გამოდის 1998 წლიდან
2017-05-04
არსად ისმის, რომ მასწავლებლობა კეთილშობილური საქმეა

 

 სტუ­მა­რია გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­­ვა­რი, დოქ­ტო­რი სი­მონ ჯა­ნა­შია. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ეხე­ბა, იმ თე­მებს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრობ­ლე­მუ­რი­ცაა. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის, არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, „წა­უ­ხა­ლი­სე­ბე­ლი “ პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის აუცი­ლებ­ლო­ბის, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის წეს­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე და კერ­ძო სკო­ლებს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სე­რი­ო­ზულ ბა­რი­ე­რად გა­ნი­ხი­ლავს. მი­სი აზ­რით, „მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა რომ მოხ­დეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრო­ფე­სი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­დე­ბი მო­ვი­ზი­დოთ, ის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ მა­ღა­ლი და იმის ამ­ბი­ცია, რომ უნ­დათ, ქვეყ­ნის­თ­ვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის რა­ღაც სი­კე­თე შექ­მ­ნან“ და სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი —  „რო­ცა წი­ნას­წარ ვხარ­ჯავთ ენერ­გი­ას, რაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ის ხალ­ხი, ვინც სკო­ლა­ში შე­დის და შემ­დეგ — ნაკ­ლებ ენერ­გი­ას მათ შე­მოწ­მე­ბა­ში.“

— პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცია და­იწყო, რაც ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­სა­ტე­ხია ხოლ­მე მშობ­ლე­ბის­თ­ვის, იმის გა­მო, რომ უჭირთ სკო­ლის შერ­ჩე­ვა. ძი­რი­თა­დად, ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის და ნაც­ნო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით იგე­ბენ სკო­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას. თვი­თონ სკო­ლე­ბი კი ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას. რო­გორ შე­არ­ჩი­ოს მშო­ბელ­მა სკო­ლა?
— რთუ­ლი სა­კითხია, იმი­ტომ, რომ მშობ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი სკო­ლე­ბის მი­მართ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ხოლ­მე, სკო­ლე­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ იმის გარ­კ­ვე­ვას, რა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ და რო­გორ. მათ საკ­მა­ოდ ცუ­დი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქვთ, სკო­ლის ვებ­გ­ვერ­დე­ბი მა­ინ­ც­და­მა­ინც მშობ­ლებ­ზე არ არის გათ­ვ­ლი­ლი და ხში­რად არც სკო­ლის შერ­ჩე­ვის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და არც შემ­დე­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თ­ვის. კერ­ძო სკო­ლე­ბი ამას უფ­რო მე­ტად ცდი­ლო­ბენ, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი, ზო­გა­დად, თუ მოს­წავ­ლე­თა მო­ზიდ­ვის პრობ­ლე­მა აქვთ, მხო­ლოდ მა­შინ ზრუ­ნა­ვენ ამა­ზე, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, წი­ნას­წარ იცი­ან თა­ვი­ან­თი კონ­ტინ­გენ­ტი და იმა­ზე მეტს მა­ინც ვერ მი­ი­ღე­ბენ. სოფ­ლებ­ში კი სა­ერ­თოდ წი­ნას­წარ იცი­ან, თე­ო­რი­უ­ლად, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს სკო­ლა­ში და უფ­რო მშვი­დად არი­ან, რად­გან იმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სხვა არ­ჩე­ვა­ნიც არ არ­სე­ბობს.
მშო­ბე­ლი ცუდ დღე­შია, რად­გან ის სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­დან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნ­და და­ეყ­რ­დ­ნოს და ხში­რად ეს ინ­ფორ­მა­ცია ერ­თ­მა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა, რად­გან ერ­თი მშობ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მე­ო­რე მშობ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა­გან, თუნ­დაც ერ­თი და იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლი­დეს მათ შვი­ლებს. ისი­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვ­დი­ან მე­სა­მეს, იმი­ტომ, რომ, თა­ვის­თა­ვად, მათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ. ყვე­ლა­ზე კარ­გია, მშო­ბე­ლი თვი­თონ მი­ვი­დეს წი­ნას­წარ სკო­ლა­ში, და­აკ­ვირ­დეს გა­რე­მოს — რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია ბავ­შ­ვებს შო­რის, მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის. მშო­ბელ­მა დე­რე­ფან­შიც რომ გა­ი­ა­როს, მა­შინ­ვე მიხ­ვ­დე­ბა, რა არის სკო­ლის­თ­ვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა — ბავ­შ­ვე­ბი აინ­ტე­რე­სებს თუ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მიღ­წე­ვე­ბის სხვე­ბის­თ­ვის ჩვე­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც გა­მო­ფე­ნი­ლია ბავ­შ­ვე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი, მა­შინ­ვე ჩანს, რომ ბავ­შ­ვე­ბის  შე­მოქ­მე­დე­ბას, აზ­როვ­ნე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას სცე­მენ პა­ტივს. თუ სკო­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია უფ­რო სტან­დარ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ამის ჩვე­ნე­ბა­ზე, მა­შინ უფ­რო სტან­დარ­ტუ­ლი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბია გა­მოკ­რუ­ლი და არა ბავ­შ­ვე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი და ა.შ.
