რომ 2006 წლამ­დე პრო­ფე­სო­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, სა­ნამ კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვე­რს­იტე­ტის პრო­ფე­სო­რო­ბას მი­ი­ღებ­და. ის ახ­ლა ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კითხუ­ლობს ლექ­ცი­ებს და ას­წავ­ლის იმას, „რი­თიც მი­სი გო­ნე­ბა არის მო­ცუ­ლი.“ სტუ­დენ­ტებ­თან მწერ­ლის შეხ­ვედ­რა, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ ასც­დე­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე და მწერ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი ცო­ტა პო­ლი­ტი­კა­საც შე­ე­ხო.
ფა­მუ­ქის­თ­ვის აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა და შე­და­რე­ბე­ბი, იდენ­ტო­ბე­ბის ძი­ე­ბა ახ­ლა იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არის, თუმ­ცა, მწე­რალ­მა დარ­ბაზს გა­უმ­ხი­ლა, რომ ათი წლის წინ მი­სი გო­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი იყო ამ სა­კითხებ­ზე ფიქ­რით და მას­თან ერ­თად თურ­ქე­თის ის­ტო­რი­ი­თაც. თურ­ქე­თის ად­გი­ლი რუ­კა­ზე, თურ­ქე­თის ის­ტო­რია და მი­სი მდე­ბა­რე­ო­ბა აზი­ა­სა და ევ­რო­პას შო­რის, წარ­მო­შობ­და კითხ­ვებს თურ­ქე­თის იდენ­ტო­ბის შე­სა­ხებ და და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის ძი­ე­ბა აისა­ხე­ბო­და თურ­ქე­თის პო­ლი­ტი­კა­ზე. თუმ­ცა, ეს სა­კითხე­ბი ახ­ლა იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ არის არც მის­თ­ვის და არც თურ­ქე­თის­თვის. „შე­საძ­ლოა იმი­ტო­მაც, რომ ახ­ლა თურ­ქე­თი უფ­რო დი­დი და უფ­რო ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნაა და ევ­რო­პუ­ლი გავ­ლე­ნა ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამ და კი­დევ სხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ახ­ლა ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის იდენ­ტუ­რო­ბის პრობ­ლე­მე­ბი.“ მი­სი გან­მარ­ტე­ბით, 10 წლის წინ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და თურ­ქე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. მი­სი აზ­რით, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი იდეაა და არა მარ­ტო. მი­იჩ­ნევს, რომ თურ­ქე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვ­ლა ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და თურ­ქუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო სის­ტე­მის­თ­ვის, ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მის­თ­ვის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თ­ვის. „თუმ­ცა, თურ­ქე­თის ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა შე­ჩერ­და ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სხვა ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის და იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, რო­მე­ლიც ევ­რო­პას 2010 წლი­დან შე­ე­ხო. თურ­ქე­თი და ევ­რო­კავ­ში­რი ახ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მა არ არის.“
ფა­მუ­ქი ამ­ბობს, რომ თურ­ქე­თის მი­ლი­ო­ნო­ბით მო­ქა­ლა­ქე მხარს უჭერს თურ­ქე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, მაგ­რამ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბის მიღ­წე­ვა, დღეს­დღე­ო­ბით, ძა­ლი­ან ძნე­ლია, რად­გან ორი­ვე მხა­რეს თა­ვი­სი ში­და პრობ­ლე­მე­ბი აქვს.
მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი რა­კურ­სი კი „სუ­რა­თე­ბი­სა და სიტყ­ვე­ბის“ კავ­შირ­ზეა მი­მარ­თუ­ლი, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ — „სუ­რა­თე­ბი და სიტყ­ვე­ბი“ არის კვლე­ვა ის­ტო­რი­უ­ლი კავ­ში­რი­სა მხატ­ვ­რო­ბა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას შო­რის, რო­მელ­საც ის სტუ­დენ­ტებს უკითხავს. ვიდ­რე მწერ­ლო­ბას და­იწყებ­და, ხა­ტავ­და და სწო­რედ ად­რე­ულ­მა პრო­ფე­სი­ამ გან­საზღ­ვ­რა მი­სი ინ­ტე­რე­სი ფე­რე­ბი­სად­მი. ასე შე­უ­ხა­მა ერ­თ­მა­ნეთს მის­თ­ვის ორი ახ­ლო­ბე­ლი პრო­ფე­სია — მხატ­ვ­რო­ბა და მწერ­ლო­ბა.
