გამოდის 1998 წლიდან
2016-12-08
ცხოვ­რე­ბა სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღმა


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ბავ­შ­ვი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობს, ხო­ლო ყო­ვე­ლი მე­ექ­ვ­სე  სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ი­ზარ­და ოჯა­ხე­ბის სა­შუ­ა­ლო მოხ­მა­რე­ბა, არ შეც­ვ­ლი­ლა მა­თი შე­მო­სა­ვა­ლი. ღა­რიბ ბავ­შ­ვებს კვლავ ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ის­წავ­ლონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ვიდ­რე მათ თა­ნა­ტო­ლებს მდი­და­რი ოჯა­ხე­ბი­დან“  — ეს არის ამო­ნა­რი­დი იუნი­სე­ფის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი „მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის“ კვლე­ვი­დან, რო­მე­ლიც ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა და სწავ­ლობს ოჯა­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ კონ­ტ­რო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.
2015 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც იუნი­სეფ­მა ახ­ლა­ხანს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, 4533 გა­მო­კითხუ­ლი ოჯა­ხის აზ­რით, ტენ­დენ­ცია სი­ღა­რი­ბის კლე­ბის­კენ მი­დის, თუმ­ცა ეს ტენ­დენ­ცია არ აისა­ხა ღა­რიბ ბავ­შ­ვებ­ზე და მა­თ 2.5%-ს უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში უწევს ცხოვ­რო­ბა. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ბავ­შ­ვე­ბი არ მი­ი­ღე­ბენ მიზ­ნობ­რივ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, მა­თი რიცხ­ვი კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა და სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 8.9%-მდე აიწევს. რო­გორც ექ­ს­პერ­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ,  მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე.
კვლე­ვამ  სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო სი­ღა­რი­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დეპ­რი­ვა­ცი­ის, სუ­ბი­ექ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი შე­ის­წავ­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი შემ­ცირ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ჯგუ­ფად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისევ ბავ­შ­ვე­ბი რჩე­ბი­ან. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ლა­ი­ლა ომარ გად­ი ამ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მა უნ­და პა­სუ­ხობ­დეს სო­ცი­ა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც დგას მი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბავ­შ­ვე­ბის წი­ნა­შე. ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა ახ­ლა ისე აუცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც არ­ას­დ­როს — არ­სე­ბი­თია უფ­რო ძლი­ე­რი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის. სა­ჭი­როა მე­ტი ინ­ვეს­ტი­ცია ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, სხვაგ­ვა­რად გვექ­ნე­ბა ნე­ლი ზრდა, მე­ტი უთა­ნას­წ­ორო­ბა და ნაკ­ლე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბა“.  
ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბის დო­ნე გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­რო მა­ღა­ლი იმ ოჯა­ხებ­შია, სა­დაც  ბავ­შ­ვე­ბი ჰყავთ. გან­ს­ხა­ვა­ვე­ბაა ქა­ლაქ­სა და სოფ­ლად მცხოვ­რებ ოჯა­ხებს შო­რი­საც და ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის დო­ნე 50%-ით უფ­რო მა­ღა­ლია სოფ­ლად, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში. კვლე­ვის უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ოჯა­ხე­ბის სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი 2013-2015 წლებ­ში არ გაზ­რ­დი­ლა, მოხ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი გა­ი­ზარ­და — ხალ­ხი ხარ­ჯავს მეტს, მაგ­რამ არ აქვს მე­ტი შე­მო­სა­ვა­ლი.
უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბის (1.25 აშშ დო­ლა­რი დღე­ში, რაც სამ ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია) დო­ნე შემ­ცირ­და, 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით, 3.9-დან 2.1 პრო­ცენ­ტამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ხო­ლო 6-დან 2.5 პრო­ცენ­ტამ­დე — ბავ­შ­ვებ­ში.
ზო­გა­დი სი­ღა­რი­ბის (ზო­გა­დი სი­ღა­რი­ბის ზღვა­რია დღე­ში 2.5 აშშ დო­ლა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 5 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი) დო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 2013 წლის 24.6 პრო­ცენ­ტი­დან 18.4 პრო­ცენ­ტამ­დე, ხო­ლო ბავ­შ­ვებ­ში 28.4-დან 21.7 პრო­ცენ­ტამ­დე შემ­ცირ­და.
