გამოდის 1998 წლიდან
2016-03-10
„ტრე­ნერ­თა სკო­ლა“ — ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნაცხა­დი ხა­რის­ხ­ზე


მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის „მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის  პრო­ექ­ტის“ ფარ­გ­ლებ­ში „ტრე­ნერ­თა სკო­ლა“ ამოქ­მედ­და, რო­მე­ლიც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და გა­დამ­ზა­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სკო­ლამ უკ­ვე და­იწყო მსურ­ველ­თა რე­გის­ტ­რა­ცია ტრე­ნერ­თა მომ­ზა­დე­ბის ზო­გად კურ­ს­ზე. თუ რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ზო­გა­დი კურ­სი და სა­ერ­თოდ, რამ გა­მო­იწ­ვია ტრე­ნერ­თა სკო­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და რა არის მი­სი მი­ზა­ნი — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ირი­ნა აბუ­ლა­ძე:

— ცენ­ტ­რის ინ­ტე­რე­სი, ზო­გა­დად, მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ტრე­ნე­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა, თუმ­ცა, არა მხო­ლოდ ჩვენს ცენტრს, ზო­გა­დად სფე­როს სჭირ­დე­ბა მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ტრე­ნე­რე­ბი, ამი­ტო­მაც დღის წეს­რიგ­ში დად­გა „ტრე­ნერ­თა სკო­ლის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თე­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცენ­ტ­რი ნამ­დ­ვი­ლად არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ  მხო­ლოდ თა­ვად იყოს ქვე­ყა­ნა­ში მსურ­ველ­თათ­ვის ტრე­ნინ­გის შემ­თა­ვა­ზე­ბე­ლი, ჩვე­ნი რო­ლი ამა­შიც გა­მო­იკ­ვე­თა — სხვა ტრე­ნინგ-პრო­ვა­ი­დე­რებს და­ვეხ­მა­როთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტრე­ნე­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, ჩვენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი მათ­თ­ვი­საც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გავ­ხა­დოთ. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია, არ­სე­ბობ­დეს რაც შე­იძ­ლ­ე­ბა მე­ტი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს მას­წავ­ლებ­ლე­ბის, დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი კად­რე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამი­ტომ, ამ დიდ მი­ზან­თან რომ მი­ვი­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი უნ­და გვყავ­დეს რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რე­გი­ონ­ში.
შე­ვი­მუ­შა­ვეთ „ტრე­ნერ­თა სკო­ლის“ კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც ახა­ლი ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას, ისე უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ტრე­ნე­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას და მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. ბო­ლო წლე­ბ­ში, ცენტრს, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 ტრე­ნერ­თან (შე­საძ­ლოა უფ­რო მე­ტიც) უთა­ნამ­შ­რომ­ლია. მაგ­რამ ამ ხნის გან­მა­ვ­ლო­ბა­ში, რო­გორც გა­ირ­კ­ვა, მათ  პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით მათ მომ­ზა­დე­ბას კონ­კ­რე­ტულ მო­დულ­ში. ტრე­ნერ­თა მომ­ზა­დე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვის ასე­თი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხედ­ვა აქამ­დე  არ არ­სე­ბობ­და.
— რო­გორ უნ­და გახ­დე ტრე­ნე­რი — ვინ შე­იძ­ლე­ბა და­რე­გის­ტ­რირ­დეს და რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩე­ვი­ან მსურ­ვე­ლე­ბი?
— კურ­სი გან­საზღ­ვ­რუ­ლია იმ პი­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ აქვთ ან აქვთ 2 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ტრე­ნე­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ მსურ­ველ­მა კურ­სი გა­ი­ა­როს, მი­ნი­მუმ, მა­გის­ტ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი უნ­და ჰქონ­დეს, ასე­ვე სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ან ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მარ­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა, ან სკო­ლის დი­რექ­ტო­რის სერ­ტი­ფი­კა­ტი. პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბა პი­რებს, რომ­ლე­ბიც აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს გა­ნათ­ლე­ბის, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ (ინ­გ­ლი­სუ­რი), სო­ცი­ა­ლურ (ფსი­ქო­ლო­გია) ან სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში ფლო­ბენ.
