გამოდის 1998 წლიდან
2014-05-29
სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ახ­ლე­ბუ­რი ხედ­ვა

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

ორი წე­ლია, რაც ხოვ­ლე­ში, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უმ­ში, კულ­­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რი — მე­დი­ა­თე­კა — გა­იხ­ს­ნა, პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია ზი­ზი თორ­თ­ლა­ძე; კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი — სო­ფიო ფან­ჩუ­ლი­ძე და გო­დერ­ძი შა­რა­შია; პრო­ექ­ტის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი — ფონ­დი „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა — სა­ქარ­თ­ვე­ლო“; მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, დი­რექ­ტო­რი — გი­ვი მე­ლა­ძე; ხოვ­ლეს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი — მა­რი­ნე კო­შა­ძე, ანა ბა­ი­სო­ნაშ­ვი­ლი.
პრო­ექ­ტი „მე­დი­ა­თე­კა“ მიზ­ნად ისა­ხავ­და: მუ­ზე­უ­მის ცხოვ­რე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბას, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის მო­ზიდ­ვას, თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, მოს­წავ­ლე­ებ­ში ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რაც მო­მა­ვალ­ში მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას შე­უწყობ­და ხელს; მუ­ზე­უ­მის და­ახ­ლო­ე­ბას სკო­ლებ­თან, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან, ასე­ვე ბა­ღებ­თან. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ტარ­და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტ­თა და ხოვ­ლეს სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა ერ­თობ­ლი­ვი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი, კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, ვორ­კ­შო­პე­ბი, სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­ზე გას­ვ­ლი­თი ტუ­რე­ბი; მულ­ტი­მე­დი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით არა­ერ­თი კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. მე­დი­ა­თე­კას­თან არ­სე­ბუ­ლი არ­ტ­კ­ლუ­ბი ბავ­შ­ვებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.
პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მე­დი­ა­თე­კას ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი ეწ­ვია — მეც­ნი­ე­რე­ბი, მწერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი, სო­ცი­ო­ლო­გე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი და კი­დევ ბევ­რი სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამ შეხ­ვედ­რებ­მა მოს­წავ­ლე­ებ­ში ახ­ლის შეც­ნო­ბის სურ­ვი­ლი გა­ა­ჩი­ნა და მა­თი თვალ­სა­წი­ე­რი უფ­რო ფარ­თე გა­ხა­და. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის და უბ­რა­ლოდ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც მე­დი­ა­თე­კის, შე­სა­ბა­მი­სად მუ­ზე­უ­მის, ხში­რი სტუმ­რე­ბი გახ­დ­ნენ.
24 მა­ისს, ხოვ­ლე­ში, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უმ­ში „მე­დი­ა­თე­კის“ ორ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.
პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თეა ხორ­ბა­ლა­ძე; გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მე­რი­დი­ა­ნის“ დი­რექ­ტო­რი კა­ხა რუ­სი­ძე; კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რი გი­ვი მე­ლა­ძე; ფონ­დი „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ანი ახალ­კა­ცი; ხოვ­ლეს სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი;  პრო­ექ­ტის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა — ხოვ­ლეს სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ხოვ­ლე­ლე­ბი.
ბა­ტონ­მა კა­ხა რუ­სი­ძემ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უმს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მე­რი­დი­ა­ნის“ მი­ერ, სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თ­ვის, მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცა — მე­დი­ა­თე­კის ორ­წ­ლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ბა­ნე­რი, რო­მე­ლიც მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ი­ფი­ნე­ბა. აქ­ტი­უ­რი მე­დი­ა­თე­კე­ლე­ბის­თ­ვის და­ამ­ზა­დეს მა­ი­სუ­რე­ბი მე­დი­ა­თე­კის ლო­გო­თი.
პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ზი­ზი თორ­თ­ლა­ძემ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შე­ა­ჯა­მა და ერ­თ­გ­ვა­რი ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­რა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უწყო ხე­ლი: „ორი წლის წინ, 2012 წლის ზამ­თარ­ში, და­იწყო ჩვე­ნი პრო­ექ­ტი. ზამ­თა­რი, მით უმე­ტეს სო­ფელ­ში, ისე­თი დროა, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო პა­სი­უ­რე­ბი არი­ან. ამი­ტომ, პრო­ექ­ტის ზამ­თარ­ში დაწყე­ბა, ვფიქ­რობ, ჩვენ­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოც­და იყო — რას შევ­ძ­ლებ­დით, რას გა­ვა­კე­თებ­დით. დღეს უკ­ვე შეგ­ვიძ­ლია ხმა­მაღ­ლა გან­ვაცხა­დოთ, რომ ჩვენ ეს შევ­ძე­ლით. გო­ნივ­რუ­ლად და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა არა­სო­დეს გა­გი­ჭირ­დე­ბა, წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­მევ თავს, თუ­კი გრძნობ, რომ ამის გა­კე­თე­ბა მარ­თ­ლა შე­გიძ­ლია. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის გა­ცოცხ­ლე­ბა, ახ­ლე­ბუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა. ამ მუ­ზე­უმს ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ჰყავს, თა­ვი­ანთ საქ­მეს ყო­ველ­თ­ვის კარ­გად ას­რუ­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ სა­მუ­ზე­უ­მო ცხოვ­რე­ბას აკ­ლ­და ის რა­ღაც, რაც ნამ­დ­ვი­ლად გა­ე­ხარ­დე­ბო­და იმ ადა­მი­ანს, ვის სახლ-მუ­ზე­უმ­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით — ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს, დიდ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთ თა­ნა­და­მა­არ­სე­ბელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სი­ცოცხ­ლე ამ სიყ­ვა­რუ­ლით და­ას­რუ­ლა — ახალ­გაზ­რ­დე­ბის სი­ახ­ლო­ვე მუ­ზე­უმ­თან. დღეს ეს ტე­რი­ტო­რია სავ­სეა თქვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბით.
მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ა­თე­კა ამუ­შავ­და, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ ინ­ტერ­ნე­ტი არ გაწყ­ვე­ტი­ლა. მულ­ტი­მე­დი­ა­მაც, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით, კარ­გად იმუ­შა­ვა. პირ­ველ წელს177 ბავ­შ­ვ­მა კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი შე­ის­წავ­ლა, რაც დი­დე­ბუ­ლი საქ­მე იყო. ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს ბევ­რი რამ შევ­ძი­ნეთ, მე თვი­თონ თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე.
გვეს­ტუმ­რა ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ოღონდ წარ­მა­ტე­ბას ბევრ ფულ­თან, ლა­მაზ მან­ქა­ნას­თან თუ სახ­ლ­თან ნუ გა­ა­ი­გი­ვებთ. თქვენ შეხ­ვ­დით ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვას, რო­მელ­საც იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ ჰქონ­და, რომ გა­მო­ფე­ნა მო­ეწყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის წა­რედ­გი­ნა ის უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას და­უგ­როვ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბა­ტო­ნი ჯუმ­ბე­რი ნამ­დ­ვი­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.
არ და­მა­ვიწყ­დე­ბა ის დღე, რო­ცა პრო­ექ­ტით მი­ვე­დი ფონ­დ­ში „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა — სა­ქარ­თ­ვე­ლო“ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ ზო­გა­დი მო­ნა­ხა­ზი გვქონ­და, ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვილ­მა დაგ­ვი­ჯე­რა და მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მით ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში სხვებ­მა ბევ­რი რამ ჩვენ­ზე უკე­თე­სა­დაც გა­ა­კე­თონ, მაგ­რამ ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გით. ეს ბავ­შ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა დღეს ვერც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, თუ რა მოხ­და მათ ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ გა­ვა წლე­ბი და აქ შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მათ და­ეხ­მა­რე­ბა ახალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მო­დერ­ნი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­ში. მე ამის ძა­ლი­ან მჯე­რა.
უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც დღეს ჩვენს შე­მა­ჯა­მე­ბელ პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ეს­წ­რო. მო­დით, ხმა­მაღ­ლა ვთქვათ, რომ ჩვენ ახალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვა­შე­ნებთ.