მწერ­ლის აზ­რით, არ­სე­ბო­ბენ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო მწერ­ლე­ბი და გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო მკითხ­ვე­ლე­ბი. გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო მწერ­ლე­ბი არ ფიქ­რო­ბენ თვით­შე­მეც­ნე­ბა­ზე, დე­ტა­ლებ­ზე, ტექ­ნი­კა­ზე, მო­რალ­ზე და ისე ქმნი­ან ნა­წარ­მო­ე­ბებს, თით­ქოს ისი­ნი ღმერ­თის­გან იყოს ბო­ძე­ბუ­ლი. მის­თ­ვის უფ­რო მი­სა­ღე­ბია თა­ნა­მედ­რო­ვე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მწერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უფ­რო ფიქ­რო­ბენ ტექ­ნი­კა­ზე, დე­ტა­ლებ­ზე და იმა­ზე, რომ წე­რონ ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­მელ­ზეც თა­ვად ფიქ­რო­ბენ. სა­კუ­თარ თავს მწერ­ლე­ბის მე­ო­რე ტიპს მი­ა­კუთ­ვ­ნებს.
ნო­ბე­ლი­ან­ტ­მა მწე­რალ­მა სტუ­დენ­ტებს თი­თო­ე­უ­ლი ნო­ვე­ლის სი­უ­ჟე­ტის მიღ­მა და­ფა­რუ­ლი მაქ­სი­მა ასე აუხ­ს­ნა — მკითხ­ვე­ლი დგას „ნა­წარ­მო­ე­ბის ტყე­ში“ და ეძებს იმ ში­ნა­არსს, რო­მე­ლიც მწე­რალ­მა ნა­წარ­მო­ებ­ში ჩა­დო.
„მკითხ­ვე­ლი ხე­დავს ხე­ებს მის წინ, მაგ­რამ ზო­გა­დი პე­ი­ზა­ჟის, სა­ერ­თო ლან­დ­შაფ­ტის და­ნახ­ვა არ შე­უძ­ლია. ეს ის გრძნო­ბაა, რო­ცა და­კარ­გუ­ლი ვართ რო­მა­ნის ტყე­ში, რო­ცა ვფიქ­რობთ, რა­ტომ აღ­წე­რა მწე­რალ­მა ეს ქა­ლა­ქი, ეს ქუ­ჩა ან ეს პერ­სო­ნა­ჟი? ვერ ვიტყ­ვი, რომ ვი­ღა­ცამ გა­ი­გო ჩე­მი ნა­წარ­მო­ე­ბი და ვი­ღა­ცამ ვე­რა. მე პა­ტივს ვცემ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას...“
„წიგ­ნე­ბის წე­რა ყო­ველ­თ­ვი­ს სა­ში­შია იმ გა­გე­ბით, რომ ხან­და­ხან ბედ­ნი­ე­რი ხარ, ხან­და­ხან მოწყე­ნი­ლი, მაგ­რამ ის არა­სო­დეს მთავ­რ­დე­ბა. რო­ცა ვას­რუ­ლებ წიგ­ნის წე­რას, მე უფ­რო მეტს ვფიქ­რობ იმა­ზე, თუ რას იტყ­ვი­ან ჩე­მი ოპო­ნენ­ტე­ბი, რას იტყ­ვი­ან გა­მომ­ცემ­ლე­ბი, რას იტყ­ვის ეს ხალ­ხი, ის ხალ­ხი. ეს არის ნა­წი­ლი მწერ­ლად ყოფ­ნის“; „არ ჰკითხოთ რჩე­ვა ყვე­ლა მწე­რალს“ — ასე­თი იყო მწერ­ლის რჩე­ვე­ბი სტუ­დენ­ტე­ბი­სად­მი.
მო­რი­გი შეხ­ვედ­რა ფა­მუქ­თან რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რ­ში გა­ი­მარ­თა, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა იყო და რო­მელ­ზე დას­წ­რე­ბაც მო­საწ­ვე­ვე­ბით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. რო­გორც თა­ვი­დან აღ­ვ­ნიშ­ნე — შეხ­ვედ­რა­ზე დას­წ­რე­ბა შეზღუ­დუ­ლი იყო, თუმ­ცა, ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცით, რო­გორც ხე­დავთ, ბევ­რი რამ შე­ვიტყ­ვე და მოკ­ლედ მი­სი „თბი­ლი­სუ­რი“ ვო­ი­ა­ჟის შემ­დ­გომ პორ­ტ­რე­ტიც ასე შე­იკ­რა — საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი „ანა კა­რე­ნი­ნა“, აღ­მერ­თებს ფი­როს­მანს! „მე ვწერ იმას, რაც უბ­რა­ლოდ სარ­კე­ში ირეკ­ლე­ბა და რო­გორც შე­მიძ­ლია ვკა­მა­თობ ამა­ზე“; ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის თბი­ლის­ში სამ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის ფრა­ზა: „სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­მო­ვე­დი, რომ ვნა­ხო ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და რო­მელ­თა­ნაც დიდ კავ­შირს ვგრძნობ!“

25-28(942)N