გამოდის 1998 წლიდან
2016-10-12
დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, საკ­ლა­სო ოთა­ხის გარ­და, არ­სად ჩანს

რუბ­რი­კა წარ­მო­გიდ­გენთ სა­მუ­სი­კო სე­მი­ნა­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი კერ­ძო სკო­ლის „ჩვე­ნი სკო­ლა“  ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელს და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფე­სორს — ზა­ქა­რია ქი­ტი­აშ­ვილს.
ის, სტუ­დენ­ტო­ბი­დან დღემ­დე, სკო­ლის დაწყე­ბით კლასს ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 19 წლი­დან მას­წავ­ლე­ბე­ლია, პე­და­გო­გო­ბა მის­თ­ვის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა თვით­მი­ზა­ნი, ამ­ბობს, იმ­დე­ნად მოს­წონს ამ საქ­მის კე­თე­ბა, რომ სკო­ლის და­ტო­ვე­ბა ვერ შეძ­ლო, მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რ­ძელ­და. მას­თან ინ­ტერ­ვიუ სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩენს თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც იმი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია, რომ დაწყე­ბით კლას­ში მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლე­ბე­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლია.

რო­გორ აღ­მო­ჩ­ნ­და სკო­ლა­ში
ჩემ­თ­ვის პე­და­გო­გო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ ყო­ფი­ლა თვით­მი­ზა­ნი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი და წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტად ვით­ვ­ლე­ბო­დი. ერთ-ერ­თი გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლი­დან დე­კანს და­უ­რე­კეს და სთხო­ვეს, შე­ერ­ჩია სტუ­დენ­ტი და გა­ეგ­ზავ­ნა მათ­თ­ვის, რო­მე­ლიც ერთ-ერთ მას­წავ­ლე­ბელს (იგი დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დი­ო­და) ჩა­ა­ნაც­ვ­ლებ­და. დე­კა­ნის მო­ად­გი­ლემ მე შე­მომ­თა­ვა­ზა და ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­და, სკო­ლა­ში დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლად. ვერ გეტყ­ვით, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში ჟურ­ნა­ლით ხელ­ში დგო­მას, მაგ­რამ, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ-სამ გაკ­ვე­თილ­ში მივ­ხ­ვ­დი, ეს ის არის, რაც მე მინ­და რომ ვა­კე­თო.
ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს — 19 წლის სტუ­დენ­ტი შე­მიშ­ვეს მე­სა­მეკ­ლა­სე­ლებ­თან. ორი-სა­მი გაკ­ვე­თი­ლი დამ­ჭირ­და, რომ მა­თი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი ლექ­სი­კით მე­სა­უბ­რა. ნელ-ნე­ლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კ­ვიე და მივ­ხ­ვ­დი, რომ ძა­ლი­ან მომ­წონ­და ამ საქ­მის კე­თე­ბა. ალ­ბათ, მა­ინც ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს იმ ნა­პერ­წ­კალს, რა­საც მას­წავ­ლებ­ლო­ბა გაძ­ლევს. და ამის შემ­დეგ, 2004 წლი­დან დღემ­დე, უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი რო­გორც დაწყე­ბით, ისე სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე.
მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლა ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლე. და­ვამ­თავ­რე თუ არა, მა­შინ­ვე მომ­ცეს სე­მი­ნა­რე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ში. შემ­დეგ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­შიც ჩა­ვა­ბა­რე და, 2007 წლი­დან, ასე­ვე, უწყ­ვე­ტი სტა­ჟი მაქვს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პე­და­გო­გი­კუ­რი ციკ­ლის საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის.