კურ­სის გავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბი შერ­ჩე­ვის ორე­ტა­პი­ან პრო­ცესს გა­ივ­ლი­ან:
პირ­ველ ეტაპ­ზე, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­ივ­ლის ონ­ლა­ინ რე­გის­ტ­რა­ცი­ას, ხო­ლო მე­ო­რე ეტაპ­ზე,  კან­დი­და­ტე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნის შემ­დეგ, კან­დი­და­ტი და­იშ­ვე­ბა ჯგუ­ფურ ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ, ტრე­ნე­რის მომ­ზა­დე­ბის ზო­გად კურ­ს­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა.
ისე­ვე რო­გორც ჩვენ­თ­ვის, ყვე­ლა მსგავ­სი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის მნიშ­ნ­ვე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ტრე­ნინ­გ­ზე უშ­ვებს, ცოდ­ნის გა­და­ცე­მის კომ­პე­ტენ­ცია და უნა­რი ჰქონ­დეს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მთლი­ა­ნად გვინ­და მო­ვიც­ვათ მას­წავ­ლე­ბელ­თა 65-ათა­სი­ა­ნი არ­მია, ყვე­ლა სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და ა.შ., ამ უნა­რე­ბის მქო­ნე ბევ­რი ტრე­ნე­რი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, არა მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ ცენ­ტ­რ­ში, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას და­საქ­მ­დ­ნენ ან ამ ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­დენ, რო­გორც კო­ლე­გე­ბი. აქ­ცენტს სწო­რედ იმა­ზე ვა­კე­თებთ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გახ­დეს  უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და არა მხო­ლოდ ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით. ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ახ­ლა მო­ვამ­ზა­დებთ, ვფიქ­რობთ, მო­მა­ვალ­ში არა მხო­ლოდ ჩვენს ცენ­ტ­რ­თან, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ პრო­ვა­ი­დერ­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლე­ბენ. შე­საძ­ლოა, ისი­ნი სკო­ლის წი­აღ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ — მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ ტრე­ნე­რო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბით,  ან კარ­გი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, ან კარ­გი დი­რექ­ტო­რე­ბი, ასე­ვე ტრე­ნე­რო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით, მათ­თ­ვის ეს უნარ-ჩვე­ვე­ბი კი­დევ უფ­რო სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლია.
— უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის კურ­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი და რა მო­დუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა?
— კურ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს ტრე­ნერ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­თი გან­საზღ­ვ­რუ­ლი ცოდ­ნის გა­და­ცე­მას, პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რომ­ლე­ბიც აუცი­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი ტრე­ნინ­გის და­გეგ­მ­ვი­სა და ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის.
კურ­სი სა­მი მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბა: ზრდას­რულ­თა სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი; ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და ჯგუ­ფის დი­ნა­მი­კა; მო­დუ­ლის და­გეგ­მ­ვა, შე­ფა­სე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სერ­ტი­ფი­კატს მი­ი­ღე­ბენ კურ­სის დას­რუ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში.
სა­ერ­თო ჯამ­ში, კურ­სი, და­ახ­ლო­ე­ბით,  80-სა­ა­თი­ა­ნია — სა­კონ­ტაქ­ტო და არა­სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, თან ახ­ლავს სა­კითხა­ვი მა­სა­ლაც. ტრე­ნინ­გე­ბი იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­გეგ­მე­ბა, რომ  ტრე­ნე­რო­ბის მსურ­ვე­ლებს ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლი არ შე­ე­შა­ლოთ.
პირ­ველ ეტაპ­ზე, რე­გის­ტ­რა­ცია თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, ზუგ­დიდ­სა და რუს­თავ­ში და­იწყე­ბა — რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ­კი ამის ინ­ტე­რე­სი იქ­ნა. მსურ­ველს შე­უძ­ლია შე­ვი­დეს სა­რე­გის­ტ­რა­ციო გვერ­დ­ზე და ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ქა­ლა­ქე­ბი­დან მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ად­გი­ლი მი­უ­თი­თოს, სად სურს ტრე­ნინ­გის გავ­ლა. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ თი­თო­ე­ულ ქა­ლაქ­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის მსურ­ველ­თა საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბა დაგ­როვ­დე­ბა, ტრე­ნინ­გი ად­გი­ლობ­რი­ვად ჩატ­არ­დე­ბა.