პრინ­ციპ­ში, დაწყე­ბით კლა­სებ­ში, მთა­ვა­რია მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ას­წავ­ლი­ან. თუ სკო­ლას არ აქვს მას­წავ­ლებ­ლე­ბის საგ­ნობ­რი­ვი და­ყო­ფის პრინ­ცი­პი და ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის ყვე­ლა სა­განს, მა­შინ პირ­და­პირ იმ მას­წავ­ლე­ბელს უნ­და და­ე­ლა­პა­რა­კონ და ეს იქ­ნე­ბა სკო­ლის არ­ჩე­ვის სა­უ­კე­თე­სო გზა. კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი უნ­და გა­იც­ნონ, თუ არ­ჩე­ვა­ნი აქვთ მშობ­ლებს, იმი­ტომ, რომ ნა­წილს არ­ჩე­ვა­ნი არც აქვს.
— რას ფიქ­რობთ სკო­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ და სკო­ლე­ბის ბრენ­დი­რე­ბა იქ­ნე­ბა თუ არა სწო­რი ნა­ბი­ჯი, რას გა­მო­იწ­ვევს სკო­ლე­ბის­თ­ვის წამ­ყ­ვა­ნი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა?
— ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ცდი­ლობს ყვე­ლა პრობ­ლე­მა ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი­თა და ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით მო­აგ­ვა­როს. მა­გა­ლი­თად,  თუ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში არ­სე­ბობს, ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ან მო­ზიდ­ვის პრობ­ლე­მა, მას­წავ­ლე­ბლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი და იმა­ვე სქე­მით ცდი­ლობს სა­ხელ­მ­წი­ფო ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სკო­ლა­ში — იქ, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლის არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობს და იქაც, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი აკ­ლი­ათ, რაც არას­წო­რია. ერ­თ­გან შეზღუდ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბო­დეს ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას და მე­ო­რე­გან კი, პი­რი­ქით, ხა­რის­ხის კლე­ბას იწ­ვევ­დეს. პა­ტა­რა სკო­ლე­ბის­თ­ვის პრობ­ლე­მაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა, დი­დი სკო­ლე­ბის­თ­ვის კი პრობ­ლე­მაა ოპ­ტი­მა­ლუ­რი შერ­ჩე­ვა მათ შო­რის, ვინც ჰყავთ. ასე რომ, პო­ლი­ტი­კის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა უნ­და მოხ­დეს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და არა — სკო­ლე­ბის.
პო­ლი­ტი­კის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა უნ­და იყოს, მა­გა­ლი­თად, სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მი­ხედ­ვით მოთხოვ­ნე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ერთ სკო­ლას შე­და­რე­ბით მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ვიდ­რე მე­ო­რეს, რად­გან ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ფი­ნან­სუ­რი მარ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სი­თაც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, ერ­თი და იმა­ვე სკო­ლას მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ფი­ნან­სუ­რი მარ­თ­ვის მხრივ და ნაკ­ლე­ბი — სას­წავ­ლო გეგ­მის თვალ­საზ­რი­სით. ასე რომ, სკო­ლე­ბის ბრენ­დი­რე­ბა კარგ, სა­შუ­ა­ლო ან წამ­ყ­ვან სკო­ლე­ბად არ უნ­და მოხ­დეს — რო­დე­საც სკო­ლას მი­ე­ნი­ჭე­ბა სტა­ტუ­სი, მის გან­ვი­თა­რე­ბას სწო­რედ ის სტა­ტუ­სი გა­ნა­პი­რო­ბებს. თუ სკო­ლას ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი სკო­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­დი შან­სია, რომ უკე­თე­სი სტა­ტუ­სის მქო­ნე სკო­ლა­ში წა­ვიდ­ნენ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი არი­ან, რაც სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას კი­დევ უფ­რო ამ­ცი­რებს, არა­და ეს სხვებ­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა. ვინც რჩე­ბა, იმა­თი მო­ტი­ვა­ცი­აც, კარ­გად ის­წავ­ლონ ან ას­წავ­ლონ, იკ­ლებს. ეს ფე­ნო­მე­ნი კარ­გა­დაა შეს­წავ­ლი­ლი. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის კი არ არის, იარ­ლი­ყი მი­ვა­წე­ბოთ, არა­მედ ვი­ცო­დეთ, რო­მელ სკო­ლას რა პრობ­ლე­მა აქვს, რომ და­ვეხ­მა­როთ, მა­გა­ლი­თად, და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბით ან სა­კონ­სულ­ტა­ციო სერ­ვი­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით და ა.შ. ჩვენს სა­ხელ­მ­წი­ფო­ში არას­დ­როს არ ყო­ფი­ლა ისე­თი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო ექ­ს­პერ­ტებს  სკო­ლა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად გა­აგ­ზავ­ნი­და, ვთქვათ, სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის დახ­ვე­წა­ში ან რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვა­ში და ა.შ. სკო­ლე­ბის მი­მართ მუდ­მი­ვად წა­ყე­ნე­ბუ­ლია მოთხოვ­ნე­ბი თუ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და არ მუ­შა­ობს დახ­მა­რე­ბის სის­ტე­მე­ბი. ეს ძა­ლი­ან აკ­ლია სკო­ლას, პო­ლი­ტი­კის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა სწო­რედ ამა­ში და­ეხ­მა­რე­­ბო­და მათ.