ვინ ირ­ჩევს პე­და­გო­გი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბას
დღეს სა­მი ტი­პის მო­ტი­ვი არ­სე­ბობს, რის გა­მოც ახალ­გაზ­რ­დე­ბი სწავ­ლო­ბენ პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერ­თი — მო­დი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც, უბ­რა­ლოდ, უნ­დათ მას­წავ­ლებ­ლო­ბა. რო­გორც წე­სი, ამას ხში­რად ოჯა­ხი გა­ნა­პი­რო­ბებს —  მას­წავ­ლე­ბე­ლი დე­და ან ბე­ბია და პრო­ფე­სი­ას ტრა­დი­ცი­ა­სა­ვით აგ­რ­ძე­ლე­ბენ, ან, უბ­რა­ლოდ, მოს­წონთ ეს პრო­ფე­სია. მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ას ის ახალ­გაზ­რ­დე­ბი გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც მო­დი­ან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ ფი­ნან­ს­დე­ბა პე­და­გო­გი­უ­რი ციკ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, დაწყე­ბი­თი სწავ­ლე­ბის პე­და­გო­გი­კა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­დის. სამ­წუ­ხა­როდ, 20-30 პრო­ცენ­ტია, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რუ­ლით კი არა, უფა­სო დიპ­ლო­მის ასა­ღე­ბად აბა­რე­ბენ ამ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. და მე­სა­მე კა­ტე­გო­რია — ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც პი­როვ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას. მა­გა­ლი­თად, მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ლექ­ტო­რის ფაქ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა, სწო­რედ მის გა­მო ხდე­ბა პე­და­გო­გო­ბა მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი პრო­ფე­სია. ხში­რად მა­ი­ნორ, და­მა­ტე­ბი­თი პროგ­რა­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ახალ­გაზ­რ­დე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წაყ­ვა­ნა. სხვა­თა შო­რის, პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სელს, აქვს ასე­თი პო­ლი­ტი­კა — მა­ი­ნორ­ში ლექ­ტო­რე­ბად, შეგ­ნე­ბუ­ლად, ახალ­გაზ­რ­და კად­რებს გვიშ­ვებს, რომ სტუ­დენ­ტე­ბის „წამოყ­ვა­ნა“ ვცა­დოთ ამ პრო­ფე­სი­ა­ში. ვფიქ­რობ, ეს სწო­რი სტრა­ტე­გიაა და ამი­ტო­მაც ამარ­თ­ლებს კი­დეც — ხში­რად ჩვენ­თან, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში, სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან, რომ­ლებ­საც მა­ი­ნორ პროგ­რა­მა­ში შეხ­ვ­დათ პე­და­გო­გი­კის ციკ­ლის საგ­ნე­ბი და მო­ე­წო­ნათ ეს პრო­ფე­სია, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

ჩე­მი პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი
ზე­პი­რად მახ­სოვს ჩე­მი პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი: „მე სოფ­ლის თავ­სა ვე­სახ­ლე, არა სო­ფე­ლი ჩემს თავ­სა, სო­ფე­ლი კარ­გად მგუ­ობ­და, მე რომ სო­ფე­ლი მე­თავ­სა, რაც მე სოფ­ლის­თ­ვის ვინ­დო­მე, წინ-წინ მო­ვი­და ჩემს თავ­სა“. ეს იყო პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბაც მო­მი­წია მე­სა­მეკ­ლა­სე­ლებ­თან, მა­შინ 19 წლის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. გაკ­ვე­თილ­ზე ზედ­მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ნა­მე­ცა­დი­ნე­ბი შე­ვე­დი. და­ვიწყე გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნა, გავ­ყე­ვი ფი­ლო­სო­ფი­ურ კა­ტე­გო­რი­ებს და ვხე­დავ, ბავ­შ­ვე­ბი პირ­და­ღე­ბუ­ლი მი­ყუ­რე­ბენ, მე მა­ინც ვაგ­რ­ძე­ლებ და ვაგ­რ­ძე­ლებ. რა თქმა უნ­და, პა­ტა­რე­ბი ვერ მომ­ყ­ვე­ბოდ­ნენ, რად­გან არც მა­თი ცოდ­ნა და არც სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის უნა­რე­ბი, ამ ასაკ­ში,  არ არის ისე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ ასეთ მა­ღალ­ფარ­დო­ვან ლექ­სი­კა­სა და გან­ყე­ნე­ბულ აზ­როვ­ნე­ბას მის­წ­ვ­დ­ნენ. მოკ­ლედ, დრო დამ­ჭირ­და, რომ ჩე­მი ლექ­სი­კა, ფიქ­რი და ახ­ს­ნის მა­ნე­რა მა­თი ასა­კის­თ­ვის მო­მერ­გო. ეს პრო­ცე­სი ერ­თი თვე მა­ინც გაგ­რ­ძელ­და თუ მე­ტი არა. შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად წა­ვი­და.
