გამოდის 1998 წლიდან
2016-06-09
MCC მთა­ვარ ორი­ენ­ტირს ხა­რის­ხ­ზე აკე­თებს

ლალი ჯელაძე

ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­საც­ნო­ბად, მე­დი­ა­ტუ­რი მო­ეწყო. მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ სა­მი სოფ­ლის  — ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის კე­ხიჯ­ვ­რი­სა და ბებ­ნი­სის და გო­რის რა­ი­ო­ნის ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი. ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ ამ სკო­ლე­ბის ამ­ბებ­ზე გა­და­ვალ, მკითხ­ველს მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის  (მCC) მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი კომ­პაქ­ტით (გრან­ტით) გან­საზღ­ვ­რუ­ლია სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სას­წავ­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით აღ­ჭურ­ვა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა-და­ნერ­გ­ვა.
პრო­ექ­ტის შე­დე­გად მოხ­დე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სას­წავ­ლო ბა­ზის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია. პირ­ვე­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სე­ზო­ნი მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის, ში­და ქარ­თ­ლის და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნებ­ში 30-მდე სა­ჯა­რო სკო­ლას მო­ი­ცავს, ხო­ლო მო­მა­ვა­ლი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 100-მდე სა­ჯა­რო სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტის შე­დე­გად, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სას­წავ­ლო გა­რე­მო და გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა 37 ათას­ზე მე­ტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თ­ვის, ხო­ლო პირ­ვე­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სე­ზო­ნი 10 ათას­ზე მეტ ბე­ნე­ფი­ცი­არს მო­ი­ცავს.
რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ სკო­ლე­ბი და რო­გორ გა­ნი­საზღ­ვ­რა სტან­დარ­ტი — ამის შე­სა­ხებ, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­რექ­ტორ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ გვითხ­რა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის მი­ერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ შე­ა­ფა­სა:  „ჩამო­ყა­ლიბ­და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და პირ­ვე­ლი კრი­ტე­რი­უ­მი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა, ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რა­ო­დე­ნო­ბაა, შემ­დეგ — ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე, იმის გან­საზღ­ვ­რა, რამ­დე­ნად დი­დია სო­ცი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმ რე­გი­ონ­ში და ა.შ. შემ­დეგ, ყო­ველ­გ­ვა­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო­რიცხ­ვით, შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოხ­და სკო­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.  და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და­გეგ­მი­ლი სკო­ლე­ბიც, ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, მარ­თ­ლაც დი­დი სკო­ლე­ბია, სა­დაც მაქ­სი­მა­ლუ­რად თვალსაჩინო იქ­ნე­ბა ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ის სარ­გე­ბე­ლიც.

რაც შე­ე­ხე­ბა სტან­დარტს, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი წე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და იმ სტან­დარ­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რა, რომ­ლი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­ტარ­დე­ბო­და. ამის­თ­ვის აყ­ვა­ნი­ლი გვყავ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი. შე­იქ­მ­ნა გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ყვე­ლა სკო­ლას ერ­თი სტან­დარ­ტით ჩა­უ­ტარ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რაც სო­ცი­ა­ლურ და  გა­რე­მოს დაც­ვით ფაქ­ტო­რებ­სა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს; რაც მთა­ვა­რია, ხარ­ჯე­ფექ­ტი­ა­ნი უნ­და იყოს ის ინ­ვეს­ტი­ცია, რა­საც ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. “ 
სა­მი სკო­ლის მა­გა­ლით­ზე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა, პრო­ცესს ისე­თი თან­მიმ­დევ­რო­ბით დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დით, რომ სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვ­ქ­მ­ნო­და — რი­თი იწყე­ბა, რო­გორ გრძელ­დე­ბა და რა შე­დე­გით მთავ­რ­დე­ბა. შერ­ჩე­უ­ლი სკო­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლი, კე­ხიჯ­ვ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის შე­ნო­ბა მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ, რო­მე­ლიც 1981 წელს აშენ­და და მას შემ­დეგ არა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შაო არ ჩა­ტა­რე­ბია. სკო­ლა­ში ამ­ჟა­მად 7 სოფ­ლი­დან  276 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. მე­დი­ა­ტურს მეგ­ზუ­რო­ბას ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი ქარ­თ­ლოს ყი­ფი­ა­ნი უწევს და დე­ტა­ლუ­რად გვიხ­ს­ნის პრო­ექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბებს. კე­ხიჯ­ვ­რის სა­ჯა­რო სკო­ლა შე­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი შე­ნო­ბა, ამა­ზე უარეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია არა­ერ­თი სკო­ლის შე­ნო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. თუმ­ცა, აქ რომ არ ჩა­ტარ­დეს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, ძა­ლი­ან ცუდ შე­დეგს მი­ვი­ღებთ, მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­დე­ბა. 
თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლის პრობ­ლე­მა სვე­ლი წერ­ტი­ლია. აქაც,  შე­ნო­ბას მო­შო­რე­ბულ ტუ­ა­ლეტ­ში, ენით აუწე­რე­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რიაა, ამის გარ­და, ზამ­თარ­ში სი­ცი­ვე­სა და ყინ­ვა­ში უწევთ პა­ტა­რებს გა­რეთ გა­მოს­ვ­ლა, რაც მათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებს ზრდის.  რო­გორც სკო­ლა­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც  ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ სკო­ლას­თან, ტუ­ა­ლე­ტის გა­მო სახ­ლ­ში მი­დი­ან და ხში­რად აღარც უბ­რუნ­დე­ბი­ან გაკ­ვე­თილს. სხვე­ბი კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ სარ­გებ­ლო­ბენ, არა­და, რო­გორც გითხა­რით, ბავ­შ­ვე­ბი მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­დან და­დი­ან. „მე ასეთ სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის გაშ­ვე­ბა მარ­თ­ლა შე­მე­შინ­დე­ბო­და“  —  ამ­ბობს ბა­ტო­ნი ქარ­თ­ლო­სი და გვიხ­ს­ნის, თუ რო­გორ შე­იც­ვ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა მათ მი­ერ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ სკო­ლებ­ში. —რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი პრო­ექ­ტი, სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამი­ტომ იმ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც სვე­ლი წერ­ტი­ლის შე­ტა­ნა-გან­თავ­ს­ე­ბა არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მი­შე­ნე­ბა გა­კეთ­დე­ბა, სა­დაც ტუ­ა­ლე­ტე­ბი გან­თავ­ს­დე­ბა“. თუმ­ცა, ამის გარ­და, აქ სხვა პრობ­ლე­მა­ცაა — არ არ­სე­ბობს სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი — საკ­მა­ოდ ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ბი­ო­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტუ­რის და­მონ­ტა­ჟე­ბა, რო­მე­ლიც, სრულ  შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის ქარ­თულ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას­თან. უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში მსგავ­სი გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ ტექ­ნი­კურ წყალს ჩვე­უ­ლებ­რივ მო­იხ­მა­რენ, თუმ­ცა, ამის აუცი­ლებ­ლო­ბა ჩვენს ქვე­ყან­ში არ არ­სე­ბობს.  