იმა­ტა ადა­მი­ან­თა მი­ერ სი­ღა­რი­ბე­ში ყოფ­ნის სუ­ბი­ექ­ტურ­მა გან­ც­დამ — ძი­რი­თად პრობ­ლე­მე­ბად, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბა აწყ­დე­ბა,  გაზ­რ­დი­ლი ფა­სე­ბი, მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბა და ოჯა­ხე­ბის შე­მო­სავ­ლის შემ­ცი­რე­ბა და­სა­ხელ­და. ოჯა­ხე­ბის მი­ერ ჯან­დაც­ვა­ზე გა­წე­უ­ლი სა­შუ­ა­ლო ხარ­ჯი 31%-ით გა­ი­ზარ­და და  მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა ჯან­დაც­ვა­ზე გა­წე­უ­ლი მთლი­ა­ნი ხარ­ჯე­ბის მთა­ვარ კომ­პო­ნენ­ტად რჩე­ბა.
სი­ღა­რი­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ოჯახ­ში გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს­თან, მე­ტი გა­ნათ­ლე­ბა  უდ­რის ნაკ­ლებ სი­ღა­რი­ბეს. კვლე­ვა­ში გა­მოკ­ვე­თი­ლია სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გავ­ლე­ნა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მათ შო­რის იმ სხვა­ო­ბა­ზეც, რაც ქა­ლაქ­სა და სოფ­ლად მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს შო­რი­საა. მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის შერ­ჩე­ვა­ში მოხ­ვედ­რი­ლი 3-5 წლის ბავ­შ­ვე­ბის 62.3% და­დი­ო­და სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაზ­რ­დ­ილია წი­ნა კვლე­ვას­თან შე­და­რე­ბით, რად­გან 2013 წლის კვლე­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით 57.9% იყო. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის, თით­ქ­მის, ყვე­ლა აღ­საზ­რდე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში და­დის. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ბა­ღებ­ში დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქებ­ში უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე სოფ­ლებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სოფ­ლებ­ში ბავ­შ­ვე­ბის 18% ვერ იღებს სკო­ლამ­დელ მომ­სა­ხუ­რე­ბას სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის შე­ნო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლის არ­ქო­ნის გა­მო. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი სოფ­ლებ­ში უფ­რო ხში­რია (20.7%), ვიდ­რე ქა­ლა­ქებ­ში (1.9%).
ძა­ლი­ან კარ­გი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა კვლე­ვამ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ბავ­შ­ვე­ბის 83.3% უფ­რო­სებ­თან ერ­თად იყო ჩარ­თუ­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რა­მაც მნი­შვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყო ხე­ლი ბავ­შ­ვ­თა სწავ­ლი­სა და სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბის პრო­ცესს. ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში უფ­როს­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, 100%-იანი, ჩარ­თუ­ლო­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი კი — მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში — 66.1%. სამ­წუ­ხა­როდ, სი­ღა­რი­ბის კვა­ლი იკ­ვე­თე­ბა სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზეც და კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 35-დან 59 თვის ჩათ­ვ­ლით,  ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 58%-ს აქვს სა­მი ან მე­ტი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი. მკვეთ­რი სხვა­ო­ბა და­ფიქ­სირ­და, სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის კუთხით, ქა­ლაქ­სა და სოფ­ლად მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს შო­რი­საც — ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ბაშ­ვე­ბის 73.7%-ს მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნებ­ზე, ხო­ლო სოფ­ლად მცხოვ­რები ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 40.4% -ს. ამას­თან ერ­თად, ბავ­შ­ვის ად­რე­ულ ასაკ­ში გან­ვი­თა­რე­ბის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით,  3-დან 5 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 88.4%  ვი­თარ­დე­ბა სწო­რად.
რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა­ში სი­ა­რულს, ამ მხრივ არა­ნა­ირ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას არ გვაძ­ლევს ღა­რიბ და მდი­დარ ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელი ბავ­შ­ვე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას მხო­ლოდ მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი გან­საზღ­ვ­რავს — მდი­და­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ ბავ­შ­ვ­თა 96% და­დის სკო­ლა­ში, ხო­ლო ღა­რიბ ბავ­შ­ვ­თა — 79%;  სკო­ლა­ში ქა­ლა­ქებ­ში 12-18 წლის ასა­კის ბავ­შ­ვ­თა 95.1% სწავ­ლობს, ხო­ლო სოფ­ლად — 87. 7%. მკვეთ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი­დან მხო­ლოდ 16% -ს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს რა­ი­მე სა­ხის გა­ნათ­ლე­ბა მა­შინ, რო­ცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მდიდ­რებ­ში 62% -ს აღ­წევს.
მო­ნა­ცე­მე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ოჯა­ხე­ბის 38%-ში 16 წლამ­დე ასა­კის ერ­თი ბავ­შ­ვი მა­ინც ცხოვ­რობს. ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა და­იკ­ლო, თუმ­ცა ბავ­შ­ვე­ბი კვლავ უფ­რო მე­ტად დგა­ნან სი­ღა­რი­ბის საფ­რ­თხის წი­ნა­შე, ვიდ­რე, ზო­გა­დად, მო­სახ­ლე­ო­ბა ან პენ­სი­ო­ნე­რე­ბი. სა­გუ­ლის­ხ­მოა ისიც, რომ ბავ­შ­ვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის 46% სოფ­ლებ­ში ცხოვ­რობს, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი 50%-ით უფ­რო მა­ღა­ლია სოფ­ლებ­ში ქა­ლაქ­თან შე­და­რე­ბით.
ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შ­ვის ყო­ლა ოჯა­ხის შე­მო­სა­ვალ­სა და ხარ­ჯ­ზეც საკ­მა­ოდ რთუ­ლად აისა­ხე­ბა. რო­გორც კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ბავ­შ­ვი­ან ოჯა­ხებ­ში სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი 33%-ით მა­ღა­ლია ბავ­შ­ვის გა­რე­შე მცხოვ­რებ ოჯა­ხებ­თან შე­და­რე­ბით, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, შე­მო­სავ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის კუთხით, სუ­რა­თი რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვ­ლე­ბა, რად­გან ბავ­შ­ვი­ან ოჯა­ხებ­ში სა­შუ­ა­ლო მოხ­მა­რე­ბა 50%-ით უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე იმ ოჯა­ხებ­ში, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი არ ცხოვ­რო­ბენ.
„ყვე­ლა ბავშვს აქვს უფ­ლე­ბა, გა­ი­ზარ­დოს ჯან­მ­რ­თე­ლი და ძლი­ე­რი, იყოს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და და­ცუ­ლი, ჰქონ­დეს ისე­თი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც სხვა ბავ­შ­ვებს. ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნ­და შე­ე­სატყ­ვი­სე­ბო­დეს ჩვენს ქმე­დე­ბებს თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი­სათ­ვის. სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­მუ­შავ­დეს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სო­ცი­ა­ლუ­რი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის და გა­ნათ­ლე­ბის უფ­რო ძლი­ერ სის­ტე­მებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად“, —  ამ­ბობს ლა­ი­ლა ომარ გა­დი, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.
რა შე­იც­ვა­ლა ბო­ლო, 2013 წლის, კვ­ლე­ვი­დან 2015 წლის კვლე­ვამ­დე და  რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა — ამის შე­სა­ხებ იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მაია ქურ­ცი­კი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუმ­ცა გა­ი­ზარ­და ჯან­დაც­ვა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან, რაც, ძი­რი­თა­დად, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა­ზე მო­დის. ასე­ვე გა­ი­ზარ­და სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, გა­ი­ზარ­და სუ­ბი­ექ­ტუ­რი გან­ც­და, მო­სახ­ლე­ო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ მა­თი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და.  მაია ქურ­ცი­კი­ძე ამ­ბობს, რომ მსგავ­სი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მთა­ვ­რო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბაა — სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პროგ­რა­მა, უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებ­თან ერ­თად, სხვა და­უც­ველ ოჯა­ხებ­ზეც უნ­და მოქ­მე­დებ­დეს.
კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გაზ­რ­დი­ლია სუ­ბი­ექ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბე. ოჯა­ხე­ბის თქმით, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სა­კუ­თარ თავს საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბით ან ცუ­დად იკ­ვე­ბე­ბი­ან,  მათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის 36%-ს მი­აჩ­ნია, რომ ღა­რი­ბია, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, თუ­კი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებს შე­ვა­და­რებთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ყვე­ლა ჯგუ­ფი იმა­ზე ბევ­რად უფ­რო პე­სი­მის­ტუ­რად აფა­სებს სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას, ვიდ­რე მა­თი სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო სი­ღა­რი­ბის მო­ნა­ცე­მე­ბია. „ეს კი­დევ ერ­თხელ აჩენს კითხ­ვას  — კვლა­ვაც ასა­ხავს თუ არა რე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას სი­ღა­რი­ბის სა­ზო­მად წი­ნა წლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ზღვრე­ბი“ — ვკითხუ­ლობთ კვლე­ვის ან­გა­რიშ­ში.
2015 წლის­თ­ვის უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად ოჯა­ხე­ბი, ყვე­ლა­ზე ხში­რად, ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმუ­შევ­რო­ბას და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ყიდ­ვას ასა­ხე­ლებ­დ­ნენ. მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე ხში­რად და­სა­ხე­ლე­ბულ პრობ­ლე­მად, სა­ბან­კო სეს­ხე­ბის და­ფარ­ვა იქ­ცა.
კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­ი­ზარ­და ოჯა­ხის მი­ერ ჯან­დაც­ვა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯი, რაც ნიშ­ნავს, რომ ოჯა­ხის წევ­რი, წე­ლი­წად­ში, ჯან­დაც­ვა­ზე 347 ლარს ხარ­ჯავს, 2013 წელს ეს ციფ­რი 243 ლა­რი იყო. ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი მო­ი­ცავს სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, ექი­მებ­თან ვი­ზი­ტებს, სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რებს, ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს, ჰოს­პი­ტა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას, ორ­სუ­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინგს, ქალ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ას, რე­გუ­ლა­რულ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას, იმუ­ნი­ზა­ცი­ის ხარ­ჯს, მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და მოვ­ლის ხარ­ჯებს, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვას, სა­მე­დი­ცი­ნო დაზღ­ვე­ვის გა­და­სა­ხა­დებს და სხვა არა­ფორ­მა­ლურ ხარ­ჯს.
იუნი­სეფ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბე დი­ნა­მი­უ­რი პრო­ცე­სია და ამი­ტო­მაც სა­ხელ­მ­წი­ფომ მო­სახ­ლე­ო­ბას სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბე­ბი უნ­და შეს­თა­ვა­ზოს. თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ის სა­ხელ­მ­წი­ფოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს  და მო­უ­წო­დებს, შე­ი­მუ­შა­ოს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სო­ცი­ა­ლუ­რი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის და გა­ნათ­ლე­ბის უფ­რო ძლი­ერ სის­ტე­მებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რაც მთა­ვა­რია, ურ­ჩევს, ქვე­ყა­ნამ სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მა ისე გა­აძ­ლი­ე­როს, რომ პა­სუ­ხობ­დეს ყვე­ლა იმ გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც მი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე დგას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შ­ვე­ბის. უფლებადამცველი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს: „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ციაა, ბავ­შ­ვე­ბი ჯერ კი­დევ ისევ ყვე­ლა­ზე გა­რი­ყუ­ლი ჯგუ­ფია. მათ,სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად ეხე­ბათ ის პო­ზი­ტი­ვი, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა ჯგუ­ფის­თ­ვი­საა, არა­და, ცალ­სა­ხაა, რომ პი­რი­ქით უნ­და იყოს, იმი­ტომ რომ, ბავ­შ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ზა­რალ­დე­ბი­ან სი­ღა­რი­ბით, მათ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად აქვთ  შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სი­ღა­რი­ბის ეფექ­ტი გა­მო­ას­წო­რონ“.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი
1. სი­ღა­რი­ბე­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი დეპ­რი­ვა­ცი­ის­გან: სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რი­ყუ­ლო­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­მუ­შავ­დეს სტრა­ტე­გია ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მრა­ვალ სფე­როს და შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ას­თან.
