გამოდის 1998 წლიდან
2016-03-17
„არ შე­იძ­ლე­ბა ცუ­დი შე­დე­გი მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ“

„მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ემო­ცი­ურ გან­ცხა­დე­ბებს!
პირ­ველ რიგ­ში, მივ­მარ­თავ მშობ­ლებს, ნუ გა­მო­იწ­ვე­ვენ მათ არა­სა­სურ­ვე­ლი გან­წყო­ბე­ბის სა­მარ­თა­ვად, რად­გან მას­წავ­ლე­ბელს აფა­სებს გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­თათ­ვი­საც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა გახ­ლავთ ერთ-ერ­თი და არა ერ­თა­დერ­თი კომ­პო­ნენ­ტი. შე­საძ­ლე­ბე­ლია სწო­რედ გა­მოც­და­ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის.
ასე­ვე მივ­მარ­თავ თხოვ­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც არ არის გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი, ნუ მის­ცემთ თავს ყვე­ლაფ­რის თქმი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას, რად­გან არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი ძა­ლი­ან კომ­პ­ლექ­სუ­რია“ — ასე ეხ­მა­უ­რე­ბა 24 -ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სო­ფიო მშვილ­და­ძე მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით გა­მოწ­ვე­ულ აჟი­ო­ტაჟს. სო­ფიო იმ მას­წა­ვ­ლე­ბელ­თა რიცხვს ეკუთ­ვ­ნის, ვინც იან­ვარ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა, მი­სი ასე­თი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ტეს­ტის სირ­თუ­ლე არაა (რო­გორც ამას „ჩაჭ­რი­ლი“ მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ასა­ხე­ლებს) და გა­მო­სა­ვა­ლი — და­მალ­ვა.
თე­მა რომ ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ეს ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ვლინ­დე­ბა. ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ზე რომ აირეკ­ლე­ბა, ესეც თვალ­ნათ­ლივ ჩანს, ქვეყანაში, ზოგადად, პროფესიონალების დეფიციტია. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის, თა­მარ სა­ნი­კი­ძის აღი­ა­რე­ბამ: „შე­დე­გი სა­ხარ­ბი­ე­ლო არ არის, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე, უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნი ნამ­დ­ვი­ლად არ იყო“, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით — ოპო­ნენ­ტე­ბი, გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მი­ნის­ტ­რი ამას იმით ხსნის, რომ: „წი­ნა მთავ­რო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ეს პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ხელ­მ­წი­ფომ შეც­ვა­ლა მიდ­გო­მა — ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ პე­და­გოგ­თა ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის. შე­იქ­მ­ნა ახა­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მორ­გე­ბუ­ლია პე­და­გო­გე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. შარ­შან შე­მუ­შავ­და სა­მოქ­მე­დო ჩარ­ჩო. ეს პრო­ცე­სი რომ 5 წლის წინ დაწყე­ბუ­ლი­ყო, დღეს სულ სხვა სუ­რა­თი გვექ­ნე­ბო­და“. სხვა სუ­რა­თი გვექ­ნე­ბო­და, რომ დაწყე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­თა და პრო­ცენ­ტებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი პარ­ქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­დე­გე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, კმა­ყო­ფი­ლი ვე­რა­ვინ დარ­ჩე­ბა, მით უფ­რო, რო­ცა ეს პრო­ცენ­ტე­ბი არ კონ­კ­რეტ­დე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­თა რა რა­ო­დე­ნო­ბის 83-მა პრო­ცენ­ტ­მა ვერ გა­და­ლა­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში სულ 45 ათა­სი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­თა­გან ნა­წილს საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს, ნა­წილს კი — არა. იან­ვ­რის გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი 10 552 პე­და­გო­გი­დან გა­მოც­და­ზე 6  477 გა­ვი­და, მათ­გან მხო­ლოდ 1 101-მა გა­და­ლა­ხა ზღვა­რი, 83%-მა კი მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა, ანუ ქუ­ლა­თა 60% ვერ და­აგ­რო­ვა. ეს მო­ნა­ცე­მი თა­ვის­თა­ვად დაგ­ვა­ფიქ­რებს, რა­ტომ ვი­ღებთ მსგავს შე­დეგს და რა არის გა­მო­სა­ვა­ლი?


სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი არ ერი­დე­ბა მკვეთ­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მას და ამ­ბობს, რომ ეს კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გია, ზო­გიც ამ შე­დე­გებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს — ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ხელ­მ­წი­ფოს აწყობს ამ რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლებ­ლის ჩაჭ­რა, რად­გან 83% რომ გა­სუ­ლი­ყო, შემ­დეგ წელს, და­ახ­ლო­ე­ბით, 8000 მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მო­უ­წევ­და ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა. ნა­წი­ლი კი მი­ზე­ზად ტეს­ტე­ბის სირ­თუ­ლეს ასა­ხე­ლებს... მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ვე­ცა­დეთ, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით გაგ­ვერ­კ­ვია, რა­ტომ ვი­ღებთ ასეთ შე­დე­გებს და რა­ში ხე­და­ვენ ისი­ნი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზებს?
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი იმ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და პროგ­რა­მებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს. და­გეგ­მილ ტრე­ნინ­გე­ბამ­დე კი სა­ჭი­როა მას­წავ­ლე­ბელ­თა ნდო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ან აღ­დ­გე­ნა მშობ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ში, თუნ­დაც ბო­ლო გა­მოც­დის ხმა­უ­რი­ა­ნი შე­დე­გე­ბის ფონ­ზე.
„რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ მას­წავ­ლებ­ლებს უნ­და ვენ­დოთ, —აცხა­დებს ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა, — რად­გან ეს ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ჩვენც გვას­წავ­ლიდ­ნენ, ჩვენს შვი­ლებ­საც, ჩვენს ახ­ლობ­ლებ­საც და დღე­საც ას­წავ­ლი­ან სკო­ლა­ში. ამ­დე­ნად, დი­დი აჟი­ო­ტა­ჟის შექ­მ­ნა ამის­გან არ ღირს, რად­გან, მათ გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე იცი­ან, რო­გორ წარ­მარ­თონ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. მაგ­რამ ის, რომ ჩვენ უკე­თე­სი გვინ­და, თა­ვის­თა­ვად, გა­სა­გე­ბია. გარ­და საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნი­სა და უნა­რი­სა თუ რო­გორ ას­წავ­ლოს, მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­შე სხვა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი დგას, თუნ­დაც ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ან უცხო ენის ცოდ­ნა და სხვ. სის­ტე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი ხა­რის­ხ­ზე, ამავ­დ­რო­უ­ლად, 21-ე სა­უ­კუ­ნის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე უნ­და ვი­მუ­შა­ოთ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვართ, პე­და­გო­გე­ბი დრო­უ­ლად გა­და­ვიდ­ნენ შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვად მოყ­ვე­ბა და­ნარ­ჩე­ნი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც.
სკო­ლა უნ­და იყოს პრო­ფე­სი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ად­გი­ლი, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ, და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ამა­ში კი უდი­დე­სი რო­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას აკის­რია.
რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლებ­ლებს და სკო­ლას უნ­და ვენ­დოთ, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად ვა­ცა­დოთ მათ, რომ გან­ვი­თარ­დ­ნენ, ამავ­დ­რო­უ­ლად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხმა­საც მო­ვუს­მი­ნოთ“.
მთა­ვარ მი­ზე­ზად, თუ რა­ტომ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გია მურ­ღუ­ლია, პირ­ველ რიგ­ში, იმ არა­საკ­მა­რის მო­ტი­ვა­ცი­ას ასა­ხე­ლებს, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ იმის­თ­ვის, რომ თა­ვი­ან­თი ფუნ­ქ­ცია შე­ას­რუ­ლონ:  „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბო­ლო წლებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი, გა­ზარ­დოს მას­წავ­ლე­ბელ­თა ანაზღა­უ­რე­ბა, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლის­თ­ვის.
