გამოდის 1998 წლიდან
2016-02-25
ყვე­ლა პრო­ექ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მო­მა­ვალ­შიც უწყ­ვე­ტად გაგ­რ­ძელ­დე­ბა

ზო­გად და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­სულ წელს
გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და
პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის
მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე

— ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, 2015 წელს თქვენ პე­და­გო­გე­ბის წე­ლი უწო­დეთ და აღ­ნიშ­ნეთ, რომ „ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ გა­და­საჭ­რე­ლი დაგ­ვ­რ­ჩა, უნ­და გა­დავ­ჭ­რათ აუცი­ლებ­ლად ერ­თად იმი­ტომ, რომ პე­და­გოგს დას­ჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან რე­ა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა, პრო­ფე­სი­ას დას­ჭირ­დე­ბა და­ფა­სე­ბა“. მარ­თ­ლაც, 2015 წე­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ბევ­რი სი­ახ­ლით და­იწყო და მათ­თ­ვის ახა­ლი სქე­მის და­ნერ­გ­ვა ყვე­ლა­ზე სენ­სი­ტი­ურ თე­მად იქ­ცა. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ე.წ. „პე­და­გო­გის“ წელს?
— 2015 ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვის წე­ლი იყო. რე­ა­ლუ­რად 2013-14 წლებ­ში და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვიწყეთ. წი­ნა წლებ­ში სის­ტე­მა სრუ­ლად შე­ვა­ფა­სეთ და შე­ვი­მუ­შა­ვეთ სტრა­ტე­გია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მუ­შა­ო­ბას ვაგ­რ­ძე­ლებთ. სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებ­საც ვგუ­ლის­ხ­მობ, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბაა. ამ სის­ტე­მა­ში მო­ვაქ­ცი­ეთ პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის სა­კითხე­ბი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი­დან დაწყე­ბუ­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის და მა­თი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე ბევ­რად ეფექ­ტუ­რია. ამ სის­ტე­მა­ში მო­ვაქ­ცი­ეთ სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კაც, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის და­რე­გუ­ლი­რე­ბის გა­რე­შე, რე­ფორ­მის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია.
სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­მო­ყო და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი სახ­ს­რე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა ანაზღა­უ­რე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც, ახა­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, სამ ეტა­პად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა: 2015-2016 სას­წავ­ლო წელს მას­წავ­ლებ­ლის სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი 2-ჯერ გა­იზ­რ­დე­ბა და, არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბით, 34%-ით მო­ი­მა­ტებს. მომ­დევ­ნო ზრდა 2016-2017 სას­წავ­ლო წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­შუ­ა­ლო ანაზღა­უ­რე­ბას გა­უ­თა­ნაბ­რ­დე­ბა, ხო­ლო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ბევ­რად გა­და­ა­ჭარ­ბებს.

