გამოდის 1998 წლიდან
2016-02-18
„პირ­და­პი­რი ინ­ვე­ს­ტი­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალ­ში“ 14-მილიონიანი პრო­ექ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბისთვის


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, „ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ ფი­ნან­სუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს.
14 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის (MCC) 140 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ერთ-ერთ კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს და მიზ­ნად ისა­ხავს STEM პრო­ფე­სი­ე­ბის — სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, მა­თე­მა­ტი­კის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის VII-XII კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა, ასე­ვე სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზით სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და სკო­ლის მარ­თ­ვის ხა­რის­ხის დახ­ვე­წას.
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ეს არის ამე­რი­კის მხრი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს დახ­მა­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა, რად­გან 140-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გრან­ტი პირ­და­პი­რი ინ­ვე­ს­ტი­ციაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალ­ში.
ვიდ­რე პრო­ექ­ტის კონ­კ­რე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ვალთ, მკითხ­ველს გა­ვაც­ნობთ რა­ტომ შე­ირ­ჩა STEM პრო­ფე­სი­ე­ბი და რა­ტომ ჩა­დო მი­ლე­ნი­უ­მის კორ­პო­რა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ინ­ვეს­ტი­ცია. STEM — 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტერ­მი­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ურ, სა­ინ­ჟინ­რო, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო დარ­გებს აერ­თი­ა­ნებს. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ეპო­ქა­ში კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ახალ­გაზ­რ­დებ­მა მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ ტექ­ნი­კურ დარ­გებ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში STEM სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე მოთხოვ­ნა უფ­რო და უფ­რო იზ­რ­დე­ბა, ბბC-ის მი­ერ ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, ელექ­ტ­რუ­ლი ინ­ჟინ­რე­ბი, ბი­ო­ქი­მი­კო­სე­ბი და პროგ­რა­მის­ტე­ბი მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის სი­ა­ში მო­წი­ნა­ვე რი­გებს იკა­ვე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დი­ან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მა­გა­ლით­ზე, რო­გორ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ზო­გა­დად სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ელექ­ტ­რუ­ლი ინ­ჟინ­რის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის­გან — 27 195 ევ­რო/ 43 711 ევ­რო. მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა აშშ-ში, სა­დაც STEM ფა­კულ­ტე­ტე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ზე დი­დი მოთხოვ­ნაა. მათ უდი­დე­სი წვლი­ლი შე­აქვთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­დაწყ­ვი­ტა ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში SSTEM დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მათ შო­რი­საა სან დი­ე­გოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრო­ექ­ტიც.
პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში“ გა­ი­მარ­თა, სა­დაც მხა­რე­ებ­მა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მაგ­და მაღ­რა­ძე, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლე ფა­ტემ სუ­მა­რი და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.
სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პროფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექტს მაგ­და მაღ­რა­ძე ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს აქ­ტი­ვო­ბას უწო­დებს, რო­მელ­საც ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეცნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.
„კომ­პაქ­ტი გახ­ლავთ ხუთ­წ­ლი­ა­ნი გრან­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხა­რემ 2013 წელს მი­ი­ღო.ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში STEM დარ­გებ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა სკო­ლი­დან იწყე­ბა. თუ სკო­ლა­ში არ გვექ­ნე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სწავ­ლა- სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ძა­ლი­ან რთუ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რის აღ­ზ­რ­და. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, მა­თე­მა­ტი­კის, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის, ისტ-ის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი  გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნას, ხო­ლო სკო­ლის მარ­თ­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.
აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს, მო­მა­ვა­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტრე­ნინ­გი და აქ­ტი­ვო­ბა­ ჩა­ვა­ტა­როთ, რაც ჩვენს პე­და­გო­გებს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ას, ამე­რი­კის მთავ­რო­ბას და ამე­რი­კელ ხალხს იმ მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სთა­ვა­ზო­ბენ. ისი­ნი ჩვე­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან“.
პრო­ექ­ტის მიზ­ნის  — STEM პრო­ფე­სი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა, ასე­ვე სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზით სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სკო­ლის მარ­თ­ვის ხა­რის­ხის დახ­ვე­წა — მი­საღ­წე­ვად, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ საგ­ნებ­ში გა­დამ­ზად­დე­ბა 20 ათასამდე მას­წავ­ლე­ბე­ლი და ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, გარ­და ამი­სა, მომ­ზად­დე­ბა სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის 2000-ზე მე­ტი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხელს შე­უწყობს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვას, ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზრდას, სატ­რე­ნინ­გო მა­სა­ლე­ბი­სა და სა­ჭი­რო რე­სურ­სის შექ­მ­ნას. პრო­ექ­ტი 2016 წლის იან­ვარ­ში და­იწყო და 2019 წლის ზაფხულ­ში დას­რულ­დე­ბა.
პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ხელს შე­უწყობს მას­წავ­ლებ­ლებს, ჩა­ერ­თონ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში. შე­დე­გად, ისი­ნი სა­ჭი­რო კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბას და მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ნაც­ვ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ, რაც მათ ხელ­ფა­სებ­ზე აისა­ხე­ბა.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე: „კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მ­დე­ბა, ხელს შე­უწყობს მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას, და დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბელს გა­დამ­ზა­დე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ესა­ჭი­რო­ე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ის ამ საქ­მე­ში მარ­ტო არ იყოს და ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მხრი­დან, რაც დღე­ი­სათ­ვის სა­ხე­ზეა და ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. ქვე­ყა­ნა ახორ­ცი­ე­ლებს რე­ფორ­მას, რო­მელ­მაც მთლი­ა­ნად უნ­და შეც­ვა­ლოს პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის, შე­ფა­სე­ბის აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი გზე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვა­ნია, ამ პრო­ცეს­ში გყავ­დეს ისე­თი გა­მოც­დი­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი, რო­გო­რიც ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დია. შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ წარ­მა­ტე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი უჭი­რავს პროგ­რა­მის უშუ­ა­ლო გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელს — „მას­წავ­ლე­ბელ­თა სახლს“, რო­მელ­მაც უკ­ვე კო­ლო­სა­ლუ­რი სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლა იმის­თ­ვის, რომ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.
ეს არის ერთ-ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, მას­წავ­ლებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ და­აგ­რო­ვონ კრე­დი­ტე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პროგ­რა­მა მათ შემ­დეგ კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, სა­დაც უკე­თე­სი ხელ­ფა­სი ელო­დე­ბათ. ამი­ტომ, რა კუთხი­თაც არ უნ­და შევ­ხე­დოთ ამ პრო­ექტს, ყო­ველ­მ­ხ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და, უფ­რო მე­ტიც, გა­და­უ­დე­ბე­ლია. რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში უნ­და დავ­ძ­ლი­ოთ ის ხარ­ვე­ზე­ბი, რაც სის­ტე­მა­ში ამ კუთხით გვაქვს და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბი.
წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა ადა­მი­ანს, დაწყე­ბუ­ლი სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რომ­ლით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბით. კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ჩვენს პარ­ტ­ნი­ო­რებს, დამ­ფი­ნან­სებ­ლებს იმის­თ­ვის, რომ ფეხ­და­ფეხ მოგ­ვ­ყ­ვე­ბი­ან რე­ფორ­მის გზა­ზე. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას.“
ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ექ­ტი იმი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ „ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­სა და სკო­ლის სის­ტე­მა­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ასე­ვე, ცენ­ტ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც (რად­გან ცენ­ტ­რი პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციაა), მათ შო­რის, სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი­სა და მე­ნე­ჯე­რე­ბი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით“.