დი­დი ხა­ნია, ვგრძნობ და არა მხო­ლოდ ვგრძნობ, ზუს­ტა­დაც ვი­ცი, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გო­ნი­ე­რი ნა­წი­ლი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­სა და ბავ­შ­ვებს რე­ა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს, არც იყუ­რე­ბა სკო­ლის­კენ. ამით იმას არ ვამ­ბობ, რომ სკო­ლებ­ში კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ. ჩვენ გვყავს კარ­გი, ძა­ლი­ან კარ­გი და მე­ტიც, ბრწყინ­ვა­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა და ისი­ნი სრულ კი არა, სა­ნა­ხევ­რო ამინ­დ­საც ვერ ქმნი­ან ჩვენს სკო­ლებ­ში.“
მე­ო­რე მი­ზე­ზი ბა­ტონ გია მურ­ღუ­ლი­ას­თ­ვის ის გახ­ლავთ, რომ „ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯე­როვ­ნად არ აფა­სებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ხერ­ხ­და, შე­იქ­მ­ნას გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის და მი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სის, არ მო­მე­რი­დე­ბა ამ სიტყ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა, კულ­ტი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, არა მხო­ლოდ ას­წავ­ლის ჩვენს შვი­ლებს, არა­მედ პი­როვ­ნე­ბე­ბა­დაც აყა­ლი­ბებს, ამი­ტომ მთა­ვა­რია, რომ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ა­ფა­სოს და და­ა­ფა­სოს.“
და არ­სე­ბობს მე­სა­მე მი­ზე­ზიც, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის დაკ­ნი­ნე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: „თა­ვად სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის იდეა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის იდე­ას­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლი­ან დამ­დაბ­ლე­ბუ­ლი და დამ­ცი­რე­ბუ­ლია. სკო­ლას თით­ქოს მა­ინ­ც­და­მა­ინც დი­დი ამო­ცა­ნე­ბი არ აქვს — ასე უყუ­რე­ბენ სკო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია.
მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უნ­და და­იხ­ვე­წოს, ვგუ­ლის­ხ­მობ იმ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ­ზა­დე­ბენ პე­და­გო­გებს ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ერ­თი რამ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, კარ­გად უნ­და იყოს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნე­ბი და გა­აზ­რე­ბუ­ლი ისიც, რომ მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ში თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი ასე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არ უს­წ­რებ­დეს პრაქ­ტი­კულს. ვიც­ნობ და­სავ­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას და ვი­ცი, რომ მომ­ზა­დე­ბის მოზ­რ­დილ ნა­წილს მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა­ში ატა­რე­ბენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯა­რის­კა­ცი ბრძო­ლა­ში ყა­ლიბ­დე­ბა. ჩვენ­თან ბო­ლო დრომ­დე ასე იყო, რომ თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი იყო უზარ­მა­ზა­რი, პრაქ­ტი­კა — უმ­ცი­რე­სი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი არ აკე­თებს იმას, რა­საც სწავ­ლობს.“
შე­დე­გი, რო­მე­ლიც გა­მოც­დამ წარ­მო­ა­ჩი­ნა, არ ყო­ფი­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნის­თ­ვი­საც, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ ტენ­დენ­ცი­ას, რო­მე­ლიც გა­მოც­დე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გებს გვაც­ნობს.
„რა თქმა უნ­და შე­იძ­ლე­ბა მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, ტეს­ტე­ბი სწო­რი ფორ­მა­ტით მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა და არის თუ არა ხარ­ვე­ზე­ბი თა­ვად ტეს­ტებ­ში, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­დაწყ­ვი­ტა და სწო­რა­დაც გა­დაწყ­ვი­ტა, რომ საგ­ნის გა­მოც­და ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია იმის­თ­ვის, რომ გა­ვი­გოთ მას­წავ­ლ­ბე­ლებ­მა იცი­ან თუ არა სა­გა­ნი, რო­მელ­საც ას­წავ­ლი­ან, ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი ამა­ზე უნ­და და­ვა­შე­ნოთ. საგ­ნის ცოდ­ნას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა უნ­და აძ­ლევ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მივ­დი­ვართ იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მამ­დე, რაც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ფაქ­ტია და შე­დე­გე­ბიც გვაძ­ლევს ამის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მო­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს. თუმ­ცა, ამავ­დ­რო­უ­ლად, გვაქვს მე­ო­რე მხა­რე — გვყავს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სის­ტე­მა­ში მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს.“
გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის ერთ-ერ­თი გზა, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, ის ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მე­ბია, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ახ­ლა გა­დის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას — სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა.
„შე­სა­ბა­მი­სად, ამ პროგ­რა­მებ­ში უკ­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა ის მოთხოვ­ნა, რაც სა­ხელ­მ­წი­ფოს აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის კუთხით და ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რო­მელ­თა პროგ­რა­მაც გა­ივ­ლის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას, შეძ­ლე­ბენ სის­ტე­მა­ში ისე­თი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნონ, რო­მელ­თაც საკ­მა­ოდ კარ­გი ცოდ­ნა ექ­ნე­ბათ რო­გორც საგ­ნის, ისე მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი. ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ ამ პროგ­რა­მებ­ში პრაქ­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტი ხდე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველს, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში შე­ვა, უკ­ვე ექ­ნე­ბა პე­და­გო­გად მუ­შა­ო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­დე­ვი პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რებს.
