გამოდის 1998 წლიდან
2016-11-17
არ შე­იძ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის გა­მოც­და, რო­მე­ლიც 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოს­ცა­და ცხოვ­რე­ბამ და რო­მელ­საც თა­ო­ბე­ბი ჰყავს აღ­ზ­რ­დი­ლი


განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ საუბრობს
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა

რე­ფორ­მის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი
ჩვე­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით უკ­ვე არ­სე­ბობს და, სულ მა­ლე, მთავ­რო­ბის წარ­დ­გე­ნის შემ­დეგ, სა­ჯა­რო ვერ­სია გვექ­ნე­ბა. 39 მსხვი­ლი პრო­ექ­ტი გა­მო­იკ­ვე­თა, მო­გახ­სე­ნებთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო­ებს.
ჩე­მი აზ­რით, ჩვე­ნი გეგ­მის ცენ­ტ­რ­ში უნ­და იყოს თვი­თონ სას­წავ­ლო პროგ­რა­მის რე­დი­ზა­ი­ნი, გა­და­კე­თე­ბა და ახ­ლან­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მი­სა­და­გე­ბა. ამის გარ­შე­მო ბევ­რი რამ გვით­ქ­ვამს: ერ­თი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი იყოს გა­დატ­ვირ­თუ­ლი და 10 სა­ა­თამ­დე მე­ცა­დი­ნე­ობ­დეს და მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელს საქ­მე არ ჰქონ­დეს. ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მო­ითხოვს ტემპს პი­რი­ქით — პა­ტა­რი­დან მზარ­დის­კენ. პირ­ველ­კ­ლა­სელს სულ უნ­და ვე­თა­მა­შოთ და მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­მა, წე­სით, თა­ვი ვერ უნ­და ას­წი­ოს წიგ­ნი­დან. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ჩვენ­თან ასე არ არის. არ შე­იძ­ლე­ბა, მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სელს რე­პე­ტი­ტო­რი სჭირ­დე­ბო­დეს, თე­ო­რი­უ­ლა­დაც არ შე­იძ­ლე­ბა. მშო­ბე­ლიც უნ­და ახერ­ხებ­დეს, რომ და­ეხ­მა­როს, თუ სა­ჭი­როა და ბავ­შ­ვი თვი­თონ უნ­და არ­თ­მევ­დეს თავს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სჭირ­დე­ბა.
ისეთ პროგ­რა­მას გა­ვა­კე­თებთ, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ასაკ­თან შე­სა­ფე­რი­სი და თან სა­ხა­ლი­სო. ჩვენ ვზრდით მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­მავ­ლის­თ­ვის და მო­მა­ვალ­ში მათ რა ცოდ­ნა დას­ჭირ­დე­ბათ, არ ვი­ცით, ე.ი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა —  მოს­წავ­ლეს სწავ­ლა ვას­წავ­ლოთ და სწავ­ლა შე­ვაყ­ვა­როთ, რომ მო­მა­ვალ­ში ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი რომ შე­მო­ვა, რაც დღეს არ არის, შე­ი­წო­ვოს, რო­გორც ღრუ­ბელ­მა. ამ­გ­ვა­რად, სკო­ლის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნაა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სწავ­ლის შეყ­ვა­რე­ბა, პროგ­რა­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა და გა­ხა­ლი­სე­ბა — ეს არის ერ­თი-ერ­თი მთა­ვა­რი 39-დან.

სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­და­კე­თე­ბა
სა­მი­ნის­ტ­რო­ში არის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, რო­მე­ლიც  ამა­ზე მუ­შა­ობს. ამას წი­ნათ, მათ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს ხუმ­რო­ბით ვუთხა­რი — თქვენ­თან სა­მუ­შა­ოდ გად­მოვ­დი­ვარ მო­ად­გი­ლის რან­გ­ში. სე­რი­ო­ზულ მუ­შა­ო­ბას ვა­პი­რებთ, ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად უნ­და გა­ვი­ა­როთ. ამა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მე, მე პი­რა­დად, ნამ­დ­ვი­ლად არ მაქვს. მე ექ­ს­პერ­ტი არ ვარ, რა თქმა უნ­და, ამას ექ­ს­პერ­ტე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ, ოღონდ მე უნ­და შევ­ძ­ლო, რომ ხალხს რაც უნ­და, ბავ­შ­ვებს, ოჯა­ხებს რაც უნ­დათ, სწო­რედ ის გა­ტარ­დეს, თუნ­დაც უცხო­უ­რი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის კუთხით.
