გამოდის 1998 წლიდან
2017-01-26
ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი


ლალი ჯელაძე

გა­სულ კვი­რას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია იმე­რე­თის ერთ-ერ­თი სოფ­ლის სკო­ლის 15 წლის მოს­წავ­ლის ორ­სუ­ლო­ბამ. ფაქ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გა­მო მო­ექ­ცა ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში, რომ გო­გო­ნას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი იმა­ვე სკო­ლის 40 წლის მან­და­ტურ­მა და­ამ­ყა­რა. გო­გო­ნა ხუ­თი თვის ორ­სუ­ლია, ამის შე­სა­ხებ სკო­ლის დი­რექ­ტორს ექიმ­მა შე­ატყო­ბი­ნა. ოჯა­ხი კი ჩი­ვილს არ აპი­რებს, ვი­ნა­ი­დან ყო­ფი­ლი მან­და­ტუ­რი გო­გო­ნა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის პი­რო­ბას დებს. რომ არა ფაქ­ტის საქ­ვეყ­ნოდ გახ­მა­უ­რე­ბა, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფე­რი მხა­რე­ე­ბის გა­რი­გე­ბით დას­რულ­დე­ბო­და და ერ­თი „ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის“ შექ­მ­ნით დაგ­ვირ­გ­ვინ­დე­ბო­და. ასე გა­და­არ­ჩენ­დ­ნენ იმე­რე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლის შებღალ­ვას მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, რე­ა­ლუ­რად მო­ძა­ლა­დე მან­და­ტუ­რის პირ­ს­წო­რად უფ­რო გვევ­ლი­ნე­ბი­ან, ვიდ­რე გო­გო­ნას ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლე­ბად. არა­და, მან­და­ტუ­რიც სწო­რედ ამ საქ­მის მსა­ხუ­რია, მას სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნა და მოს­წავ­ლის ძა­ლა­დო­ბი­სა­გან დაც­ვა ევა­ლე­ბა.
მან­და­ტუ­რი 40 წლი­საა და უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია სკო­ლა­ში მუ­შა­ობს. 15 წლის მოს­წავ­ლე კი აღ­ნიშ­ნულ სკო­ლა­ში ერ­თი წლის წინ გა­და­ვი­და. სკო­ლი­დან უკ­ვე გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მან­და­ტუ­რის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლი­თაა აღ­ძ­რუ­ლი, რაც თექ­ვ­ს­მე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ ქ­მე­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.
„მან­და­ტუ­რი, რო­მელ­მაც 15 წლის მოს­წავ­ლეს­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, აუცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა. — აცხა­დებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა — მე ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ ამ შემ­თხე­ვის გა­მო. ეს ადა­მი­ა­ნი აღარ მუ­შა­ობს ჩვენს სამ­სა­ხურ­ში და მის მი­მართ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნაა დაწყე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამის გა­მო, ჩვენ მან­და­ტუ­რის მუნ­დირს ჩრდი­ლი არ უნ­და მი­ვა­ყე­ნოთ. დას­ჯა აუცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექსს ცო­ლად მოყ­ვა­ნა-არ­მოყ­ვა­ნა არ აინ­ტე­რე­სებს.“
ამ შემ­თხ­ვე­ვას აღ­მაშ­ფო­თე­ბელ ფაქტს უწო­დებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი და ამ­ბობს, რომ სხვაგ­ვა­რი შე­ფა­სე­ბა მას არ შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს. მთა­ვა­რია, დრო­უ­ლად მოხ­დეს რე­ა­გი­რე­ბა, რად­გა­ნაც მი­სი თქმით, ერთ-ერ­თი პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, სწო­რედ დრო­უ­ლი და სწო­რი რე­ა­გი­რე­ბაა.
დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1300-მდე მან­და­ტუ­რი 300 ათას­ზე მეტ ბავშვს ემ­სა­ხუ­რე­ბა 400-ზე მეტ სკო­ლა­ში და მათ­ზე მოთხოვ­ნა დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა. შვიდ­წ­ლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის­თ­ვის ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ტი­პის დარ­ღ­ვე­ვა პირ­ვე­ლია და მას მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე „გა­მო­ნაკ­ლის ცუდ შემ­თხ­ვე­ვას“ უწო­დებს. მი­სი თქმით, ეს საქ­მე ერთ-ერ­თი სას­წავ­ლო ქე­ი­სი გახ­დე­ბა მან­და­ტუ­რე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­ს­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, ლია გი­გა­უ­რი მი­იჩ­ნევს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა გა­ჩერ­დეს, რად­გა­ნაც გა­მოწ­ვე­ვე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად სხვა­დას­ხ­ვაა. „მან­და­ტუ­რე­ბი მუდ­მი­ვად გა­დი­ან სხვა­დას­ხ­ვა ტი­პი­სა და დო­ნის ტრე­ნინ­გებს და ამა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი მან­და­ტუ­რის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია. ისი­ნი ჩვენს მან­და­ტუ­რებს ტრე­ნინ­გებს უტა­რე­ბენ. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სამ­სა­ხუ­რი კი­დევ უფ­რო მე­ტად უნ­და გან­ვი­თარ­დეს და მე­ტად უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე, ამას­თა­ნა­ვე მან­და­ტუ­რი თვი­თონ უნ­და იყოს გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, მოს­წავ­ლის­თ­ვის და მშობ­ლის­თ­ვის. სწო­რედ მან უნ­და მო­ახ­დი­ნოს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ბავ­შ­ვის პირ­ვე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მან­და­ტუ­რის მხრი­დან ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ბავ­შ­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და დრო­ულ და სწორ რე­ფე­რი­რე­ბას“.
ბუ­ნებ­რი­ვად გაჩ­ნ­და კითხ­ვა, რამ­დე­ნად კარ­გად არ­თ­მევს თავს მან­დუ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც მას ეკის­რე­ბა და ვინ უწევს კონ­ტ­როლს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას? რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი რამ­დე­ნი­მე დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მან­და­ტუ­რი ას­რუ­ლებს თუ არა და­კის­რე­ბულ ფუნ­ქ­ცი­ას (რა თქმა უნ­და, ალ­ბათ, ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც იარ­სე­ბებს) ამა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი კი­დევ ერ­თი პი­რია და ეს სკო­ლის დი­რექ­ტო­რია. ასე­ვე, თვი­თონ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის სა­ა­გენ­ტო, კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს აწარ­მო­ებს.
იქო­ნი­ებს თუ არა გავ­ლე­ნას კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა მან­და­ტუ­რე­ბი­სა­და­მი არ­სე­ბულ ნდო­ბა­ზე, ამის შე­სა­ხებ ლია გი­გა­უ­რი ამ­ბობს, რომ: „ამ სამ­სა­ხურს ნდო­ბა ნამ­დ­ვი­ლად აქვს და ცალ­კე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ გა­ნა­პი­რო­ბებს ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. რომ არა ნდო­ბის დი­დი ფაქ­ტო­რი, მა­შინ არ იქ­ნე­ბო­და ასე­თი დი­დი მოთხოვ­ნა სკო­ლის, მშობ­ლის თუ დი­რექ­ცი­ის მხრი­დან. თა­ვის­თა­ვად, ნდო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც მშობ­ლებს უნ­და ჰქონ­დეთ სიმ­შ­ვი­დის გან­ც­და, რომ მა­თი შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში და­ცუ­ლე­ბი არი­ან და უსაფ­რ­თხო გა­რე­მო აქვთ.“
ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი, „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის“ პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი: „არას­რულ­წ­ლო­ვან­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი იმ მო­ცე­მუ­ლო­ბით, რო­გორც კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტით ვი­ხი­ლეთ, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის და­ნა­შა­უ­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, რა თქმა უნ­და, აუცი­ლე­ბე­ლი იყო (და ასეც მოხ­და) გა­მო­ძი­ე­ბის დაწყე­ბა. ამას სხვა ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბა არ სჭირ­დე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით, შა­ვით თეთ­რ­ზეა და­წე­რი­ლი.
რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებს — სკო­ლას, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს თუ სხვ. რო­დე­საც საქ­მე გვაქვს სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულ­თან, მა­თი ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ყვე­ლა სხვა ჩა­რე­ვა, რო­მე­ლიც, ასე ვთქვათ, მიზ­ნად ისა­ხავს გა­უხ­მა­უ­რებ­ლად და­ტო­ვოს ეს ფაქ­ტი თუ „რბი­ლად მო­აგ­ვა­როს“, ეს იქ­ნე­ბა რო­გორც კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის, ისე ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვა. ამი­ტომ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არ არ­სე­ბობს. სამ­წუ­ხა­როა, რომ თა­ვი­ანთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ არი­ან და, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი მხრი­დან არ ხდე­ბა ხოლ­მე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და რა­დი­კა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.