ფილ­მი, რო­მე­ლიც მე­დი­ა­თე­კის მუ­შა­ო­ბის ერ­თ­გ­ვა­რი ან­გა­რი­შია, ცო­ტა სევ­დი­ა­ნი გა­მო­ვი­და, ალ­ბათ ეს ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მაგ­და ბი­თა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. მან ჩვე­ნი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი თან წა­ი­ღო, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უმ­ში კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.“
ანი ახალ­კა­ცი, პროექტის კოორ­დი­ნატორი: „ჩემ­თ­ვის ეს პრო­ექ­ტი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო — თა­ვი­დან ქალ­ბა­ტონ ზი­ზის ჰქონ­და ზო­გა­დი იდეა და იცო­და მი­ზა­ნი, რომ­ლის­თ­ვი­საც უნ­და მი­ეღ­წია. აქ­ტი­ვო­ბე­ბი, თუ რო­გორ უნ­და წარ­მარ­თუ­ლი­ყო მუ­შა­ო­ბა — შექ­მ­ნი­ლი­ყო მე­დი­ა­თე­კა, სა­დაც იქ­ნე­ბო­და კომ­პი­უ­ტე­რი, ინ­ტერ­ნე­ტი, ბევ­რი წიგ­ნი; სხვა უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­ეწყო, ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ი­გეგ­მა, რა­საც ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდის­თ­ვის. ხში­რად პრო­ექ­ტებ­ში წი­ნას­წარ დე­ტა­ლუ­რად არის გა­წე­რი­ლი ერ­თი წლის გეგ­მა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო არც იყოს. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით დაწყე­ბუ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე სა­უბ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბას მო­ი­ცავ­და. ასე­თი სოფ­ლის­თ­ვის, რო­მელ­შიც მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა, მე­დი­ა­თე­კამ თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის ძა­ლი­ან დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა ბავ­შ­ვებს.“
გი­ვი მე­ლა­ძე, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რი: „ეს პრო­ექ­ტი აუცი­ლებ­ლად უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს არა მარ­ტო აქ, არა­მედ ძა­ლი­ან ბევრ რა­ი­ონ­ში, ბევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ბევრ მუ­ზე­უმ­ში. ვინც ად­რე ყო­ფი­ლა ხოვ­ლეს მუ­ზე­უმ­ში, ახ­ლან­დელს თუ შე­ა­და­რებს, დღეს ეს თვი­სობ­რი­ვად სხვა მუ­ზე­უ­მია. ძა­ლი­ან დი­დია ბავ­შ­ვე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, ჩვე­ნი და­ძა­ხე­ბა აღარ სჭირ­დე­ბათ, მათ რა­ი­მეს კე­თე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა გა­უჩ­ნ­დათ. ალ­ბათ ეს არის სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე დი­დი უკუ­გე­ბა, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინ­და — სა­ხე­ზეა ბავ­შ­ვე­ბის აქ­ტი­ვო­ბა.