არა­ერ­თხელ ვახ­სე­ნე და გა­ვი­მე­ო­რებ, რომ და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სის­ტე­მას, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ცვლის აზ­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა, ანუ ძვე­ლად თუ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რო­მე­ლი წლის რო­მელ თვეს და დღეს და­ი­ბა­და, მა­გა­ლი­თად, ბლეზ პას­კა­ლი, ახ­ლა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პი­რო­ბი­თად, პას­კალ­სა და ნი­უ­ტონს შო­რის რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბია. დღეს სა­აზ­როვ­ნო ამო­ცა­ნა უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ად­რე სა­მეხ­სი­ე­რო ამო­ცა­ნა იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი.
რო­გორც კი სა­ზე­პი­რო­ებ­ზე ვთქვი, რომ სა­ჭი­რო არ არის, შე­ამ­ჩ­ნევ­დით ალ­ბათ, მა­ინც და მა­ინც, გა­ლაკ­ტი­ო­ნი, „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და აგი­ოგ­რა­ფია გა­ახ­სენ­და ხალხს და არა ის, თუ რა­ტომ ვა­მახ­სოვ­რე­ბი­ნებთ ბავ­შ­ვებს ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის მო­ლურ მა­სებს ან მდი­ნა­რის შე­ნა­კა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და და­სა­ხე­ლე­ბას, ამა­ზეა სა­უ­ბა­რი. მოკ­ლედ, მე მჯე­რა, რომ ჩვენ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ცო­ტა­თი მო­ვაკ­ლოთ მეხ­სი­ე­რე­ბას, კი არ გა­ვა­უქ­მოთ ან ავ­კ­რ­ძა­ლოთ და ეს ცო­ტა მი­ვუ­მა­ტოთ აზ­როვ­ნე­ბას, ანა­ლი­ტი­კას და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბას.
მე არ ვთვლი, რომ ბავ­შ­ვ­მა არ უნ­და ის­წავ­ლოს სა­ზე­პი­რო­ე­ბი, ვთვლი, რომ უნ­და ის­წავ­ლოს ზო­მი­ე­რად, ანუ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად. რას ნიშ­ნავს ეს? ვთქვათ, რა­ტომ არ უნ­და ჭა­მოს ბავ­შ­ვ­მა ბოს­ტ­ნე­უ­ლი? რო­გორ არ უნ­და ჭა­მოს, ოღონდ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი დი­ე­ტა სჭირ­დე­ბა. ჩვენს ტვინ­საც სჭირ­დე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი დი­ე­ტა და ახ­ლან­დელ ტვინს სჭირ­დე­ბა ცო­ტა უფ­რო ნაკ­ლე­ბი სა­ზე­პი­რო და ცო­ტა უფ­რო მე­ტი სა­აზ­როვ­ნო. ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ სა­ზე­პი­როც იქ­ნე­ბა, ლექ­ს­საც ვას­წავ­ლით ბავშვს, სიმ­ღე­რა­საც, აგი­ოგ­რა­ფი­ი­დან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ად­გი­ლებ­საც, ოღონდ, თუ ეს არის მხო­ლოდ სკო­ლის ამო­ცა­ნა და გა­მოც­და­ზეც თუ ამას ვტეს­ტავთ, მა­შინ ის ბავ­შ­ვი, შე­იძ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მზად არ იყოს და მო­მა­ვალ­ში, მა­გა­ლი­თად, არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­ცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ზო­გი რას ეუბ­ნე­ბა, ზო­გი რას, მტყუ­ან-მარ­თა­ლის გარ­ჩე­ვა­ში სა­ზე­პი­რო ხომ არ უშ­ვე­ლის? საბ­ჭო­თა სის­ტე­მას და ბრი­ტა­ნულ სის­ტე­მას, თა­ვის დრო­ზე, სჭირ­დე­ბო­და, რომ ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან რა­საც გეტყოდ­ნენ, ის და­გე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა და მე­რე რო­ბო­ტი­ვით გა­გე­მე­ო­რე­ბი­ნა. ახ­ლა სხვა დრო დად­გა, რა­საც ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან გეტყ­ვი­ან, შე­ნი თა­ვით უნ­და აწონ-და­წო­ნო და მტყუ­ან-მარ­თა­ლი გა­არ­ჩიო. ეს უნ­და ვას­წავ­ლოთ სკო­ლა­ში.