 
მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლე­ბე­ლი — ქარ­თუ­ლი სკო­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა
გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვი — ვხე­დავ, 42 ქა­ლი ზის და, სადღაც ბო­ლო­ში, მხო­ლოდ სა­მი კა­ცი. კა­ცი მას­წავ­ლე­ბე­ლი მარ­თ­ლაც დე­ფი­ცი­ტია. ეს, ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ოჯახს ვე­ღარ არ­ჩე­ნენ იმ ჯა­მა­გი­რით, რა­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი იღებს. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­თი ხელ­ფა­სით ოჯა­ხის რჩე­ნა. სა­ხელ­მ­წი­ფომ აუცი­ლებ­ლად უნ­და იზ­რუ­ნოს ამა­ზე, მა­მა­კა­ცი უნ­და შე­იყ­ვა­ნოს სკო­ლა­ში არა მხო­ლოდ ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად ან დურ­გ­ლად. ეს აუცი­ლე­ბე­ლია, სხვა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა. ისე რო­გორც ოჯახ­შია თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო დე­დის და მა­მის ურ­თი­ერ­თო­ბა შვი­ლებ­თან, ასეა სკო­ლა­შიც. ეს სწო­რედ ბავ­შ­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ხედ­ვე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლა­დაა სა­ჭი­რო. არ შე­იძ­ლე­ბა, სკო­ლა­ში, გაკ­ვე­თილ­ზე მხო­ლოდ ქა­ლის ხმა ის­მო­დეს, ამით ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა აგებს.

რო­გორ მო­ვი­ზი­დოთ სკო­ლა­ში ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცე­ბი
პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, ანაზღა­უ­რე­ბით. ჩე­მი აზ­რით, სკო­ლებს  უნ­და მი­ე­ცეს მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თან­ხე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გან­კარ­გონ. სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს უნ­და მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, თან­ხა ისე გა­და­ა­ნა­წი­ლონ, რო­გორც თვი­თონ ჩათ­ვ­ლი­ან სა­ჭი­როდ, რომ სკო­ლა გან­ვი­თარ­დეს. მა­გა­ლი­თად, თუ­კი მი­იჩ­ნევს, რომ სკო­ლა­ში აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი — პეტ­რე, რო­მელ­საც  უნ­და გა­და­უ­ხა­დოს გა­ნაკ­ვე­თით დად­გე­ნილ ხელ­ფას­ზე მე­ტი, მას ამის უფ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. სკო­ლებს სჭირ­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვა, მათ შო­რის, მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლებ­ლე­ბის. მიდ­გო­მას უნ­და მო­ერ­გოს პო­ლი­ტი­კა — გჭირ­დე­ბა ახალ­გაზ­რ­და კად­რი? გინ­და, რომ მო­იყ­ვა­ნო ის სკო­ლა­ში? გა­და­უ­ხა­დე ღირ­სე­უ­ლი საზღა­უ­რი და და­ა­ინ­ტე­რე­სე. ჯერ ერ­თი, სკო­ლა­ში სტუ­დენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან სკო­ლის სა­უ­კე­თე­სო კად­რე­ბით შევ­სე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. სკო­ლე­ბი ვა­კან­სი­ებს რომ აცხა­დე­ბენ, ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პი­რო­ბად მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მსურ­ველს ჰქონ­დეს მუ­შა­ო­ბის სტა­ჟი. გე­კითხე­ბით, სად უნ­და მო­აგ­რო­ვოს დამ­წყებ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ეს სტა­ჟი? არა­და, ახალ­გაზ­რ­და კად­რის გაზ­რ­და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რი­თაც გინ­და, რო­გო­რი­თაც შე­ნი