— რო­მე­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან და პრო­ექ­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? ან რი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და?
— სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის ყვე­ლა პრო­ექ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მო­მა­ვალ­შიც უწყ­ვე­ტად გაგ­რ­ძელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ტი­ვო­ბებს, რო­გორც ზო­გად, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.
მსოფ­ლიო ბან­კის ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ზე ოჯა­ხის წლი­უ­რი და­ნა­ხარ­ჯი 60%-ით შემ­ცირ­და. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრო­ექ­ტი — 2013 წლი­დან დღემ­დე, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს და კერ­ძო სკო­ლის გარ­კ­ვე­ულ კონ­ტინ­გენტს 35 მლნ ლარ­ზე მე­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 12 მი­ლი­ო­ნამ­დე სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და რვე­უ­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ამ სას­წავ­ლო წელ­საც, სა­მი­ნის­ტ­რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე მოს­წავ­ლე უზ­რუნ­ველ­ყო. უფა­სო სას­კო­ლო ავ­ტო­ბუ­სე­ბის პროგ­რა­მის შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 95%-ს აჭარ­ბებს. 2015 წლი­სათ­ვის პროგ­რა­მა­ში 1150 სა­ჯა­რო სკო­ლა ჩა­ერ­თო და ავ­ტო­ბუ­სე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სით 60 000-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე სარ­გებ­ლობს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ად­გი­ლებ­ში მყო­ფი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან სრუ­ლად არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბით. 2013-2015 წლებ­ში, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფე­ბი­დან ექ­ს­ტერ­ნა­ტის გა­მოც­დე­ბი 36-მა დაძ­ლია, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი — 16-მა, ხო­ლო ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი — 8 მსჯავ­რ­დე­ბულ­მა და ბრალ­დე­ბულ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მა­თი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, 2013-დან 2015 წლის ჩათ­ვ­ლით, სა­ხელ­მ­წი­ფომ 318 000 ლა­რი გა­მო­ყო, რაც გა­ლე­ლი პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მი­ნის­ტ­რომ  წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა სკო­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცი­აც. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მე­წარ­მე­ო­ბის სა­კითხე­ბის შე­ტა­ნა რო­გორც ზო­გა­დი, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე, რაც წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. თუმ­ცა, სი­ახ­ლეა და ყუ­რადღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს. ვფიქ­რობ, ეს კომ­პო­ნენ­ტი და­სახ­ვე­წი და გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვე­ბი გვაქვს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით. სკო­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე, მო­წეს­რიგ­და  პე­და­გოგ­თან, დამ­ხ­მა­რე პერ­სო­ნალ­თან, რე­სურ­სებ­თან და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საკ­ვან­ძო სა­კითხე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მო­ვემ­სა­ხუ­როთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­სა და სტუ­დენ­ტებს.
ევ­რო­კავ­ში­რის სა­ბი­უ­ჯე­ტო დახ­მა­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია. სა­ხელ­მ­წი­ფო დღეს სრუ­ლად აფი­ნან­სებს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. შე­იც­ვა­ლა და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა. სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, დამ­საქ­მებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, შე­მუ­შავ­და და დამ­ტ­კიც­და ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი. სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზად­და მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლის და­ნერ­გ­ვაც უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს და 2017 წლი­დან სრუ­ლად გა­და­ვალთ მო­დუ­ლურ სწავ­ლე­ბა­ზე. ამი­სათ­ვის მო­წეს­რიგ­და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, გა­და­ი­ა­რაღ­და სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი. წი­ნა პლან­ზე წა­მო­ი­წია პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კა. მიმ­დი­ნა­რე­ობს ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფუძ­ნე­ბის პრო­ცე­სი. ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ვას­წა­რით ახა­ლი კა­ნო­ნის პარ­ლა­მენ­ტ­ში შე­ტა­ნა, რომ­ლი­თაც უნ­და დას­რულ­დეს დაწყე­ბუ­ლი რე­ფორ­მა, აღ­მო­იფხ­ვ­რას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჩი­ხე­ბი და ა.შ.
სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ათო­ბით სხვა პრო­ექ­ტი, ყვე­ლას ჩა­მოთ­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­ებ­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის, ლი­დე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის სა­მი­ნის­ტ­რო ახორ­ცი­ე­ლებს სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბის პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის, მათ შო­რის, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბით გაგ­ზავ­ნას უცხო­ე­თის სას­წავ­ლო ცენ­ტ­რებ­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში. პროგ­რა­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, 2013-2015 წლებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფომ  3 165 000 ლა­რი გა­მო­ყო. სა­მი­ნის­ტ­რო უზ­რუნ­ველ­ყოფს ასე­ვე ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­დებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 2015 წელს გა­და­იჭ­რა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის პრობ­ლე­მაც, რო­მე­ლიც კლას­კომ­პ­ლექ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ხელ­შეწყო­ბით, მომ­ზად­და „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის“ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი.
სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ სრუ­ლა­დაა შეს­წავ­ლი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ხუთ­წ­ლი­ა­ნი გეგ­მა. აშშ-ის ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში, და­გეგ­მი­ლია 100-მდე სა­ჯა­რო სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტი 54 მლნ აშშ დო­ლა­რია. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რეობს გამ­ყო­ფი ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სიც.

