გამოდის 1998 წლიდან
2014-04-17
ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­სა­ხე­ბა

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ნა­თია სეს­კუ­რია

— ნა­თია, და­მე­თან­ხ­მე­ბი ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სურს, პერ­სო­ნა­ლურ რე­ზი­უ­მე­ში ოქ­როს ასო­ე­ბით შე­ავ­სოს გა­ნათ­ლე­ბის გრა­ფა, არ­ჩე­ვანს უცხო­ეთ­ზე აკე­თებს. მი­ამ­ბე, რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ინ­გ­ლი­სამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ინ­გ­ლი­სი?
— უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თქვენს რუბ­რი­კა­ში მოწ­ვე­ვის­თ­ვის და გა­მოვ­ხა­ტო დი­დი სიმ­პა­თია თქვე­ნი გა­ზე­თი­სად­მი, იმ საქ­მი­სად­მი, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბით. მი­მაჩ­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, რად­გან ის პირ­და­პირ კავ­შირ­შია ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას­თან. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, ჩე­მი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ხში­რად ხდე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. შე­ვეც­დე­ბი, მოკ­ლედ გი­ამ­ბოთ ჩე­მი გან­ვ­ლი­ლი გზი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც, ჩე­მი აზ­რით, მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ აქვს. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და­ი­ნერ­გე­ბა მსგავ­სი სის­ტე­მა, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს არ მო­უხ­დეთ სამ­შობ­ლო­დან შორს გამ­გ­ზავ­რე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.
და­ვიწყებ სულ თა­ვი­დან, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბამ­დე აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვო­ბი­დან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, დის­ციპ­ლი­ნი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რა­საც, ჩე­მი აზ­რით, უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა.
წარ­ჩი­ნე­ბით, ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი კო­ლე­ჯი, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გად შე­ვის­წავ­ლე ფრან­გუ­ლი ენა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბა ორე­ნო­ვა­ნი იყო. მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც მას­წავ­ლი­და, რად­გან სწავ­ლის პრო­ცე­სი ჩემ­თ­ვის ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ასე­ვე ად­რე­ულ ასაკ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე უცხო ენე­ბი­სად­მი დი­დი ინ­ტე­რე­სი და დღეს, მა­ღალ დო­ნე­ზე ვფლობ ხუთ უცხო ენას: ფრან­გულს, ინ­გ­ლი­სურს, ეს­პა­ნურს, რუ­სულს, იტა­ლი­ურს. მო­მა­ვალ­ში დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, შე­ვის­წავ­ლო კი­დევ ორი უცხო ენა — პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი და არა­ბუ­ლი.
სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის დრო რომ ახ­ლოვ­დე­ბო­და, მე და ჩემ­მა ოჯახ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­მე­ღო. საკ­მა­ოდ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ვი­ცო­დი უკ­ვე რა პრო­ფე­სი­ას უნ­და და­ვუფ­ლე­ბო­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფრან­გუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და ეს ენა ჩემ­თ­ვის მშობ­ლი­უ­რი­ვით იყო, არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც ინ­გ­ლის­ზე შე­ვა­ჩე­რეთ, რად­გან ინ­გ­ლი­სის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ნამ­დ­ვი­ლად სა­უ­კე­თე­სოა. თუმ­ცა, ინ­გ­ლის­ში სწავ­ლა გარ­კ­ვე­ულ რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ანუ ეს იყო ბევ­რად რთუ­ლი და გრძე­ლი გზა, რომ­ლის გავ­ლაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში არ მო­მიხ­დე­ბო­და. ინ­გ­ლის­ში წას­ვ­ლა მტკი­ცედ მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. ერ­თ­გ­ვა­რი იდეა-ფიქ­სიც კი იყო ჩემ­თ­ვის, რომ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მეს­წავ­ლა, თუმ­ცა იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად, სა­დაც ახ­ლა ვსწავ­ლობ, აუცი­ლე­ბე­ლი იყო ე. წ. ეი-ლე­ვე­ლის პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა. ეს არის წი­ნა­სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო, ორ­წ­ლი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტებს შან­სი აქვთ, სწავ­ლა ინ­გ­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ. იმის მი­ხედ­ვით, თუ რა პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა უნ­და სტუ­დენტს, პირ­ველ წელს ირ­ჩევს საგ­ნებს. თუ წლის ბო­ლოს ყვე­ლა სა­გან­ში გა­მოც­დებს წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რებს, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია და დიდ ფი­ზი­კურ, გო­ნებ­რივ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ გამ­ძ­ლე­ო­ბას მო­ითხოვს (მა­გა­ლი­თად, პირ­ველ წელს 15 გა­მოც­დის თით­ქ­მის მი­ყო­ლე­ბით ჩა­ბა­რე­ბა მო­მი­წია) და ყვე­ლა ლექ­ტო­რი კარგ რე­კო­მენ­და­ცი­ას და­წერს, მე­ო­რე წელს  უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, დი­დი ბრი­ტა­ნე­თის 5 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე, გა­აგ­ზავ­ნოს აპ­ლი­კა­ცია, მო­ტი­ვა­ცი­ის წე­რილ­თან ერ­თად. ამ ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას იღებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან. გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა სტუ­დენ­ტი.
ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს კო­ლე­ჯის სწო­რად შერ­ჩე­ვა­საც, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი დიდ ყუ­რადღე­ბას ანი­ჭე­ბენ კო­ლე­ჯის პრეს­ტიჟს. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ ქალ­ბა­ტო­ნი ნარ­გიზ მა­ქა­ცა­რი­ა­სი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის „ი ელ ელ“ მფლო­ბე­ლია (სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ა­გენ­ტო „ი ელ ელ“, წამ­ყ­ვა­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი, ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად აგ­ზავ­ნის სტუ­დენ­ტებს). სწო­რედ ის და­მეხ­მა­რა სა­უ­კე­თე­სო კო­ლე­ჯის შერ­ჩე­ვა­სა და სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში. თუმ­ცა, რის­კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ პროგ­რა­მის ეი ლე­ველ გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია არ გაქვს, რომ აუცი­ლებ­ლად მოხ­ვ­დე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მომ­ზა­დებ­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის სწო­რად წარ­მო­ჩე­ნა­ზე. მა­გა­ლი­თად, იმ წელს, რო­დე­საც მე ვა­ბა­რებ­დი, აპ­ლი­კან­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა იყო, სამ­წუ­ხა­როდ, 40 000 ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია სამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა, სა­დაც ჩემ მი­ერ ზე­მოთ მოთხ­რო­ბი­ლი პრო­ცე­სე­ბის გავ­ლას­თან ერ­თად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის გავ­ლაა სა­ჭი­რო. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბია: ოქ­ს­ფორ­დის, კემ­ბ­რი­ჯის და ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯი ჲCლ, სა­დაც ამ­ჟა­მად ვსწავ­ლობ. გა­მი­მარ­თ­ლა, რად­გან მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი მქონ­და, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ძა­ლი­ან მა­ლე მი­ვი­ღე და თან ინ­ტერ­ვი­უს გა­რე­შე. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და ასე­ვე ცნო­ბი­ლი და მა­ღა­ლი რან­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან — ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლი­დან (LSE), თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტს ვეწ­ვიე, კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე და მო­ვის­მი­ნე კომ­პე­ტენ­ტუ­რი და გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რი, გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ ჲCლ იყო ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა უნ­და მი­მე­ღო. ვფიქ­რობ, რომ ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.
ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია, უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ ჩე­მი ოჯა­ხის, ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­შეწყო­ბა მაქვს იმის­თ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვავ­ლი­ნო ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. სწო­რედ მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან მქონ­და მო­ტი­ვა­ცია და მი­ზა­ნი. მე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის არ ეში­ნი­ათ, დი­დი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხომ დი­დი შრო­მა სჭირ­დე­ბა, ხან­და­ხან რის­კ­ზე წას­ვ­ლაც კი. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რის­კ­მა გა­ა­მარ­თ­ლა. თა­ვი­დან არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მქონ­დეს, ზუს­ტად იმა­ვე რთულ, ამავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო გზას გა­ვივ­ლი­დი.
— მი­ამ­ბე UCL ის­ტო­რია,  რამ­დენ­წ­ლი­ა­ნია და რა ღირს სწავ­ლა? სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია?
— ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტად ით­ვ­ლე­ბა, მუ­დამ ბრი­ტა­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სი­ის სა­მე­ულ­ში და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ხუ­თე­ულ­შია. უკ­ვე 4 წე­ლია, QS-ის რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე­ოთხე სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც 1826 წელს და­არ­ს­და. ჲCლ რი­გით მე­სა­მეა ყვე­ლა­ზე ძველ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის და ინ­გ­ლის­ში პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, სა­დაც თა­ვის დრო­ზე სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა ნე­მის­მი­ერ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­დას გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, სქე­სი­სა და რე­ლი­გი­ი­სა. ჲCლ და­არ­ს­და იმ დრო­ი­სათ­ვის წამ­ყ­ვა­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის, უდი­დე­სი ფი­ლო­სო­ფო­სის ჯე­იმს მილ­მის და ჯე­რე­მი ბენ­თა­მას (უტი­ლი­ტა­რი­ა­ნიზ­მის და­მა­არ­სე­ბე­ლი) მი­ერ ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნა­უ­რი ფაქ­ტია, რომ UCL-ში უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი მო­დის ჯე­რე­მი ბენ­თა­მას მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლის სა­ნა­ხა­ვად, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვარ შე­ნო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ კა­ბი­ნეტ-სარ­კო­ფაგ­ში გა­ნის­ვე­ნებს. საქ­მე იმა­შია, რომ ფი­ლო­სო­ფოს­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს შეს­წი­რა მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა, იმ პი­რო­ბით, რომ სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ, მას არ და­მარ­ხავ­დ­ნენ და ამ­გ­ვა­რად უკ­ვ­დავ­ყო სა­კუ­თა­რი თა­ვი. ასე­ვე UCL ცნო­ბი­ლია იმი­თაც, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა­ო­დე­ნობ­რი­ვად, ყვე­ლა­ზე მე­ტი პრო­ფე­სო­რი ას­წავ­ლის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სტუ­დენ­ტებს ას­წავ­ლი­ან მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი და სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მათ შო­რის, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი.
ჲCლ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია რამ­დე­ნი­მე მუ­ზე­უ­მი და 100-მდე სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი, მათ შო­რის: სა­მარ­თ­ლის სკო­ლა, ინ­ჟი­ნე­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, მე­დი­ცი­ნი­სა და ტვი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, BARLETT-ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სკო­ლა, სლა­ვუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის სკო­ლა, სა­დაც ამ­ჟა­მად ვსწავ­ლობ. ჩე­მი დე­პარ­ტა­მენ­ტი მსოფ­ლი­ო­ში კვლე­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ცენ­ტ­რია, რო­მე­ლიც პი­რა­დად გახ­ს­ნა ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ის პირ­ველ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა ტო­მაშ მა­სა­რიკ­მა. ასე­ვე, ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში არა­ერ­თხელ გა­მო­სუ­ლან სიტყ­ვით ისე­თი ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: პო­ლო­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი — ალექ­სან­დ­რე კვას­ნევ­ს­კი და ჩე­ხე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი — ვაც­ლავ კლა­უ­სი.
— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი? რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი? რო­მელ კურ­ს­ზე ხარ?
— ვარ პო­ლი­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე, და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი. ჩემ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, ამერ­ჩია ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პროგ­რა­მა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ვსწავ­ლობ პო­ლი­ტი­კას აღ­მო­სავ­ლეთ-ევ­რო­პულ სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად. ამ კომ­ბი­ნი­რე­ბულ­მა კურ­ს­მა ანა­ლი­ტი­კუ­რი, თე­ო­რი­უ­ლი და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ცოდ­ნა მომ­ცა ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის, ასე­ვე, რუ­სე­თის ცენ­ტ­რა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ის­ტო­რი­ის, პო­ლი­ტი­კის, ეკო­ნო­მი­კი­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ.
ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მსურ­და ისე­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და მის მარ­თ­ვა­ში. რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ჩემ­თ­ვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, გულ­გ­რი­ლად დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დი ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და უსაფ­რ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს, არ გა­მო­მე­ჩი­ნა ინ­ტე­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბის მი­მართ. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩე­მი გა­ნათ­ლე­ბით და მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, შევ­ძ­ლებ წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში, მდგრად გან­ვი­თა­რე­ბა­ში, დე­მოკ­რა­ტი­ულ წინ­ს­ვ­ლა­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა­ში.
— სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის (ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სტი­პენ­დი­ე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა სა­კონ­კურ­სო საწყი­სებ­ზე ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, უშუ­ა­ლოდ, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ. შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ არის). რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი? არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
— სამ­წუ­ხა­როდ, ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ინ­გ­ლის­ში ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის არა­ნა­ი­რი სტი­პენ­დია არ არ­სე­ბობს, უფ­რო მე­ტიც, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ორ­ჯერ უფ­რო მე­ტია სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის. ამი­ტო­მაც მათ მთლი­ა­ნად ოჯა­ხი უზ­რუნ­ველ­ყოფს.
— ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლეჯ­ში, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ვინ არი­ან ისი­ნი, მოკ­ლედ მი­ამ­ბე მათ შე­სა­ხებ.