სა­ხელ­მ­წი­ფო დღეს ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რად ეხ­მა­რე­ბა (თუ ეხ­მა­რე­ბა) და ერ­თ­ნა­ი­რად ზღუ­დავს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სკო­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა იმის მი­ხედ­ვით უნ­და მოხ­დეს, თუ რა შე­უძ­ლი­ათ ან რა სურთ. თუ ამ­ბობს სკო­ლა, რომ მას არ უნ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ თა­ვად შე­ის­ყი­დოს რა­ღა­ცე­ბი, ეს შე­იძ­ლე­ბა მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს — პა­ტა­რა სოფ­ლის პა­ტა­რა სკო­ლას შე­იძ­ლე­ბა არ შე­ეძ­ლოს ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის პოვ­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ერ­ჩივ­ნოს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­მა შე­ი­ძი­ნოს მის­თ­ვის სა­ჭი­რო სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი, ვიდ­რე თვი­თონ გა­მო­აცხა­დოს ტენ­დე­რი; ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლამ გა­მოთ­ქ­ვას სურ­ვი­ლი, თა­ვად შე­ის­ყი­დოს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, მაგ­რამ არა სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბით, არა­მედ ისე, რო­გორც ამას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აკე­თე­ბენ, მაგ­რამ არ ჰყოფ­ნი­დეს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ან არ იცო­დეს სწო­რად რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ჩე­ნა­ში მას სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­და და­ეხ­მა­როს და ას­წავ­ლოს, რო­გორ გა­ა­კე­თოს ისე, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მ­ნას. ამი­ტომ, სა­ხელ­მ­წი­ფომ ჯერ სკო­ლებს უნ­და ჰკითხოს, ვის რა უნ­და და მე­რე გა­არ­კ­ვი­ოს, აქვთ თუ არა შე­სა­ბა­მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და არა ისე, რო­გორც ხდე­ბა — თა­ვად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს, რო­მელ სკო­ლას რა შე­უძ­ლია ან რა სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, შეც­დო­მაა, რო­ცა სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ჯერ და­ად­გენს სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს და მე­რე და­იწყებს მი­სა­და­გე­ბას დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად. ასე­თი სის­ტე­მე­ბი ცუ­დად მუ­შა­ობს. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე არ­სე­ბობს.
— რო­გო­რია უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა?
— სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვა­ვიწყ­დე­ბა ხოლ­მე. ჩვენ გვაქვს სკო­ლე­ბი, სა­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრო­გა­მე­ბით ას­წავ­ლი­ან, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რის ან უცხო ენე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბით.  რო­გორ გახ­დ­ნენ ისი­ნი ასე­თე­ბი, რო­გო­რია მათი გა­მოც­დი­ლე­ბა? მა­გა­ლი­თად, ვე­კუ­ას სკო­ლას ან კო­მა­რო­ვის სკო­ლას სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ იმის­თ­ვის, რომ უკეთ ას­წავ­ლონ ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კა. ამ სკო­ლებს ყო­ველ­თ­ვის მე­ტი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან. მა­გა­ლი­თად, კო­მა­რო­ვის სკო­ლას სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლიც ჰქონ­და და შე­და­რე­ბით მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სით, არა­ფორ­მა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­საც აწე­სებ­დ­ნენ, რი­თიც უფ­რო მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პე­და­გო­გე­ბის შე­მოს­ვ­ლას აფი­ნან­სებ­დ­ნენ სკო­ლა­ში და ა.შ. სწო­რედ ამით მი­აღ­წი­ეს წარ­მა­ტე­ბას. სხვა სკო­ლებს ვზღუ­დავთ, რომ იგი­ვე არ გა­ა­კე­თონ, რომ მე­ტი ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლა არ გვექ­ნეს. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის სხვა გა­მოც­დი­ლე­ბაც გვაქვს — არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის­გან და ვი­ცით, რა ტი­პის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებს სა­ჭი­რო­ე­ბენ ისი­ნი მარ­თ­ვის დროს, მა­გა­ლი­თად, სა­ა­თე­ბის და­გეგ­მ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვის დროს და ა.შ. ეს გა­მოც­დი­ლე­ბაც შეგ­ვიძ­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.
რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას, ბევ­რ­ნა­ი­რი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან სა­კუ­თა­რი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში და სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა სკო­ლა უნ­და და­ექ­ვემ­დე­ბა­როს. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სტან­დარ­ტე­ბია, რო­მელ­საც გარ­კ­ვე­უ­ლი ოლ­ქე­ბი და შტა­ტე­ბი აღი­ა­რებენ, მაგ­რამ ისიც ძა­ლი­ან ზო­გა­დი.  იმა­ვე სკო­ლებ­ში, შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ვის ნაკ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყოს, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია და მას­წავ­ლებ­ლებს იქ სკო­ლა არ არ­ჩევს, არა­მედ ოლ­ქი (ჩვე­ნი გა­გე­ბით — რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი); ასე რომ, რა­ი­მე გა­მოც­დი­ლე­ბის პირ­და­პირ გად­მო­ტა­ნა ძნე­ლია, ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან უნ­და გა­მო­ვი­დეთ.
— რას ფიქ­რობთ „თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე“ და ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის და­ხარ­ჯულ საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხა­ზე? ამის გარ­და, მი­ნის­ტ­რი გეგ­მავს, 2017-2018 სას­წავ­ლო წელს, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას და  სა­ხა­ლი­სო და არ­ჩე­ვი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რ­დას.