ძა­ლი­ან კარ­გია, რომ არ­სე­ბობს ფონ­დი, რო­მელ­მაც ასე­თი კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თა. ერ­თი თხოვ­ნა მექ­ნე­ბა, ნუ შევ­წყ­ვეტთ ამ პრო­ექტს, გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ და უფ­რო გა­ვა­ფარ­თო­ვოთ. დი­დი მად­ლო­ბა პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ქალ­ბა­ტონ ზი­ზი თორ­თ­ლა­ძეს და ქალ­ბა­ტონ სო­ფიო ფან­ჩუ­ლი­ძეს. ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ იმის­თ­ვის ვარ­სე­ბობთ, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბას და­ვუ­ტო­ვოთ რა­მე.“
თეა ხორ­ბა­ლა­ძე, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი: „სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ექ­ტი დღეს დამ­თავ­რ­და. მე­დი­ა­თე­კის ღო­ნის­ძი­ე­ბას პირ­ვე­ლად და­ვეს­წა­რი და მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, მე­ნა­ხა ვი­დე­ო­კო­ლა­ჟი და ფო­ტო­კო­ლა­ჟი — ის, რაც ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კე­თე­ბუ­ლა. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შ­ვებ­მა მი­ი­ღეს ის ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც თა­ვად ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს და მის სახლ-მუ­ზე­უმს შე­ე­ფე­რე­ბო­და. გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს შეხ­ვ­დ­ნენ და მათ­გან ბევ­რი რამ ის­წავ­ლეს. ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ეს ერ­თ­გ­ვა­რი ტრამ­პ­ლი­ნია მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის, არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩე­ვენ, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში უფ­რო ად­ვი­ლად და­იმ­კ­ვიდ­რე­ბენ ად­გილს. გა­მე­ხარ­დე­ბო­და, ეს პრო­ექ­ტი არა მარ­ტო აქ გაგ­რ­ძელ­დეს, არა­მედ რა­ი­ო­ნის სხვა სკო­ლე­ბის მი­მარ­თაც თუ გა­მო­ი­ჩენს ვინ­მე ყუ­რადღე­ბას და უფ­რო მე­ტი პრო­ექ­ტე­ბი ამუ­შავ­დე­ბა.
კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ხე­ლით, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს და ყვე­ლას, ვინც თუნ­დაც მცი­რე წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.“
ეკა მე­რე­ბაშ­ვი­ლი, ხოვ­ლეს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბით ვარ გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი. ფილმს რომ ვუ­ყუ­რებ­დით, გა­მიკ­ვირ­და, რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა გვი­ნა­ხავს, ყვე­ლა არც კი მახ­სოვ­და. ჩვენს ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან წა­ად­გა ეს პრო­ექ­ტი და მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. შე­სა­შუ­რი ენერ­გე­ტი­კა აქვთ ქალ­ბა­ტონ ზი­ზის და ქალ­ბა­ტონ სო­ფი­ოს. მათ ძა­ლი­ან უყ­ვართ ბავ­შ­ვე­ბი და ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბიც, ხე­დავთ, რო­გო­რი მად­ლი­ე­რე­ბით არი­ან გან­მ­ს­ჭ­ვა­ლულ­ნი.
ერთ-ერ­თი და­უ­ვიწყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო წიგ­ნის ბაზ­რო­ბა. ქალ­ბა­ტონ­მა ზი­ზიმ ჩვენ მოგ­ვ­ცა ვა­უ­ჩე­რე­ბი და სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თვი­თონ აგ­ვერ­ჩია სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი (ბავ­შ­ვებ­მა წი­ნას­წარ კომ­პი­უ­ტე­რით მო­ი­ძი­ეს წიგ­ნე­ბი — რო­მე­ლი უფ­რო გა­მო­ად­გე­ბო­დათ). ეს სა­ოც­რად სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი იყო და, რაც მთა­ვა­რია, შე­დეგ­ზე აისა­ხა — IX-XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი კითხუ­ლო­ბენ დო­ჩა­ნაშ­ვილს, ქარ­ჩხა­ძეს, სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას და გან­ხილ­ვებს ვაწყობთ ხოლ­მე. პი­რა­დად მე დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს.“
ანა ბა­ი­სო­ნაშ­ვი­ლი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის მეც­ნი­ე­რი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი: „ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ პრო­ექ­ტ­მა, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი ზი­ზი თორ­თ­ლა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, პირ­ვე­ლი მერ­ცხ­ლის რო­ლი ითა­მა­შა. მუ­ზე­უმ­მა ახ­ლე­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა და­იწყო. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი და სა­ერ­თოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. სო­ფე­ლი გა­ერ­თი­ან­და ამ პრო­ექ­ტის გარ­შე­მო.
მე­დი­ა­თე­კას ძა­ლი­ან კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს, ოთა­ხი აღ­ჭურ­ვი­ლია კომ­პი­უ­ტე­რით, შე­მოყ­ვა­ნი­ლია ინ­ტერ­ნე­ტი, არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს. სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რი ჩვენს ბავ­შ­ვებს გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი სოფ­ლის­თ­ვის ხელ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იყო. პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ნე­ტი სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით შე­მო­ვი­და სო­ფელ­ში.