რო­გორ გახ­დეს სკო­ლა სა­ინ­ტე­რე­სო
მე ყო­ველ კვი­რას დავ­დი­ვარ სკო­ლებ­ში. რომ ნა­ხოთ, პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი რა მაგ­რად ხა­ლი­სო­ბენ ანუ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი, თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ისე­თია, რომ უყ­ვართ, თვა­ლე­ბი აქვთ ან­თე­ბუ­ლი. დღეს მითხ­რა ერთ-ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ, ყვე­ლა ასო ვი­ცი, ქ-ც კი ვი­ციო. ეტყო­ბა, გა­უ­ჭირ­და ეს ქ და ასე გა­მი­ზი­ა­რა თა­ვი­სი სი­ხა­რუ­ლი. მოკ­ლედ, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი სა­ხა­ლი­სოა, ჩვენ უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ეს ხა­ლი­სი შე­ნარ­ჩუნ­დეს, ძი­რი­თა­დად, სკო­ლა­ში. რა­ნა­ი­რად? მე­ტი თა­მა­ში. ისე­თი მა­გა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბია (გე­ოგ­რა­ფი­ის თე­მა­ზე, ის­ტო­რი­ის თე­მა­ზე...), შე­ვა­ჯიბ­როთ, ვიქ­ტო­რი­ნე­ბი ჩა­ვა­ტა­როთ, სა­ზე­პი­რო­ებ­ში შე­ჯიბ­რი ჩა­ვა­ტა­როთ, ანუ  ნუ იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მო­ნო­ლო­გი, რო­ცა დგას და მო­ნო­ტო­ნუ­რად ჰყვე­ბა რა­ღა­ცას.
ჩვენ გვყავს ზღაპ­რუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ისეთ გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რე­ბენ, რომ ამე­რი­კის და ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ერ სკო­ლას შე­შურ­დე­ბა. მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა უნ­და გად­მო­ვი­ღოთ, რომ იყოს თა­მაშ-თა­მა­ში, შე­ჯიბ­რი, ინ­ტე­რე­სი, ხუმ­რო­ბა, იუმო­რი — ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად შე­ზა­ვე­ბუ­ლი და, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ბავ­შ­ვი იყოს ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა­ში ეს არის მთა­ვა­რი სიტყ­ვა — ჩარ­თუ­ლო­ბა, მა­შინ ბავშვს სწავ­ლის ინ­ტე­რე­სიც აქვს და მუ­ღა­მიც.

პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც დღეს ას­წავ­ლი­ან, რამ­დე­ნად არის თან­ხ­ვედ­რა­ში ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­თან და მოთხოვ­ნებ­თან
ჩვენ გვაქვს სულ ახ­ლა­ხან დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, მე­ექ­ვ­სე კლა­სის ჩათ­ვ­ლით. ეს პროგ­რა­მა თან­ხ­ვედ­რა­შია რე­ა­ლუ­რად, მაგ­რამ რამ­დე­ნად მი­ვი­ტა­ნეთ ეს ახა­ლი პროგ­რა­მა სკო­ლა­ში და დავ­ნერ­გეთ, აი, აქ გვაქვს პრობ­ლე­მა. სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბუ­ლია, ახ­ლა ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, სკო­ლა­ში მარ­თ­ლაც ისე ას­წავ­ლონ, რო­გორც წე­სი და რი­გია.
ზე­და კლა­სე­ბის პროგ­რა­მა­ზე ახ­ლა მი­დის მუ­შა­ო­ბა და იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან მა­ლე, ერთ წე­ლი­წად­ში, გვექ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი ჩონ­ჩხი ამ პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი პროგ­რა­მის, რო­მე­ლიც ასა­კობ­რი­ვად უფ­რო შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა (რო­გორც ვთქვით — მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი ძა­ლი­ან იყოს დატ­ვირ­თუ­ლი, მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი — შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად). და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­მახ­სოვ­რე­ბა და აზ­როვ­ნე­ბა.
ასე­ვე, არ შე­იძ­ლე­ბა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ისე­თი მა­გა­ლი­თე­ბი იყოს, რო­მე­ლიც ახ­ლან­დელ დროს სა­ერ­თოდ არ შე­ე­ფე­რე­ბა, ბავშვს სწავ­ლის ინ­ტე­რე­სი ეკარ­გე­ბა. ჩვენ რომ მას ვე­ლა­პა­რა­კოთ, რო­გორ ვუს­მენ­დით მაგ­ნი­ტო­ფონ­ზე ფი­რე­ბი­ან კა­სე­ტებს, ეს არ­ქა­უ­ლი ამ­ბა­ვია, დი­ნო­ზავ­რებ­ზე მო­ნათხ­რობს ჰგავს. უნ­და ვე­სა­უბ­როთ იმა­ზე, რაც დღეს ხდე­ბა — ინ­ტერ­ნეტ­ზე, Youtube-ზე და ა.შ. ძვე­ლი ეფექ­ტუ­რად უნ­და შე­ვაჯ­ვა­როთ ახალ­თან.

პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა
გა­გი­ზი­ა­რებთ ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას — შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ერთ-ერთ ჩემს მას­წავ­ლე­ბელ­ში. მე­სა­მეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი. ის ადა­მი­ა­ნი არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა, რა­ღაც ზღაპ­რუ­ლი იყო და ისე­თი და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ კარ­გად მეს­წავ­ლა, რომ საზღ­ვა­რი აღარ ჰქონ­და. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას, ის­ტო­რი­უ­ლად, ყო­ველ­თ­ვის სა­ფუძ­ვ­ლად ედო სიყ­ვა­რუ­ლი, რაც უნ­და უც­ნა­უ­რად ჟღერ­დეს, მთა­ვა­რია პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი, ფარ­თე გა­გე­ბით. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გახ­სენ­დე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მსგავს ემო­ცი­ებს იწ­ვევ­და შენ­ში, უკე­თე­სი ხდე­ბო­დი ან გინ­დო­და, რომ  უკე­თე­სი ყო­ფი­ლა­ყა­ვი. სკო­ლა­ში ჩვენ, ასე ვთქვათ, სუ­ლი უნ­და და­ვაბ­რუ­ნოთ. სკო­ლა, პირ­ველ რიგ­ში, აღ­ზ­რ­დის ად­გი­ლია, სა­დაც კარ­გი ადა­მი­ა­ნი უნ­და აღი­ზარ­დოს. ის კარ­გი ადა­მი­ა­ნი აუცი­ლებ­ლად ის­წავ­ლის მე­რე, თუ სწავ­ლას, ცოდ­ნას შე­ვაყ­ვა­რებთ.
პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­თან გვაქვს სა­მუ­შაო და ეს ძა­ლი­ან ად­ვი­ლი სა­მუ­შაოა. კვა­ლი­ფი­კა­ცია კი არ სჭირ­დე­ბა, ამ ხალხს უნ­და უთხ­რა, გას­ცენ სიყ­ვა­რუ­ლი, მოს­წავ­ლე­ებს სწავ­ლა შე­აყ­ვა­რონ. ამა­ში ყვე­ლამ ერ­თად უნ­და და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი, გვერ­დ­ში უნ­და და­ვუდ­გეთ. მშობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ მას­წავ­ლე­ბელს ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხი აქვს. სახ­ლ­ში თუ არ შე­აყ­ვა­რეს ბავშვს კითხ­ვა, სწავ­ლა და თუ სახ­ლ­ში იგი­ვე არ მო­ის­მი­ნა — რომ სწავ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ ბავ­შ­ვ­მა დე­და  არ ნა­ხა წიგ­ნით, ის წიგნს არას­დ­როს არ წა­ი­კითხავს. იფიქ­რებს, წიგ­ნის კითხ­ვა კარ­გი რომ იყოს, დე­და ან მა­მა წა­ი­კითხავ­დაო. შე­სა­ბა­მი­სად, ვამ­ბობთ, რომ ოჯა­ხიც უნ­და და­ვი­ყო­ლი­ოთ და მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით, მაქ­სი­მა­ლუ­რი სით­ბო­თი მო­ექ­ც­ნენ ბავ­შ­ვებს. მას­წავ­ლე­ბელს ამის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. დღეს მას­წავ­ლე­ბელს იმ­დე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა უწევს, რომ ვერ მიხ­ვ­დე­ბით, მას­წავ­ლე­ბე­ლია თუ ბუ­ღალ­ტე­რი. ამას აუცი­ლებ­ლად შევ­ც­ვ­ლით. ეს სქე­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, უკ­ვე შეც­ვ­ლი­ლია და იწყე­ბა მა­თი და­ნერ­გ­ვა. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ვა­ცა­ლოთ, რომ იყოს ბავ­შ­ვ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.
იმა­საც მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ ვთქვი — სკო­ლი­დან  არა­ვინ არ წა­ვა. აუცი­ლებ­ლად წა­ვა, პი­რო­ბას გაძ­ლევთ, ვინც ვერ შეძ­ლებს, რომ ბავ­შ­ვე­ბი კარგ შე­დეგ­ზე გა­იყ­ვა­ნოს, ყვე­ლა წა­ვა სკო­ლი­დან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თვი­თონ რა გა­მოც­და აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. მთა­ვა­რია, ბავშვს მო­ან­დო­მო სწავ­ლა, შეძ­ლო და­ა­მო­ტი­ვი­რო და მე­რე გზა და­ა­ნა­ხო, რო­გორ ის­წავ­ლოს. და­ნარ­ჩე­ნი სუფ­თად ტექ­ნი­კუ­რი მხა­რეა.
