გამოდის 1998 წლიდან
2017-06-29
ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იუნი­სე­ფის ელ­ჩი გახ­და


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

26 ივ­ნისს, სა­გან­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს, კომ­პო­ზი­ტორს, დი­რი­ჟორ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (იუნი­სე­ფის) ელ­ჩის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ეთ­მო­ბა ად­ვო­კა­ტი­რე­ბას, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მოფხ­ვ­რის მიზ­ნით.
„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი შე­მო­უ­ერ­თ­და იუნი­სე­ფის გუნდს, მის მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და ელ­ჩებს  — აღ­ნიშ­ნავს ლა­ი­ლა ომარ გა­დი, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — იგი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან, ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, გვეხ­მა­რე­ბა კი­დევ უფ­რო ფარ­თო ფე­ნებს მის­წ­ვ­დეს ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი უნ­და სარ­გებ­ლობ­დეს თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბით და იყე­ნებ­დეს სა­კუ­თარ პო­ტენ­ცი­ალს სტიგ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში. იმე­დი გვაქვს, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვა კვლავ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ად­ვო­კა­ტი­რე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ცუ­ლი იყოს ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი.“
„ჩემ­თ­ვის ეს პა­ტი­ვია და უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის­თ­ვის.“ — ამ­ბობს იუნი­სე­ფის ელ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.
ელ­ჩის ამ­პ­ლუ­ა­ში იგი და­ეხ­მა­რე­ბა იუნი­სეფს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და იმ ნე­გა­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის შეც­ვ­ლა­ში, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას.
ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, 2014 წლი­დან, ეხ­მა­რე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონდს და კონ­ცერ­ტე­ბი­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. წელს ნი­კო­ლოზ­მა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო იუნი­სე­ფის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ა­ში „და­ი­ნა­ხე ყვე­ლა ფე­რი“, რომ­ლის მი­ზა­ნია შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სტიგ­მის აღ­მოფხ­ვ­რა.
„სტა­ტუ­სის გა­რე­შეც, მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, არა­ერთ კამ­პა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებს უკავ­შირ­დე­ბა და რომ­ლე­ბიც გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ინი­ცი­რე­ბით ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მაგ­რამ, რო­ცა უკ­ვე სტა­ტუ­სი გაქვს, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც გა­ცი­ლე­ბით დი­დია. უფ­რო ღრმაა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა იმი­სა, თუ რა შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბავ­შ­ვე­ბის მო­მავ­ლის­თ­ვის.“ — ამ­ბობს იუნი­სე­ფის ელ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი აფა­სებს ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რის „კონ­ცეპტ-არტ“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის, ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის — ნი­ნო მა­ჩა­ი­ძის, ლი­ზა ბა­თი­აშ­ვი­ლის და და­ვით ალ­დაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იუნი­სე­ფის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ა­ში „და­ი­ნა­ხე ყვე­ლა ფე­რი“.
იუნი­სე­ფის ელ­ჩე­ბი, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და აღი­ა­რე­ბას იყე­ნე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მთავ­რო­ბე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­აპყ­რონ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის საქ­მე­ში.
დე­ნი ქეი პირ­ვე­ლი იყო, ვინც 1954 წელს მი­ი­ღო სა­ე­თა­შო­რი­სო ელ­ჩის წო­დე­ბა; მან მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, იმოგ­ზა­უ­რა, რა­თა გა­ევ­რ­ცე­ლე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე. ამ საქ­მეს ის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, 1987 წლამ­დე, აგ­რ­ძე­ლებ­და და და­ამ­კ­ვიდ­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტან­დარ­ტე­ბი გა­ე­რო­სა და იუნი­სე­ფის კე­თი­ლი ნე­ბის მომ­დევ­ნო ელ­ჩე­ბის­თ­ვის. შემ­დეგ მას შე­უ­ერ­თ­დ­ნენ ოდ­რი ჰეპ­ბერ­ნი და სხვ. ამ­ჟა­მად არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი სია სა­ერ­თა­შო­რი­სო, რე­გი­ო­ნუ­ლი და ეროვ­ნუ­ლი ელ­ჩე­ბი­სა.