აუცი­ლებ­ლად მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შე­ვე­ხო და გითხ­რათ, რომ ერ­თი პრობ­ლე­მაა, რომ ბავ­შ­ვ­ზე ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, მე­ო­რე, არა­ნაკ­ლებ პრობ­ლე­მად ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მი­აჩ­ნია ის, რომ ამის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის მსხვერ­პ­ლი გამ­ხ­და­რი­ყო და პირ­ველ და­ნა­შა­ულს მე­ო­რე და­ნა­შა­უ­ლი და­მა­ტე­ბო­და. შეგ­ნე­ბუ­ლად და­ირ­ღ­ვე­ო­და მი­სი კი­დევ ერ­თი უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლოა, ის იძუ­ლე­ბით გახ­დეს სა­მუ­და­მო მსხვერ­პ­ლი. ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­რო მეტ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს იმას, რას იტყ­ვის მე­სა­მე პი­რი და სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობს, რა არის ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი. არა­და უპირ­ვე­ლე­სი სწო­რედ მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვაა, მით უფ­რო, 15 წლის გო­გო­ნა­სი, რო­მე­ლიც ისე­დაც ტრავ­მი­რე­ბუ­ლია და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბით კი­დევ ერ­თხელ ძა­ლა­დო­ბენ მას­ზე. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის ორი­ვე ერ­თ­ნა­ი­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, ამი­ტო­მაც აუცი­ლე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თან ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­მა იმუ­შა­ონ და გო­გო­ნას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტა­რონ. სა­სურ­ვე­ლია, მას­თან სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მაც იმუ­შა­ოს, ასე­ვე სა­ჭი­როა მუ­შა­ო­ბა მშობ­ლებ­თა­ნაც, რად­გან მათ კარ­გად უნ­და იცოდ­ნენ, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ და რო­გორ უნ­და და­იც­ვან თა­ვი­ან­თი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი. კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ოჯა­ხი თა­ვა­დაც გვევ­ლი­ნე­ბა მო­ძა­ლა­დედ, რად­გა­ნაც იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის მომ­ხ­რეა და უფ­რო დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს, რას იტყ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა და არა იმას, რა არის ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სი. ისიც სამ­წუ­ხა­როა, რომ მათ­თ­ვის ცნო­ბი­ლი არ არის ბავ­შ­ვის რა უფ­ლე­ბებს არ­ღ­ვევს ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, რომ ამით მა­თი შვი­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სა თუ სხვა უფ­ლე­ბა ირ­ღ­ვე­ვა. ამი­ტომ, გა­მო­სა­ვა­ლი იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბა­ში მო­ი­ფიქ­რა. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და მოხ­დეს, ერ­თი მხრივ, მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის ჩა­რე­ვა და, მე­ო­რე მხრივ, ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვა — რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, ის ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას უნ­და და­ვუბ­რუ­ნოთ. ამ­დე­ნად, მომ­ხ­და­რის შემ­დეგ უმ­თავ­რე­სი და­ნა­შა­ულ­ზე რე­ა­გი­რე­ბა და ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვაა.“
რა რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­თან არ­სე­ბულ­მა ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა ცენ­ტ­რ­მა, გა­უ­წია თუ არა გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბა — ამის შე­სა­ხებ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­ის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ლე­ვან ზარ­და­ლაშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ „ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ე­რი­ოს, რო­ცა მას მო­მარ­თა­ვენ. აქამ­დე კი, ჯერ არა­ვის მო­უ­მარ­თავს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მთლი­ა­ნად ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფსი­ქო­ლო­გი ძა­ლით ვე­რა­ვის­თან მი­ვა. გვიკ­ვირს კი­დეც, დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ჯერ არა­ვინ რომ არ მოგ­ვ­მარ­თა — არც ყო­ფილ­მა მან­და­ტურ­მა და არც ბავ­შ­ვის მხრი­დან არა­ვინ.