მე­ო­რე, ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა. ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ვცა­დეთ გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა. თა­ვის­თა­ვად, მხო­ლოდ ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წ­რე­ბა არ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ შე­ი­ძი­ნო ცოდ­ნა და შემ­დ­გომ­ში შეძ­ლო პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნა. ამი­ტო­მაც, გა­დამ­ზა­დე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში შე­ვი­და სწო­რედ ის კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლე­ბელს შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის საკ­ლა­სო ოთახ­ში რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, რაც კარ­გად აისა­ხე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე“.
იგეგ­მე­ბა თუ არა ტეს­ტის ფორ­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი? — ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა პა­სუ­ხობს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა, ეს არ უკავ­შირ­დე­ბა ბო­ლო შე­დე­გებს. ტეს­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ნა­წი­ლი. რო­გორც ჩანს, ზაფხულ­ში მას­წავ­ლებ­ლებს უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, რად­გა­ნაც საგ­ნის მე­თო­დი­კის სწავ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ცენ­ტ­რ­მა აიღო და სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მა­გა­ლი­თად, 5-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა სწო­რედ მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზეა მი­მარ­თუ­ლი.
რო­გორც ცენ­ტ­რ­ში აცხა­დე­ბენ, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან, ექ­ს­პერ­ტე­ბი იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დე­ნენ, რაც გა­მოც­დამ გა­მო­ავ­ლი­ნა და დე­ტა­ლუ­რად აანა­ლი­ზე­ბენ, სად იყო სუს­ტი ნა­წი­ლი ან ყვე­ლა­ზე მე­ტი პრობ­ლე­მა, რაც შემ­დეგ იმ ტრე­ნინგ-მო­დულ­ში აისა­ხე­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს სა­გა­მოც­დოდ მომ­ზა­დე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. 5-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის გარ­და, და­გეგ­მი­ლია არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი თუ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა და დამ­ხა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მა. ცენ­ტ­რი, ასე­ვე, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­საც ახ­დენს, მათ შო­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტი ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სამ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მაა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში გა­დამ­ზად­დე­ბი­ან STჶმ დარ­გე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ანუ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის, მა­თე­მა­ტი­კის, გე­ოგ­რა­ფი­ის, ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ად­მი­ნის­ტ­რა­ცია. „ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გა­სას­მე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, — აღ­ნიშ­ნავს მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი, — თუ­კი სკო­ლა­ში ძლი­ე­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ციაა და მან კარ­გად იცის, რო­გორ და­ეხ­მა­როს მას­წავ­ლე­ბელს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი ბევ­რად უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სკო­ლაც უკე­თეს შე­დეგს აჩ­ვე­ნებს. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნას ად­მი­ნის­ტ­რა­ცია უფ­რო ახ­დენს, ვიდ­რე ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ­დე­ნად, ამ კომ­პო­ნენ­ტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან არა მხო­ლოდ STჶმ დარ­გე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­აც.“
შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბა­ში ვის აკის­რია პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ლი? ამ კითხ­ვას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ასე პა­სუ­ხობს: „პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ალ­ბათ, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ, რად­გან ეს სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მაა. რო­ცა რე­ფორ­მე­ბი და­იწყო, იმ პე­რი­ო­დი­დან­ვე, აუცი­ლებ­ლად უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო მას­წ­ვ­ლებ­ლებ­ზე მი­მარ­თუ­ლი თან­მიმ­დევ­რუ­ლი, სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მა. მხო­ლოდ ფუნ­და­მენ­ტუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნა არ არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა იმის­თ­ვის, რომ სის­ტე­მა თა­ვის­თა­ვად ამუ­შავ­დეს. ამი­ტომ, ვამ­ბობთ, 2004 წელს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გგე­მის შექ­მ­ნას­თან ერ­თად რომ დაწყე­ბუ­ლი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნ­და, პრობ­ლე­მაც ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და და ეს ეტა­პიც კარ­გა ხნის გავ­ლი­ლი გვექ­ნე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან დი­დია, მაგ­რამ მი­სი მხარ­და­ჭე­რა აუცი­ლებ­ლად უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რესს.