რო­გორ უნ­და შე­აყ­ვა­რონ ყვე­ლას სწავ­ლა
ასე­თი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მია, შვი­ლე­ბი კი არ უნ­და აღ­ზარ­დოთ, თქვე­ნი თა­ვი აღ­ზარ­დეთ და შვი­ლე­ბი თქვენ და­გემ­ს­გავ­სე­ბი­ა­ნო. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი. ისე­თი ადა­მი­ა­ნი უნ­და იყოს, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბა, გვერ­დ­ში უდ­გას, იწ­ვის თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რის სიყ­ვა­რულ­ში და ამის შემ­დეგ, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ეს გა­დამ­დე­ბი იქ­ნე­ბა. რა თქმა უნ­და, ოჯახ­საც აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რად ვერ შე­აყ­ვა­რებ, მაგ­რამ ასე­თი ნათ­ქ­ვა­მიც არის — ოცი წლი­სას რა­საც მე­უბ­ნე­ბო­და დე­და­ჩე­მი, ორ­მო­ცი წლი­სამ გა­ვი­გეო. ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბი რა­საც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ მეცხ­რე კლას­ში, ზოგ რა­მეს 30 წლის ასაკ­ში მივ­ხ­ვ­დი, მაგ­რამ მა­ინც მივ­ხ­ვ­დი, მო­ვი­და ჩე­მამ­დე ის სი­კე­თე, სით­ბო და დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა. აუცი­ლებ­ლად მი­ვა ყვე­ლა ბავ­შ­ვამ­დე. კლა­სე­ლე­ბი მყავ­დ­ნენ სა­მოს­ნე­ბი, დღეს ისე­თი მა­გა­რი ხალ­ხია, რომ იმათ­ზე მა­გა­რი არა­ვინ არის იმი­ტომ, რომ შრო­მა შე­უყ­ვარ­დათ, მე­გობ­რო­ბა ის­წავ­ლეს, გვერ­დ­ში დგო­მა ის­წავ­ლეს. ეს უნ­და იყოს სკო­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა,  პლუს საგ­ნის სწავ­ლე­ბა, ამის შემ­დეგ.

რო­გორ ავუ­მაღ­ლოთ მას­წავ­ლებ­ლებს მო­ტი­ვა­ცია
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია, ალ­ბათ, მთა­ვა­რი სა­კითხია. სას­წავ­ლო პროგ­რა­მის შემ­დეგ, მე­ო­რე მთა­ვა­რი პრო­ექ­ტი პე­და­გო­გე­ბის მო­ტი­ვა­ციაა. პირ­ველ რიგ­ში, პე­და­გო­გე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით (ამის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ), უნ­და ჰკითხო თა­ვად პე­და­გო­გებს — რა სჭირ­დე­ბათ. და ვკითხე კი­დეც, 5 თვე­ში, 45 შეხ­ვედ­რა­ზე, შევ­ხ­ვ­დი 12000-ს პე­და­გოგს (გარ­და იმ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა, ვის­თა­ნაც სულ ვმუ­შა­ობ) და ვე­ლა­პა­რა­კე პი­რის­პირ. გვე­უბ­ნე­ბა ეს ხალ­ხი, რა არის სა­ჭი­რო, პირ­და­პირ, ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცი­ან, რა სჭირ­დე­ბათ: მე­ტი დრო ბავ­შ­ვებ­თან სა­მუ­შა­ოდ; მე­ტი მხარ­და­ჭე­რა მშობ­ლე­ბის (რომ მშო­ბე­ლი ბავშვს ეუბ­ნე­ბო­დეს, მას­წავ­ლე­ბელს მიჰ­ყე­ვი); უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმა­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­თ­ვის, სას­წავ­ლო რე­სურ­სის­თ­ვის და ა.შ.; ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნაკ­ლე­ბი ბავ­შ­ვი, სა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბაა; უც­ნა­უ­რი და სუ­ლე­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის (მა­გა­ლი­თად, სა­მი სა­გა­ნი რომ ერ­თად ის­წავ­ლე­ბა და ასე­თე­ბიც გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ) გა­უქ­მე­ბა... — უზარ­მა­ზა­რი სია მაქვს, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებ­თან ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ზე იხ­ვე­წე­ბა. სხვა­თა შო­რის, კომ­პ­ლი­მენ­ტე­ბიც მი­ვი­ღე, რა კარ­გად მიხ­ვ­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სო. მე კი არ მივ­ხ­ვ­დი, ვკითხე, ვინც იცის და მითხ­რეს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან მოკ­ლე ვა­და­ში, თვე­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ჩვენს სკო­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია დღე­ვან­დე­ლის­გან თვი­სობ­რი­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.