“ თუმ­ცა მი­სი, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გის, აზ­რით არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში ასეთ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია და მი­სი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, 25 წლამ­დეც არ არის სა­სურ­ვე­ლი გო­გოს გათხო­ვე­ბა, რად­გან, რო­გორც წე­სი, ამას ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა მოჰ­ყ­ვე­ბა ხოლ­მე. „ერ­თია, მე რა მი­მაჩ­ნია სწო­რად და მე­ო­რე, ის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო, რო­მელ­შიც ბავ­შ­ვი ცხოვ­რობს. კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორ დას­რულ­დე­ბა ეს ქე­ი­სი არ ვი­ცი, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით პე­რი­ფე­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბის­თ­ვის რო­გორ სჯობს, კი­დევ სა­კითხა­ვია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან წნეხ­ში მოჰ­ყ­ვე­ბა იმის გა­მო, რომ შვილს ქორ­წი­ნე­ბის და მა­მის გა­რე­შე გა­ა­ჩენს. ზო­გა­დად, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბას, ბო­ლოს და ბო­ლოს მე-14 სა­უ­კუ­ნე­ში ხომ არ ვცხოვ­რობთ. ეს შემ­თხ­ვე­ვა კი, ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტად კი არა, პე­დო­ფი­ლი­ის ფაქ­ტა­დაც შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ.“
გარ­და იმი­სა, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა ძა­ლა­დო­ბაა და ეს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია, რო­გორც ჩანს, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ქორ­წი­ნე­ბაც უკ­ვე სე­რი­ო­ზულ თავ­სა­ტე­ხად იქ­ცა, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გ­რი­ლი არ არის. მი­ნის­ტ­რის თქმით, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი­სად­მი. „ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­ინც რჩე­ბა ტო­ლე­რან­ტუ­ლი, რაც პრინ­ციპ­ში კარ­გი არ არის. ჩვენ უნ­და შე­ვე­ცა­დოთ გა­ნათ­ლე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, ოჯა­ხებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მუ­შა­ო­ბით, ასეთ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა და­ვა­ნა­ხოთ,“ — აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ.
„სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა ბავ­შ­ვის­თ­ვის ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი (ხან­და­ხან მე­ტა­დაც) უნ­და იყოს, რო­გორც ამა თუ იმ საგ­ნის. ის ვერ გა­მო­ი­ყე­ნებს ამ აკა­დე­მი­ურ ცოდ­ნას, თუ­კი მი­სი უფ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა დარ­ღ­ვე­უ­ლი, თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ან არა­სა­თა­ნა­დო მოპყ­რო­ბის მსხვერ­პ­ლი იქ­ნე­ბა.“ — ამ­ბობს ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

რო­გორ იცავს სა­ხელ­მ­წი­ფო ბავ­შ­ვებს ძა­ლა­დო­ბის­გან და არის თუ არა ეფექ­ტუ­რი მა­თი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­გორ მუ­შა­ობს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სკო­ლებ­ში, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მაია ქურ­ცი­კი­ძე, იუნი­სე­ფის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი
— პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად ფაქტს შე­ვა­ფა­სებ, სრულ­წ­ლო­ვა­ნის მხრი­დან არას­რულ­წ­ლო­ვან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, თუნ­დაც მი­სი თან­ხ­მო­ბით, და­უშ­ვე­ბე­ლია და მიჩ­ნე­უ­ლია ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბად. ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა 16 წლამ­დე არას­რულ­წ­ლოვ­ნის მი­მართ სრულ­წ­ლოვ­ნის მხრი­დან დას­ჯა­დია სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, თუნ­დაც ეს არ შე­ი­ცავ­დეს ძა­ლა­დო­ბის ელე­მენ­ტებს.
გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა, თუ ძა­ლა­დო­ბა იმ პი­რის მხრი­და­ნაა, რო­მელ­საც თა­ვად ევა­ლე­ბა ამ­გ­ვა­რი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბა და ბავ­შ­ვის დაც­ვა ძა­ლა­დო­ბი­სა­გან. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის (რე­ფე­რი­რე­ბის) პრო­ცე­დუ­რებ­ში ჩარ­თუ­ლი სუ­ბი­ექ­ტია და აკის­რია ამ­გ­ვა­რი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და გა­და­მი­სა­მარ­თე­ბის პრო­ცე­დუ­რა.
კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დაც­ვის შე­სა­ხებ, რა­მაც შექ­მ­ნა ბავ­შ­ვე­ბის ძალ­ადო­ბი­სა­გან დაც­ვის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ჩარ­ჩო. გარ­და ამი­სა, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, 2010 წლი­დან არ­სე­ბობს ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნია ოჯახ­ში და მის გა­რეთ ბავ­შ­ვის ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფორ­მის­გან დაც­ვის ხელ­შეწყო­ბა, რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი ავალ­დე­ბუ­ლებს ბავ­შ­ვებ­თან მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, მო­ახ­დი­ნონ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მას­ზე რე­ა­გი­რე­ბა. 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში დამ­ტ­კიც­და მთავ­რო­ბის ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის (რე­ფე­რი­რე­ბის) პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გა­ფარ­თოვ­და აღ­ნიშ­ნულ მე­ქა­ნიზ­მ­ში მო­ნა­წი­ლე სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის არე­ა­ლი და კერ­ძოდ, მან მო­იც­ვა ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბა, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, სა­ჯა­რო და კერ­ძო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­მე­დი­ცი­ნო და ბავ­შ­ვ­თა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი.
ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ და ორ­გა­ნო, რო­მელ­საც შე­ხე­ბა აქვს ბავ­შ­ვებ­თან ან/და მათ ოჯა­ხებ­თან ან იმ გა­რე­მოს­თან, სა­დაც ბავ­შ­ვი იმ­ყო­ფე­ბა, ვალ­დე­ბულ­ია, ბავ­შ­ვ­ზე ძა­ლა­დო­ბის ეჭ­ვის გა­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ატყო­ბი­ნოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და აწარ­მო­ოს შემ­თხ­ვე­ვის მარ­თ­ვა დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ამა­ვე დროს, მათ უნ­და შე­ი­მუ­შა­ონ შე­სა­ბა­მი­სი ში­და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო უზ­რუნ­ველ­ყოფს ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვის მარ­თ­ვას, პი­რე­ბის კონ­სულ­ტი­რე­ბას, ბავ­შ­ვის­თ­ვის და­ბა­დე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ის ან/და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის, მათ შო­რის, დრო­ე­ბი­თი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის/მი­ღე­ბის მიზ­ნით დახ­მა­რე­ბას. სა­ა­გენ­ტო, აგ­რეთ­ვე, გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკი­დუ­რე­სი ზო­მის სა­ხით, უზ­რუნ­ველ­ყოფს ოჯა­ხი­დან ბავ­შ­ვის გა­მოყ­ვა­ნის ან მო­ძა­ლა­დი­სა­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას.
იუნი­სე­ფის კვლე­ვე­ბით გა­მოვ­ლინ­და, რომ რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მ­ში ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი კარ­გად არ იც­ნო­ბენ სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. მაგ. სკო­ლებ­ში მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა (მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მან­და­ტუ­რე­ბის) 46%-მა გა­ნაცხა­და, რომ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბა სა­ჭი­როა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ეს ძა­ლა­დო­ბა მძი­მე ფორ­მი­საა და რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და. ასე­ვე, ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა (მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მან­და­ტუ­რე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის) 60% ფიქ­რობს, რომ ოჯა­ხის ში­და საქ­მე­ე­ბი მხო­ლოდ ამ ოჯა­ხის პი­რა­დი საქ­მეა და სხვე­ბი მას­ში არ უნ­და ერე­ოდ­ნენ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე. და­წეს­და ად­მი­ნიტ­რა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლე­ბი მათ­თ­ვის, ვინც არ მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას.
— რო­ცა მო­ძა­ლა­დეს როლ­ში სწო­რედ მი­სი დამ­ც­ვე­ლი გვევ­ლი­ნე­ბა, რო­გორ ფიქ­რობთ, უზ­რუნ­ველ­ყოფს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს?
— უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მან­და­ტუ­რე­ბი კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. არ­სე­ბობს ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბი, ქცე­ვის ნორ­მე­ბი, რო­მელ­თა დაც­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა­სათ­ვის, ვინც სკო­ლა­ში მუ­შა­ობს. თუმ­ცა, სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნი­სათ­ვის მხო­ლოდ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი საკ­მა­რი­სი არაა და უფ­რო კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო. ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლებ­ში პო­ზი­ტი­უ­რი, ბავ­შ­ვი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ქცე­ვის წე­სე­ბი­სა და ში­და გა­ნა­წე­სის შე­მუ­შა­ვე­ბა, ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და ა.შ. სა­ჭი­როა შე­მუ­შავ­დეს უსაფ­რ­თხო სკო­ლის კონ­ცეფ­ცია, სა­დაც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს თა­ვი­სი რო­ლი ექ­ნე­ბა. სწო­რედ სკო­ლი­დან­ვე უნ­და სწავ­ლობ­დეს ბავ­შ­ვი, რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქედ, გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ჰქონ­დეს ტო­ლე­რან­ტო­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით.