ძა­ლი­ან დი­დია მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც. დავ­დი­ვართ გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბით მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­ში, ვა­ტა­რებთ სა­მეც­ნი­ე­რო სე­სი­ებს, ჩვენ­თ­ვის ღიაა ნე­ბის­მი­ე­რი სივ­რ­ცე. კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მხა­რე ამ პრო­ექ­ტის არის ის, რომ ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი აღარ არის იმ მუ­ზე­უმ­თა სი­ა­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს ელო­დე­ბა. დღე არ გა­ვა, რომ აქ 50-მდე ბავ­შ­ვი არ შე­მო­ვი­დეს, ასე­ვე ხში­რი სტუმ­რე­ბი გახ­დ­ნენ უფ­რო­სე­ბიც.
სი­ა­მა­ყით მინ­და ვთქვა, ამ პრო­ექ­ტ­მა მოგ­ვ­ცა ბიძ­გი და შევ­ქ­მე­ნით „პრო­ექ­ტ­ში პრო­ექ­ტი“ — „პა­ტა­რა ქარ­თ­ვე­ლე­ბი“, რო­მელ­შიც V-VII კლა­სე­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დ­ნენ, ასე­ვე უფ­როს­კ­ლა­სელ­თათ­ვის — ახალ­გაზ­რ­დუ­ლი წრე „ცოდ­ნა“. ძა­ლი­ან გვინ­და, რომ პრო­ექ­ტი გაგ­რ­ძელ­დეს. „პირ­ველ­მა მერ­ცხალ­მა“ და­უ­ვიწყა­რი რამ გა­უ­კე­თა სო­ფელს. გვი­ხა­რია, რომ ჩვენ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით ამ პრო­ექ­ტის ნავ­სა­ყუ­დე­ლი. სი­ახ­ლემ ძა­ლი­ან დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია რა­ი­ონ­ში, მო­დი­ან მუ­ზე­უ­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კერ­ძო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მე­ნე­ჯე­რე­ბი, ეც­ნო­ბი­ან ახ­ლე­ბურ ხედ­ვას და ანა­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვა­მენ.“
მა­რი­ნა ლე­ლაშ­ვი­ლი, ხოვ­ლეს სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ჩვენს სკო­ლა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვი სწავ­ლობს, თით­ქ­მის ყო­ვე­ლი მე­ო­რე. ამ ოჯა­ხე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ძნე­ლია თუნ­დაც ათი ლა­რის გა­ღე­ბა, რომ მა­თი ბავ­შ­ვი სად­მე წა­ვი­დეს, უმე­ტე­სად იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რა აჭა­მონ. ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე რომ გვყავ­და ბავ­შ­ვე­ბი, მარ­თ­ლაც უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი იყო. ასეთ გა­მო­ფე­ნა­ზე, შე­იძ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში ვე­ღარც მოხ­ვ­დ­ნენ. ასე­ვე ყვე­ლა ის ექ­ს­კურ­სია, სა­დაც და­დი­ოდ­ნენ, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის კი არა, ჩემ­თ­ვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. თუნ­დაც ის დღე, რა­ტი ამაღ­ლო­ბე­ლი რომ ჩა­მო­ვი­და, ჩემ­თ­ვის დღე­სა­წა­უ­ლი იყო, იმ­დე­ნად ახ­ლო, უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი გვქონ­და მას­თან.