— თვი­თონ მი­ზა­ნი, რომ სკო­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო ად­გი­ლი იყოს, მშვე­ნი­ე­რია, მაგ­რამ კვი­რა­ში ერ­თხელ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, თუნ­დაც კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ხით, რა­ტომ გახ­დის სკო­ლას სა­ინ­ტე­რე­სოს, ვერ გეტყ­ვით. 25 უინ­ტე­რე­სო და 26-ე სა­ინ­ტე­რე­სო სა­ა­თი მოს­წავ­ლეს  სკო­ლის მი­მართ გან­წყო­ბას ვერ შე­უც­ვ­ლის. ამი­ტომ რთუ­ლია იმის გა­გე­ბა, რას ელი­ან ამ პროგ­რა­მის­გან, მით უფ­რო, რომ ის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა­ზეც არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ პროგ­რა­მით მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი ახალ პროგ­რა­მას რომ ქმნი­დეს, რომ­ლი­თაც მე­რე და­იწყებ­და რა­ღა­ცის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას, მა­შინ უფ­რო გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ან ამ გრან­ტით რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მის სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა რომ შე­ეც­ვა­ლა და უფ­რო სა­ხა­ლი­სო, სა­ი­ნე­ტე­რე­სო და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გა­ე­ხა­და, ესეც გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და და სა­სარ­გებ­ლოც — სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და­ი­ნა­ხავ­დ­ნენ, რომ ამ თე­მის სწავ­ლე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოდ შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ, ერთ-ერ­თ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ინ­ტე­რე­სო იდეა გა­მაც­ნო — რო­გორ ას­წავ­ლოს ის­ტო­რია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­ტო­რი­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის რო­ლებს გა­ი­ნა­წი­ლე­ბენ და მე­რე ერ­თ­მა­ნეთ­ში დის­კუ­სი­ას და­იწყე­ბენ, ისე რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აკე­თე­ბენ. ასე­თი ინი­ცი­რე­ბე­ბი და წა­ხა­ლი­სე­ბე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რად­გან ვნა­ხავ­დით, რო­გორ იქ­მ­ნე­ბა ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მე­თო­დე­ბი, გვე­ცო­დი­ნე­ბო­და სკო­ლე­ბი, სა­დაც ეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სხვე­ბიც ნა­ხავ­დ­ნენ და და­ნერ­გავ­დ­ნენ. „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი“ კი გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ იქ­ნე­ბა ან რის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა. თან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ „თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებ­ში“ მოს­წავ­ლე­ე­ბის რო­ლი სა­ერ­თოდ არ ჩანს, არც თე­მის შერ­ჩე­ვა­ში და არც მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მათ­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბო­და ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, თან სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის და არა მა­ინ­ც­და­მა­ინც ერ­თი და იმა­ვე კლა­სის, რო­მელ­თა­გან უმე­ტეს ნა­წილს შე­იძ­ლე­ბა არც და­ა­ინ­ტე­რე­სოს „თა­ვი­სუ­ფალ­მა გაკ­ვე­თი­ლებ­მა“ და მას­წავ­ლე­ბელს გა­უ­წი­ონ ან­გა­რი­ში მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ ეცო­დი­ნე­ბათ, ამით ის და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღებს.
ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, მი­ნისტრს არ სჯე­რა, რომ არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ცდი­ლობს რა­ღაც ახა­ლი გა­მო­ი­გო­ნოს, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლურ პრო­ცე­სებს შექ­მ­ნის, სა­ერ­თო ჯამ­ში კი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ სკო­ლებ­ში რა­ღაც იც­ვ­ლე­ბა ან იქ­მ­ნე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას, უბ­რა­ლოდ, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რია მხო­ლოდ იმის თქმა, რომ პროგ­რა­მე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია. აუცი­ლებ­ლად მეც­ნი­ე­რუ­ლად უნ­და და­ვა­სა­ბუ­თოთ და არა მხო­ლოდ იმით, რომ მგო­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლი არი­ან ან ზედ­მე­ტად დიდ­ხანს სხე­დან სკო­ლა­ში. არას­წო­რია გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, კვი­რა­ში, კა­ლენ­დ­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე სას­წავ­ლო კა­ლენ­და­რი გვაქვს და, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, კი­დევ თუ გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შე­ვამ­ცი­რებთ, დი­დი შან­სია, მოს­წავ­ლე­ებს არ და­ვუ­ტო­ვოთ სა­თა­ნა­დო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, საკ­მა­რი­სი დრო და­უთ­მონ იმ სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლას, რაც სა­ჭი­როა ე­როვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. ამი­ტომ, ჯერ უნ­და და­ვიწყოთ მიზ­ნე­ბით, არის თუ არა ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიზ­ნე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი და თუ ადეკ­ვა­ტუ­რია, მა­შინ რა უშ­ლის ხელს ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას? გა­მო­სა­ვა­ლი რომ სწავ­ლის დრო­ის შემ­ცი­რე­ბაა, მე ამა­ში ლო­გი­კას ვერ ვხე­დავ.
გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას კი­დევ ერ­თი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს — ერ­თი მხრივ, იმ სის­ტე­მა­ში, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი სა­ა­თებ­ზეა მიბ­მუ­ლი, შემ­ცი­რე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის შემ­ცი­რე­ბა­საც და მის პრო­ტეს­ტ­საც. მე­ო­რე მხრივ, 4 სა­ა­თის ნაც­ვა­ლად, 3 სა­ათ­ში კი­დევ უარე­სად ას­წავ­ლის სა­განს. რაც მთა­ვა­რია, არა­ნა­ი­რი აზ­რი არ აქვს სა­ა­თე­ბის შემ­ცი­რე­ბას, თუ არ ვი­ცით, რა­ში უნ­და და­ხარ­ჯოს სკო­ლამ ამით გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბული ფუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა ჩვენს სის­ტე­მა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არა­საკ­მა­რი­სი გა­მო­ყე­ნე­ბაა. ჩვენს სკო­ლებ­ში იმა­საც არ იყე­ნე­ბენ, რაც აქვთ. რა­ღაც სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი უკ­ვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია და იმა­ზე არ ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, ვი­გო­ნებთ ახალ სა­ჭი­რო­ე­ბებს იმის მი­ხედ­ვით, რომ ჯერ გვაქვს პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა და მე­რე ვე­ძებთ პრობ­ლე­მებს — ჯერ ვი­ცით, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი სა­ხა­ლი­სო გვინ­და რომ იყოს და მე­რე ვე­ძებთ მი­ზეზს, რა უშ­ლის ხელს, რომ იყოს სა­ხა­ლი­სო. ეს და­ვი­ნა­ხეთ მა­ში­ნაც, რო­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს დაწყე­ბი­თებ­ში ისე, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო სწავ­ლე­ბა და­ა­სუს­ტეს. სწო­რედ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებს მო­აკ­ლეს სა­ა­თე­ბი და შე­მო­ი­ღეს „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი რომ და­ბა­ლი იყო, ეს არა­ვის შე­უს­წავ­ლია, სა­მა­გი­ე­როდ, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი რომ ძა­ლი­ან და­ბა­ლია ჩვენს სკო­ლებ­ში, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. ჩვენ ვი­ცით, რო­ცა ტარ­დე­ბა შე­ფა­სე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, მე­ოთხე კლას­ში, საკ­მა­ოდ ცუ­დი შე­დე­გე­ბი გვაქვს. იბა­დე­ბა კითხ­ვა, და­დას­ტუ­რე­ბულ პრობ­ლე­მას რი­თი პა­სუ­ხობთ? ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს ნათ­ლად ჩან­და, რომ არა­ნა­ი­რი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა არ არ­სე­ბობ­და, რომ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბას სა­ა­თე­ბი მოკ­ლე­ბო­და და „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას“ და­მა­ტე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი სა­გა­ნი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ არა ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის საგ­ნის სა­ა­თე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯ­ზე.
- სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი წე­სი — რა­ში ხე­დავთ პრობ­ლე­მას? მი­ნის­ტ­რი ამ­ბობს: „დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ და პა­სუხს ვა­გებ, რომ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვან­ელო­ე­ბი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნი. ჩვენ ჯერ სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნებს გა­და­ვარ­ჩევთ და შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო­ებ­ში შედ­გე­ბა სა­ფა­სო კონ­კუ­რენ­ცია, ანუ სა­უ­კე­თე­სო­ებ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფა­სის მქო­ნეს ავირ­ჩევთ“.
— სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის წეს­ში ორი პრობ­ლე­მაა: პირ­ვე­ლი, ეს არ არის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი და მე­ო­რე, კო­რუფ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა — მი­ნისტრს რო­დის ვი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს დამ­ტ­კი­ცე­ბაც მო­უნ­დე­ბა, მა­შინ შე­უძ­ლია და­ამ­ტ­კი­ცოს. არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, იმი­ტომ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას გა­მო­რიცხავს. უბ­რა­ლოდ, შეს­ყიდ­ვის სის­ტე­მაა — სა­ხელ­მ­წი­ფო ამ­ბობს, მო­მი­ტა­ნეთ პრო­დუქ­ტე­ბი და მე ამ პრო­დუქ­ტებ­ში ამო­ვარ­ჩევ სა­უ­კე­თე­სოს, შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ, ფას­ზეც შე­ვა­ჩე­რო ყუ­რადღე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფო არ ამ­ბობს მთა­ვარს, რომ მას პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით ქმნის. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ იქ­მ­ნე­ბა ცი­დან, რო­გორ უნ­და გა­ი­ზი­ა­როს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ სა­ხელ­მ­წი­ფოს მიზ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა იაფად გა­ა­კე­თოს დამ­ტ­კი­ცე­ბა­დი წიგ­ნი. ჩვენ გვახ­სოვს, რო­ცა გრი­ფი­რე­ბა მსგავ­სი ჩა­რე­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და, მი­სი დამ­ტ­კი­ცე­ბა არა მხო­ლოდ ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით ხდე­ბო­და, არა­მედ, მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­რის ავ­ტო­რი­ტე­ტის მი­ხედ­ვით. თუ სა­ხელ­მ­წი­ფო პო­პუ­ლის­ტურ პო­ლი­ტი­კას გა­აგ­რ­ძე­ლებს, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ და­უმ­ტ­კი­ცოს რო­მე­ლი­მე ავ­ტორს ცუ­დი წიგ­ნი, რომ ის ხალ­ხ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და­ამ­ტ­კი­ცოს, რად­გან ის პო­პუ­ლა­რუ­ლია. ცხა­დია, ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ვერ იქ­ნე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი, რად­გან ჯერ გა­მოც­დი­ლიც არ არის. ამ სის­ტე­მა­ში არც გა­მოც­დის პრო­ცე­სია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი — არ­სე­ბულ გრი­ფი­რე­ბის წეს­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. 2004-დან 2009 წლამ­დე, რო­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა ხდე­ბო­და, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში შე­იც­ვა­ლა და შე­იქ­მ­ნა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი.
თვი­სებ­რი­ვად იმის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რაც დღეს არის, ვერ მი­ვი­ღებთ არა მხო­ლოდ გრი­ფი­რე­ბის ზო­გა­დი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­მედ თუნ­დაც იმ ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ახ­ლა მის­ცეს გა­მომ­ცემ­ლო­ბებს. 2010 წელ­საც და­უშ­ვეს ეს შეც­დო­მა, რო­ცა ექ­ვ­სი კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გრი­ფი­რე­ბა ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­იწყეს. მა­შინ ვნა­ხეთ, რო­გორ გა­უ­ა­რეს­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხი. ახ­ლა იმა­ვე პრაქ­ტი­კას აგ­რ­ძე­ლე­ბენ. ამ დროს, უამ­რა­ვი ხალ­ხია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, რომ­ლებ­საც ეს პრო­ცე­სი კარ­გად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი და ხვდე­ბი­ან, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ექ­ვ­სი კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო თვი­სებ­რი­ვად შე­იც­ვა­ლოს. რო­გორც ჩანს, სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტებს არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან.