ამას­თა­ნა­ვე, აუცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის კომ­პო­ნენ­ტიც, რად­გან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ასე­თი ­გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა — არ ენ­დო­ბა სკო­ლას და ამის­თ­ვის და­ბა­ლი კლა­სე­ბი­დან­ვე რე­პე­ტი­ტორს მი­მარ­თავს, იმის ნაც­ვ­ლად, რომ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა მო­ითხო­ვოს. სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი გვაქვს — მშო­ბე­ლი არ ენ­დო­ბა მას­წავ­ლე­ბელს სკო­ლა­ში და ხში­რად მიჰ­ყავს შვი­ლი რე­პე­ტი­ტორ­თან, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია. ამ­დე­ნად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა — მას­წავ­ლე­ბე­ლი — ად­მი­ნის­ტ­რა­ცია — სა­ხელ­მ­წი­ფო — ამ ერ­თობ­ლი­ო­ბამ უნ­და მოგ­ვ­ცეს შე­დე­გი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი — სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.
და კი­დევ ერ­თი, რო­ცა ვსა­უბ­რობთ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე, არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ ისიც, რა და რო­გორ კეთ­დე­ბა, და რაც მთა­ვა­რია, გა­ნათ­ლე­ბა ის სფე­როა, სა­დაც შე­დე­გი სწრა­ფად ვერ დად­გე­ბა. აქ უნ­და იყოს სწო­რად გათ­ვ­ლი­ლი დრო და მო­ლო­დი­ნი“.
კი­დევ ერ­თი სა­კითხი, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, ამ სტა­ტის­ტი­კა­ში იმე­დის მომ­ცე­მია, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა შე­დე­გე­ბია — იან­ვ­რის გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტ­რირ­და 700 მსურ­ვე­ლი, აქე­დან გა­მოც­და­ზე გა­ვი­და 577, ჩა­ა­ბა­რა 144-მა.
ალ­ბათ სა­ეჭ­ვოა, შეძ­ლე­ბენ თუ არა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ასე­თი ტემ­პით, 4 წე­ლი­წად­ში (ერ­თი თით­ქ­მის გა­ვი­და), უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლას და ხომ არ არის იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქმ­ნება. ამ სუ­რათს საკ­მა­ოდ ოპ­ტი­მის­ტუ­რად უყუ­რებს ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა და ამ­ბობს, რომ: „ჩვენ არა მხო­ლოდ უნ­და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ უნ­და მივ­ცეთ მათ მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მთა­ვა­რია, ეს პრო­ცე­სე­ბი სწო­რად წა­რი­მარ­თოს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სის­ტე­მას სჭირ­დე­ბა და აუცი­ლებ­ლად ვეც­დე­ბით მათ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვუ­ჭერთ მხარს ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც გა­დაწყ­ვეტს ამ გზა­ზე შედ­გო­მას და პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თა­რე­ბას — მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რე­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფოს და­უ­დას­ტუ­როს საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, მაგ­რამ, თუ ამას ვერ შეძ­ლებს, სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა მოგ­ვი­წევს. გვე­ყო­ლე­ბა თუ არა ჩა­სა­ნაც­ვ­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი კად­რი, ამის იმედს მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა ის 25 პრო­ცენ­ტი გვაძ­ლევს, რო­მელ­მაც გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა. ვფიქ­რობთ, მო­მა­ვალ­ში მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ზე მოთხოვ­ნა კი­დევ მე­ტად გა­იზ­რ­დე­ბა. არც ის დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ სის­ტე­მის გა­რე­თაც გვყავს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლა უნ­დათ; ასე­ვე, ვე­ლო­დე­ბით სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებს, რომ­ლე­ბიც უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს მო­ამ­ზა­დე­ბენ. სა­მი წლის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ იარ­სე­ბებს, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი უმე­ტე­სო­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვა. ყვე­ლა­ფე­რი ეს კი, არა მგო­ნია, მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტის შექ­მ­ნის სა­შიშ­რო­ე­ბას იძ­ლე­ო­დეს“.
მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გებს:
გა­ნათ­ლე­ბის პროფ­კავ­ში­რის დი­დუ­ბე-ჩუღუ­რე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდომარე, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ: „მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ძნე­ლად შე­სა­გუ­ე­ბე­ლია მა­თი ავ­ტო­რი­რე­ტი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, მით უმე­ტეს, რო­ცა აბ­სურ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა ხოლ­მე. ნამ­დ­ვი­ლად გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია ეს მო­ნა­ცე­მე­ბი და სწო­რედ ამას ვითხოვთ გა­ნათ­ლე­ბის პროფ­კავ­ში­რის მუ­შა­კე­ბი — და­ზუს­ტ­დეს, რამ­დე­ნი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ვი­და გა­მოც­და­ზე. ჩვენ ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცით, რომ მა­სწავ­ლებ­ლე­ბი, მო­ტი­ვა­ცი­ის უქონ­ლო­ბის გა­მო, სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში დი­დი ინ­ტე­რე­სით არ ჩარ­თუ­ლან, ბევ­რი და­რე­გის­ტ­რირ­და, მაგ­რამ გა­მოც­დებ­ზე აღარ გა­ვი­და.
არ შე­იძ­ლე­ბა, შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხი მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელს მოვ­თხო­ვოთ, ამით სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი და­ირ­ღ­ვე­ვა. გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლია ისიც, რა­ტომ არის უფ­რო დი­დი ჩა­ვარ­დ­ნა ტექ­ნი­კურ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში, ვიდ­რე — ჰუ­მა­ნი­ტა­რულ­ში ან რა­ტომ ელოდ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­დეგს დაწყე­ბი­თი კა­თედ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით? პირ­ველ რიგ­ში, უმ­ჯო­ბე­სია ის იკითხონ, რა­ში და­ეხ­მარ­ნენ ამ მას­წავ­ლებ­ლებს? თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებ­ზე პა­სუ­ხი ხომ მხო­ლოდ ბუ­კე­ბის და­რი­გე­ბა არ არის.
ვა­ღი­ა­როთ, რომ რე­ფორ­მა შეც­დო­მით და­იწყო (შემ­დეგ შუ­ა­ში შეწყ­და კი­დეც) და არც მე­რე გან­ვი­თარ­და სწო­რად. მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ წე­ლი­წად­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ორ­ჯერ გა­დის გა­მოც­და­ზე, არა­ფერს მოგ­ვ­ცემს. თუ მას გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სი არ შე­უქ­მე­ნი, თა­ვის­თა­ვად, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გიც და­ა­ყოვ­ნებს.“
სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აფა­სე­ბენ სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­სა და ტეს­ტებს ის პე­და­გო­გე­ბი, ვინც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და. 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კი­სა და ინ­ფორ­მა­ტი­კის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი ლი­დია ბი­ჭი­აშ­ვი­ლი ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია: „ორ სა­გან­ში მაქვს გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ, მაგ­რამ მა­ღა­ლი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლის ტესტს რომ გა­დავ­ხე­დე, ჩემ­თ­ვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­და. ყო­ველ წელს ვფიქ­რობ, რომ მო­ვემ­ზა­დო და გა­ვი­დე მა­ღა­ლი კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტის ჩა­სა­ბა­რებ­ლ­ად, მაგ­რამ ჯერ ვერ დავ­ძ­ლიე, ამი­ტომ თავს ვი­კა­ვებ. რაც შე­ე­ხე­ბა ჳ-ჳვ კლა­სე­ბის ტესტს, უშუ­ა­ლოდ მა­თე­მა­ტი­კა არ იყო რთუ­ლი, უფ­რო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ტეს­ტის სხვა ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ესეს და­წე­რას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტეს­ტი სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა და მათ­თ­ვის და­წე­სე­ბუ­ლია მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვრე­ბი. თუ ზღვა­რი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტ­ში არ გა­და­ლა­ხე, გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლად არ ჩა­გეთ­ვ­ლე­ბა. ჯამ­ში, შე­იძ­ლე­ბა, გამ­ს­ვ­ლე­ლი ქუ­ლა და­გიგ­როვ­დეს, მაგ­რამ გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რო.
ზაფხულ­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და გა­მოც­და ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში, მე იან­ვარ­ში ვცა­დე ბე­დი და ჩა­ვა­ბა­რე. გა­მოც­და ორ ეტა­პად იყო­ფო­და: თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი — კომ­პი­უ­ტერ­თან. პროგ­რა­მაც გა­მოქ­ვეყ­ნ­და, ნი­მუ­შიც და­ი­დო. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნ­და, რომ პროგ­რა­მი­დან რამ­დე­ნი­მე სა­კითხი ამო­ი­ღეს, სა­სურ­ვე­ლია, ეს თა­ვი­დან­ვე გვცოდ­ნო­და, სხვაგ­ვა­რად მო­ვემ­ზა­დე­ბო­დით. პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი კარ­გად დავ­წე­რე, მაგ­რამ თე­ო­რი­ულ ნა­წილ­ში ბევ­რი ისე­თი სა­კითხი იყო, რო­მელ­საც ბავ­შ­ვებს არ ვას­წავ­ლით. ალ­ბათ, ეს მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იცო­დეს, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­ურ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ამას­თან შე­ხე­ბა არ გვაქვს. ასე­თი სა­კითხე­ბის ამო­ღე­ბით შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტი გა­მარ­ტივ­დეს ან პროგ­რა­მა მე­ტად ჩა­ი­შა­ლოს, რა­თა უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად ვი­ცო­დეთ, რის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბით.