რა კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა პრო­ექ­ტი, რა ეტა­პებს გა­ივ­ლი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბი და რო­გორ აპი­რებს სა­ხელ­მ­წი­ფო აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას — ამ სა­კითხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ სა­უბ­რობს მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ირი­ნა აბუ­ლა­ძე:
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბე­ბის მი­ერ 2013 წელს გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხ­მე­ბის, ე.წ. 140-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კომ­პაქ­ტის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რას სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით — რო­გორც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებ­ში. ყვე­ლა­ზე დი­დი აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლია ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, ტექ­ნი­კუ­რი სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე უნ­და აისა­ხოს. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ამი­ტომ იგეგ­მე­ბა რო­გორც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ასე­ვე დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და სკო­ლის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა — მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ კო­ლე­გებს ეხ­მა­რე­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

— რა­ტომ იწყე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა მეშ­ვი­დე კლა­სი­დან და არა უფ­რო და­ბა­ლი კლა­სები­დან?
— ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ეროვ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს რო­მელ კლას­ში რა სა­გა­ნი უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს და რა შე­დე­გებ­ზე უნ­და გა­ვი­დეს მოს­წავ­ლე. სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, მეშ­ვი­დე კლა­სი­დან იწყე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი პირ­ვე­ლი-მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბია, სა­დაც ჯერ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით ვიწყებთ, შემ­დეგ ნელ-ნე­ლა გა­დავ­დი­ვართ სა­გან­ზე. პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის, 2013 წელს, უცხო­უ­რი, კერ­ძოდ, გერ­მა­ნუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია იყო და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც პრო­ექ­ტის დი­ზა­ინ­ზე იმუ­შა­ვა. რა თქმა უნ­და, ის გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­ვი­ზი­ა­რეთ, რაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ჯიპ­რა­ი­დის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია USAID-ის და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პროგ­რა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­თე­მა­ტი­კი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ანუ ეს ინ­ტერ­ვენ­ცია უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. პი­ლო­ტი­რე­ბის ეტა­პი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და შე­დე­გე­ბიც სა­ხე­ზეა. ამი­ტომ, ლო­გი­კუ­რი ბმა რომ ყო­ფი­ლი­ყო, და ვი­ნა­ი­დან, ძი­რი­თა­დად, ეს საგ­ნე­ბი მეშ­ვი­დე კლა­სი­დან შე­დის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში (მა­გა­ლი­თად, მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი), შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნი­ეს, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლად მეშ­ვი­დე-მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ბის, ანუ სა­ბა­ზო-სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა.

— იქო­ნია თუ არა გავ­ლე­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის არ­ჩე­ვან­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის ცუდ­მა შე­დე­გებ­მა და ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნილ­მა მოს­წავ­ლე­თა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლებ­მა?
— სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არის ჩვენ­თ­ვის ერთ-ერ­თი ინ­დი­კა­ტო­რი, თუ სად ვიმ­ყო­ფე­ბით მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჭრილ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს მსგავ­სი შე­ფა­სე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. შე­დე­გე­ბი ნამ­დ­ვი­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ მოს­წავ­ლე­თა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლია. თუმ­ცა, ისიც უნ­და ვთქვათ, რომ დი­ნა­მი­კა, ნელ-ნე­ლა, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ მი­დის, მაგ­რამ ეს არ არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ის ტემ­პი, რა­საც ვი­სურ­ვებ­დით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ კომ­პაქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, ასე­ვე, ახორ­ცი­ე­ლებს ერთ-ერთ კომ­პო­ნენტს  ტექ­ნი­კუ­რი, ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბე­ბიც, რომ ეტა­პობ­რი­ვად ვნა­ხოთ, სამ-ოთხ წე­ლი­წად­ში, რო­გორ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებს, ერ­თი ხე­ლის მოს­მით ვერ ვიტყ­ვით, რომ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გვაქვს. ორი წლის წინ მე­დია აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და, რომ ფი­ზი­კის პე­და­გო­გე­ბის მხო­ლოდ სამ­მა პრო­ცენ­ტ­მა შეძ­ლო მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვრის გა­და­ლახ­ვა, მაგ­რამ გა­სულ წელს სუ­რა­თი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა — და­ახ­ლო­ე­ბით, 30-მა პრო­ცენ­ტ­მა გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა. ერ­თი რამ ცხა­დია, მას­წავ­ლე­ბელს, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, რომ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, რე­ა­ლუ­რად, პრაქ­ტი­კა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