სკო­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რი­სათ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, გა­ცი­ლე­ბით მომ­გე­ბი­ა­ნია დი­რექ­ტო­რის­თ­ვის, ვიდ­რე, თუნ­დაც, არას­ტე­რე­ო­ტი­პუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მაგ­რამ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, 10-15-წლი­ა­ნი სტა­ჟის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლის აყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც ასე ხე­დავს, ასე ას­წავ­ლის და მორ­ჩა. ახალ­გაზ­რ­და კადრს კი სწო­რედ ისე გაზ­რ­დი, რო­გორც შე­ნი სკო­ლის სო­ცი­ო­კულ­ტუ­რას, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ კულ­ტუ­რას სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მაა. აი, ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­და და­უ­ტო­ვონ დი­რექ­ტორს და სკო­ლას და არა ის, რომ 20 წლის ახალ­გაზ­რ­დას მკაც­რად მოს­თხო­ვონ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, არ აქვს გავ­ლი­ლი ან რო­დის უნ­და მო­ეს­წ­რო? ჩე­მი აზ­რით, გა­მო­სა­ვა­ლია — მი­ი­ღე, ენ­დე და მე­რე მოს­თხო­ვე.

სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის შე­დე­გე­ბი
ვფიქ­რობ, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არას­წო­რია — მტკივ­ნე­უ­ლად აღ­ვიქ­ვამთ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცესს, უფ­რო სწო­რად, საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებს. რა­ტომ არ ვსვამთ კითხ­ვას — ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ინ­ჟი­ნე­რი, დურ­გა­ლი, პუ­რის მცხო­ბე­ლი ან, თუნ­დაც, პო­ლი­ტი­კო­სი გვყავს? სა­ერ­თოდ,  ბევ­რი და კარ­გი ხში­რია სამ­ყა­რო­ში? უბ­რა­ლოდ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბად ვაქ­ცი­ეთ და სწო­რედ ამი­ტომ მოხ­და პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ლუს­ტ­რა­ცია. გა­ო­ცე­ბუ­ლი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვამ­ბობთ: „ვაიმე, ვერ ჩა­ა­ბა­რა“. დი­ახ, ვერ ჩა­ა­ბა­რა და მარ­თ­ლაც ცუ­დი შე­დე­გე­ბია. ამის მი­ზე­ზი კი ისაა, რომ ვი­საც შე­ეძ­ლო ჩა­ბა­რე­ბა, მათ 2010, 11, 12, 13 წლებ­ში ჩა­ა­ბა­რეს გა­მოც­დე­ბი, დარ­ჩა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ის ნა­წი­ლი, ვი­საც, ვთქვათ გა­ბე­დუ­ლად, ამ ეტაპ­ზე არ ჰყოფ­ნით შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია, მათ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ და არა ხე­ლის კვრა, და­ცინ­ვი­სა და ქი­ლი­კის ობი­ექ­ტად ქცე­ვა. ნე­ბის­მი­ე­რი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ მათ ად­გი­ლას, ზუს­ტად იმა­ვე სუ­რათს მი­ვი­ღებთ და იმა­ვე შე­დე­გებ­ზე გა­ვალთ. ვფიქ­რობ, იგი­ვე შე­დე­გი გვექ­ნე­ბო­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სსრკ-ს დროს, ამი­ტომ იქ­ცე­ო­და ის სა­ხელ­მ­წი­ფო ჭკვი­ა­ნუ­რად, ატა­რებ­და პრო­ფე­სი­უ­ლი და­ხე­ლოვ­ნე­ბის მიზ­ნით მუდ­მივ სა­ზაფხუ­ლო ლექ­ცი­ე­ბის ციკლს და მას­ზე დას­წ­რე­ბას სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ უხ­დი­და ყვე­ლა პე­და­გოგს. იგი, მას­შ­ტა­ბუ­რი საბ­ჭო­თა მან­ქა­ნაც კი, მო­ე­რი­და ლუს­ტ­რა­ცი­ას. ჩვენ, პი­რი­ქით, შე­ვე­ბით ისე, რომ წინ ვერ გა­ვი­ხე­დეთ. არ შეგ­ვე­შინ­და, გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ მზად არ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით შე­დე­გე­ბის­თ­ვის.

რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ შე­დე­გე­ბი
მოქ­მედ მას­წავ­ლებ­ლებს ამ ეტაპ­ზე შე­ვეშ­ვათ, ბევრ მათ­განს ვე­ღარ შევ­ც­ვ­ლით, დარ­ჩე­ნილ რა­ო­დე­ნო­ბას კი ამინ­დის შეც­ვ­ლა გა­უ­ჭირ­დე­ბა. მო­დით, ვი­ფიქ­როთ, რო­გორ მო­ვიყ­ვა­ნოთ ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბი სკო­ლა­ში. პირ­ვე­ლი, რაც უნ­და გა­ვა­კე­თოთ, გავ­ზარ­დოთ პრო­ფე­სი­ის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც აფხა­ზეთს გვახ­სე­ნებ­დ­ნენ — „აფხა­ზე­თი ჩვე­ნია“ — ლო­ზუნ­გე­ბი, რეკ­ლა­მე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი  და ტაშ-ფან­დუ­რი. ამა­ზე ხან მე­ცი­ნე­ბო­და კი­დეც, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი გა­და­დის თვი­სებ­რივ­ში. რაც მუდ­მი­ვად გეს­მის, მე­რე შე­ნად იქ­ცე­ვა. პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა ამ სფე­როს — მას­წავ­ლებ­ლო­ბა მარ­თ­ლა მა­გა­რი სპე­ცი­ა­ლო­ბაა. მაგ­რამ, აბა, მითხა­რით წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სად არის? გი­ნა­ხავთ სად­მე გა­მო­ჩე­ნილ ად­გი­ლას? წარ­მა­ტე­ბულ სპორ­ტ­ს­მე­ნებს, ხე­ლო­ვა­ნებს ვხე­დავთ, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებს — არა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, საკ­ლა­სო ოთა­ხის გარ­და, არ­სად ჩანს. მხო­ლოდ იმის და­პი­რე­ბა, რომ გა­მოც­და­ზე აღარ ჩაგ­ჭ­რი­ან, საქ­მეს არ უშ­ვე­ლის. ამით იმის თქმა მინ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მი­სი რეკ­ლა­მი­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ.  ამა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, აუცი­ლებ­ლად, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და აიღოს.
თუ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტიჟს აამაღ­ლებ, მა­შინ მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი სტუ­დენ­ტი მო­ვა სას­წავ­ლებ­ლად და არა ისე­თი, ყვე­ლა­ფე­რი რომ მო­ი­ლია და სხვა აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა. აქ საქ­მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა, მარ­კე­ტინ­გუ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, ჩე­მი პრო­ფე­სია ჩემ შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ში ფუ­ლის და­ბან­დე­ბაა და რა­ში ვა­ბან­დებ ფულს? 300-400-ლა­რი­ან ხელ­ფას­ში? ბო­ლოს მა­ინც, გინ­და თუ არ გინ­და, ეკო­ნო­მი­კას­თან მი­დი­ხარ.