ხელ­ფა­სი, რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვდგამთ ნა­ბი­ჯებს, მო­მა­ვალ წელ­საც გაგ­რ­ძელ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლა, 2018 წელ­შიც, 2019-შიც... მოკ­ლედ, ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, სა­ით მივ­დი­ვართ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ პე­და­გო­გის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სით და­ვე­წი­ეთ ქვეყ­ნის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფასს, ანუ მას­წავ­ლე­ბე­ლი სხვა­ზე მე­ტად და­ჩაგ­რუ­ლი მა­ინც აღარ არის. ეს საკ­მა­რი­სი არ არის, ვაგ­რ­ძე­ლებთ ამა­ზე მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ეს ხალ­ხი ფუ­ლის­თ­ვის არ არის სკო­ლა­ში მო­სუ­ლი. ეს ხალ­ხი ამ­ბობს, ნორ­მა­ლურ ხელ­ფასს თუ გა­და­მიხ­დი, კარგ პი­რო­ბებს თუ შე­მიქ­მ­ნი და მი­მიშ­ვებ ჩემს საყ­ვა­რელ მოს­წავ­ლე­ებ­თან, მთებს გა­დავ­დ­გამ და გა­და­ვატ­რი­ა­ლე­ბო. ზუს­ტად ამას ვა­პი­რებთ და ეს მოხ­დე­ბა ძა­ლი­ან მა­ლე.

მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბა
ჩვენ გვაქვს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, ე.წ. „მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ჩვენ თვი­თო­ნაც ვა­ვი­თა­რებთ. სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან და გვინ­და, რომ უფ­რო მე­ტად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი ერ­თ­მა­ნე­თის სწავ­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მოკ­ლედ, მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რედ ის პრო­ფე­სიაა, რო­მელ­მაც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ახ­ლე უნ­და გა­ი­გოს. პე­და­გო­გი­კა ისე დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შარ­შან­დე­ლი ცოდ­ნით წელს ვე­ღარ ას­წავ­ლი. ბავ­შ­ვი მო­ვა და Twitter-ზე მო­გიყ­ვე­ბა რა­ღა­ცას, წარ­მოდ­გე­ნა მა­ინც უნ­და გქონ­დეს, რა არის ეს ან ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა, ასე რომ, ტრე­ნინ­გი უნ­და იყოს რე­გუ­ლა­რუ­ლი, ონ­ლა­ინ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­საც ვქმნით. დღეს შექ­მ­ნი­ლია პორ­ტა­ლი, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ ამ­ბე­ბი, ერთ-ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ იკითხავს, რა არის ეს Twitter, რო­მე­ლი­მე კო­ლე­გა და­უ­წერს ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას. ეს არის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბა, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი აძ­ლი­ე­რებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას, აფარ­თო­ებს და ჩვენს მას­წავ­ლებ­ლებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სულ უფ­რო მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

ცვლი­ლე­ბე­ბი სქე­მა­ში
რაც უკ­ვე შე­იც­ვა­ლა ამ სქე­მა­ში, არის მუ­ქა­რა. სქე­მა მთავ­რ­დე­ბო­და სიტყ­ვე­ბით — ...თუ არა­და, წახ­ვალ სახ­ლ­ში. სახ­ლ­ში წას­ვ­ლა სქე­მას­თან კავ­შირ­ში აღარ არის. სქე­მა, რო­მე­ლიც არის დამ­ში­ნე­ბე­ლი, „ბუა“ ,პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა არ არის, ის არის და­სა­ში­ნე­ბე­ლი სქე­მა.
ჩვენ ვამ­ბობთ, რომ სახ­ლ­ში აუცი­ლებ­ლად წა­ვა ყვე­ლა, ვინც გაკ­ვე­თილს ვერ ჩა­ა­ტა­რებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა გა­მოც­დე­ბი აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. საქ­მის კე­თე­ბა სკო­ლა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ფას­დეს და სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბი გვექ­ნე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, გან­საზღ­ვ­რუ­ლია ოთხი სა­ფე­ხუ­რი და ამ ოთხ სა­ფე­ხურ­ზე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია რო­გორც ანაზღა­უ­რე­ბა, და­ნა­მა­ტე­ბი, ასე­ვე კი­დევ რა­ღაც სი­კე­თე­ე­ბი. თუმ­ცა, გაზ­რ­დი­ლია, ასე­ვე, შრო­მის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა, რომ მი­აღ­წიო მა­ღალ სა­ფე­ხურს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, ანუ მენ­ტორ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რიაა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო აქვს ერ­თხელ კი არა, რომ გა­და­ლა­ხოს, არა­მედ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად.
სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ და­ვაბ­რუ­ნოთ პე­და­გო­გი­კა. ად­რე, პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მოც­დაც იყო და მომ­ზა­დე­ბაც, მე­რე რა­ტომ­ღაც გა­უქ­მ­და, აუცი­ლებ­ლად და­ვაბ­რუ­ნებთ. ასე­ვე იქ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
მას­წავ­ლებ­ლებს არ ეთ­ვ­ლე­ბო­დათ სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი, რაც შეც­დო­მაა. სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი არის უძ­ვირ­ფა­სე­სი.
ასე­ვე, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სო­ცი­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა — რას აკე­თე­ბი­ნებს მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვებს, რო­გორ აყ­ვა­რებს. ჩვენ ფი­ზი­კის მცოდ­ნე და სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­მოყ­ვა­რუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, გვჭირ­დე­ბა ფი­ზი­კის მცოდ­ნე და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი. ამი­ტომ, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა აქ­ტი­უ­რი და აყ­ვა­რებს ბავ­შ­ვებს მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, ქვეყ­ნის არსს, ქა­ლაქს, სო­ფელს, თემს..., არის უძ­ვირ­ფა­სე­სი და ესეც იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სქე­მა­ში. გერ­მა­ნი­ა­შიც ასეა და სხვა ქვეყ­ნებ­შიც, სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბა­ზე არის ქუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, ზე­და დო­ნე­ზე გა­და­ვი­დეს.
გარ­და ამი­სა, გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა — ტრე­ნინ­გე­ბი, მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი (გა­დავ­წყ­ვი­ტეთ აღ­დ­გე­ნა და უკ­ვე პრო­ცეს­ში ვართ), პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი — ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლე­ბელს და­უგ­რო­ვებს კრე­დი­ტებს და ამ კრე­დი­ტე­ბის ჯა­მი თუ იქ­ნა საკ­მა­რი­სი, გა­და­ვა შემ­დეგ დო­ნე­ზე ან შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს იმ დო­ნეს, რო­მელ­ზეც არის დღეს.

იხ­ს­ნე­ბა თუ არა გა­მოც­დის ბა­რი­ე­რი
ბა­რი­ე­რი იხ­ს­ნე­ბა, ეს უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლია — ბა­რი­ე­რი გა­მოც­დას აღარ ექ­ნე­ბა. ოღონდ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა გა­და­ვა შემ­დეგ დო­ნე­ზე. მა­გა­ლი­თად, გა­ვალთ მე და თქვენ გა­მოც­და­ზე, თქვენ აიღებთ 85%-ს, მე 15%-ს. არც ერ­თი არ ჩავ­ჭ­რილ­ვართ, უბ­რა­ლოდ, თქვენ 85%-ის შე­სა­ბა­მი­სი კრე­დი­ტე­ბი და­გე­რიცხე­ბათ, მე — 15%-ის. ჩე­მი კრე­დი­ტე­ბი არ ეყო­ფა შემ­დეგ დო­ნე­ზე გა­დას­ვ­ლას, თქვე­ნი კრე­დი­ტე­ბი — ეყო­ფა. ე.ი. მე რა უნ­და ვქნა? უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო მუ­შა­ო­ბა — სხვა გა­მოც­და ჩა­ვა­ბა­რო, პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი მო­ვამ­ზა­დო, სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო და და­ვაგ­რო­ვო საკ­მა­რი­სი კრე­დი­ტე­ბი. არას­დ­როს არც ერ­თი ჩაჭ­რი­ლი  მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ გვე­ყო­ლე­ბა და სიტყ­ვა გა­მოც­დაც მინ­და, ამო­ვი­ღო ამ სის­ტე­მი­დან. არ შე­იძ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის გა­მოც­და, რო­მე­ლიც 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოს­ცა­და ცხოვ­რე­ბამ, რო­მელ­საც თა­ო­ბე­ბი ჰყავს აღ­ზ­რ­დი­ლი და ახ­ლა, ლა­მის, იმათ შვი­ლიშ­ვი­ლებს ზრდის. ამ ადა­მი­ა­ნის გა­მოც­და არ შე­იძ­ლე­ბა, მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა — კი, ბა­ტო­ნო, მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა — კი, მაგ­რამ გა­მოც­და — არა.

