გამოდის 1998 წლიდან
2017-07-06
არ­ქი­ფო სე­თუ­რის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის გა­აზ­რე­ბის­თ­ვის ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის „და­თა თუ­თაშ­ხი­ას“ მი­ხედ­ვით


ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის რო­მა­ნი „და­თა თუ­თაშ­ხია“ მე-9 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ინ­ტე­რე­სო და მრავ­ლის­მ­თ­ქ­მე­ლი ეპი­ზო­დით (მო­სე ზამ­თა­რა­ძის ნა­ამ­ბო­ბი­დან), სა­ირ­მის ტყე­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ამ­ბით, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თია. არ­ქი­ფოს სა­ხის გარ­კ­ვე­ვი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი არა­ერთ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას აწყ­დე­ბი­ან, რის გა­მოც გა­დავ­წყ­ვი­ტე, მას­ში და­მე­ძებ­ნა მი­თო­სურ-ბიბ­ლი­უ­რი არ­ქე­ტი­პე­ბი.
რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის რო­მა­ნი „და­თა თუ­თაშ­ხია“ ბიბ­ლი­უ­რი და მი­თო­სუ­რი პლას­ტე­ბის დამ­ტე­ვი ტექ­ს­ტია. მი­თო­სურ სი­უ­ჟეტს ბიბ­ლი­უ­რი არ­ქე­ტი­პე­ბი ენაც­ვ­ლე­ბა, რი­სი წყა­ლო­ბი­თაც ამ რო­მანს (და გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ეპი­ზოდს) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.
სა­ირ­მის ტყის ეპი­ზოდ­ში სე­თუ­რი — „პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი მა­მა“ — თა­ვი­სი „ჯო­გის­თ­ვის“ ცოცხალ მითს ქმნის. ამ მო­ნათხ­რობ­ში სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ მოვ­ლე­ნე­ბი სა­ირ­მის ტყე­ში ვი­თარ­დე­ბა. ხის, ტყის სიმ­ბო­ლო­ში სამ­ყა­როს უნი­ვერ­სა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცია იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვად ყა­ლიბ­დე­ბო­და. პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე (ან­თ­რო­მორ­ფულ­ზე) „ხე ან ტყე ისეთ სუ­ლი­ერ არ­სე­ბად წარ­მო­ი­სა­ხე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ვნე­ბის ან სი­კე­თის მო­ტა­ნა“ (ენ­ციკ­ლო­პე­დია 2012: 152). აქ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ყვე­ლა იქ მყოფ­თათ­ვის ზი­ა­ნი­სა და უბე­დუ­რე­ბის მომ­ტა­ნია. სე­თუ­რი­ცა და მის მი­ერ და­კა­ბა­ლე­ბუ­ლი ხალ­ხიც უფ­ს­კ­რუ­ლის წინ დგა­ნან, მკითხ­ვე­ლი ამ ეპი­ზო­დით ხვდე­ბა, რომ მათ გა­დარ­ჩე­ნა არ უწე­რი­ათ. მო­სე ზამ­თა­რა­ძის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, არ­ქი­ფო ურ­ჩხუ­ლად გვევ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის გარ­შე­მო არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­სი­ცოცხ­ლო ელე­მენტს შთან­თ­ქავს (პირ­და­პი­რი თუ გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით).
იდუ­მა­ლი, არა­რე­ა­ლუ­რი და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია აქ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნო­ტო­პი (დრო და სივ­რ­ცე). გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სივ­რ­ცე აბ­ს­ტ­რაქ­ტულ ლო­კალს უფ­რო წარ­მო­ად­გენს, ვიდ­რე რე­ა­ლურ ად­გილ­სამ­ყო­ფელს. აქ არ­სე­ბუ­ლი დროც პი­რო­ბი­თია, მი­თი­უ­რია — ის ყვე­ლა დრო­ში შე­იძ­ლე­ბა მომ­ხ­და­რი­ყო, ამი­ტო­მაც მკითხ­ვე­ლი გო­ნე­ბა­ში ინ­ტუ­ი­ტი­უ­რად ათავ­სებს აქ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­სა და სივ­რ­ცე­ში.