— რა სა­ხის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში?
— 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას სა­მი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით: უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სა­მეც­ნი­ე­რო კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ერ­თი­ან ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს­თან ინ­ტეგ­რა­ცია და მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მოკ­ლედ მო­გახ­სე­ნებთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის შე­სა­ხებ.
რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2010 წელს სსიპ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დიდ ნა­წილს შე­ეც­ვა­ლა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი და ისი­ნი შე­უ­ერ­თ­და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, თუმ­ცა ამ შე­ერ­თე­ბას, ძი­რი­თა­დად, მე­ქა­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი ვერ მოგ­ვ­ცა. არ არ­სე­ბობ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი იმი­სათ­ვის, რომ მომ­ხ­და­რი­ყო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩარ­თ­ვა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში — მარ­თ­ვა­ში, სწავ­ლე­ბა­სა და დოქ­ტო­რან­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის, მო­მა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში. სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და მა­თი პერ­სო­ნა­ლი, მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, შე­სა­ბა­მი­სი იური­დი­უ­ლი სტა­ტუ­სის, ფუნ­ქ­ცი­ე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა.
გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით გვარ­დე­ბა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი — სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ერ­თე­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სით, ფუნ­ქ­ცი­ე­ბი­თა და უფ­ლე­ბე­ბით. ახალ­გაზ­რ­დე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მო­სა­ზი­დად შე­მო­დის პოსტ-დოქ­ტო­რან­ტის სტა­ტუ­სი. მკვიდ­რ­დე­ბა მეც­ნი­ე­რის სტა­ტუ­სი და მეც­ნი­ე­რე­ბი, უახ­ლეს მო­მა­ვალ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თ­ვის ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში, ისე მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში, ანუ ჩვენ შევ­ქ­მე­ნით იური­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის, რაც მთა­ვა­რია, სა­მეც­ნი­ე­რო პერ­სო­ნა­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის, რაც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა.
რაც შე­ე­ხე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცია-ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბას, ეს არის რო­გორც ერ­თი­ან და­სავ­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის, ისე სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ერ­თი­ან ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ას ევ­რო­პულ ანა­ლო­გებ­თან, რი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­შიც აქვს. დღე­ი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის ფარ­გ­ლებ­ში, არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, არა­მედ მი­სი პარ­ტ­ნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ერ­თობ­ლი­ვი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის ხელ­შეწყო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის პროგ­რა­მის „ერაზ­მუს+“ ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბის რე­ა­ლუ­რი წყა­რო.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა აქამ­დე არ ცნობ­და ერ­თობ­ლი­ვი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის ცნე­ბას (joint degree), რაც შე­იძ­ლე­ბო­და სე­რი­ო­ზუ­ლი ბა­რი­ე­რი გამ­ხ­და­რი­ყო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­საღ­რ­მა­ვებ­ლად და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის მო­სა­ზი­დად.
აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რა უცხო ქვეყ­ნის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით აღი­ა­რე­ბულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და ერ­თობ­ლი­ვი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
მოკ­ლედ მო­გახ­სე­ნებთ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფის შე­სა­ხე­ბაც. 2015 წლის 20 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა ¹68 „მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც მომ­ზად­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის მიზ­ნით და შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა მთე­ლი რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვა — დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 300 კრე­დიტს მო­ი­ცავს და რო­მელ­შიც გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტე­ბი.
ამ დად­გე­ნი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რა სკო­ლამ­დე­ლი, დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო/სა­შუ­ა­ლო, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო/სას­პორ­ტო საგ­ნის/საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ტი­პი და მო­ცუ­ლო­ბა (კრე­დი­ტე­ბი).
ათას­წ­ლე­უ­ლის კორ­პო­რა­ციის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში შე­მო­ვი­და სან დი­ე­გოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ქვეყ­ნი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ეს არის უნი­კა­ლუ­რი შან­სი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, რომ ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მი მი­ი­ღონ აქ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სა­მი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის — თსუ, ილი­ა­უ­ნი და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი — ბა­ზა­ზე სან დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უკ­ვე და­იწყო მუ­შა­ო­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ფი­ნან­სუ­რი სქე­მა ისე და­ლაგ­და, რომ ამ პროგ­რა­მებ­ზე სტუ­დენ­ტის მიერ გა­და­სახ­დე­ლი სრუ­ლი თან­ხა სამ­ჯერ ნაკ­ლე­ბია ამა­ვე პროგ­რა­მე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე სან დი­ე­გო­ში. ამის გარ­და, სტუ­დენ­ტე­ბის თით­ქ­მის 20% იღებს სრულ ან ნა­წი­ლობ­რივ სტი­პენ­დი­ას. რე­ა­ლუ­რად, ამ პრო­ექ­ტით, ჩვენს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში  ახა­ლი სტან­დარ­ტი და­ი­ნერ­გა. ამავ­დ­რო­უ­ლად, მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა იმი­სათ­ვის, რომ მა­თაც შეძ­ლონ სა­მო­მავ­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, 2013 წლი­დან, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თ­ვის, გა­ფორ­მ­და მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა გა­მო­ი­ყო შვი­დი სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.
უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და ევ­რო­პულ სივ­რ­ცეს­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი შე­დეგ­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სის­ტე­მა­ზე გა­და­დის, რის­თ­ვი­საც ავ­ტო­რი­ზა­ცია-აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი შე­იც­ვ­ლე­ბა. ხა­რის­ხის გა­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სის­ტე­მა გუ­ლის­ხ­მობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არ­სობ­რივ ანა­ლიზს დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას.
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი გახ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის — ჶნ჻ა-ს აფი­ლი­რე­ბუ­ლი წევ­რი, ხო­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის (ჲნდჵ) და­ფი­ნან­სე­ბით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა  ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცე­სე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტი — „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მარ­თ­ვის პრო­ექ­ტი“.
 უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­საწყო­ბად  ხორ­ცი­ელ­დე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბი და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბიც. კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლია უცხო­ე­თის წამ­ყ­ვან უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და ერ­თობ­ლი­ვი, ორ­მა­გი/მრავ­ლო­ბი­თი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც ექ­ს­პერ­ტ­თა აზ­რით, ხელს შე­უწყობს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ნდო­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და მი­სი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზრდას.