პო­ლი­ტი­კა და ხედ­ვა მი­ნის­ტ­რის წას­ვ­ლა-მოს­ვ­ლით არ უნ­და იც­ვ­ლე­ბო­დეს
ყვე­ლა­ფერს თა­ვის სა­ხე­ლი უნ­და და­ვარ­ქ­ვათ. სა­ხელ­მ­წი­ფო მას­წავ­ლებ­ლებს სკო­ლი­დან ვერ გა­უშ­ვებს, რო­გო­რი ცუ­დი შე­დე­გიც უნ­და აჩ­ვე­ნონ მათ, რად­გან სკო­ლა ცა­რი­ე­ლი დარ­ჩე­ბა, ქვე­ყა­ნას ცვლა არ ჰყავს. ამი­ტო­მაც, მას­წავ­ლებ­ლებს რა­ღაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უნ­და გა­უ­ზარ­დოს სკო­ლამ. მა­გა­ლი­თად, საგ­ნის გა­მოც­დას ვერ აბა­რებ, მა­შინ კე­თი­ლი ინე­ბე და სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აიღე, მაგ., და­მა­ტე­ბი­თი წრის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ვიდ­რე სა­განს არ ჩა­ა­ბა­რებ, ამით მა­ინც წა­ა­დე­ქი სკო­ლას. სა­ხელ­მ­წი­ფომ კი არ უნ­და და­მა­ლოს, უნ­და აღი­ა­როს, რომ ჰყავს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საგ­ნის გა­მოც­დებს ვერ აბა­რე­ბენ. ამის მწვა­ვედ აღ­ქ­მაც არ არის სა­ჭი­რო, ბუ­ნე­ბა­ში არ არის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი. ეს პრო­ფე­სია, სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, მიკ­როს­კო­პის ქვეშ მო­ექ­ცა, თო­რემ სა­დაც კი გა­მოც­დას ჩა­ა­ტა­რებს, იმა­ვე შე­დეგს მი­ი­ღებს სა­ხელ­მ­წი­ფო ნე­ბის­მი­ერ სხვა პრო­ფე­სი­ა­ში. უბ­რა­ლოდ, სხვას არ უტა­რებს გა­მოც­დებს.
ამის აღი­ა­რე­ბა არ არის რთუ­ლი, მით უმე­ტეს, იმ ფონ­ზე, რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფომ აღი­ა­რა, რომ მას არ ჰყავს  მენ­ტო­რი — ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ, ისიც თქვას, რომ ჰყავს 30 პრო­ცენ­ტი მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის და 70 პრო­ცენ­ტი და­ბა­ლი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი. რე­ა­ლო­ბა ხომ ეს არის. უბ­რა­ლოდ, ეს ფაქ­ტი არ უნ­და იქ­ცეს დე­მა­გო­გი­ის საგ­ნად. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ბრალ­მ­დებ­ლის, პრო­კუ­რო­რის როლ­ში გა­მო­დი­ო­და და მხო­ლოდ თი­თის გაშ­ვე­რის პო­ლი­ტი­კით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ტრე­ნინ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მი­ერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რო­გორც დრომ აჩ­ვე­ნა, არა­ე­ფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნ­და. სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ უნ­და იყოს და­ცუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სად­მი თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბი­სა და სის­ტე­მუ­რო­ბის ხა­ზი. პო­ლი­ტი­კა და ხედ­ვა მი­ნის­ტ­რის წას­ვ­ლა-მოს­ვ­ლით არ უნ­და იც­ვ­ლე­ბო­დეს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ სა­კითხე­ბის გა­დაჭ­რი­სას დი­დი დო­ზით უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და არა ფორ­მა­ლუ­რად. ვფიქ­რობ, ამ პრო­ცე­სის მარ­თ­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი ბერ­კე­ტი სა­ხელ­მ­წი­ფოს ხელ­თაა, შე­სა­ბა­მი­სად, მას­ვე მო­ე­კითხე­ბა პა­სუ­ხი შე­დე­გებ­ზე.

