გამოდის 1998 წლიდან
2016-03-17
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა — შე­ფა­სე­ბის ზუს­ტი და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი

1 მარ­ტი­დან და­იწყო პე­და­გოგ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბის — მას­წავ­ლე­ბელ­თა პრაქ­ტი­კის შე­ფა­სე­ბის, ე.წ. „გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის“ პი­ლო­ტი­რე­ბა. რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხა­და, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ფა­სე­ბი­სა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეც­დე­ბა და­ამ­ტ­კი­ცოს — შე­უძ­ლია თუ არა პე­და­გოგს კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად იყე­ნებს პრაქ­ტი­კა­ში საგ­ნის თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას, მის ხელთ არ­სე­ბულ რე­სურ­სებ­სა თუ სტრა­ტე­გი­ებს.
პი­ლო­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კითხ­ვებს პა­სუ­ხობს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირი­ნა ჟვა­ნია:

— მიმ­დი­ნა­რე­ობს მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კის შე­ფა­სე­ბის — გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს პრო­ცე­სი?
— პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით ად­რე და­იწყო. ამ ეტაპზე,  მთლი­ა­ნი პრო­ცე­სის პი­ლო­ტი­რე­ბა­ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ მას­წავ­ლებ­ლებს, ამ პრო­ცეს­ში,  შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ naec.ge-ზე. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში ამის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა შე­მუ­შავ­და— მას­წავ­ლებ­ლე­ბი რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან ვებ­გ­ვერ­დ­ზე და ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში ტვირ­თა­ვენ გაკ­ვე­თი­ლე­ბის გეგ­მებს. შემ­დეგ ატა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს, იწე­რენ ვი­დე­ო­ფირ­ზე და ჩა­წე­რი­დან გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ (2-3 დღეს ვაძ­ლევთ ვა­დას),  ასე­ვე ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში, შე­უძ­ლი­ათ ატ­ვირ­თონ თა­ვი­ან­თი­ რეფ­ლექ­სი­ის დო­კუ­მენ­ტი — მა­წავ­ლე­ბე­ლი აანა­ლი­ზებს და მოკ­ლედ წერს, რო­გორ აფა­სებს  მის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თილს, რა იყო და­დე­ბი­თი მხა­რე, რა — უარ­ყო­ფი­თი; თუ გეგ­მას არ მიჰ­ყ­ვა და რა­მე შეც­ვა­ლა, რამ გა­მო­იწ­ვია ეს და ა.შ. ამის ფორ­მაც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს და ატ­ვირ­თუ­ლია ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე. ამ­დე­ნად, დაწყე­ბუ­ლია სრუ­ლი პრო­ცე­სის პი­ლო­ტი­რე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ პრო­ცეს­ში მას­წავ­ლე­ბელს ეხ­მა­რე­ბა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ზეა მი­მაგ­რე­ბუ­ლი.
პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვაძ­ლევთ, ჩა­ი­წე­რონ 3-3 გაკ­ვე­თი­ლი და ამ სა­მი გაკ­ვე­თი­ლი­დან, გად­მო­საგ­ზავ­ნად, ორი შე­არ­ჩი­ონ. გვინ­და, ყვე­ლა ის დე­ტა­ლი გა­მოვ­ცა­დოთ,  რა­მაც შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის­ დ­როს იჩი­ნოს თა­ვი. პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლია რე­ა­ლურს და გვა­ინ­ტე­რე­სებს, სად შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნ­დეს რა­ი­მე პრობ­ლე­მა.
მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბა ასე­თია: სა­ნამ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, უნ­და აიტ­ვირ­თოს სა­მი­ვე გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა, მაგ­რამ ჩა­ნა­წე­რი — მხო­ლოდ იმ ორი გაკ­ვე­თი­ლის, რო­მე­ლიც თვი­თონ მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­არ­ჩია, რო­გორც, მი­სი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო. ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბე­ლი­ ატ­ვირ­თავს მხო­ლოდ ორ რეფ­ლექ­სი­ის დო­კუ­მენტს, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ეს ის ორი გაკ­ვე­თი­ლია, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­არ­ჩია. ამ ეტაპ­ზე, რად­გან ჩვენ, გარ­და პრო­ცე­სი­სა, თვი­თონ შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კას ვხვეწთ, მას­წავ­ლებ­ლებს ვთხოვთ, მე­სა­მე გაკ­ვე­თი­ლიც გად­მოგ­ვიგ­ზავ­ნონ, რო­გორც ჩვენ­თ­ვის სა­მუ­შაო მა­სა­ლა.
— პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კის გა­მოც­და­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს?
— რა­საკ­ვირ­ვე­ლია. პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი ­ამ რუბ­რი­კის გა­მოც­და­საც გუ­ლის­ხ­მობს, შე­ფა­სე­ბის იმ სქე­მის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში უნ­და შე­ფას­დ­ნენ.  შე­ფა­სე­ბის სქე­მა­ში გა­წე­რი­ლია ყვე­ლა ის კომ­პო­ნენ­ტი, ელე­მენ­ტი და ძი­რი­თა­დი სფე­რო, რის მი­ხედ­ვი­თაც უნ­და შე­ფას­დეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი. ეს რუბ­რი­კა მთლი­ა­ნად ეყ­რ­დ­ნო­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარტს და მი­სი გა­მოც­და, უკ­ვე დი­დი ხა­ნია, დაწყე­ბუ­ლია. ამის­თ­ვის აყ­ვა­ნი­ლი გვყავს ექ­ს­პერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­წე­რა წი­ნა გა­ზაფხუ­ლი­დან და­ვიწყეთ, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლებ­მაც გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­წე­რის  სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს. პრინ­ციპ­ში, უკ­ვე  ამ პი­ლო­ტი­რე­ბის ორი ეტა­პი გა­ვი­ა­რეთ. ნელ-ნე­ლა ამოვ­წუ­რეთ ყვე­ლა ჩა­ნა­წე­რი.
1 მარტს დაწყე­ბუ­ლი პი­ლო­ტი­რე­ბაც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, ჩარ­თუ­ლი არი­ან მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, ვინც ამ პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა. გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლებს ნამ­დ­ვი­ლად აქვთ მო­ტი­ვა­ცია, რად­გან­ ჩვენ მათ­ მი­ერ გად­მოგ­ზავ­ნილ ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლებს ვა­ფა­სებთ, ვუბ­რუ­ნებთ უკუ­კავ­შირს — ძა­ლი­ან დე­ტა­ლურ ანა­ლიზს. პირ­ველ ეტაპ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 35 გაკ­ვე­თი­ლი გვქონ­და ­და თით­ქ­მის 35-ივე მას­წავ­ლე­ბელს შევ­ხ­ვ­დით, მათ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლეთ უკუ­კავ­ში­რი, რო­მე­ლიც დავ­წე­რეთ. მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტი გაკ­ვე­თი­ლია. გაკ­ვე­თი­ლებს აფა­სე­ბენ ასე­ვე გა­რე ექ­ს­პერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში, რე­ა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში, იქ­ნე­ბი­ან შემ­ფა­სებ­ლე­ბი.
— ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გა­რე ექ­ს­პერ­ტე­ბად მო­იწ­ვი­ეთ და გა­ი­ა­რეს თუ არა მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა?
— ესე­ნი არი­ან საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი (აყ­ვა­ნი­ლი გვყავს ყვე­ლა საგ­ნის 17 სპე­ცი­ა­ლის­ტი), რომ­ლებ­საც აქვთ გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, ასე­ვე — ჩვენს ცენ­ტ­რ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, არი­ან შემ­ფა­სებ­ლე­ბი. თუმ­ცა, ისი­ნი არ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ, იმი­ტომ რომ, ამ ეტაპ­ზე, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფ­ლიქ­ტია — ყვე­ლა მოქ­მედ პე­და­გოგს უწევს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა და სა­ნამ  ეს პრო­ცე­სი არ დას­რულ­დე­ბა, შემ­ფა­სებ­ლე­ბად ისი­ნი ვერ აგ­ვ­ყავს.