— 2013 წლი­დან სა­ხელ­მ­წი­ფომ 17 სა­ბა­კა­ლავ­რო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გან­საზღ­ვ­რა, შემ­დ­გომ­ში ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი 21-მდე გა­ი­ზარ­და, რო­მელ­თა და­ფი­ნა­ნ­სე­ბას სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს. რამ გა­მო­იწ­ვია ამის აუცი­ლებ­ლო­ბა? 
— ზო­გა­დად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად, 2013 წლი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ რი­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა. შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბი­დან და არ­სე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნი­საზღ­ვ­რა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც სტუ­დენ­ტის სწავ­ლის სა­ფა­სურს სა­ხელ­მ­წი­ფო სრუ­ლად აფი­ნან­სებს. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდა და სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ხელ­შეწყო­ბა. მარ­თა­ლია, პირ­ველ ეტაპ­ზე, 17 პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ნი­საზღ­ვ­რა, მაგ­რამ დღე­ი­სათ­ვის 21 მი­მარ­თუ­ლე­ბა ფი­ნან­ს­დე­ბა, ამ ხარ­ჯ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო სრუ­ლად ფა­რავს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზრდა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­მ­წი­ფო სტი­პენ­დი­ე­ბის პროგ­რა­მას­თან მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, სტი­პენ­დი­ან­ტი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და და 2.6-ჯერ გა­ი­ზარ­და და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. მოქ­მე­დებს სტუ­დენ­ტ­თა სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში. წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სამ­მაგ­დე­ბა.

— რას გვეტყ­ვით სა­მეც­ნი­ე­რო პერ­სო­ნა­ლის ატეს­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ?
— ერთ-ერ­თ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ, ამ თე­მის გა­შუ­ქე­ბი­სას, დი­დი შეც­დო­მა და­უშ­ვა. არ­ხ­ზე გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ უკ­ვე დამ­ტ­კი­ცე­ბულ კა­ნონ­ზე. თუმ­ცა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ იმ­გ­ვა­რად წარ­მო­ა­ჩი­ნა, თით­ქოს აღ­ნიშ­ნულ კა­ნონს ამ­ჟა­მად კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის სა­ხე აქვს. მი­ღე­ბულ კა­ნონს წამ­ყ­ვან­მა რამ­დენ­ჯერ­მე კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი უწო­და. ასე­ვე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და ისიც, თით­ქოს კა­ნო­ნი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის ტეს­ტი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
რე­ა­ლუ­რად, კა­ნონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ტერ­მი­ნი „ატეს­ტა­ცია“ და არა „ტეს­ტი­რე­ბა“ (იხ. „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2  მუხ­ლის გ1 პუნ­ქ­ტი). ეს ნიშ­ნავს, რომ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ერ­თე­უ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ატეს­ტა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან, კონ­კურ­სის ნაც­ვ­ლად, იმი­სათ­ვის, რომ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­კა­ვონ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი (იხ. „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის 372-ე მუხ­ლი). ხო­ლო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე­ში ატეს­ტა­ცია შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სორს, რო­მე­ლიც იმა­ვე სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით, მუდ­მივ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებს (იხ. „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის 35-ე მუხ­ლი). კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ატეს­ტა­ცია 5 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, არ­ჩევ­ნე­ბის ნაც­ვ­ლად, ჩა­ტარ­დე­ბა, კრი­ტე­რი­უ­მებს თა­ვად უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ამ­ტ­კი­ცებს.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ აუცი­ლებ­ლად ჩათ­ვა­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა, რად­გან აღ­ნიშ­ნულ­მა სი­უ­ჟეტ­მა  ისე­თი შე­კითხ­ვე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა დე­ტა­ლუ­რად ჯერ კი­დევ 2013 წლის ბო­ლოს შე­ვის­წავ­ლეთ. რე­ა­ლუ­რად, წინ იმ­დე­ნად წა­ვი­წი­ეთ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, გან­გ­ვე­საზღ­ვ­რა, რა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა იყო აუცი­ლე­ბე­ლი ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. და­ახ­ლო­ე­ბით 3-ჯერ გა­ი­ზარ­და მეც­ნი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, გა­ი­ზარ­და მეც­ნი­ერ­თა ხელ­ფა­სიც. და­ვიწყეთ, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. 2015 წლის ჩათ­ვ­ლით, 34 მი­ლი­ო­ნი ლა­რი მივ­მარ­თეთ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის აღ­დ­გე­ნის­თ­ვის. პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­ვი­მუ­შა­ვეთ მეც­ნი­ე­რე­ბის მარ­თ­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რის­თ­ვი­საც სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­და და უკ­ვე გვაქვს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის შე­დე­გებ­ზე გაგ­ვიყ­ვანს. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მივ­დი­ვართ, რაც ძა­ლი­ან კარ­გია.