ერ­თი შე­ხედ­ვით სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი კე­ხიჯ­ვ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის შე­ნო­ბას თუ კარ­გად და­ათ­ვა­ლი­ე­რებ, დას­მულ დი­აგ­ნოზს შე­უც­ვ­ლი და კი­დევ უფ­რო და­ბალ დო­ნე­ზე ჩა­მო­იყ­ვან, რად­გან სკო­ლის შე­ნო­ბის ერ­თი ფლი­გე­ლი ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი და, ამი­ტომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­უქ­მე­ბუ­ლია. ბავ­შ­ვე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, რის გა­კე­თე­ბა­საც ასა­ხე­ლე­ბენ — იატა­კია. კი­ბის უჯ­რედ­ზე ისეთ ბზა­რებს ვხე­დავთ, ცო­ტა მე­ში­ნია, კი­ბე ფეხ­ქ­ვეშ არ გა­მოგ­ვე­ცა­ლოს. სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი (ხელ­სა­ბა­ნი) ძვე­ლი ტი­ლო­ე­ბით შე­უ­ფუ­თავთ, ეტყო­ბა წყა­ლი გას­დის. სპორ­ტის დარ­ბაზ­ში იატა­კი ფეხ­ქ­ვეშ ტალ­ღა­სა­ვით მოძ­რა­ობს, ირ­ყე­ვა და თუ ბავ­შ­ვე­ბი ხტუ­ნა­ვენ, ისე­თი მტვე­რი ამო­დის, ვე­ღარ სუნ­თ­ქავ. ამის მომ­ს­წ­რეც თა­ვად გავ­ხ­დით, რად­გან ფიზ­კულ­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლი ტარ­დე­ბო­და. ეს გა­რეგ­ნუ­ლად რა­საც შე­ავ­ლებ თვალს, თო­რემ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კ­ვ­ნა ამის შე­სა­ხებ, რო­გორც გითხა­რით, უკ­ვე არ­სე­ბობს და სკო­ლის შე­ნო­ბის, რომ­ლის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ფარ­თი 2344.8 კვ.მ-ს შე­ად­გენს, რეაბილიტაცია ივ­ლი­სის შუა რიცხ­ვებ­ში და­იწყე­ბა. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ლე­ი­ლა ოსი­ტაშ­ვი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, სხვა სი­კე­თეს­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტის ზრდა­საც უკავ­ში­რებს. ერ­თი სუ­ლი აქვთ, რო­დის და­იწყე­ბა  სა­რე­მონ­ტო სამ­უ­შა­ო­ები.
შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა ბებ­ნი­სის სა­ჯა­რო სკო­ლაა, რო­მელ­შიც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ზაფხუ­ლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ლა­ში176-მდე მოს­წავ­ლე ირიცხე­ბა, თუმ­ცა რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბა 240 მოს­წავ­ლე­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვ­ლი­ლი. სა­რე­ბი­ლი­ტა­ციო ფარ­თი 1048 კვ.მ-ს შე­ად­გენს.
ქარ­თ­ლოს ყი­ფი­ა­ნი იმ სტან­დარ­ტებს გვაც­ნობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სკო­ლამ, მი­ნი­მუმ, 20-25 წე­ლი ისე უნ­და გაძ­ლოს, რომ არა­ნა­ი­რი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა აღარ დას­ჭირ­დეს. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ამ­ბობს, ვიდ­რე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და­იწყე­ბენ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, გა­მო­იკ­ვ­ლი­ონ შე­ნო­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბა. „ჩვენ მი­ერ შერ­ჩე­ულ სკო­ლებს უტარ­დე­ბა კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი და გე­ო­ტექ­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც გვაქვს დას­კ­ვ­ნა იმის შე­სა­ხებ, შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია თუ არა და სჭირ­დე­ბა თუ არა მას პრე­ვენ­ცი­უ­ლი გა­მაგ­რე­ბი­თი ჩა­რე­ვა — რკი­ნის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ში ჩას­მა. სწო­რედ ეს პრო­ცე­დუ­რა იძ­ლე­ვა 25-წლი­ა­ნი გა­რან­ტი­ის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას“.
ბებ­ნი­სის სკო­ლა­ში ასე­თი ტი­პის გა­მაგ­რე­ბა კორ­პუ­სის ნა­წილს დას­ჭირ­და, ყო­ფი­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი მთლი­ა­ნად ჩა­ის­ვა რკი­ნის პე­რან­გ­ში,  რაც იმის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა, რომ მი­წის­ძ­ვ­რის დროს ეს ნა­წი­ლი, მარ­თა­ლია, გა­მო­უს­წო­რე­ბელ დე­ფორ­მი­რე­ბას მი­ი­ღებს, მაგ­რამ არ ჩა­მო­იშ­ლე­ბა, რაც ბავ­შ­ვე­ბის მი­ნი­მა­ლურ უსაფ­რ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, თო­რემ, რო­გორც ბა­ტო­ნი ქარ­თ­ლო­სი ამ­ბობს, არ­სე­ბობს გა­მაგ­რე­ბის ისე­თი სცე­ნა­რიც, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა რომ ამოტ­რი­ალ­დეს, შე­ნო­ბა მა­ინც არ და­ინ­გ­რე­ვა. ასე­თი გა­მაგ­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რადღი­რე­ბუ­ლია და ამის ფუ­ფუ­ნე­ბა ჩვენ არ გვაქვს.
აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და, ბებ­ნი­სის სკო­ლა­ში სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის­თ­ვის გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო მი­შე­ნე­ბა, რად­გან სკო­ლის ფარ­თი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და და და­მონ­ტაჟ­და ნარ­ჩე­ნი წყლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც სი­ახ­ლეა და ფიქ­რო­ბენ, ახალ სტან­დარტს და­ამ­კ­ვიდ­რებს. რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის სველ წერ­ტი­ლებ­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ტუ­ა­ლე­ტე­ბი.
რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამა­ზე ყვე­ლა დე­ტა­ლი მეტყ­ვე­ლებს. სა­ხი­ფა­თო და სა­ში­ში ნარ­ჩე­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლის დაც­ვი­თაა შე­ფუ­თუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, სპე­ცი­ა­ლურ ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­და­ი­ტა­ნენ. ამ სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის მოთხოვ­ნა ჩა­დე­ბუ­ლია სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში. „ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გვყავს სამ­შე­ნებ­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რია და სა­ავ­ტო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს ხა­რის­ხ­ზე. ამის გარ­და,  ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰყავს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ახ­დე­ნენ გა­და­მოწ­მე­ბას, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ზე­დამ­ხედ­ვე­ლი მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას.
ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, სკო­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის ტექ­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვე­ნი შეს­ყიდ­ვე­ბის წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხდე­ბა შუ­ა­ლე­დუ­რი მი­ღე­ბა-ჩაბა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. შემ­დეგ, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ მი­ერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ახ­დე­ნენ შე­ნო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას. თუ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა  რა­ი­მე სა­ხის წუ­ნი ან გაჩ­ნ­დე­ბა თუნ­დაც ნაპ­რა­ლი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით გა­მო­ას­წო­რონ ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან ხა­რის­ხ­ზე, ურ­ჩევ­ნი­ათ თა­ვი­დან­ვე ხა­რის­ხი­ა­ნად შე­ას­რუ­ლონ სა­მუ­შაო, ვიდ­რე შემ­დეგ თან­ხე­ბი და­ხარ­ჯონ მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.“
ბებ­ნი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე, ერთ კვად­რატ­ზე, გათ­ვ­ლი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით,180 დო­ლა­რი, თან­ხა იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.
გი­ორ­გი  ზედ­გი­ნი­ძე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის დი­რექ­ტო­რია და გვაც­ნობს მის სამ­სა­ხურ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს. ამ­ბობს, რომ თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­რე­აბი­ლი­ტა­ციო პრო­ცე­სი, მაგ­რამ მის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა „სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბა — სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბი, გა­რე­მოს დაც­ვა  და უსაფ­რ­თხო­ე­ბა. სი­ა­მა­ყით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ წე­სე­ბი იმ­დე­ნა­დაა და­ცუ­ლი, რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით, არც ერ­თი ინ­ცი­დენ­ტი არ ყო­ფი­ლა.
მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­დე­ბა ყვე­ლა სტან­დარ­ტი გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით,  ობი­ექ­ტ­ზე ნარ­ჩე­ნე­ბის და­ხა­რის­ხე­ბა ყვე­ლა წე­სის დაც­ვით ხდე­ბა; ასე­ვეა  უსაფ­რ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც —  მკაც­რად კონ­ტ­როლ­დე­ბა რო­გორც თა­ვად სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის, ისე გა­რე­შე პი­რე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვაც.
 რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ ნა­წილს, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლია ერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს, საკ­მა­რი­სად არი­ან თუ არა პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი  სკო­ლი­სა და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შეხ­ვედ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რა­უნ­დე­ბი და ვიდ­რე და­იწყე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ყა­ლიბ­დე­ბა კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­შიც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და  მშობ­ლე­ბი შე­დი­ან. სა­ნამ პრო­ექ­ტის დი­ზა­ი­ნი  დას­რულ­დე­ბა, ვაწყობთ გან­ხილ­ვას, ვის­მენთ მათ  შე­ნიშ­ვ­ნებ­სა და სურ­ვი­ლებს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.  მას შემ­დეგ, რაც სკო­ლა და კო­მი­ტე­ტი მო­ი­წო­ნებს პრო­ექტს და იტყ­ვის, რომ ეს მათ­თ­ვი­საც მი­სა­ღე­ბია,  ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი. სო­ცი­ა­ლურ ნა­წილ­ში ად­გილ­ზე ხალ­ხის და­საქ­მე­ბაც არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი  მი­მარ­თუ­ლე­ბა გან­სახ­ლე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს — თუ­კი სკო­ლა­ში, სა­დაც შევ­დი­ვართ, ბიზ­ნეს აქ­ტი­ვო­ბა გვხვდე­ბა, კომ­პენ­სა­ცი­ას ვუხ­დით. მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს კა­ფე­ტე­რია,  ის, თა­ვის­თა­ვად,  რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ვე­ღარ იმუ­შა­ვებს, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი უდა­ნა­კარ­გოდ უხ­დის კომ­პენ­სა­ციას იმ ოდე­ნო­ბით, რამ­დენ მო­გე­ბა­საც მი­ი­ღებ­და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.“ 
ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რიც აღარ იქ­ნე­ბა, თუ გეტყ­ვით, რომ ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის­თ­ვის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სრულ­დე­ბა სა­ჯა­რო  სკო­ლებ­ში ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ, რომ­ლებ­საც, შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თ­ლათ. ხა­რის­ხი კი მარ­თ­ლაც ვი­ხი­ლეთ ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სკო­ლა, სა­დაც უკ­ვე 140 ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და, მარ­თ­ლაც ტოლს არ უდებს არც ერთ გა­რე­მონ­ტე­ბულ სკო­ლას, თუნ­დაც დე­და­ქა­ლაქ­ში. მა­ღა­ლი სტან­დ­არ­ტი ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე  თვალ­ში­სა­ცე­მია —  ლა­ბო­რა­ტო­რი­ის, საკ­ლა­სო ოთა­ხის, ბიბ­ლი­ო­თე­კის, კა­ფე­ტე­რი­ის, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი ისეა გათ­ვ­ლი­ლი, რომ მი­სი ახ­ს­ნა მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის გარ­და სხვას ნამ­დ­ვი­ლად გა­უ­ჭირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც, ყვე­ლა დე­ტალს ისევ მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი ქარ­თ­ლოს ყი­ფი­ა­ნი გვაც­ნობს და თან გვე­კითხე­ბა — მოგ­წონთ?  მა­გა­ლი­თად, გვიყ­ვე­ბა, რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო სკო­ლის შე­ნო­ბის მთლი­ა­ნად ჩას­მა რკი­ნის პე­რან­გ­ში, რომ­ლის მდგრა­დო­ბა­ზეც ახ­ლა უკ­ვე თავს დებს; რო­გორ გა­კეთ­და გათ­ბო­ბის სის­ტე­მა ისე, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი ექ­ნეს სკო­ლას;  რა­ტომ არის ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლით დამ­ზა­დე­ბულ კარ­ზე პა­ტა­რა ჭრი­ლი, რო­მელ­შიც შუ­შაა ჩას­მუ­ლი; რა­ტომ იღე­ბა კა­რი შიგ­ნი­დან გა­რეთ და არა პი­რი­ქით; რა­ტომ არის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ცდე­ბის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ად­გი­ლი სცე­ნა­სა­ვით ამაღ­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, სულ მა­ლე, ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნად­გა­რე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა; საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, რა­ტომ არის  კედ­ლე­ბის შუა ნა­წი­ლი ვიწ­რო ხის ზო­ლით და­ფა­რუ­ლი ან რის­თ­ვის უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა ოთა­ხის წი­ნა