— რა აქ­ცენ­ტე­ბი ან რა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა აუცი­ლე­ბე­ლი მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?
— სა­ჭი­როა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უკეთ იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და უკეთ იყოს ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი მა­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნეს ზო­მე­ბი.
მთა­ვა­რია, რომ ბავ­შ­ვი და­ცუ­ლი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბი­სა­გან და ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა არის ძა­ლა­დო­ბა, რომ მის მი­მართ კონ­კ­რე­ტუ­ლი ქმე­დე­ბა სრულ­წ­ლოვ­ნის მხრი­დან იქ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვ­თა მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ასე­ვე სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ, მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის შე­სა­ბა­მი­სად.
ბავ­შ­ვი უნ­და იყოს ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბის ცენ­ტ­რ­ში და ყვე­ლა ძა­ლის­ხ­მე­ვა იქით­კენ უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი, რომ მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი სა­უ­კე­თე­სოდ იყოს და­ცუ­ლი. ბავ­შ­ვი და­ცუ­ლი უნ­და იყოს სის­ტე­მის მხრი­დან — კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, სკო­ლა, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი და ყვე­ლა უწყე­ბა, რომ­ლებ­საც შე­ხე­ბა აქვს ბავ­შ­ვ­თან, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უნ­და იც­ნობ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და ახ­დენ­დ­ნენ რე­ა­გი­რე­ბას.
იმის­თ­ვის, რომ ამ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ­მა მე­ქა­ნიზ­მ­მა სა­თა­ნა­დოდ იმუ­შა­ოს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ყვე­ლამ ვი­აქ­ტი­უ­როთ და ამო­ვი­ღოთ ხმა, რო­დე­საც ვხე­დავთ ძა­ლა­დო­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი უნ­და იყოს ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა. იმა­ზეც უნ­და და­ვიწყოთ დის­კუ­სია, თუ რა იწ­ვევს ძა­ლა­დო­ბას, რა არის ამის მი­ზე­ზე­ბი. ამ­ჟა­მად ჩვენ შე­დე­გებ­ზე ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ ასე­ვე უნ­და ვი­სა­უბ­როთ მი­ზე­ზებ­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი უნ­და შე­იც­ვა­ლოს.
— ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ოჯა­ხი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, არის თუ არა მე­ო­რე მო­ძა­ლა­დის როლ­ში, რო­დე­საც გა­მო­სა­ვალს ქორ­წი­ნე­ბა­ში ხე­დავს?
— ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ქორ­წი­ნე­ბის ასა­კი არის 18 წე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, 18 წლამ­დე არას­რულ­წ­ლოვ­ნის ქორ­წი­ნე­ბა აკ­რ­ძა­ლუ­ლია. ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბაც ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფორ­მაა.
გარ­და ამი­სა, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, აიძუ­ლოს ბავ­შ­ვი, და­ქორ­წინ­დეს. სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­ს­ში ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის, მათ შო­რის, მშობ­ლე­ბის მხრი­დან ბავ­შ­ვის იძუ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბა­ზე ან ნე­ბის­მი­ერ არა­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ კავ­შირ­ზე დას­ჯა­დია.
ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა სა­ზი­ა­ნო გავ­ლე­ნას ახ­დენს გო­გო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე: შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ორ­სუ­ლო­ბი­სას და მშო­ბი­ა­რო­ბი­სას; ერ­თ­მე­ვათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ტო­ვე­ბენ სკო­ლას, რაც მათ არ­თ­მევს უფ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნონ, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა მო­ი­პო­ვონ და თა­ვად მი­ი­ღონ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­ზე; ნაკ­ლე­ბია და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვაც; ხში­რად ხდე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან, რამ­დე­ნა­დაც არ შე­უძ­ლი­ათ თა­ვის დაც­ვა. ასე რომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გო­გო­ნებს ად­რე­ულ ასაკ­ში ჰქონ­დეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტონ, რო­დის და რო­გორ შექ­მ­ნან ოჯა­ხი.
სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი და მავ­ნე ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­და­სა­ხე­დია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი დის­კუ­სია უნ­და და­იწყოს მავ­ნე ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის შე­საც­ვ­ლე­ლად.

25-28(942)N