სკო­ლი­დან რომ დაგ­ვი­გეგ­მია ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, ნა­ხე­ვა­რი კლა­სი ვერ მო­დის, კლა­სებს ვა­ერ­თებთ, რომ რო­გორ­მე სა­ჭი­რო თან­ხა შე­იკ­რი­ბოს. ამათ უმე­ტე­სად სწო­რედ ასე­თი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი დაჰ­ყავ­დათ. სოფ­ლის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან დი­დი რამ არის — ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი ბევრ რა­მეს ეზი­ა­რნენ. თუნ­დაც ინ­ტერ­ნე­ტი, დღე­ვან­დელ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში ხში­რად შეხ­ვ­დე­ბი მი­თი­თე­ბას — მო­ი­ძი­ეთ ინ­ტერ­ნე­ტით. რო­გორ უნ­და მო­ი­ძი­ონ, სო­ფელ­ში 1-2 ოჯახს თუ აქვს ინ­ტერ­ნე­ტი. მო­დი­ან მე­დი­ა­თე­კა­ში და აქ მუ­შა­ო­ბენ. უზო­მოდ მად­ლი­ე­რე­ბი ვართ, ასე­თი კარ­გი პრო­ექ­ტი რომ გა­კეთ­და.“
ლე­ვან ბა­ი­სო­ნაშ­ვი­ლი,XI კლა­სი, მუ­ზე­უმ­თან არ­სე­ბუ­ლი მო­ზარდ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს „ცოდ­ნა“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „ორი წლის წინ, მუ­ზე­უმ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­ექ­ტის და­არ­სე­ბამ დი­დი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია. ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცის მეშ­ვე­ო­ბით, ჩვენ­თ­ვის ბევ­რი რამ გახ­და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. ჩვე­ნი საბ­ჭოს წევ­რე­ბი, სა­დაც 19 უფ­როს­კ­ლა­სე­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით პრო­ექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, არა­ერ­თი ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა მოგ­ვიწყ­ვია.
ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­ვიხ­სე­ნებ ჩვე­ნი აწ გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლი მე­გობ­რის, მაგ­და ბი­თა­ძი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­ღა­მოს, რო­მე­ლიც მი­სი ბო­ლო და­ბა­დე­ბის დღე იყო. მა­ლე მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ორ­მო­ცე დღე იქ­ნე­ბა და ამ დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვამ­ზა­დებთ.
მად­ლო­ბას ვუხ­დი პრო­ექ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი დღე­სას­წა­უ­ლი გვა­ჩუ­ქეს — ქალ­ბა­ტონ ზი­ზი თორ­თ­ლა­ძეს, ქალ­ბა­ტონ სო­ფიო ფან­ჩუ­ლი­ძეს და ჩემს მე­გო­ბარ გო­დერ­ძი შა­რა­ში­ას.“
ეთერ ჯა­ნა­ნაშ­ვი­ლი, VII კლა­სი: „მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ა­თე­კა­ში და­ვიწყე სი­ა­რუ­ლი, უამ­რა­ვი ახა­ლი რამ გა­ვი­გე. ერ­თხელ ქალ­ბა­ტონ­მა ზი­ზიმ გვითხ­რა, რომ ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­დო­და პო­ე­ტი რა­ტი ამაღ­ლო­ბე­ლი. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და გა­დავ­წყ­ვი­ტე, მეს­წავ­ლა მი­სი ერთ-ერ­თი ლექ­სი. ის ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი პო­ე­ტია. რა­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გვე­სა­უბ­რა, გა­და­ვი­ღეთ სუ­რა­თე­ბი. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, მი­სი ლექ­სე­ბი რომ წა­ვუ­კითხეთ. ეს დღე არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა.“
ნა­ზი ხა­თაშ­ვი­ლი,VII კლა­სი: „მე-5 კლას­ში ვი­ყა­ვი. ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ო­დი, ცი­ო­და, შემ­ხ­ვ­და მა­რი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და მითხ­რა, მუ­ზე­უმ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბაა, წა­მო­დიო. წავ­ყე­ვი. იქ სხვა სკო­ლე­ბი­და­ნაც იყ­ვ­ნენ მო­სუ­ლე­ბი. გა­ვი­ცა­ნით ქალ­ბა­ტო­ნი ზი­ზი თორ­თ­ლა­ძე და ბა­ტო­ნი გო­დერ­ძი შა­რა­შია. მა­შინ გა­ვი­გეთ, რომ მე­დი­ა­თე­კა იხ­ს­ნე­ბო­და.
ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვეს­წ­რე­ბო­დი და ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დი, მა­გა­ლი­თად, ვის­წავ­ლე თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბა, თი­ხის და­მუ­შა­ვე­ბა, ორი­გა­მას გა­კე­თე­ბა და სხვ. მო­დი­ოდ­ნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­ხა­რო­და, რად­გან, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვე­კითხე­ბო­დი. ვი­გებ­დი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს. გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რ­და ბა­ტო­ნი ჯუმ­ბერ ლე­ჟა­ვა, ან­სამ­ბ­ლი „ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი“, ჯგუ­ფი „ხრი­დო­ლი“, მწე­რა­ლი ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლი. სხვე­ბიც მო­მე­წო­ნენ, მაგ­რამ ეს ოთხი შეხ­ვედ­რა კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რ­და. მად­ლო­ბე­ლი ვარ მე­დი­ა­თე­კის, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და იმე­დი მაქვს, კი­დევ ვის­წავ­ლი.“
მა­რი­ამ ყუ­რაშ­ვი­ლი, VII კლა­სი: „მე­დი­ა­თე­კამ უამ­რა­ვი რამ შემ­მა­ტა. და­უ­ვიწყა­რი იყო ექ­ს­კურ­სია თბი­ლის­ში, ნი­კო ფი­როს­მა­ნის გა­მო­ფე­ნა­ზე. მუზეუმში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი ვნა­ხეთ. რო­დე­საც დავ­ბ­რუნ­დი თი­თო­ე­ულ ცნო­ბილ მხატ­ვარ­ზე და ნა­ხატ­ზე ინ­ტერ­ნე­ტით შე­ვაგ­რო­ვე ინ­ფორ­მა­ცია, რაც ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო.
მე­დი­ა­თე­კა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი წიგ­ნია. ბავ­შ­ვებს გვიყ­ვარს კითხ­ვა, მე­დი­ა­თე­კა ამა­ში ხელს გვიწყობს.
ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხატ­ვა, მე­დი­ა­თე­კამ კი­დევ უფ­რო შე­მაყ­ვა­რა. აქ მოწ­ვე­ულ­მა მხატ­ვ­რებ­მა ხატ­ვა შეგ­ვას­წავ­ლეს და კი­დევ უფ­რო შეგ­ვაყ­ვა­რეს. ვის­წავ­ლე თე­ქის და­მუ­შა­ვე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. თე­ქის­გან მძი­ვებს და სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თებს ვამ­ზა­დებთ. გვას­წავ­ლეს ორი­გა­მას დამ­ზა­დე­ბა, რაც ჩემ­თ­ვის აღ­მო­ჩე­ნა იყო. ორი­გა­მაც ისე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორც თე­ქა.
არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა ის დღე, რო­ცა ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­დან ბოლ­ქ­ვა­ძე გვეს­ტუმ­რა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია და მას­თან სა­უ­ბა­რი სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. წაგ­ვი­კითხა რამ­დე­ნი­მე მოთხ­რო­ბა, გაგ­ვახ­სე­ნა რამ­დე­ნი­მე მწე­რა­ლი და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ მოგ­ვიყ­ვა.
მე­დი­ა­თე­კა­ში უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა გვქონ­და. წი­ნას­წარ კარ­გად ვემ­ზა­დე­ბო­დით, ვკითხუ­ლობ­დით ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო წიგნს, ვეც­ნო­ბო­დით ათას­გ­ვარ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ძა­ლი­ან ბევ­რი ცოდ­ნა შე­ვი­ძი­ნე, ამის­თ­ვის მე­დი­ა­თე­კის მად­ლო­ბე­ლი ვარ.“


***
პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბა ალ­ბათ ის არის, რომ დღეს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი ხოვ­ლელ­თა თავ­შეყ­რის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი გახ­და. მუ­ზე­უმს თით­ქოს მე­ო­რე სუნ­თ­ქ­ვა გა­ეხ­ს­ნა. მი­სი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მი­ა­ნო­ბას ახ­ლე­ბუ­რად უყუ­რე­ბენ და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტ­სა თუ პროგ­რა­მას გეგ­მა­ვენ.

25-28(942)N