„სე­თუ­რის ფი­ლო­სო­ფია თა­ვი­სე­ბუ­რი პან­დო­რას ყუ­თია: ბო­რო­ტე­ბის, სიც­რუ­ი­სა და კად­ნი­ე­რე­ბის ნა­ზა­ვი. დი­დია ცდუ­ნე­ბა, რომ იგი კო­მუ­ნის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას და­ვუ­კავ­ში­როთ“ (გვა­ზა­ვა 1996: 147). საბ­ჭო­თა სა­ხელ­მ­წი­ფო ათე­იზ­მის ბას­ტი­ო­ნად მო­ევ­ლი­ნა სამ­ყა­როს. საბ­ჭო­თა ორ­თო­დოქ­სუ­ლი დოქ­ტ­რი­ნის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ კო­მუ­ნიზ­მის ფა­ზა­ში, ანუ ბედ­ნი­ე­რე­ბის ფა­ზა­ში მყო­ფი კა­ცობ­რი­ო­ბა გა­დარ­ჩე­ბო­და, ანუ ე.წ. „კო­მუ­ნიზ­მის სა­სუ­ფე­ვე­ლი“ ერ­თა­დერთ, ურ­ყევ სი­კე­თედ და ხსნის გზად მი­იჩ­ნე­ო­და. ე.წ. კო­მუ­ნის­ტურ შრო­მა­სა და გარ­ჯას უნ­და შე­ექ­მ­ნა ახა­ლი ღირ­სე­ბე­ბით შემ­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს შრო­მა სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ძა­ლე­ბის ამო­წურ­ვას ხმარ­დე­ბო­და მხო­ლოდ და ჰგავ­და ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის შე­ნე­ბას. არ­ქი­ფო სე­თუ­რი­სა­გან გაბ­რიყ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის იმე­დი ჰგავს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის მა­მა­თა და­პი­რე­ბულ ნა­ბოდ­ვარს. არ­ქი­ფოც „ზრუ­ნავს“ თა­ვის ერ­თ­გულ „სალ­და­თებ­ზე“; მუნ­ჯი და ქონ­დ­რის­კა­ცი ზე­ბო მი­წის­მ­თხ­რელ­თა აუხ­დე­ნე­ლი იმე­დის სიმ­ბო­ლოა. ისი­ნი თა­ვი­ან­თი ხე­ლით ითხ­რი­ან სა­მა­რის­თ­ვის მი­წას ისე, რომ ვერც ხვდე­ბი­ან, ცოცხ­ლად რომ მარ­ხავს მათ თა­ვი­ან­თი „მა­მა და მარ­ჩე­ნა­ლი“. სე­თუ­რი გა­აზ­რე­ბუ­ლად არ­ჩევს ამ­გ­ვარ „იმედს“; ბუ­ნე­ბი­სა­გან გან­წი­რუ­ლი ყრუ ზე­ბო მეტ ტრა­გიზმს მა­ტებს და­მო­ნე­ბუ­ლი, გა­პი­რუტყ­ვე­ბუ­ლი ბრბოს არ­სე­ბო­ბას და მო­მა­ვალს.
ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ით თავ­გ­ზა­აბ­ნე­ულ ხალხს ეგო­ნა, რომ ყვე­ლა ერთ სა­ფე­ხურ­ზეა, მათ შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა არ არის, ყვე­ლა ერ­თი და იმა­ვე პრი­ვი­ლე­გი­ით სარ­გებ­ლობს. სე­თუ­რი სი­ა­მა­ყით ეუბ­ნე­ბა თა­ვის სტუმ­რებს (მო­სე ზამ­თა­რა­ძე­სა და და­თას): „ხუთ სა­ათ­ზე ვა­ყე­ნებ ხალხს. უნ­და ხე­დავ­დეს ხალ­ხი, რომ წე­სი ერ­თ­ნა­ი­რია ყვე­ლას­თ­ვის, თვა­რა, თვი­თო­ნაც შუ­ადღემ­დე ძილს მომ­თხოვს და საქ­მე და­ზა­რალ­დე­ბა. საქ­მეს რომ ვამ­ბობ, სა­მუ­შა­ვარს კი არ ვფიქ­რობ, — კა­ცებს ვფიქ­რობ, მა­თი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის და კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის ვლა­პა­რა­კობ“ (ამი­რე­ჯი­ბი 1973: 107). ის ამ­გ­ვა­რი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ცი­ნიზ­მით მა­თი არა­რა­ო­ბის პო­პუ­ლა­ცი­ას ახ­დენს.
რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, სე­თუ­რის „სი­კე­თის პროგ­რა­მა“ თან­ხ­ვედ­რა­შია ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის იდე­ო­ლო­გი­ას­თან. აქ მყოფ­თა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ში­შის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და გან­ც­და მა­თი ქმე­დე­ბის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლია. სე­თუ­რის მუ­შე­ბის მი­წუ­რე­ბი ყა­ზარ­მის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს, სა­დაც მშობ­ლებ­ზე არა­ნაკ­ლებ ჰყავთ ბავ­შ­ვე­ბი გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი. სე­თუ­რი — სა­ტა­ნა გულ­მ­შ­ვი­დად, არა­ა­და­მი­ა­ნო­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით „ძერ­წავს“ ისეთ თა­ო­ბას, რო­გო­რიც მას ხელს აძ­ლევს, ანუ „ქა­ჯუ­ნებს“ და „ეშ­მა­კუ­ნებს“, რო­გორც მათ უწო­დებს მწე­რა­ლი. სე­თუ­რი ტი­რა­ნი და უზურ­პა­ტო­რია. სე­თუ­რი და თა­ბა­გა­რი უტყ­ვი, უვი­ცი მო­ნე­ბის „იდე­ა­ლუ­რი“ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დელს ქმნი­ან. მარ­ტო­ო­დენ ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ ლუკ­მა-პურს უყ­რი­ან სა­ხე­და­კარ­გულ არ­სე­ბებს და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­წარ­თ­მე­ულ მო­ცახ­ცა­ხე ცხო­ვე­ლე­ბად გარ­დაქ­მ­ნი­ან მათ.
ამ პა­სა­ჟის სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად თან­ხ­ვედ­რა­შია მსოფ­ლიო და სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბას­თან — იოანე მა­ხა­რებ­ლის „აპო­კა­ლიფ­სის­თან“. აღ­სას­რუ­ლის ჟამს მსოფ­ლი­ოს ხე­ლი­სუფ­ლად მოვ­ლე­ნი­ლი ან­ტიქ­რის­ტე თავს გა­ნა­დი­დე­ბი­ნებს, თაყ­ვანს აცე­მი­ნებს კა­ცობ­რი­ო­ბის დიდ ნა­წილს. სე­თურ-თა­ბა­გარ­ში აპო­კა­ლიპ­ტუ­რი მხე­ცი და ცრუ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი იგუ­ლის­ხ­მე­ბა. არ­ქი­ფოც იმა­ვე მე­თო­დე­ბით