— კერ­ძო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თან იზ­რ­დე­ბა, რი­სი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია ეს ტენ­დენ­ცია და რა შე­დე­გებ­ზე შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვიყ­ვა­ნოს, მით უმე­ტეს, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კერ­ძო სკო­ლე­ბი ბიზ­ნეს­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი?
— კერ­ძო სკო­ლებ­ში მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ უფ­რო მე­ტად ამი­ტო­მაც მი­დი­ან — თა­ვი­სუფ­ლე­ბაც უნ­დათ და ღირ­სე­უ­ლი შრო­მის პი­რო­ბე­ბიც. იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, თუ ერ­თი და იგი­ვე ხელ­ფა­სი აქვს პე­ა­და­გოგს კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც, ხში­რად კერ­ძოს ირ­ჩევს, რად­გან ხე­დავს, რომ მოთხოვ­ნე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ უფ­რო მა­ღა­ლია, მოს­წავ­ლე­ე­ბიც უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რაც უკე­თე­სია და შე­და­რე­ბით მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს აირ­ჩი­ოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, წა­იყ­ვა­ნოს ბავ­შ­ვე­ბი, გაკ­ვე­თი­ლის ნაც­ვ­ლად, პარ­კ­ში, მუ­ზე­უმ­ში და ა.შ. ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხრი­და­ნაც მე­ტი ხელ­შეწყო­ბა აქვს.
მე­ო­რე მხრივ, თა­ვად კერ­ძო სკო­ლე­ბის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, იმი­ტომ რომ სა­უ­კე­თე­სო რე­სურ­სე­ბი მი­დი­ან კერ­ძო სკო­ლებ­ში და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვე­ბიც უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც რე­სურ­სი. ერ­თი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვიც კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რომ და­ი­ნა­ხონ, რას შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წი­ონ.  თუ კლა­სე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან  იც­ლე­ბა, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნის­თ­ვის უფ­რო ძნე­ლი და ძნე­ლი ხდე­ბა და­დე­ბი­თი მა­გა­ლი­თე­ბის მო­ძი­ე­ბა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას მას­წავ­ლებ­ლებ­ზეც. სა­ჯა­რო სკო­ლას, მრა­ვა­ლი ბა­რი­ე­რის გა­მო, უჭირს ისე­თი­ვე მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პოვ­ნა, რო­გო­რიც იყო ის, ვინც კერ­ძო სკო­ლა­ში წა­ვი­და.
კერ­ძო სკო­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თ­ვის ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მ­ნა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აზა­რა­ლებს სა­ჯა­რო სკო­ლებს. იქ, სა­დაც კონ­კუ­რენ­ცია გაჩ­ნ­და კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლებს შო­რის (ეს უფ­რო დიდ ქა­ლა­ქებს ეხე­ბა), ხა­რის­ხის აწე­ვა­ზე კი არა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე უნ­და ვი­ფიქ­როთ.
არ­სე­ბობს სის­ტე­მე­ბი, სა­დაც ძა­ლი­ან ცო­ტაა კერ­ძო სკო­ლე­ბი ან სა­ერ­თოდ არ არის და შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. სა­ჯა­რო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რაც ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა კერ­ძო სკო­ლა, მით უკე­თე­სია. ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლია უკ­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა და ხელ­შეწყო­ბა. დი­დი ალ­ბა­თო­ბით, თუ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში ასე­თი ტენ­დენ­ცია გაგ­რ­ძელ­და, ის­წავ­ლი­ან მხო­ლოდ ის ბავ­შ­ვე­ბი, რო­მელ­თა მშობ­ლებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა თა­ვად არ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, ან ცუ­დი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა აქვთ, ან ისე­თი მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შა­ოდ არი­ან წა­სუ­ლე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ.
გარ­და იმი­სა, რომ ბავ­შ­ვებს არ­ჩე­ვენ, კერ­ძო სკო­ლებს სხვა პრობ­ლე­მე­ბიც მო­აქვს — არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, არ არი­ან ვალ­დე­ბუ­ლი, და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ ის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი, რაც გა­ნათ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, შე­თან­ხ­მე­ბე­ბი კერ­ძო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რე­გუ­ლირ­დე­ბა. ამი­ტომ სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­გე­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მი­ნი­მა­ლურს აკე­თე­ბენ იმის­თ­ვის, რომ ეს მო­გე­ბა ჰქონ­დეთ. მა­გა­ლი­თის­თ­ვის რომ ავი­ღოთ, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას უფ­რო ნაკ­ლე­ბი ხელ­შეწყო­ბა აქვს, ვიდ­რე უნ­და ჰქონ­დეს. კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში მუ­შა­ობს და არც ერ­თი სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს, მუ­შა­ობს მხო­ლოდ სა­ა­თობ­რი­ვად და არც ერ­თი სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი არ არის. კერ­ძო სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში კი, მას­წავ­ლებ­ლებს სა­ერ­თოდ არ რთა­ვენ მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში და, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უცხა­დონ, რომ დათხოვ­ნი­ლია მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ არ მოს­წონთ მი­სი მეტყ­ვე­ლე­ბა ან შე­სა­ხე­და­ო­ბა. ასეც ხდე­ბა ხოლ­მე, მფლო­ბე­ლებს მშობ­ლე­ბი კარ­ნა­ხო­ბენ უაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, მა­გა­ლი­თად, მშობ­ლებს არ მოს­წონთ მა­თი შვი­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­გორ გა­მოთ­ქ­ვამს ბგე­რა ლ-ს. არა­და, კარ­გი პე­და­გო­გია, სკო­ლის მფლო­ბე­ლი კი ფიქ­რობს, თუ არ გა­უშ­ვებს, შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი და­კარ­გოს. ამ მო­საზ­რე­ბით უარს ამ­ბობს კარგ მას­წავ­ლე­ბელ­ზე და აჰ­ყ­ვავს ცუ­დი, რო­მე­ლიც კარ­გად გა­მოთ­ქ­ვამს ასო-ბგე­რა ლ-ს.