იუნი­სე­ფის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩე­ბი არი­ან საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის ადა­მი­ა­ნე­ბი: ქე­ი­თი პე­რი, სე­რე­ნა უილი­ამ­სი, ლი­ამ ნი­სო­ნი, ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი, დე­ვიდ ბექ­ჰე­მი, ჰა­რი ბე­ლა­ფონ­ტე, ორ­ლან­დო ბლუ­მი, ვუ­პი გოლ­დ­ბერ­გი, ლეო მე­სი, რი­კი მარ­ტი­ნი, შა­კი­რა, ვა­ნე­სა რედ­გ­რე­ი­ვი, სუ­ზან სა­რან­დო­ნი, მია ფე­როუ, სერ­ჯიო რა­მო­სი, ფრან­ჩეს­კო ტო­ტი, კლა­უ­დია ში­ფე­რი, ევან მაქ­გ­რე­გო­რი, რო­ბინ უილი­ამ­სი, სა­რა ჯე­სი­კა პარ­კე­რი და სხვე­ბი.

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ელ­ჩე­ბი
რი­კი მარ­ტი­ნი unicef-ის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩია და აქ­ტი­უ­რა­დაა ჩაბ­მუ­ლი ბავ­შ­ვ­თა სექ­სუ­ა­ლუ­რი და შრო­მი­თი ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის კამ­პა­ნი­ა­ში: „მე მუ­შა­ო­ბა ცხრა წლის ასაკ­ში და­ვიწყე, მაგ­რამ ეს ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი იყო, — გა­ნაცხა­და რი­კი მარ­ტინ­მა, — ამ ბავ­შ­ვებს არა აქვთ არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ისი­ნი იძუ­ლე­ბით ხდე­ბი­ან მო­ნო­ბის მსხვერ­პ­ლი. ბავ­შ­ვე­ბის ტრე­ფი­კინ­გი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ ბავშვს შე­ე­ხო. ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მის მი­ხედ­ვით, წე­ლი­წად­ში, ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პ­ლ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბავ­შ­ვებ­ში 1.2 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვე­ბი და მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ ა­ც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ტრე­ფი­კინ­გის სა­შიშ­რო­ე­ბას, რად­გან ჰგო­ნი­ათ, რომ და­საქ­მე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი მხო­ლოდ საზღ­ვარ­გა­რე­თაა.“
მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა იორ­და­ნი­ის დე­დო­ფა­ლი რა­ნია, მსოფ­ლიო ბავ­შ­ვ­თა გულ­მოდ­გი­ნე და გა­მოკ­ვე­თი­ლი დამ­ც­ვე­ლი, 2007 წლის იან­ვარ­ში, და­ი­ნიშ­ნა unicef-ის პირ­ველ ბავ­შ­ვ­თა სა­პა­ტიო დამ­ც­ვე­ლად.
დე­დო­ფა­ლი რა­ნია, დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მხარ­და­ჭე­რას უწევ­და unicef-ს და მის პროგ­რა­მებს იორ­და­ნი­ა­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ის თან ახ­ლ­და unicef-ს პა­კის­ტან­ში მი­წის­ძ­ვ­რით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად, ინ­დო­ე­თის სას­წავ­ლო ცენ­ტ­რებ­ში, არ­გენ­ტი­ნის, ბრა­ზი­ლი­ი­სა და მა­რო­კოს სკო­ლებ­ში, რა­თა მხა­რი და­ე­ჭი­რა ყვე­ლა ბავ­შ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით, გო­გო­ნე­ბის  ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის.
დე­დო­ფა­ლი რა­ნია ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბე­ბით, ყო­ველ­თ­ვის, რო­დე­საც ბავ­შ­ვ­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სი ემუქ­რე­ბა. ამის მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნოთ მი­სი სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბე­ბი 2008 წლის ღა­ზას კონ­ფ­ლიქ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით: „ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნო­ბა არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ხდე­ბა, რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბი­ან.“
იორ­და­ნი­ა­ში დე­დო­ფალ­მა, რო­გორც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­თა ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტ­მა, შე­ი­მუ­შა­ვა ბავ­შ­ვ­თა სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა­ზე მი­მარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია მა­თი ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ჯან­დაც­ვის, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და ძა­ლა­დო­ბის, ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ი­სა­გან დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გზით.
ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ზ­რ­დის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, მან ასე­ვე და­ნიშ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­მია თა­ვის სამ­შობ­ლო­ში. 2007 წელს კი, და­იწყო „მად­რა­სა­ტის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჯა­რო, კერ­ძო თუ არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით. ის ჩარ­თუ­ლია იორ­და­ნი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში, რო­მე­ლიც 2003 წელს და­იწყო და წარ­მო­ად­გენს ინო­ვა­ცი­ურ ინ­ტერ­ნეტ­ს­წავ­ლე­ბის პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც ხელს უწყობს გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზრდას, ეფექ­ტუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნებ­მაც გა­და­ი­ღეს.
მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი შა­კი­რა მა­ბა­რა­კი იუ­ნი­სე­ფის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩად 2003 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. მას სწამს, რო­გორც ხე­ლო­ვანს, შე­უძ­ლია ხე­ლი შუწყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხებ­ში: „მი­მაჩ­ნია, რომ მო­ვა­ლე ვარ, ვი­სარ­გებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თა და პო­პუ­ლა­რო­ბით, რო­მე­ლიც არ­ტის­ტულ­მა კა­რი­ე­რამ მო­მი­ტა­ნა, რა­თა ხალ­ხის ყუ­რადღე­ბა მი­ვაპყ­რო რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებს რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში და შე­ვი­ტა­ნო წვლი­ლი მა­თი გა­დაჭ­რის რე­ა­ლუ­რი გზე­ბის პოვ­ნა­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დე­და­მი­წა უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბა საცხოვ­რებ­ლად, თუ ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი იტ­ვირ­თებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას სხვის ბედ­ზე.“
შა­კი­რამ და­ა­ფუძ­ნა ფონ­დი „ჵies დescalzos“, რო­მე­ლიც მის მშობ­ლი­ურ კო­ლუმ­ბი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა ად­გილ­ნაც­ვალ და მარ­გი­ნა­ლურ ბავ­შ­ვებს სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნა­ზე მი­მარ­თუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გარ­და, ფონ­დი ბავ­შ­ვებს უზ­რუნ­ველ­ყოფს საკ­ვე­ბით და და­მა­ტე­ბი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის, მუ­სი­კის და რეკ­რე­ა­ცი­ულ სფე­რო­ში. ასე­ვე, ოჯა­ხებს უქ­მ­ნის ეკო­ნო­მი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. გარ­და ამ ფონ­დი­სა, შა­კი­რა დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია ასე­ვე  „ბarefoot“ ფონ­დის (რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით მუ­შა­ობს გა­ნათ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლურ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე) და თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი — ალაS-ისა, რო­მე­ლიც იშიფ­რე­ბა, რო­გორც ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს.
რო­გორც კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩ­მა, შა­კი­რამ, სა­ჯა­რო მოხ­სე­ნე­ბე­ბის, თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და unicef-ის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის ეგი­დით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სხვა საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ხე­ლი შე­უწყო unicef-ის საქ­მი­ა­ნო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას ისეთ სა­კითხებ­ში, რო­გო­რი­ცაა ჰჳვ/შიდ­სი, გა­ნათ­ლე­ბა და ბავ­შ­ვის დაც­ვა.
ფეხ­ბურ­თის ბრი­ტა­ნელ ვარ­ს­კ­ვ­ლავს, დე­ვიდ ბექ­ჰემს მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. 2005 წლის 10 იან­ვარს, ინ­გ­ლი­სის გუნ­დის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი და­ი­ნიშ­ნა unicef-ის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩად, სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში. ბექ­ჰემ­მა unicef-ის ელ­ჩო­ბა მა­შინ და­იწყო, რო­ცა „მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­თე­დის“ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­ში თა­მა­შობ­და. 1999 წლის ნო­ემ­ბერ­ში, გუნ­დ­მა „unicef იუნა­ი­თე­დის“ სა­ხე­ლით და­იწყო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს კო­მი­ტეტ­თან, რა­თა მო­ე­ზი­და თან­ხე­ბი unicef-ის­თ­ვის და გა­ევ­რ­ცე­ლე­ბი­ნა მის მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ბექ­ჰე­მი და მი­სი გუნ­დის წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ unicef-ის კამ­პა­ნი­ებ­სა და თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რაც მო­ი­ცავ­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მთელ მსოფ­ლი­ო­ში.
ელ­ჩად და­ნიშ­ვ­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში, ბექ­ჰე­მი ეწ­ვია იუნი­სე­ფის კო­პენ­ჰა­გე­ნის მა­რა­გე­ბის (რე­ზერ­ვე­ბის) გან­ყო­ფი­ლე­ბას, რა­თა ენა­ხა, თუ რა კეთ­დე­ბო­და 2004 წლის ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის ცუ­ნა­მის მი­ერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.