2. ქრო­ნი­კუ­ლად ღა­რი­ბი ჯგუ­ფე­ბის, მათ შო­რის, სი­ღა­რი­ბე­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვა. არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ დაც­ვის სის­ტე­მას შეზღუ­დუ­ლი წვდო­მა აქვს ამ ჯგუფ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, და­მა­ტე­ბი­თი, კარ­გად და­გეგ­მი­ლი შე­ღა­ვა­თე­ბია სა­ჭი­რო, რომ ამ ბავ­შ­ვებ­მა თა­ვი და­აღ­წი­ონ სი­ღა­რი­ბეს და და­ირ­ღ­ვეს სი­ღა­რი­ბი­სა და დეპ­რი­ვა­ცი­ის თა­ო­ბა­თა­შო­რი­სი ციკ­ლი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი და ოჯა­ხე­ბი ხვდე­ბი­ან.
3. სა­ბე­დის­წე­რო მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად ოჯა­ხე­ბის გა­ღა­რი­ბე­ბის პრე­ვენ­ცია. სა­ჭი­როა და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის დრო­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვით, რომ მათ შეძ­ლონ ადეკ­ვა­ტუ­რად გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ ისეთ სა­ბე­დის­წე­რო მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რი­ცაა უმუ­შევ­რო­ბა და ავად­მ­ყო­ფო­ბა, ისე რომ არ გა­ღა­ტაკ­დ­ნენ. 
 4. მო­ნა­ცე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შეგ­რო­ვე­ბა ქრო­ნი­კუ­ლად ღა­რი­ბი ჯგუ­ფე­ბის და სი­ღა­რი­ბე­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის უკეთ გა­მოვ­ლე­ნი­სა და დაც­ვის მიზ­ნით: სა­ჭი­როა გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მიზ­ნობ­რი­ო­ბა ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შ­ვე­ბის მოც­ვის მიზ­ნით. მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბის უფ­რო ქმე­დი­თი მე­თო­დო­ლო­გია და პრაქ­ტი­კა ხელს შე­უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის უკეთ მოც­ვას.
 5. მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე უკე­თე­სი წვდო­მა დე­და­თა და ბავ­შ­ვ­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად: სა­ჭი­როა დე­დებს და ბავ­შ­ვებს მე­ტად მი­უწ­ვ­დე­ბო­დეთ ხე­ლი მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე სა­ბა­ზი­სო პა­კე­ტე­ბი­სა და სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი სქე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. 
6. ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა: ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის სის­ტე­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს სტან­დარ­ტულ ჩარ­ჩოს ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­დი­კა­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბა­დი ბა­ზის შე­საქ­მ­ნე­ლად, რო­მე­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რის ჯან­დაც­ვის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბის მოთხოვ­ნებს. 
7. ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად: 2016 წლის ივ­ნის­ში მი­ღე­ბუ­ლი ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნი ითვა­ლის­წი­ნებს უფა­სო სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის და ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის და სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბას. კა­ნო­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას დას­ჭირ­დე­ბა სექ­ტორ­ში და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად მო­სამ­ზა­დებ­ლად პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბამ­დე და მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში.
 8. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის პო­ტენ­ცი­უ­რი მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა: გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა არ აქ­ვეყ­ნებს სკო­ლი­დან გან­თე­სი­ლი ან ამ­გ­ვა­რი რის­კის წი­ნა­შე მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. ცალ­კე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბია უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე, ბავ­შ­ვებ­ში სწავ­ლის და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ცია და უნა­რე­ბი და ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა. უნ­და შე­მუ­შავ­დეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი სკო­ლის პო­ტენ­ცი­უ­რი მი­ტო­ვე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად. გა­ნათ­ლე­ბის მე­ო­რე შან­სის პროგ­რა­მე­ბი უნ­და და­ი­ნერ­გოს ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რომ სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ ბავ­შ­ვებს შე­ეძ­ლოთ ხა­რის­ხი­ან და ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შეს­ვ­ლა ან დაბ­რუ­ნე­ბა.

25-28(942)N