— მო­მა­ვალ წელს იგეგ­მე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის წე­სის შეც­ვ­ლა. რა ცვლი­ლე­ბებს გუ­ლის­ხ­მობს ახა­ლი გრი­ფი­რე­ბის წე­სი და რა ბე­დი ეწე­ვა უკ­ვე გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს?
— სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ 2014 წლი­დან, და­ვიწყეთ წამ­ყ­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­თან შე­და­რე­ბა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. მო­ვიწ­ვი­ეთ ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბიც, რომ­ლებ­მაც რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­წე­რეს. უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია ჳ-ვჳ კლა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, მა­ლე დას­რულ­დე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის რე­ვი­ზი­აც. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი წე­სის შე­მუ­შა­ვე­ბაც, რად­გან წი­ნა წე­სი, რბი­ლად რომ ვთქვათ, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იყო. თა­ვის სა­ხელს თუ და­ვარ­ქ­მევთ, ეს საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დევს, იმ­დე­ნად გა­უ­მარ­თა­ვი იყო სის­ტე­მა. კითხ­ვე­ბი რომ არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო და პრო­ცე­სი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ წარ­მარ­თუ­ლი­ყო, სა­ჭი­რო იყო გრი­ფი­რე­ბის წე­სის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე და­მუ­შა­ვე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ან, ტექ­ნი­კურ პა­რა­მეტ­რებ­ზე, წიგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე, შრიფ­ტ­ზე, სტან­დარ­ტ­ზე, ყვე­ლა დე­ტალ­ზე მუ­შა­ობს. მა­ლე ჳ-ვჳ კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე გა­მო­ვაცხა­დებთ გრი­ფი­რე­ბას. ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო აკა­დე­მი­უ­რი წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რის­თ­ვის გვექ­ნე­ბა და პი­ლო­ტი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

— „2016 წლის სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი, 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, 55,6 პრო­ცენ­ტით იზ­რ­დე­ბა. რას მოხ­მარ­დე­ბა გაზ­რ­დი­ლი ბი­უ­ჯე­ტი? რა იქ­ნე­ბა უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი 2016 წლის­თ­ვის?
— ბი­უ­ჯე­ტი მოხ­მარ­დე­ბა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას, პე­და­გოგ­თა ხელ­ფა­სის ზრდას და ამ სქე­მის შემ­დ­გომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მეც­ნი­ე­რე­ბის გაზ­რ­დი­ლი და­ფი­ნან­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ახა­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ყვე­ლა იმ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც სა­მი­ნის­ტ­როს მი­ე­რაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო-სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაც — ვხდე­ბით უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი ფონ­დის — „ჰო­რი­ზონ­ტი 20-20“-ის წევ­რი, სა­ი­და­ნაც სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბის­თ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბას შევ­ძ­ლებთ.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

25-28(942)N