ჩვენ­თან ძა­ლი­ან ცუ­დად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არა­მომ­გე­ბი­ა­ნი კერ­ძო სკო­ლე­ბის სის­ტე­მა და სა­ხელ­მ­წი­ფომ ხე­ლი უნ­და შე­უწყოს არა­მომ­გე­ბი­ა­ნი კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას. უნ­და გან­ვი­თარ­დეს არა მა­ინ­ც­და­მა­ინც ფი­ნან­სურ მო­გე­ბა­ზე, არა­მედ მა­ღალ ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ერ­თ­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ყვე­ლა კერ­ძო სკო­ლის მი­მართ. თუმ­ცა, გაჩ­ნ­და კერ­ძო სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბიც აქვთ და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. მა­გა­ლი­თად, ეკ­ლე­სი­ებ­თან არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჯობ­ნი­ან ბიზ­ნეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სკო­ლებს, სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლე­ბი აქვთ, უფა­სო კვე­ბა და ა.შ. ცდი­ლო­ბენ, ხა­რის­ხიც ას­წი­ონ, მაგ­რამ მათ სხვა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ — ცალ­მ­ხ­რი­ვად ხდე­ბა გა­ნათ­ლე­ბა. ისი­ნი ემ­სა­ხ­ურე­ბი­ან იმ ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც სხვაგ­ვა­რად ვე­რას­დ­როს ვერ მოხ­ვ­დე­ბოდ­ნენ კერ­ძო სკო­ლა­ში. ცო­ტა არა­მომ­გე­ბი­ა­ნი სე­კუ­ლა­რუ­ლი კერ­ძო სკო­ლე­ბიც რომ გაჩ­ნ­დეს, რომ­ლე­ბიც მა­ღალ ხა­რის­ხ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა.
— რო­გორ უნ­და მოხ­დეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა და რა­ტომ უნ­და გახ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში?
— მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა რომ მოხ­დეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრო­ფე­სი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­დე­ბი მო­ვი­ზი­დოთ, ის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ მა­ღა­ლი და იმის ამ­ბი­ცია, რომ უნ­დათ, ქვეყ­ნის­თ­ვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის რა­ღაც სი­კე­თე შექ­მ­ნან. დღეს ამის წა­ხა­ლი­სე­ბა არ ხდე­ბა. რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ოს ახალ­გაზ­რ­დამ მას­წავ­ლებ­ლო­ბა, სა­ერ­თოდ არ­სად არ ის­მის ამა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ეს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მეა, მე­დი­ა­შიც ვერ ნა­ხავთ, ანუ იდე­ო­ლო­გი­უ­რი მხა­რე სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. სულ იმა­ზეა ლა­პა­რა­კი,  რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა ხელ­ფა­სი. იმის­თ­ვის, რომ ახალ­გაზ­რ­დას სკო­ლა­ში შეს­ვ­ლა მო­უნ­დეს, მხო­ლოდ ხელ­ფა­სი არ კმა­რა, ამას­თან ერ­თად, აუცი­ლებ­ე­ლია, მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეს. თუ ეცო­დი­ნე­ბა, რომ გახ­ს­ნის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, და­იწყებს მუ­შა­ო­ბას, იქ უფ­რო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში და ეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მას სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­უ­ტანს, მა­შინ, რა თქმა უნ­და, იქ იმუ­შა­ვებს და არა ისეთ პრო­ფე­სი­ა­ში, რო­გო­რიც მას­წავ­ლებ­ლო­ბაა, სა­დაც სულ სხვის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. პრო­ფე­სი­ა­ში, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო კარ­ნა­ხობს, რო­დის უნ­და ას­წავ­ლო, რა უნ­და ას­წავ­ლო, რო­გორ უნ­და ას­წავ­ლო, შემ­დეგ რო­გორ უნ­და აღ­წე­რო ეს ყვე­ლა­ფე­რი, სად უნ­და გა­აგ­ზავ­ნო, რო­გორ უნ­და გა­აგ­ზავ­ნო, ვის­თან უნ­და მიხ­ვი­დე, რომ ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რო, რა პო­ზი­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი წე­ლი უნ­და იმუ­შაო, რო­გორ გა­დახ­ვი­დე ერ­თი პო­ზი­ცი­ი­დან მე­ო­რე­ზე და ა.შ. რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ფერს სხვა წყვეტს, სადღაც, ძი­რი­თა­დად — თბი­ლის­ში. ასეთ ად­გი­ლას მუ­შა­ო­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­ხარ­ბი­ე­ლო არ არის. მას­წავ­ლებ­ლად რო­ცა და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ისიც კი,  ნიშ­ნებს რომ პლუ­სი ან მი­ნუ­სი და­ვუ­წე­რო (4+ ან 5-), შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რად­გა­ნაც სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში ჰგო­ნი­ათ, რომ ვი­ღაც მო­ვა და იმის გა­მო დას­ჯით, რომ სი­კო მას­წავ­ლე­ბელ­მა ვი­ღა­ცას 5+ და­უ­წე­რა, ეს კი არც ერთ რე­გუ­ლა­ცი­ა­ში არ  წე­რია და ა. შ. იმის  