ამ 17-მა ექ­ს­პერ­ტ­მა, პირ­ველ ეტაპ­ზე, ინ­ტენ­სი­უ­რი ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რა. ამის შემ­დეგ და­იწყო, მათ­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა (პირ­ვე­ლი ეტა­პი). მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გე­ბის თი­თო­ე­ულ გაკ­ვე­თილს  ორი შემ­ფა­სე­ბე­ლი ჰყავს  — პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის წევ­რი და ერთ-ერ­თი საგ­ნის ექ­ს­პერ­ტი. რა მი­ზა­ნი აქვს ორ­მაგ შე­ფა­სე­ბას? ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვა­ფა­სებთ ერ­თი და იმა­ვე გაკ­ვე­თილს და შემ­დეგ ვა­და­რებთ, რომ ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად კარ­გად მუ­შა­ობს ჩვე­ნი რუბ­რი­კა, შე­ფა­სე­ბის სქე­მა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რუბ­რი­კა ისე და­იხ­ვე­წოს, რომ შე­ფა­სე­ბე­ბი  მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი იყოს — ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შემ­ფა­სებ­ლის ქუ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­ემ­თხ­ვეს. ახ­ლა სწო­რედ ამ პრო­ცეს­ში ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით ად­რე და­ვიწყეთ, ვიდ­რე პირ­ველ მარტს და ეს იყო მხო­ლოდ უშუ­ა­ლოდ რუბ­რი­კის გა­მოც­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა სრუ­ლი პრო­ცე­სის პი­ლო­ტი­რე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია,  შე­მო­სუ­ლი მა­სა­ლა ისევ  ჩვე­ნი რუბ­რი­კის დახ­ვე­წას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.
— რო­დის და­იწყე­ბა რე­ა­ლუ­რი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა?
— სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ი­სის ბო­ლოს უკ­ვე უნ­და იყოს რუბ­რი­კის სა­ბო­ლოო ვერ­სია. თვი­თონ რე­ა­ლუ­რი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის დაწყე­ბა კი მხო­ლოდ ჩვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს პრო­ცე­სი რომ და­იწყოს,  ყვე­ლა სკო­ლა­ში უნ­და აღი­ჭურ­ვოს თი­თო საკ­ლა­სო ოთა­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ე­ცე­მათ მას­წავ­ლებ­ლებს გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
მიმ­დი­ნა­რე პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში  ჩვენს ტექ­ნი­კას ­ვი­ყე­ნებთ. ორი ტი­პის აპა­რა­ტუ­რა გვაქვს შე­ძე­ნი­ლი, რად­გან, ამ ეტაპ­ზე, აპა­რა­ტუ­რა­საც ვცდით, რო­მე­ლი უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ მიზ­ნის­თ­ვის, რა­საც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა.