ჩვე­ნი გაცხა­დე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია — ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლად, ად­გილ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დეს. არა­ნა­ი­რად არ გვაქვს იმის ინ­ტე­რე­სი, რომ მუდ­მი­ვად თბი­ლის­ში იყოს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ისე­თი კად­რი, რო­მე­ლიც წა­ვა და ტრე­ნინ­გებს ჩა­ა­ტა­რებს რე­გი­ო­ნე­ბის­თ­ვის. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კურ­სებს გა­ივ­ლი­ან და ტრე­ნე­რის უნარ-ჩვე­ვებს შე­ი­ძე­ნენ,  თა­ვი­სი­ვე რე­გი­ო­ნის რე­სურ­სცენ­ტ­რე­ბის, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბ­ლე­ბის თუ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ისევ თა­ვი­ანთ რე­გი­ო­ნებ­ში იმუ­შა­ვე­ბენ ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი თუ არა­ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი გზით, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­საქ­მე­ბუ­ლი ტრე­ნე­რე­ბი  ან, თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ტრე­ნე­რე­ბის უნა­რე­ბით.
ჩე­მი აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გავ­ზარ­დოთ რე­გი­ო­ნუ­ლი და­ფარ­ვა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მე­ტი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი გან­ვა­ვი­თა­როთ რე­გი­ონ­ში. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ეს ზო­გა­დად სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უწყობს ხელს — უფ­რო სწრა­ფი, უფ­რო ეფექ­ტუ­რი, ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯით. რაც უფ­რო მეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩავ­დებთ ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მით მე­ტი ამო­ნა­გე­ბი გვექ­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხი­თაც.
— ტრე­ნერ­თა სკო­ლის ამოქ­მე­დე­ბა ათას­წ­ლე­უ­ლის ფონ­დის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ ახალ პრო­ექტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა და STჶმ დარ­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. „ტრე­ნერ­თა სკო­ლაც“  ამა­ვე პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ფი­ნან­ს­დე­ბა?
— ტრე­ნერ­თა სკო­ლის კონ­ცეფ­ცია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მა­ნამ­დეც გვქონ­და, მაგ­რამ მის უფ­რო სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხე­ლი შე­უწყო ახალ­მა პრო­ექ­ტ­მა — „სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მამ“, რო­მე­ლიც ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მო­იაზ­რე­ბა, 2019 წლამ­დე, ვჳჳ-ხჳჳ კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის STჶმ დარ­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დამ­ზა­დე­ბა და ასე­ვე — ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და თი­თო ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის. გა­დამ­ზა­დე­ბა­ში ვგუ­ლის­ხ­მობთ არა მხო­ლოდ ტრე­ნინ­გებს, არა­მედ გრძელ­ვა­დი­ან კურსს, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა: კონ­კ­რე­ტუ­ლად ტრე­ნინ­გის­გან, მა­სა­ლე­ბის მი­წო­დე­ბის­გან,  ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რე­ბის­გან (ჯგუ­ფებ­ში თე­მა­ტი­კის გან­ხილ­ვა). ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტი და სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი მი­ვი­ღოთ. დი­რექ­ტო­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს არის ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ე­ბი რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რე­გი­ო­ნუ­ლად; მას­წავ­ლებ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი — რამ­დე­ნი­მე­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა რო­გორც ტრე­ნინ­გით, ისე  სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ნა­ი­დან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყოთ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბი, რო­მელ­საც უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვებთ, მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი და კარ­გი ეფექ­ტის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გვყავ­დეს კარ­გი ტრე­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას გა­უ­წე­ვენ ან წა­რუძღ­ვე­ბი­ან ად­გი­ლებ­ზე ტრე­ნინ­გებს. ამი­ტო­მაც, სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რად, ამ პროგ­რა­მამ ტრე­ნერ­თა მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის კომ­პო­ნენ­ტი აიღო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­ს­ზე შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი­სა“ და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის „მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი“ უზ­რუნ­ველ­ყოფს.