— ჩარ­თუ­ლია თუ არა ამ პრო­ექ­ტ­ში ყვე­ლა მოქ­მე­დი პე­და­გო­გი, მათ შო­რის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და რე­ა­ლუ­რად რო­დის და­იწყე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი?
— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრო­ექ­ტი STEM პრო­ფე­სი­ე­ბის ყვე­ლა მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი, სხვა საგ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ობას. უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის არი­ან მოწ­ვე­უ­ლი, ზო­გა­დად, კონ­სულ­ტი­რე­ბას გაგ­ვი­წე­ვენ ცენ­ტ­რის უფ­რო ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ყვე­ლა სა­გან­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ტრე­ნინ­გებს. ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი კი, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან.
რაც შე­ე­ხე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლა იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტ­ში და მათ­თ­ვის — რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ისე დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის — მა­სა­ლე­ბი მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­და­ი­თარ­გ­მ­ნე­ბა. ტრე­ნინ­გე­ბის დროს, სა­დაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, გა­მო­ვი­ყე­ნებთ ბი­ლინ­გ­ვურ — ორე­ნო­ვან — მიდ­გო­მას.
ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე­ე­ტა­პი­ა­ნია. პირ­ველ ეტაპ­ზე და­ვიწყებთ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბით და შემ­დეგ საგ­ნობ­რივ უნა­რებ­ზე გა­და­ვალთ — სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვი და­ფარ­ვა იქ­ნე­ბა ისე­ვე, რო­გორც დი­რექ­ტო­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შია.
თუმ­ცა, მო­დუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც პრო­ექ­ტი მას­წავ­ლებ­ლებს შეს­თა­ვა­ზებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გამ­ჭო­ლი თე­მა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სია. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი ფო­კუ­სი მოს­წავ­ლეა. მას­წავ­ლე­ბელს იმა­ში უნ­და და­ვეხ­მა­როთ, რომ მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ა­ტა­როს. ძა­ლი­ან რთუ­ლი მი­სიაა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, დაძ­ლე­ვა­დი და თან აუცი­ლე­ბე­ლი.
სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრე­ნინ­გე­ბი სექ­ტემ­ბ­რი­დან და­იწყე­ბა და 2019 წლის ზაფხუ­ლამ­დე გას­ტანს.

— რო­გორ მოხ­დე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა?
— უკ­ვე ორი წე­ლია, რაც ცენ­ტ­რი, დი­რექ­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინგ-მო­დუ­ლებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ვორ­ქ­შო­პებს ახორ­ცი­ე­ლებს, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა უფ­რო ჰო­ლის­ტი­კუ­რი მიდ­გო­მაა, ანუ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უფ­რო სის­ტე­მუ­რი გზის და­გეგ­მ­ვა. მო­მა­ვა­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­რექ­ტო­რებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ინ­ტენ­სი­უ­რი წვრთნა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, დაწყე­ბუ­ლი ფი­ნან­სურ-ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რის, რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის გა­დამ­ზა­დე­ბით. არა­ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ დი­რექ­ტო­რი მე­ნე­ჯე­რია, მაგ­რამ ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რი არ არის, სას­წავ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რია და, შე­სა­ბა­მი­სად, იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა უზ­რუნ­ველ­ყოს (ფი­ზი­კუ­რი მოწყო­ბით დაწყე­ბუ­ლი, გაკ­ვე­თი­ლის და მას­წავ­ლებ­ლის ხელ­შეწყო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი), თა­ვად კარ­გად უნ­და ერ­კ­ვე­ო­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­სა და პე­და­გო­გი­კის სა­კითხებ­ში. აუცი­ლებ­ლად უნ­და იცო­დეს, რას ნიშ­ნავს კარ­გი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გა­დამ­ზა­დე­ბა სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვად წა­რი­მარ­თე­ბა. იმის­თ­ვის, რომ დი­რექ­ტო­რე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცესს არ მო­ვაც­დი­ნოთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ იმას, რომ კურ­სე­ბი, ძი­რი­თა­დად, არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში შევ­თა­ვა­ზოთ, რაც მთა­ვა­რია — სკო­ლებ­თან ახ­ლოს. და­ახ­ლო­ე­ბით, 6-ზე მე­ტი წერ­ტი­ლი იქ­ნე­ბა, სა­დაც დი­რექ­ტო­რე­ბი დაჯ­გუფ­დე­ბი­ან, ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ვფიქ­რობთ, ამით მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუწყობთ ხელს დი­რექ­ტო­რე­ბის ად­გი­ლებ­ზე დარ­ჩე­ნას.