სას­კო­ლო ჩან­თის წო­ნა
ეს პრობ­ლე­მა ჩემ­თ­ვის იმა­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე მი­ნის­ტ­რის­თ­ვის, იმი­ტომ რომ, ჩემს შვილს ამან ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და­უ­ზი­ა­ნა. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მ­ნა. სა­მი გზა გვაქვს:
ერ­თი — ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ  მსუ­ბუ­ქი წიგ­ნის (რო­გორ ქა­ღალ­დ­ზე იყოს და­ბეჭ­დი­ლი, რო­გო­რი ყდა ჰქონ­დეს და ა.შ.) სტან­დარ­ტი, რომ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, მთე­ლი ჩან­თის წო­ნა — წიგ­ნე­ბი­სა და რვე­უ­ლე­ბის — 3 კი­ლოგ­რამს არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს. ეს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის­თ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლი სტან­დარ­ტია და ამა­ზე უკ­ვე ვმუ­შა­ობთ, ახა­ლი წიგ­ნე­ბი ამ სტან­დარ­ტის იქ­ნე­ბა.
მე­ო­რე — გა­ნიტ­ვირ­თე­ბა ქვე­და კლა­სე­ბის პროგ­რა­მა, რა­ზეც უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ. იმ­დე­ნი სა­გა­ნი რომ აღარ ექ­ნე­ბა დღე­ში მოს­წავ­ლეს, აღარც იმ­დე­ნი წიგ­ნის წა­ღე­ბა  მო­უ­წევს და ჩან­თა შემ­სუ­ბუქ­დე­ბა.
მე­სა­მე — რო­გორც ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, ოღონდ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, შე­მო­ვი­ღებთ ელექ­ტ­რო­ნულ წიგ­ნებს. ოჯა­ხი თუ გა­დაწყ­ვეტს, მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავშვს შე­ეძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, სახ­ლ­ში იმუ­შა­ოს ნა­ბეჭ­დი წიგ­ნე­ბით და სკო­ლა­ში მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რი წა­ი­ღოს, რო­მელ­შიც ჩატ­ვირ­თუ­ლი ექ­ნე­ბა ყვე­ლა წიგ­ნი. ამ­გ­ვა­რად, წიგ­ნე­ბის წინ და უკან ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღარ დას­ჭირ­დეს.

მშო­ბელ­თა კრე­ბა
არის სა­კითხე­ბი, რომ­ლის­თ­ვი­საც კრე­ბის ფორ­მა­ტი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, მა­გა­ლი­თად, ექ­ს­კურ­სი­ა­ზე თუ ვთან­ხ­მ­დე­ბით, სად წა­ვი­დეთ და რო­გორ, კარ­გია, რომ მშობ­ლე­ბი ერ­თად შევ­კ­რი­ბოთ. თუ ლა­პა­რა­კია ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბი­სა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გან­ხილ­ვა­ზე, ეს უნ­და მოხ­დეს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში.  დღე­საც ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი თავ­და­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­კუ­თა­რი შრო­მის ხარ­ჯ­ზე, მშობ­ლებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­ე­ლა­პა­რა­კოს, თუმ­ცა, ეს უნ­და გავ­ხა­დოთ სულ უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ყვე­ლას უნ­და ჰქონ­დეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც და ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც.
ის ფაქ­ტი, რომ ბევ­რ­მა სკო­ლამ უკ­ვე და­ნერ­გა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი და მშო­ბელს შე­იძ­ლე­ბა შეტყო­ბი­ნე­ბა მოს­დი­ო­დეს მე­სი­ჯით ან იმე­ი­ლით, ძა­ლი­ან კარ­გია, იმი­ტომ რომ, არა­ვის არ უნ­და და არ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შ­ვის ნიშ­ნე­ბი სა­ერ­თო შეკ­რე­ბა­ზე გა­მო­აცხა­დო. ჩვენ ვა­პი­რებთ, რომ მას­წავ­ლებ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუწყოთ ხე­ლი, რომ მე­ტი დრო და­ხარ­ჯონ მშობ­ლებ­თან, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, რო­გორც ეს ბევ­რ­გან ხდე­ბა და ამა­ში მი­ი­ღონ გა­სამ­რ­ჯე­ლო, ჩა­ვუთ­ვა­ლოთ სა­ა­თებ­ში. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ მა­ტე­რი­ა­ლურ მო­ტივს შე­ვუქ­მ­ნით მას­წავ­ლე­ბელს, მე­ტი დრო და­უთ­მოს მშო­ბელს. მშო­ბე­ლი თუ ვერ „აღ­ვ­ზარ­დეთ“ (ალ­ბათ, ცო­ტა უც­ნა­უ­რად ჟღერს), თუ ვერ ავი­ყო­ლი­ეთ ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და­ში, არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

25-28(942)N