თა­ვის­თა­ვად, სა­გა­ნი, რო­მელ­საც ას­წავ­ლი, რომ უნ­და იცო­დე, ეს სა­და­ვო არ უნ­და იყოს, გა­მოც­დაც უნ­და ჩა­ა­ბა­რო. მე­ტიც, ესეც არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ თქვა, მას­წავ­ლე­ბე­ლი ნამ­დ­ვი­ლად კარ­გია თუ არა. პირ­ველ ჯერ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რო, ვერც — მე­ო­რე ჯერ­ზე, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს ფაქ­ტო­რი არ  გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს. ახა­ლი სქე­მა სწო­რედ ამი­ტომ მომ­წონს. თუმ­ცა, გა­მოც­და მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. მსჯე­ლო­ბის თე­მაა ისიც, არის თუ არა ბო­ლომ­დე გა­მარ­თუ­ლი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა. ვფიქ­რობ, ბევ­რი რამ კი­დევ და­სახ­ვე­წია, უმ­ჯო­ბე­სია ამის შე­სა­ხებ მას­წავ­ლებ­ლებ­საც მო­უს­მი­ნონ. მე­ტი ტრე­ნინ­გი, მა­სა­ლა და, მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ მსგავ­სი შე­დე­გი არ მი­ვი­ღოთ და კო­ლე­გებ­მაც უფ­რო იოლად დაძ­ლი­ონ გა­მოც­და.
არის თუ არა შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ის ფაქ­ტი, რომ გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რა — ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ სხვაგ­ვა­რად ვფიქ­რობ­დი, ახ­ლა — სხვაგ­ვა­რად: გან­ვი­თა­რე­ბა ჩვენც გვჭირ­დე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა ცუ­დი შე­დე­გი მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ და ვთქვათ, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც „მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩაფ­ლავ­დ­ნენ“.
ბა­ტო­ნი გია მურ­ღუ­ლია მი­იჩ­ნევს, რომ: „მას­წავ­ლე­ბელ­თა 83% გა­მოც­დას რომ ვერ აბა­რებს, ნიშ­ნავს იმას, რომ ბავ­შ­ვებს სკო­ლებ­ში ვერ ვამ­ზა­დებთ რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის. უნ­და მივ­ხ­ვ­დეთ, რომ პრობ­ლე­მა არის ძა­ლი­ან მწვა­ვე და თუ ის არ გა­დაწყ­დე­ბა, სა­უბ­რე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ, არის წყლის ნაყ­ვა. ყვე­ლამ უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ სკო­ლის პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხს.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ „დრა­მა­ტუ­ლად“ გა­ზარ­დოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და­ფი­ნან­სე­ბა და ეს პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაა, თუმ­ცა, მხო­ლოდ ფულ­ში არაა საქ­მე, ფუ­ლი და ჭკუა უნ­და შეხ­ვ­დეს ერ­თ­მა­ნეთს. მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უნ­და ამაღ­ლ­დეს მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა ყვე­ლა დო­ნე­ზე. ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბის ახა­ლი თა­ო­ბა მო­ვი­დეს და ძვე­ლი, გა­მოც­დი­ლი თა­ო­ბაც არ და­ი­კარ­გოს. სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და გა­მო­აცხა­დოს, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო აქ­ცი­ოს რე­ა­ლურ პრი­ო­რი­ტე­ტად და არა წარ­მო­სახ­ვი­თად, ჩვენ­მა პარ­ლა­მენ­ტ­მაც უნ­და შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია და გან­საზღ­ვ­როს გა­ნათ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და სკო­ლე­ბი და­იწყე­ბენ თა­ვი­ან­თი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის უკეთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ეს არის მი­ნი­მუ­მი, რაც და­საწყის­ში უნ­და გა­კეთ­დეს.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N