— ვინ იქ­ნე­ბი­ან ტრე­ნე­რე­ბი?
— უახ­ლო­ე­სი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­ვაცხა­დებთ ტრე­ნერ­თა შე­სარ­ჩევ კონ­კურსს. მარ­თა­ლია, ცენტრს საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ტრე­ნე­რე­ბი ჰყავს, რომ­ლებ­თა­ნაც დი­დი ხა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლობს, მაგ­რამ, რად­გან, ასე ვთქვათ, უფ­რო მა­ღალ სტან­დარ­ტ­ზე გა­დავ­დი­ვართ, სა­დაც ხა­რისხს მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ტრე­ნერ­თა კონ­ტინ­გენ­ტ­საც უნ­და გა­დავ­ხე­დოთ და გა­და­ვამ­ზა­დოთ. ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის შექ­მ­ნა­სა და ჩა­ტა­რე­ბა­ში უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბი გაგ­ვი­წე­ვენ დახ­მა­რე­ბას. მსურ­ვე­ლებ­ზე შეზღუდ­ვა არ გვექ­ნე­ბა. ტრე­ნერ­თა მომ­ზა­დე­ბის ორ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ვფიქ­რობთ: ერ­თი — უკ­ვე გა­მოც­დი­ლი ტრე­ნე­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა; მე­ო­რე — ახა­ლი ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის გარ­და, ტრე­ნე­რებ­თან შე­იძ­ლე­ბა სხვა პრო­ვა­ი­დე­რებ­მაც ითა­ნამ­შ­რომ­ლონ. ტრე­ნე­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც  არ აქვთ გა­მოც­დი­ლე­ბა ან ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, მომ­ზა­დე­ბის უფ­რო გრძელ გზას გა­ივ­ლი­ან; ისი­ნი კი, ვი­საც ცენ­ტ­რ­თან ან სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რივ პრო­ვა­ი­დერ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ — უფ­რო მოკ­ლე გზას. თუმ­ცა, ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­ივ­ლის შერ­ჩე­ვას, გა­დარ­ჩე­ვას და გა­დამ­ზა­დე­ბას.

— მოხ­დე­ბა თუ არა პრო­ცე­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და რო­გორ?
— პირ­ველ ეტაპ­ზე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ივ­ლი­ან ზო­გა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურსს, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნობ­რი­ვი სპე­ცი­ფი­კის სა­კითხა­ვი მა­სა­ლა, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი თუ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რა. ამის შემ­დ­გომ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან სა­გაკ­ვე­თი­ლო წი­აღ­ში. ჩვენ მო­ნი­ტო­რინგს კი არ გა­ვუ­წევთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ფეხ­და­ფეხ მივ­ყ­ვე­ბით საკ­ლა­სო ოთახ­ში, რა­თა ვნა­ხოთ, რა და რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეს მათ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ანუ  ტრე­ნინ­გე­ბი თუ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სე­ბი, რე­ა­ლუ­რად, რო­გორ აისა­ხა მათ პრაქ­ტი­კა­ზე. მთა­ვა­რი სწო­რედ ეს არის. ტრე­ნინ­გი და კონ­ფე­რენ­ცია კარ­გია, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ კლას­ში, ად­გილ­ზე შე­იც­ვა­ლოს რა­მე. ასე­თი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, დავ­გეგ­მავთ შემ­დ­გომ ინ­ტერ­ვენ­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თვე­ში ერ­თხელ ან სამ თვე­ში ერ­თხელ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, სას­წავ­ლო ვორ­ქ­შო­პე­ბის ან სე­მი­ნა­რე­ბის სა­ხით. ესეც რე­გი­ო­ნუ­ლი პრინ­ცი­პით მოხ­დე­ბა.

25-28(942)N