კე­დელ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ხის ნაჭ­რე­ბი; რა­ტომ დას­ჭირ­დათ იატა­კის მა­სა­ლის შეკ­ვე­თა სპე­ცი­ა­ლუ­რად უცხო­ეთ­ში; შე­ნო­ბა­ში გა­მო­ყო­ფილ სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნებს რა დატ­ვირ­თ­ვა აქვს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის; და­ბო­ლოს, რა პა­რა­მეტ­რე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით გა­კეთ­და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც ქარ­თულ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, ჩე­მი თვალ­თა­ხედ­ვით, პირ­ვე­ლი თუ არა,  მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­ში აუცი­ლებ­ლად აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. ამას ყვე­ლა­ფერს ის ახა­ლი სტან­დარ­ტი ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც გამ­წ­მენ­დი ნა­გე­ბო­ბის სა­ხით შე­მო­ი­ტა­ნა  პრო­ექ­ტ­მა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. ბა­ტო­ნი ქარ­თ­ლო­სი გვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს გე­მოვ­ნე­ბით შე­ხა­მე­ბულ და ხა­რის­ხით გა­ჯე­რე­ბულ, რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლის შე­ნო­ბას, თით­ქ­მის, დას­რუ­ლე­ბულ სველ წერ­ტი­ლებს, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, პირ­ვე­ლა­დაა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის, სქე­სი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით და­ყო­ფი­ლი. აქ სსსმ  მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ტუ­ა­ლეტ­ში ერ­თი კე­დე­ლი სხვა ფე­რის კა­ფე­ლი­თაა და­ფა­რუ­ლი, ეს იმი­ტომ გა­ვა­კე­თეთ, ამ­ბობს ბა­ტო­ნი ქარ­თ­ლო­სი, რომ მათ ცხოვ­რე­ბა­ში, ამი­თაც კი, შე­ვი­ტა­ნოთ მხი­ა­რუ­ლე­ბა.
სკო­ლის დი­რექ­ტო­რი  სი­ა­მა­ყით აცხა­დებს, რომ აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია, რომ ბავ­შ­ვე­ბი ქა­ლა­ქის სკო­ლა­ში წა­ეყ­ვა­ნათ, უკ­ვე შე­იც­ვა­ლა. „წელს, ჩვე­ნი სოფ­ლი­დან ყვე­ლა პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი ხი­დის­თა­ვის სკო­ლა­ში და­რე­გის­ტ­რირ­და. სექ­ტემ­ბერ­ში, დი­დი ხნის შემ­დეგ, ვე­ლო­დე­ბით პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს. კარ­გა ხა­ნია, პირ­ვე­ლი კლა­სი აღარ გვყო­ლია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ერ­თი გა­დი­ნე­ბა არ გვექ­ნე­ბა სკო­ლი­დან, მე­ტიც, ასე­თი სკო­ლის შე­ნო­ბით და ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბით, ვფიქ­რობ, კონ­ტინ­გენტს მო­ვი­ზი­დავთ კი­დეც. დღე­ის შემ­დეგ, თა­მა­მად შე­მიძ­ლია გან­ვაცხა­დო, რომ ასე­თი მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის სკო­ლა სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს გო­რის რა­ი­ო­ნის და ქა­ლა­ქის სკო­ლებს. სულ მა­ლე და­იწყე­ბა ეზოს მოწყო­ბა, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ველ იერ-სა­ხეს შეს­ძენს სკო­ლას.  ჩვენ  ქა­ლა­ქის სკო­ლებ­ში წა­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­საც ვე­ლო­დე­ბით. სკო­ლა­ში, ამ­ჟა­მად, 345 ბავ­შ­ვი ირიცხე­ბა, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბა 600 მოს­წავ­ლე­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, ამ­დე­ნად, ჩვე­ნი სკო­ლის შე­ნო­ბა ყვე­ლას და­ი­ტევს. უკ­ვე ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა გვაქვს მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­თი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა მო­ტი­ვა­ცი­ას კი­დევ უფ­რო აუმაღ­ლებს რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, ისე მოს­წავ­ლე­ებს.“  — ამ­ბობს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მი­მო­ზა ღო­ლი­ჯაშ­ვი­ლი.
იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ჩა­ა­ტა­რებს, ეზოს კე­თილ­მოწყო­ბა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი იზ­რუ­ნებს. მა­თი­ვე პრე­რო­გა­ტი­ვაა, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლე­ბის ახა­ლი სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რით აღ­ჭურ­ვა.
გა­რე­მო­ში, სა­დაც  21-ე სა­უ­კუ­ნეა და მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი ხა­რის­ხ­ზე გა­კეთ­და,  ცუ­დად სწავ­ლის უფ­ლე­ბა, ალ­ბათ, აღა­რა­ვის აქვს.

 

25-28(942)N