რე­ა­ლუ­რად, ტრე­ნერ­თა სკო­ლის კონ­ცეფ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის“ ფი­ნან­სურ­მა მხარ­და­ჭე­რამ მოგ­ვ­ცა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ტრე­ნერ­თა სკო­ლა სწო­რედ ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით და მი­სი­ვე მიზ­ნე­ბის­თ­ვის ავა­მოქ­მე­დეთ. მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ ამ პრო­ცე­სე­ბის საკ­მა­ოდ სტრუქ­ტუ­რი­ზე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი გვექნე­ბა და რე­ა­ლუ­რად მო­დელ­საც გა­მოვ­ც­დით, მო­მა­ვალ­ში, ცენ­ტ­რი მო­ი­აზ­რებს, რომ ტრე­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხობ­რივ შე­ფა­სე­ბას გა­ივ­ლი­ან, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სხვა ტრე­ნინ­გებ­შიც. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­ივ­ლი­ან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, მხო­ლოდ ამ პროექ­ტის­თ­ვის არ იმუ­შა­ვე­ბენ. ეს და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ცენ­ტ­რის­თ­ვი­საც, ხა­რის­ხობ­რი­ვად უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აიწი­ოს, ტრე­ნინ­გე­ბის მი­წო­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ვფიქ­რობთ, საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნაცხა­დია, რო­ცა ვამ­ბობთ, გარ­და იმი­სა, რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მო­ვამ­ზა­დებთ 20 ათას მას­წავ­ლე­ბელს, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­სა და თი­თო ფა­სი­ლი­ტა­ტორს, პლუს გვე­ყო­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ტრე­ნე­რი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­დავ სუ­რათს ვე­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნე­ბის კუთხით, რად­გან ვვა­რა­უ­დობთ, რომ ტრე­ნერ­თა მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის სა­ერ­თო მო­ნა­ცე­მებ­ში,  მი­ნი­მუმ, 30 პრო­ცენ­ტი რე­გი­ო­ნუ­ლი და­ფარ­ვა იქ­ნე­ბა.
— იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ტრე­ნე­რო­ბის მსურ­ვე­ლი  მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­დას­ვ­ლას არ ისურ­ვებს, მი­ე­ნი­ჭე­ბა თუ არა ტრე­ნე­რის წო­დე­ბა?
— ტრე­ნერ­თა მომ­ზა­დე­ბის შემ­დე­გი ეტა­პი იმ კონკ­რე­ტული მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბაც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­უ­წევთ. ადა­მი­ანს, რო­მელ­იც მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­დას­ვ­ლის სურ­ვილს არ გა­მოთ­ქ­ვამს, სერ­ტი­ფი­კა­ტით და­ვუ­დას­ტუ­რებთ პირ­ვე­ლი ეტა­პის ტრე­ნე­რო­ბას, რად­გან  ამ კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, მას უკ­ვე ექ­ნე­ბა ზო­გა­დი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი  — ზრდას­რულ­თა სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ჯგუ­ფის მარ­თ­ვი­სა და ტრე­ნინ­გის და­გეგ­მ­ვის უნარე­ბი. ხო­ლო მე­ო­რე ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ, ტრე­ნე­რი კონ­კ­რე­ტუ­ლად დი­რექ­ტორ­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­და­სამ­ზა­დებ­ლად იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბა მივ­ცეთ — პირ­ვე­ლი ეტა­პი მო­ამ­ზა­დებს ზო­გად ტრე­ნერს, ხო­ლო მე­ო­რე ეტა­პი — ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნერს.
— „ტრე­ნერ­თა სკო­ლის“ ამოქ­მე­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და­იწყო. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, მომ­ზა­დე­ბის კურ­სი მრა­ვალ­მ­ხ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მის­ცემს ცენტრს...
— დი­ახ, მომ­ზა­დე­ბის კურ­სი, პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, ცენტრს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნე­რე­ბად სე­რ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყავ­დეს, რად­გან კურ­სი, რო­მელ­საც ტრე­ნე­რე­ბი მომ­ზა­დე­ბი­სას გა­ივ­ლი­ან, მთლი­ა­ნად და­ფა­რავს იმ ძი­რი­თად ბლოკს, რაც უნ­და იცო­დეს მას­წავ­ლებ­ლის და დი­რექ­ტო­რის ტრე­ნერ­მა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­შიც უნ­და ჩა­ტარ­დეს ტრე­ნინ­გი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, ეს მო­დე­ლი შემ­დ­გომ­შიც ვა­მუ­შა­ოთ. რაც მთა­ვა­რია, შევ­ძ­ლებთ დავ­ს­ვათ ხა­რის­ხის ნი­შა­ნი და ვთქვათ, რომ ტრე­ნე­რებს გავ­ლი­ლი აქვთ არა მხო­ლოდ შერ­ჩე­ვის კონ­კ­ურ­სი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე­ ე­ტა­პი­ა­ნი შერ­ჩე­ვა-გა­დამ­ზა­დე­ბა და გვყავს მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ტრე­ნე­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვა­ტა­როთ ასე­თი­ვე მა­ღა­ლი ხა­რი­ს­ხის  ტრე­ნინ­გე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ად­გი­ლი­სა, იქ­ნე­ბა ეს თე­ლავ­ში, ბა­თუმ­სა თუ თბი­ლის­ში. უნ­და ამოქ­მედ­დეს სა­ერ­თო  სტან­დარ­ტი და ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი მაქვს, რომ მოთხოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც  ხან­და­ხან გვეს­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან —  „მაინ­ც­და­მა­ინც ის კონ­კ­რე­ტუ­ლი ტრე­ნე­რი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეთ“ — აღარ იქ­ნე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლას უნ­და ჰქონ­დეს გან­ც­და (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მელ რე­გი­ონ­ში და რო­მელ სკო­ლა­ში ას­წავ­ლის), რომ  თა­ნა­ბარხა­რის­ხი­ან სერ­ვისს მი­ი­ღებს ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ვა­ი­დე­რის­გან და არა მხო­ლოდ ცენ­ტ­რის­გან. ეს სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის  პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა, ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა ჯერ არც ერ­თი სტრუქ­ტუ­რის დო­ნე­ზე არ ყო­ფი­ლა.