1 მარტს პი­ლო­ტი­რე­ბა და­იწყო კას­პ­ში და რუს­თავ­ში, თი­თო­ე­ულ­ში — 10-10 სკო­ლა. პრო­ცე­სი, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს — ერ­თი ტი­პის ტექ­ნი­კა ერთ ქა­ლაქ­ში მი­დის, მე­ო­რე ტი­პის — მე­ო­რე ქა­ლაქ­ში იმის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი მსურ­ვე­ლია სკო­ლა­ში. ძი­რი­თა­დად, 4 პე­და­გოგ­ზე ვჩერ­დე­ბით, რად­გან დღე­ში ოთხ გაკ­ვე­თილ­ზე მეტს ვერ ვი­წერთ. ამას­თა­ნა­ვე,  ოთხი პე­და­გო­გის 3-3 გაკ­ვე­თი­ლი გვჭირ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ტექ­ნი­კა, სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ სკო­ლა­ში რჩე­ბა. პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ზე არი­ან მი­მაგ­რე­ბუ­ლი. მათ ­ჩ­ვე­ნი ცენ­ტ­რის ჳT დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა ჩა­უ­ტა­რეს ტრე­ნინ­გი, რო­გორ მო­იხ­მა­რონ ტექ­ნი­კა. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პე­და­გო­გებს ჩა­წე­რი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის Cდ-ზე გა­და­ტა­ნა­ში და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ნახ­ვა­ში უნ­და და­ეხ­მა­რონ. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს პრო­ცე­სი უხარ­ვე­ზოდ მიმ­დ­ინა­რე­ობს, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით იმას, რომ თი­თო-ორო­ლა მას­წავ­ლე­ბელს, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის პრო­ცეს­ში, შე­ექ­მ­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა, შე­საძ­ლოა იმის გა­მო, რომ კარ­გად ვერ გა­ერ­კ­ვა ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ში. სა­მო­მავ­ლოდ ესეც და­იხ­ვე­წე­ბა. პი­ლო­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც და­იწყო, სწო­რედ დე­ტა­ლე­ბის გა­მოც­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის: რო­გორ და­რე­გის­ტ­რირ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორ შე­არ­ჩი­ოს გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­გორ ჩა­ი­წე­როს,  რო­გორ მო­ვი­დეს ჩვე­ნამ­დე ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და ა.შ.
შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცია — რა უნ­და გა­ა­კე­თოს პე­და­გოგ­მა, რომ და­რე­გის­ტ­რირ­დეს, რო­გორ უნ­და ატ­ვირ­თოს გეგ­მა, შემ­დეგ რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას — ყო­ველ ნა­ბიჯს თა­ვი­სი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ა ­ახ­ლავს. თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი შე­კითხ­ვე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, მა­ინც ჩნდე­ბა. ამი­ტომ, მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებ­თან და თუ რა­ი­მე ხარ­ვე­ზია, ვცდი­ლობთ გა­მოს­წო­რე­ბას.  ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბა ჯერ არ ყო­ფი­ლა, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­წე­რა უპ­რობ­ლე­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს.
— სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი ხა­ნი გაგ­რ­ძელ­დე­ბა პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი?
— გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­წე­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 აპ­რი­ლამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. თი­თო სკო­ლა­ში აპა­რა­ტუ­რა სა­მი დღე რჩე­ბა. თუმ­ცა არის სკო­ლე­ბი, სა­დაც უფ­რო მეტ მას­წავ­ლე­ბელს აქვს სურ­ვი­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ,  რად­გან დრო­ში ვართ შეზღუ­დუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იქ, სა­დაც ძა­ლი­ან დი­დია სურ­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა უფ­რო დიდ­ხანს დავ­ტო­ვოთ აპა­რა­ტუ­რა, რომ მეტ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩა­წე­როს გაკ­ვე­თი­ლე­ბი. პი­ლო­ტი­რე­ბის გეგ­მა ისე გვაქვს გა­წე­რი­ლი, რომ ეს პრო­ცე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აპ­რი­ლის შუა რიცხ­ვებ­ში უნ­და დას­რულ­დეს. შე­მო­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, 106 გაკ­ვე­თი­ლი, რო­მელ­საც ჩვენ, ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, უნ­და ვუ­ყუ­როთ და შე­ვა­ფა­სოთ.
— რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი?
— ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­ძი­ნეთ საკ­მა­ოდ დი­დი მო­ცუ­ლო­ბის ფლეშ­კე­ბი (რად­გან მა­სა­ლა ძა­ლი­ან დი­დი მო­ცუ­ლო­ბი­საა), რომ­ლებ­ზეც ექ­ს­პერ­ტებს ვუ­წერთ გაკ­ვე­თი­ლებს. მათ ხე­ლი აქვთ მო­წე­რი­ლი იმა­ზე, რომ ეს სრუ­ლი­ად კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლაა (თა­ვი­ანთ კომ­პი­უ­ტე­რებ­ში გაკ­ვე­თი­ლებს არ იწე­რენ) და მათ გარ­და ამ ჩა­ნა­წე­რებს არა­ვინ ნა­ხავს. შე­ფა­სე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებს უკან გვიბ­რუ­ნე­ბენ, ჩვენ ვშლით და ახალს ვუ­წერთ და ა.შ. დღეს, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი ასე­თი შეხ­ვედ­რა გვაქვს და­გეგ­მი­ლი, ექ­ს­პერ­ტ­თან უნ­და შე­ვა­ჯე­როთ შე­ფა­სე­ბე­ბი. ჩვენ ერ­თი და იგი­ვე გაკ­ვე­თი­ლი ვნა­ხეთ და სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად და­ემ­თხ­ვა ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი. ყო­ვე­ლი­ ა­სე­თი ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გვაქვს, სა­დაც რუბ­რი­კის ინ­ტენ­სი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბა მი­დის, რომ ვნა­ხოთ, რო­გორ შევ­ც­ვა­ლოთ ის, რა­მაც ვერ იმუ­შა­ვა. ცო­ტა ხნის წინ გვქონ­და სამ­დღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი შეხ­ვედ­რა და გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ რუბ­რი­კა­ში. ამ ეტაპ­საც რომ და­ვამ­თავ­რებთ, შე­ვიკ­რი­ბე­ბით და ისევ შე­ვი­ტანთ სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბებს.
მო­მა­ვალ კვი­რას კი­დევ ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი სკო­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის ჯგუ­ფე­ბის წევ­რე­ბის­თ­ვის. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას ვერ გავ­წ­ვ­დე­ბით, მაქ­სი­მუმ 30 ადა­მი­ანს (ერთ ტრე­ნინგს რამ­დე­ნიც შე­იძ­ლე­ბა და­ეს­წ­როს) ჩა­ვუ­ტა­რებთ ტრე­ნინგს — გა­ვაც­ნობთ ამ რუბ­რი­კას და ავუხ­ს­ნით, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში. თა­ვის მხრივ, ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის, ისი­ნი თა­ვი­ანთ სკო­ლებ­ში გა­ივ­ლი­ან პი­ლო­ტი­რე­ბას და  თა­ვი­ან­თი კო­მენ­ტა­რე­ბით, შე­ნიშ­ვ­ნე­ბით და მო­საზ­რე­ბე­ბით დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბი­ან.
— რა პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩა ეს 30 ადა­მი­ა­ნი?
— მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, შევ­ჩერ­დით 10 სკო­ლა­ზე (პრო­ცე­სი ძა­ლი­ან რომ არ გა­ი­წე­ლოს —ძი­რი­თა­დად, თბი­ლი­სის). ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში, სხვა­დას­ხ­ვა რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩვენ ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს 3-3 ადა­მი­ა­ნი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის პე­და­გო­გი. ყვე­ლა  სა­გა­ნი უნ­და მო­ვიც­ვათ. უკ­ვე დავ­გეგ­მეთ სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, მა­სა­ლაც ავაწყ­ვეთ, რომ ორ­დღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გი ჩა­ვა­ტა­როთ.
— თქვენ­თ­ვის რი­თია სა­ინ­ტე­რე­სო  შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი?
— ჩვენ­თ­ვის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი იმ­დე­ნად არის სა­ინ­ტე­რე­სო, რამ­დე­ნა­დაც, შე­ფა­სე­ბის სქე­მის თვალ­საზ­რი­სით, ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლია. ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, ყო­ვე­ლი შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ ვხე­დავთ, რომ ამა თუ იმ კომ­პო­ნენტს გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა, კომ­პო­ნენ­ტი კი ბევ­რია, მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, გა­რე რე­სურ­სის ან სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­ფა­სე­ბის ან ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბი და სხვ.