კარ­გი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­რე­ტი
არ არის კარ­გი, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი რი­ტო­რი­კით არის მარ­თა­ლი და საქ­ცი­ე­ლით — გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი. თუ ის გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შ­ვებს ეუბ­ნე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლად  იაზ­როვ­ნონ, იქ­ვე არ უნ­და მი­უ­თი­თებ­დეს, რომ მის მი­ერ ახ­ს­ნი­ლი არის მარ­თე­ბუ­ლი და სწო­რი. ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­ცა მი­სი მსჯე­ლო­ბა და ქმე­დე­ბა ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხა­ვი და სა­პი­რის­პი­როა. თუ დი­დაქ­ტი­კა­ში ხარ ასე­თი და მი­იჩ­ნევ, რომ ასე უნ­და აკე­თოს მოს­წავ­ლემ, კე­თი­ლი ინე­ბე და შენც ზუს­ტად ისე აკე­თე. თუ ბავშვს ეუბ­ნე­ბი, რომ წიგ­ნი უნ­და იკითხოს, აუცი­ლებ­ლად შენც უნ­და იკითხო. მშობ­ლებ­საც ხში­რად იმა­ვეს ვე­უბ­ნე­ბი, სახ­ლ­ში დაღ­ლი­ლიც რომ მიხ­ვი­დეთ, თუნ­დაც 5 წუ­თი, ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­ყუ­რებ­ლად რომ დაჯ­დე­ბით, წიგ­ნი აიღეთ ხელ­ში და ბავ­შ­ვებს აჩ­ვე­ნეთ, რომ კითხუ­ლობთ. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ნი რჩე­ვა, რომ იკითხოს, არა­ფერს ნიშ­ნავს. თვე­ში ერ­თხელ მა­ინც ელა­პა­რა­კე რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ებ­ზე, წიგ­ნ­ზე. იმა­ვეს ვურ­ჩევ მას­წავ­ლებ­ლებ­საც. ხში­რად არ­და­დე­გე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ბავ­შ­ვებს მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეკითხე­ბი­ან: აბა, რა წა­ი­კითხეთ ზაფხულ­ში? მო­დი, იმით და­იწყე, შენ თვი­თონ რა წა­ი­კითხე. მხო­ლოდ რე­ცეპ­ტე­ბი არ მის­ცე, შე­ნი ქმე­დე­ბით და­ა­ნა­ხე, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლია.
რა­საც მოს­თხოვ ბავშვს, პირ­ველ რიგ­ში, შენ უნ­და იყო მი­სი შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი. უკ­რ­ძა­ლავ სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის ღეჭ­ვას? კე­თი­ლი ინე­ბე და არა­სო­დეს და­ღე­ჭო მის თვალ­წინ. შენ უნ­და იყო მა­გა­ლი­თი. სი­გა­რე­ტი რომ ცუ­დია და მი­სი მო­წე­ვა ვნებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, ამას ბავშვს ვე­რა­სო­დეს გა­ა­გე­ბი­ნებ, თუ­კი შენ თვი­თონ ეწე­ვი მი­სი თან­დას­წ­რე­ბით. ჩე­მი აზ­რით, ეს ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბია, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით უნ­და უჩ­ვე­ნებ­დეს მას­წავ­ლე­ბელი. აღარ ვლა­პა­რა­კობ იმა­ზე, რომ შე­წუ­ხე­ბუ­ლი სა­ხით გაკ­ვე­თილ­ზე არ უნ­და შეხ­ვი­დე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავშვს ტვირ­თად­ქ­ცე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ და­ა­ნა­ხო. არა­გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას, არა­ბუ­ნებ­რივ პო­ზებს მა­შინ­ვე გრძნო­ბენ და გატყო­ბენ პა­ტა­რე­ბი. და­ნა­შა­უ­ლია, რო­ცა მათ­თან როლ­მორ­გე­ბუ­ლი შე­დი­ხარ.
მას­წავ­ლებ­ლო­ბა გა­მო­საც­დე­ლი პრო­ფე­სია არაა — გა­მო­გი­ვა თუ არა, ამა­ზე ფიქ­რი პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლამ­დეა სა­ჭი­რო, რად­გან სკო­ლა არ არის სა­ექ­ს­პე­რი­მენ­ტო ლა­ბო­რა­ტო­რია. კარ­გად უნ­და გქონ­დეს აზო­მილ-აწო­ნი­ლი შეძ­ლებ თუ არა მას­წავ­ლებ­ლო­ბას.

რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ ახალ­გაზ­რ­დებ­მა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია
ის ხარ­ვე­ზე­ბი, რის გა­მოც არ მოგ­წონ­დათ ესა თუ ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ახ­ლა შე­გიძ­ლი­ათ თქვენ გა­მო­ას­წო­როთ. შე­დით ამ პრო­ფე­სი­ა­ში, აირ­ჩი­ეთ მას­წავ­ლებ­ლო­ბა და იცო­დეთ, სა­ხელ­მ­წი­ფოს ისე ვე­რა­ვინ და­ეხ­მა­რე­ბა, რო­გორც კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ჩვენს ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ბევ­რი იურის­ტი, მას ბევ­რი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა და თუ თქვენ­ში აღ­მო­ა­ჩენთ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლის უნა­რებს, აუცი­ლებ­ლად აირ­ჩი­ეთ ის პრო­ფე­სი­ად და მი­დით სკო­ლა­ში. სკო­ლა სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია იმის­თ­ვის, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნოთ რო­გორც ამა თუ იმ საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა. ეცა­დეთ, თქვენ შეძ­ლოთ ის, რაც თქვენ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა თა­ო­ბებ­მა ვერ შეძ­ლეს.

თა­ო­ბა, რო­მელ­საც ზრდის
ყვე­ლა თა­ო­ბა­შია ძა­ლი­ან მა­გა­რიც, სა­შუ­ა­ლოც და სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლიც. ამ თა­ო­ბას ერ­თი სიმ­პ­ტო­მი აქვს, უფ­რო პრაგ­მა­ტუ­ლე­ბი არი­ან. ფიქ­რო­ბენ მიდ­გო­მით — ეს მე მჭირ­დე­ბა, თუ არა? სუ­ლაც არ არის ცუ­დი, კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი წყო­ბის­თ­ვის ეს კა­ნო­ნია — რა­ში გა­მო­მად­გე­ბა. ასა­კით არ ვარ ძა­ლი­ან შორს მათ­გან, 32 წლის ვარ, მაგ­რამ ჩვენ შო­რის დი­დი სხვა­ო­ბაა. ჩვენ ლექ­ცია რომ გვიც­დე­ბო­და, ბედ­ნი­ე­რე­ბი გა­რეთ გა­მოვ­დი­ო­დით, ეზო­ში ვის­ხე­დით და ამას არ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით. ამას წი­ნათ, მი­ვიდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი ერთ-ერთ კა­თედ­რა­ზე და ლექ­ტო­რის მი­სა­მარ­თით საყ­ვე­დუ­რი გა­მოთ­ქ­ვეს — ჩვენ სწავ­ლა­ში ფულს ვიხ­დით, კე­თი­ლი ინე­ბოს და ლექ­ცი­ე­ბი ჩაგ­ვი­ტა­რო­სო. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაა, ამ­დ­რო­უ­ლი.
ძა­ლი­ან კარ­გი თა­ო­ბაა, უბ­რა­ლოდ, მა­ღა­ლი უნა­რე­ბის ახალ­გაზ­რ­დე­ბი მას­წავ­ლებ­ლო­ბის პრო­ფე­სი­ა­ში იშ­ვი­ა­თია და ეს სამ­წუ­ხა­როა. ისი­ნი სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბებს ირ­ჩე­ვენ — იური­დი­ულს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს, და სხვა. მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე არ ფიქ­რო­ბენ. ვერც გა­ამ­ტყუ­ნებ, რად­გან პერ­ს­პექ­ტი­ვა საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვა­ნია.

პრო­ფე­სი­ის გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბა
2015 წლის TALIS-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ იმ გა­მო­კითხულ ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ფიქ­სირ­დე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის არე­ში, სა­შუ­ა­ლო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩვენ გვაქვს. რა­ტომ არ მი­დის ეს ხალ­ხი პენ­სი­ან­ზე? იმი­ტომ, რომ არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი არ აქვს. შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გა­ა­კე­თო — ჩა­მო­ა­ცი­ლო ისი­ნი აქ­ტი­ურ გაკ­ვე­თილს და და­ტო­ვო კონ­სულ­ტან­ტე­ბად, მე­თო­დის­ტე­ბად, რომ ახალ­გაზ­რ­და კად­რებს გა­უ­წი­ონ კო­ორ­დი­ნა­ცია. ამით პრო­ფე­სი­ის გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბას შე­ვუწყობთ ხელს.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N