შემ­დეგ, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოკ­ვე­თილ ხარ­ვე­ზებ­ზე ვი­მუ­შა­ვებთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ გვაქვს იმის ილუ­ზია, რომ ორი-სა­მი კურ­სის შემ­დეგ, ყვე­ლა ტრე­ნე­რი ერთ დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვე­ყო­ლე­ბა, რად­გან თა­ვად მათ შო­რი­საც იქ­ნე­ბა განს­ხ­ვა­ვე­ბა — ზოგს მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ზოგს — ნაკ­ლე­ბი, ნა­წი­ლი სა­ერ­თა­­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლია და ა.შ. მო­ნი­ტო­რინ­გი მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ვნა­ხოთ მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი და ამის მი­ხედ­ვით ვიზ­რუ­ნოთ წერ­ტი­ლო­ვან გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. სა­ბო­ლო­ოდ, ამით სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ.
აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ იგეგ­მე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში „მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლე­ბის“ გახ­ს­ნა და, ვფიქ­რობთ, ამით კი­დევ მე­ტად შე­ვუწყობთ ხელს რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას. ეს ცენ­ტ­რე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კე­რე­ბად უნ­და იქ­ცეს. იქ მი­სულ მას­წავ­ლე­ბელს თუ დი­რექ­ტორს უნ­და დახ­ვ­დეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი — ვინ რა ტრე­ნინგს სთა­ვა­ზობს და არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად გა­ა­კე­თოს ისე, რომ ხა­რის­ხ­ში ეჭ­ვი არ შე­ე­პა­როს. ისე­თი გა­რე­მო უნ­და შე­იქ­მ­ნას, რომ აღარ ჰქონ­დეთ გან­ც­და — „რად­გან თბი­ლის­ში არ ვარ, ამით რა­ღა­ცას ვაკ­ლ­დე­ბი“. ამ­დე­ნად, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ამ ცენ­ტ­რე­ბის გა­ჩე­ნაც და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის გან­ვი­თა­რე­ბაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. ამი­ტომ, თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ცენ­ტ­რ­მა ისარ­გებ­ლა ათას­წ­ლე­უ­ლის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით და და­ვიწყეთ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის გან­ვი­თა­რე­ბა, გზა­დაგ­ზა კი­დევ გა­მოჩ­ნ­დე­ბა სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.
— რო­დის გა­მო­აცხა­დებს „ტრე­ნერ­თა სკო­ლა“ რე­გის­ტ­რა­ცი­ას იმ პი­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც ტრე­ნე­რო­ბის 2 წელ­ზე მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და იქ­ნე­ბა თუ არა მა­თი მო­დუ­ლე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი?
— გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ამ ორი ჯუ­გუ­ფის მომ­ზა­დე­ბა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ­ნე­ბა. დამ­წყებ­თათ­ვის, რო­გორც გითხა­რით, უფ­რო გრძელ­ვა­დი­ანი კურ­სი იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, ხო­ლო ორ წელ­ზე მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ტრე­ნე­რებს — გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის უფ­რო მოკ­ლე­ვა­დი­ან კურსს შევთავაზებთ, რო­მელ­ზეც სწო­რედ ახ­ლა მუ­შა­ობს ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კო­ლე­გა. თა­ვის­თა­ვად, მა­საც ექ­ნე­ბა თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა­ცია და შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბი, რომ­ლი­თაც გან­ვ­საზღ­ვ­რავთ, რამ­დე­ნად არის მზად ესა თუ ის ტრე­ნე­რი — ემ­თხ­ვე­ვა თუ არა მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვენ­სას.  პირ­ველ რიგ­ში, გა­მო­იც­დე­ბა, რამ­დე­ნად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­გორ ატა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს, მო­ნა­წი­ლე­თა­გან გვექ­ნე­ბა უკუ­კავ­ში­რი.