— დი­ახ, ნამ­დ­ვი­ლად ასეა, არც კი ვი­ცი, რო­მე­ლი ერ­თი და­ვა­სა­ხე­ლო. უამ­რა­ვი წამ­ყ­ვა­ნი ხე­ლო­ვა­ნი, პო­ლი­ტი­კო­სი, მეც­ნი­ე­რი, ექი­მი, ფი­ლო­სო­ფო­სი თუ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე სწავ­ლობ­და ჲCლ-ში. თა­ვის დრო­ზე, აქ მუ­შა­ობ­და და სწავ­ლობ­და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის 27 ლა­უ­რე­ა­ტი. ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი  ჯონ სტი­უ­არტ მი­ლის, უდი­დეს ფი­ლო­სო­ფოსს, ვი­სი დი­დი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლიც გახ­ლა­ვართ. ასე­ვე, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ინ­დო­ე­თის სუ­ლი­ე­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი — მა­ჰათ­მა გან­დი; ტე­ლე­ფო­ნის გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი — ალექ­სან­დერ გრე­ი­ამ ბე­ლი; კვიპ­რო­სის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი; ხა­იმ ჰერ­ცო­გი — ის­რა­ე­ლის მე­ექ­ვ­სე პრე­ზი­დენ­ტი; იაპო­ნი­ის ორი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი; კე­ნი­ის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი; ჩი­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი და ა. შ. ეს სია ძა­ლი­ან გრძე­ლია და ბევრ გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ანს მო­ი­ცავს. ჲCლ-ში გა­იც­ნეს ერ­თ­მა­ნე­თი ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი როკ-ჯგუ­ფის — Coldplay წევ­რებ­მა და შექ­მ­ნეს ბენ­დი. ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი — კრის­ტო­ფერ ნო­ლა­ნიც UCL-ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­კუ­თა­რი ფილ­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, სულ ცო­ტა, ერთ სცე­ნას მა­ინც იღებს სა­კუ­თარ ალ­მა მა­ტერ­ში. ნო­ბე­ლის ლა­უ­რე­ა­ტე­ბის გარ­და, უამ­რა­ვი სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან ჲCლ-ის აკა­დე­მი­კო­სე­ბი და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი. რამ­დე­ნი­მე აკა­დე­მი­კო­სი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი ლექ­ცი­ებ­საც მი­კითხავ­და, ბრი­ტა­ნე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მრჩე­ვე­ლია.
— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ (რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი)?
— სას­წავ­ლო პროგ­რა­მა მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მორ­გე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის ინ­ტე­რე­სებ­ზე, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის სწავ­ლის პრო­ცესს. ყო­ველ წელს არის რამ­დე­ნი­მე აუცი­ლე­ბე­ლი სა­გა­ნი: მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სტუ­დენ­ტ­მა უნ­და ის­წავ­ლოს, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, რომ ავირ­ჩი­ოთ ის საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნევთ. მა­გა­ლი­თად, მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მეს­წავ­ლა მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყ­ვან სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ლი­ტე­რა­ტუ­რა და ფი­ლო­სო­ფია, ასე­ვე ფრან­გულ ენა­ზე შე­ვის­წავ­ლე ბიზ­ნე­სი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მქონ­და არ­ჩე­უ­ლი სხვა­დას­ხ­ვა კურ­სი ის­ტო­რი­ი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­დან. გარ­და იმი­სა, რომ თით­ქ­მის ყვე­ლა ლექ­ტო­რი, ვინც ლექ­ცი­ებს გვი­კითხავს, მა­ღალ აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად. ცო­ტა ხნის წინ, უნ­გ­რე­თის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა წაგ­ვი­კითხა ლექ­ცია ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­მავ­ლის შე­სა­ხებ; ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ცნო­ბილ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მარ­ქ­სის­ტ­მა ფი­ლო­სო­ფოს­მა — სლა­ვოი ჟი­ჟეკ­მა ჩა­ა­ტა­რა ლექ­ცია ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში; გა­სულ წელს, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა ტო­ნი ბლერ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­ს­ნა ჲCლ-ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სიტყ­ვი­თაც გა­მო­ვი­და. ასე რომ, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად სტუმ­რო­ბენ ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტს.
— რა რო­ლი უჭი­რავს ინ­გ­ლის­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა ერთ-ერთ უმ­თავ­რეს როლს ას­რუ­ლებს სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ში. ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 16 ბიბ­ლი­ო­თე­კა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნე­ბის სა­ცა­ვით. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, რა­საც ხში­რად ვი­ყე­ნებთ.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით?
— სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობ. თუმ­ცა, ვი­ცი, რომ დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში და მათ მო­ცუ­ლო­ბა­ში. ბრი­ტა­ნეთ­ში მა­ღა­ლი კლა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ეს პროგ­რა­მე­ბი გათ­ვ­ლი­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბებ­ზე. პროგ­რა­მე­ბი შედ­გე­ნი­ლია ადა­მი­ა­ნის მო­რა­ლურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ფი­ზი­კურ და გო­ნებ­რივ მაქ­სი­მა­ლურ ზღვარ­ზე. ძა­ლი­ან მკაც­რად ჟღერს, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი მოქ­მე­დებს — ვინც გა­და­ლა­ხავს ყვე­ლა ამ ბა­რი­ერს, ის რჩე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი.
— გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად?
— მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მაქვს ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, იმის გა­მო, რომ მთელ ჩემს დროს სწავ­ლა­ში ვხარ­ჯავ, ვე­ღარ ვმუ­შა­ობ. არ­და­დე­გე­ბის დაწყე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, ყო­ველ­თ­ვის, თბი­ლის­ში მო­ვემ­გ­ზავ­რე­ბი, რად­გან რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი დრო გა­ვა­ტა­რო ჩემს ოჯახ­თან და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან. თუმ­ცა, გა­სულ წელს სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, მე­მუ­შა­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში ვა­ტი­კან­ში, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი — კა­რი­ე­რე­ბის სერ­ვი­სი, სა­დაც მუ­შა­ო­ბენ გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც კავ­ში­რე­ბი აქვთ ყვე­ლა წამ­ყ­ვან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, კომ­პა­ნი­ას­თან და სა­ხელ­მ­წი­ფო სექ­ტო­რებ­თან. ისი­ნი ყვე­ლა სტუ­დენტს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან შე­სა­ფე­რი­სი სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა­ში და უგეგ­მა­ვენ კა­რი­ე­რას. ასე­ვე, თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, გვიწყო­ბენ სპე­ცი­ა­ლურ სა­ღა­მო­ებს, სა­დაც მო­დი­ან წამ­ყ­ვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა, პი­რა­დად გა­ვე­სა­უბ­როთ მათ. სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ სა­ღა­მო­ზე, სა­მი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნია და­ინ­ტე­რეს­და ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რით და სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ორი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
— სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქ­მის სა­ერ­თოდ არ მაქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით წელს, რად­გან და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­ს­ზე ვარ და ვმუ­შა­ობ დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე. ამი­ტომ მთელ დროს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვა­ტა­რებ და სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ლექ­ცი­ებს ვეს­წ­რე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. არ­და­დე­გებ­ზე, თა­ვი­სუ­ფალ დროს, ვმოგ­ზა­უ­რობ, ვცდი­ლობ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი დრო გა­ვა­ტა­რო ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან, ვკითხუ­ლობ სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რას, გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ლო­სო­ფი­ურ ნაშ­რო­მებს და ვმუ­შა­ობ წიგ­ნ­ზე, რომ­ლის გა­მო­ცე­მა­საც ვგეგ­მავ ახ­ლო მო­მა­ვალ­ში. ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩოგ­ბურ­თი და თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრი­ა­ლი.
მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავ, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გა­ვაგ­რ­ძე­ლო სწავ­ლა მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხ­ზე ან ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის გან­ხ­რით. ასე­ვე დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, და­ვიც­ვა დი­სერ­ტა­ცია დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად.
სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, აუცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რად­გან ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი ქვე­ყა­ნა და მსურს მის წინ­ს­ვ­ლა­ში შე­ვი­ტა­ნო წვლი­ლი. ამი­ტომ ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­სა­ხე­ბა.
— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერ­თი გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რი. ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, და­საქ­მე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, სა­მე­ულ­ში შე­დის. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­ვე მაქვს ინ­გ­ლის­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ აქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის შე­სა­ფე­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ვი­ღებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც, რად­გან, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მსურს!
— სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რ­დებს გზა ად­ვი­ლად აერი­ოთ. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე ძნე­ლია. რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ.
— პირ­ველ რიგ­ში, ვურ­ჩევ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ემ­ზა­დონ ფი­ზი­კუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად ამ რთულ სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად. წი­ნას­წარ უნ­და იყ­ვ­ნენ მზად იმი­სათ­ვის, რომ  კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მის გა­წე­ვა მო­უ­წევთ შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.
— და­ბო­ლოს, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ასე შორს ხარ, რა გე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?
— რაც უფ­რო შორს ხარ, მით უფ­რო გე­ნატ­რე­ბა შე­ნი ქა­ლა­ქი და ქვე­ყა­ნა, ამი­ტო­მაც, რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­მოვ­დი­ვარ თბი­ლის­ში.

ესა­უბ­რა
 მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N