ბექ­ჰე­მი, ასე­ვე, შე­უ­ერ­თ­და კამ­პა­ნი­ას „გა­ვერ­თი­ან­დეთ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, გა­ვერ­თი­ან­დეთ შიდ­სის წი­ნა­აღ­მ­დეგ“ და, მის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მთელ რიგ სა­რეკ­ლა­მო კლიპ­ში. გარ­და ამი­სა, ამ კამ­პა­ნი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად, დე­ვიდ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, ვიქ­ტო­რია ბექ­ჰემ­მა იუნი­სე­ფი შე­არ­ჩი­ეს მათ მი­ერ, 2006 წლის 21 მა­ისს, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მოს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რად.
unicef-ის მხარ­დამ­ჭერ საქ­მი­ა­ნო­ბებს შო­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბექ­ჰე­მის ვი­ზი­ტი სი­ერ­რა ლი­ო­ნე­ში 2008 წელს. ის მხარს უჭერ­და unicef-ის 2008 წლის მსოფ­ლი­ოს სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის ან­გა­რიშს ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სფე­რო­ში, რო­მელ­შიც, ძი­რი­თა­დად, ბავ­შ­ვე­ბის სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა იყო აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი.
ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ექ­ს­პერ­ტი ჯე­კი ჩა­ნი, ჲნჳCჶფ-ის და ჲნაჳდS-ის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩად  2004 წლის აპ­რილ­ში, კო­ლუმ­ბი­ა­ში ვი­ზი­ტის დროს, და­ი­ნიშ­ნა.
რო­გორც კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩი, იგი აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ჰჳვ/შიდ­სის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ას, აქ­ტი­უ­რად უპი­რის­პირ­დე­ბა სტიგ­მა­სა და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას, რო­მე­ლიც თან ახ­ლავს ამ პრობ­ლე­მას და რომ­ლის შე­დეგ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ იმ­კი­ან ბავ­შ­ვე­ბი.
2004 წელს პირ­ვე­ლად ეწ­ვია კამ­ბო­ჯას, სა­დაც გა­ეც­ნო unicef-ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ ჰჳვ/აჳდS-ის მა­ტა­რე­ბელ და ნაღ­მ­ზე აფეთ­ქე­ბულ ბავ­შ­ვ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე მი­მარ­თულ პრო­ექ­ტებს. იმ­ყო­ფე­ბო­და ქა­ლა­ქებ­ში, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ და­ნაღ­მუ­ლია და დიდ საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს ად­გი­ლობ­რი­ვი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მა­თი თე­მი­სათ­ვის. ჩა­ნი უშუ­ა­ლოდ შეხ­ვ­და HIV/AIDS-ის მა­ტა­რე­ბელ ბავ­შ­ვებ­სა და ახალ­გაზ­რ­დებს.
2005 წლის იან­ვარ­ში, ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე ცუ­ნა­მის შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლი კა­ტას­ტ­რო­ფის შემ­დეგ, ჩან­მა პი­რა­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მი­სი შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის პრო­ცე­სებ­ში, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ჰონ-კონ­გის დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით (და­ახ­ლო­ე­ბით 64 000 აშშ დო­ლა­რი) შე­მო­წი­რუ­ლო­ბა გა­ი­ღო.
კამ­ბო­ჯა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, გა­აგ­რ­ძე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაღ­მე­ბის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბის გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია. ამ ვი­ზი­ტი­სას, მას თან ახ­ლ­და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი ედ­ვინ მო­სი­სი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გა­ეც­ნო unicef-ის დახ­მა­რე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს ნაღ­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და გა­ნაღ­მ­ვის სფე­რო­ში.
ამა­ვე მი­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ნი, unicef-თან ერ­თად, ეწ­ვია ვი­ეტ­ნამს, HIV/AIDS-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის მიზ­ნით. იგი იმ­ყო­ფე­ბო­და ვი­ეტ­ნა­მის ერთ-ერთ პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­დაც ჰჳვ-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, პი­რა­დად ესა­უბ­რა ბავ­შ­ვებს და მა­თი ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც „ემ­პა­თი­ის“ კლუ­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი წევ­რე­ბი არი­ან.

25-28(942)N