რაც შე­ე­ხე­ბა მო­დუ­ლებს, ამა­ზე უცხო­ელ ექ­ს­პერ­ტ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ, თვის ბო­ლოს იგეგ­მე­ბა დას­რუ­ლე­ბაც და პი­ლო­ტი­რე­ბაც. 2 წელ­ზე მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ტრე­ნერ­ე­ბის­თ­ვის, მარ­ტის ბო­ლოს, ვგეგ­მავთ რე­გის­ტ­რა­ცი­ის გა­მოცხა­დე­ბას.
— ის­მის კრი­ტი­კა, რომ, ტრე­ნინ­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცენ­ტ­რი კვლავ აპი­რებს მო­ნო­პო­ლი­ის ხელ­ში აღე­ბას, რას უპა­სუ­ხებთ ამ ბრალ­დე­ბას?
— ვფიქ­რობთ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბი­თა თუ გა­დამ­ზა­დე­ბით, ჩვენ  ბა­ზარს შევ­მა­ტებთ და­მა­ტე­ბით ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ისე­ვე შეძ­ლე­ბენ სხვა პრო­ვა­ი­დე­რე­ბი, რო­გორც ცენ­ტ­რი. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენტ­რ­თან, რომ და­იწყოს გა­რე პრო­ვა­ი­დე­რე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის გარ­და, სხვა­მაც რომ შეძ­ლოს ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი, ჩვენ გვჭი­რ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ კო­ლე­გებს, თა­ნამ­შ­რომ­ლებს, ახ­ლობ­ლებს, მე­ზობ­ლებს და ა.შ. და­ეხ­მა­რე­ბი­ან პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ამი­ტომ, არც ამის დრო გვაქვს და არც ფუ­ფუ­ნე­ბა, დავ­ჯ­დეთ და ვე­ლო­დოთ, რომ ამას ვი­ღაც სხვა გა­ა­კე­თებს.
— და­ბო­ლოს, ვინ იქ­ნე­ბი­ან „ტრე­ნერ­თა სკო­ლის“ ტრე­ნე­რე­ბი, ვის ან­დეთ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი  ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა?
— ზო­გა­დი მომ­ზა­დე­ბის კურ­სის ტრე­ნე­რე­ბის ნა­წი­ლი შერ­ჩე­უ­ლია, გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კუ­რ­სის სა­ფუძ­ველ­ზე. მე­ო­რე ეტა­პის ტრე­ნინ­გებს კი ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი გა­უძღ­ვე­ბი­ან.
მათ გა­ი­ა­რეს გა­დარ­ჩე­ვა — სა­სიგ­ნა­ლო ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ა­ტა­რეს და შე­ფას­დ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ერ­თ­ნა­ი­რი შე­დე­გე­ბი არ გვაქვს,  რამ­დე­ნი­მე კან­დი­დატ­მა უფ­რო მა­ღა­ლი ხა­რის­ხი აჩ­ვე­ნა, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნებ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ლა ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სწო­რედ იმ­დენ წერ­ტილ­ში და­ვიწყებთ, რამ­დენ­შიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ ტრე­ნერ­თა მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა­ში. ის ად­ამი­ა­ნე­ბი კი, რომ­ლებ­ზეც ვფიქ­რობთ, რომ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ჩვენს სტან­დარტს, მაგ­რამ მა­ინც სჭირ­დე­ბათ გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბა, შემ­დეგ ჯგუ­ფებს შე­უ­ერ­თ­დე­ბი­ან.
ასე რომ, ჩვენ არ ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. უმ­ჯო­ბე­სია, პირ­ველ ეტაპ­ზე, ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ტრე­ნე­რი მო­ვამ­ზა­დოთ, მაგ­რამ  ხა­რის­ხი­ა­ნი. შემ­დეგ ეტაპ­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჯგუფს და­ვა­მა­ტებთ. პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა რის­კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, პირ­ვე­ლ კურსს შერ­ჩე­უ­ლი გუნ­დი­დან სა­უ­კე­თე­სო­ებს ვან­დობთ, პარა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში კი, და­ნარ­ჩე­ნებ­თან, სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, რომ შემ­დეგ ეტაპ­ზე ისი­ნიც უხარ­ვე­ზოდ ჩა­ერ­თონ.

25-28(942)N