რაც შე­ე­ხე­ბა შე­ფა­სე­ბის პრო­ცესს, ზო­გა­დად, რა­ტომ­ღაც რთუ­ლად მი­დის. პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტ­ში, სულ რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი შეგ­ვაქვს — ან  ვხე­დავთ, რომ რა­ღაც დაკ­ვირ­ვე­ბა­დი არ არის და ამი­ტომ ამა­ზე უარს ვამ­ბობთ; ან ვხვდე­ბით, რომ რა­ღაც არა­საკ­მა­რი­სია და და­მა­ტე­ბაა სა­ჭი­რო; ან გა­სა­მიჯ­ნია, რომ გა­და­ფარ­ვა არ მოხ­დეს (რო­მე­ლი­ღაც კომ­პო­ნენ­ტ­ში გვაქვს და აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ  მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტ­შიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გა­და­ფარ­ვა, ამი­ტომ ვცდი­ლობთ გავ­მიჯ­ნოთ) — ძი­რი­თა­დად, რუბ­რი­კის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი ამას გუ­ლის­ხ­მობს, გახ­დეს ად­ვი­ლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი  და, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი და ზუს­ტი შე­ფა­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­დეს.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის დროს მას­წავ­ლე­ბელ­მა გარ­კ­ვე­უ­ლი ქუ­ლა უნ­და მი­ი­ღოს, რო­მე­ლიც ჯერ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი არ არის. რო­გორ დავ­წერთ ამ ქუ­ლას და სად გა­ივ­ლის ზღვა­რი — ამის­თ­ვის კი­დევ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რა უნ­და გა­ვი­ა­როთ. ჯერ კი­დევ წინ გვაქვს შე­თან­ხ­მე­ბის ძა­ლი­ან რთუ­ლი ეტა­პი, რაც სწო­რედ ქუ­ლის და­წე­რას ეხე­ბა. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი  5 კრე­დიტს იღებს, თან ამა­ზეა მიბ­მუ­ლი სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამ­დე­ნად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ძა­ლი­ან ზუს­ტი და ობი­ექ­ტუ­რი იყოს. ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნაა, რად­გან გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა ისე­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რომ სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბას ვერ გა­მო­რიცხავ, მაგ­რამ ჩვენ ეს მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ.
გას­წო­რე­ბის პრო­ცეს­ზეც ვფიქ­რობთ — ერ­თი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­ას­წო­რებს, იქ­ნე­ბა ორი შემ­ფა­სე­ბე­ლი. მათ ქუ­ლებს შე­ვა­და­რებთ ერ­თ­მა­ნეთს და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით, პრო­ცეს­ში მე­სა­მე შემ­ფა­სე­ბე­ლი ჩა­ერ­თ­ვე­ბა. ჩვე­ნი პი­ლო­ტი­რე­ბა ამა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა.
რო­გორც გითხა­რით, რო­დის და­ვიწყებთ რე­ა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბას, ამის თქმა გვი­ჭირს, რად­გან ეს მარ­ტო ჩვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და შე­ი­ძი­ნოს სა­თა­ნა­დო აპა­რა­ტუ­რა და და­ა­მონ­ტა­ჟოს ყვე­ლა სკო­ლა­ში, რაც გარ­კ­ვე­ულ დროს მო­ითხოვს. უბ­რა­ლოდ, მა­ი­სის ბო­ლოს, ჩვენ მზად ვიქ­ნე­ბით — გვექ­ნე­ბა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი და უკ­ვე პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, გვე­ყო­ლე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი შემ­ფა­სებ­ლე­ბი და­ კარ­გად გვე­ცო­დი­ნე­ბა, რო­გორ ვა­წარ­მო­ოთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა. პროგ­რა­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, თუ რა­მე ხარ­ვე­ზი იქ­ნე­ბა, პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი გა­მო­ა­ჩენს და გა­მო­ვას­წო­რებთ. ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს, ბევ­რი რამ უკ­ვე გარ­კ­ვე­უ­ლია და დად­გე­ნი­ლი, მთა­ვა­რია, რუბ­რი­კის სა­ბო­ლოო ვერ­სია შე­ვა­თან­ხ­მოთ და არა მარ­ტო ჩვენ, სა­მი­ნის­ტ­რო­მაც გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი იმის­თ­ვის, რომ  რე­ა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა და­იწყოს.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N