თა­ვი­სუფ­ლე­ბაც კი არ აქვს მას­წავ­ლე­ბელს, რომ თა­ვის ბლოკ­ნოტ­ში ჩა­წე­როს რა­ღა­ცე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, მას აქვს უამ­რა­ვი შეზღუდ­ვა და არა­სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა. უმე­ტეს სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელს ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­მუ­შაო სივ­რ­ცეც კი არ აქვს, სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში უნ­და დაჯ­დეს, სა­დაც, მა­გა­ლი­თად, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ვერ შეხ­ვ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, რომ და­ე­ლა­პა­რა­კოს. მათ უმე­ტე­სო­ბას არ აქვს სა­კუ­თა­რი კომ­პი­უ­ტე­რი და არა­ნა­ი­რი ისე­თი პი­რო­ბა, რაც ყვე­ლა­ზე სა­შუ­ა­ლო ბან­კის კლერ­კ­საც კი აქვს. და ჩვენ ვამ­ბობთ, რომ გა­ნათ­ლე­ბაა ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი? ხში­რად გამ­ყიდ­ველს (მა­გა­ლი­თად, აქ­ვე, ჩურ­ჩხე­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში) უკე­თე­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი აქვს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს. ამი­ტომ რთუ­ლია, ახალ­გაზ­რ­და და­ა­ჯე­რო, რომ ჩურ­ჩხე­ლე­ბის გა­ყიდ­ვა უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რი არ არის.
სკო­ლე­ბის კულ­ტუ­რაც უნ­და შე­იც­ვა­ლოს. რო­ცა ახალ­გაზ­რ­და სკო­ლა­ში შე­დის, არ­სე­ბულ კულ­ტუ­რა­ში იწყებს სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას — იქ მყო­ფი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი ეუბ­ნე­ბი­ან, ჩვენ ასე ვა­კე­თებ­დით ყო­ველ­თ­ვის და შენც ასე უნ­და აკე­თო, ინო­ვა­ცი­ე­ბი მა­ინ­ც­და­მა­ინც წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი არ არის. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­და­ნაც, ასეთ მას­წავ­ლებ­ლებს დი­დი მხარ­და­ჭე­რა არ აქვთ. მა­გა­ლი­თად, „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ და­ფი­ნან­სე­ბის ნაც­ვ­ლად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი რომ და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლებ­ში უცებ სრუ­ლი­ად სხვა ვი­თა­რე­ბა გვე­ნა­ხა — უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რ­და, რო­მელ­მაც იგ­რ­ძ­ნო სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა, რომ ცოდ­ნა, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მ­ნა­ში სკო­ლის სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­მო­ი­ყე­ნოს, სკო­ლებ­ში შე­უ­ერ­თ­დე­ბო­და იმ გა­მოც­დი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც ახალ რა­ღა­ცებს სკო­ლა­ში იმის გა­მო არ აკე­თე­ბენ, რომ ზედ­მე­ტად აქ­ტი­უ­რე­ბი არ გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. ეს კო­ლე­გებს არ მოს­წონთ და აღი­ზი­ა­ნებთ, რად­გა­ნაც აში­ნებთ მა­თი და­წი­ნა­უ­რე­ბა. ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­გან მო­მის­მე­ნია, რო­ცა რა­ღაც იდე­ებ­ზე ვიწყებთ სა­უ­ბარს, გვე­უბ­ნე­ბი­ან, „შენ თუ ინ­ტ­რი­გა­ნი არ ხარ, რა­ტომ გაქვს ახა­ლი იდე­ე­ბი. ჯო­ბია წყნა­რად იყო, იმი­ტომ, რომ თუ­კი ამ იდე­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ, შენ და­წი­ნა­ურ­დე­ბი, ჩვენ კი — არა. ჯერ ჩვენ უნ­და დავ­წი­ნა­ურ­დეთ, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბი ვართ.“ ასე­თი პრობ­ლე­მე­ბიც არის სკო­ლებ­ში. სა­უ­კე­თე­სოა, რო­ცა წი­ნას­წარ ვხარ­ჯავთ ენერ­გი­ას, რაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ის ხალ­ხი, ვინც სკო­ლა­ში შე­დის და შემ­დეგ — ნაკ­ლებ ენერ­გი­ას მათ შე­მოწ­მე­ბა­ში.
გა­უ­გე­ბა­რია, აი, ამ ვი­თა­რე­ბა­ში რა­ტომ არის სა­ინ­ტე­რე­სო, თუ რას ფიქ­რობს მი­ნის­ტ­რი რო­მე­ლი­ღაც ზღაპ­რის პერ­სო­ნაჟ­ზე. მი­სი ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცვლის რა­მეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რ­დებს კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას ძი­რი­თა­დად ცუ­დად ას­წავ­ლი­ან, სა­დაც სკო­ლებ­ში ბო­ლო ორი წე­ლი ტეს­ტე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბაა მთა­ვა­რი და არა ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­დაც გა­ნ­ათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში და სა­დაც ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მუდ­მი­ვად იზ­რ­დე­ბა, ხო­ლო ახალ­გაზ­რ­და ნი­ჭი­ე­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კი არა?!
ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N