მოქ­მე­დებს. ათას­გ­ვარ სა­ხელს ირ­ქ­მევს, რა­თა ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე და სა­ხე­ლი გა­და­ფა­როს ამით. ადა­მი­ა­ნებს „დღე­და­ღამ შე­ნი სა­ხე­ლი უნ­და აძა­ხე­ბიო და შე­ნი ქე­ბა გა­ა­გო­ნო და სა­კუ­თა­რი პი­რით ათ­ქ­მე­ვიო“ (ამი­რე­ჯი­ბი 1973: 109), — ეუბ­ნე­ბა ის „სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე“ მო­სე­სა და და­თას და „დი­დი სიბ­რ­ძ­ნის თქმი­სა და გა­თა­ვე­ბი­სას“ თი­თო სა­ხა­რე­ბის მად­ლის შე­წევ­ნას ითხოვს. კა­კოია თა­ბა­გა­რის დახ­მა­რე­ბით ღმერ­თად გა­მო­ყავს თა­ვი და ათას­გ­ვარ ნა­ბოდ­ვარს ლოც­ვა­სა­ვით აზე­პი­რე­ბი­ნებს ადა­მი­ა­ნის სა­ხე­და­კარ­გულ არ­სე­ბებს. ამ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხის­თ­ვის ცის­კ­რის ლოც­ვი­სა თუ მწუხ­რის ჟა­მის აღ­ვ­ლე­ნა არ­ქი­ფო მა­მა-მარ­ჩენ­ლის სა­ხე­ლის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ხსე­ნე­ბი­თა და დი­თი­რამ­ბე­ბი­თაა ჩა­ნაც­ვ­ლე­ბუ­ლი. მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბის, აზ­როვ­ნე­ბი­სა და სიტყ­ვის კა­ნონ­მ­დე­ბე­ლი — კა­კოია თა­ბა­გა­რი — მო­ნუ­რი ლექ­სი­კის მა­რაგს უქ­მ­ნის და უმარ­ჯ­ვებს პი­რუტყ­ვად ქცე­ულ მა­სას: „მომ­ძღ­ვ­ნელ­მან ჩვე­ნის პუ­რი­სა და სარ­ჩო­სი, მა­მა­მან ჩვენ­მან უსათ­ნო­ეს­მან და უკე­თი­ლეს­მან, რო­მელ არს არ­ქი­ფო, — იცოცხ­ლოს მა­რად­ჟამს,“  — „ქო­როც ბანს“ აძ­ლევს: — „პო­ლიქ­რო­ნი­ონ, პო­ლიქ­რო­ნი­ონ, პო­ლიქ­რო­ნი­ონ“ (ამი­რე­ჯი­ბი 1973: 105). ასე ლუღ­ლუ­ღე­ბენ ყო­ველ ცის­მა­რე დღეს ისი­ნი და სი­კე­თის, ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის ილუ­ზი­ით მო­ხიბ­ლულ­ნი „ეწა­ფე­ბი­ან“ „ფსალ­მუ­ნებს“, რო­მელ­საც უშურ­ვე­ლად ური­გებს კა­კოია ცრუ­პენ­ტე­ლა. ეს არის ადა­მი­ან­თა სუ­ლე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ანექ­სი­ის უპ­რე­ცე­დენ­ტო მა­გა­ლი­თი.
არ­ქი­ფო სე­თუ­რი ფსევ­დო­ა­და­მი­ა­ნია. ის დე­მო­ნურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ფლობს, რო­მელ­საც ავ­რ­ცე­ლებს თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბის არე­ალ­ში. ის ცრუ გმი­რია და მრა­ვალ­სა­ხელ­მ­ქო­ნე (სა­ხე­სა და სა­ხი­ე­რე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი) იქ მყოფ­თა ნაშ­რო­მის მიმ­თ­ვი­სე­ბე­ლი და მა­თი სუ­ლე­ბის უზურ­პა­ტო­რია. არ­ქი­ფო სა­ტა­ნა­სა­ვით კად­ნი­ე­რი, ადა­მი­ან­თ­მო­ძუ­ლე, ნათ­ლი­სა და სიწ­მინ­დის და­მან­გ­რე­ვე­ლია, რო­მე­ლიც თა­ვის „მზრუნ­ვე­ლო­ბას“ აყ­ვედ­რის კი­დეც ბრბოდ ქცე­ულთ და მათ­ში ინ­ფან­ტი­ლიზმს ნერ­გავს, აგო­ნი­ამ­დე მი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­ყო­ფებს მათ. მი­სი „ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ნა­აზ­რე­ვი“ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბას აუკუღ­მარ­თებს: „კა­ცი შიშ­სა და მოკ­რ­ძა­ლე­ბას რომ და­კარ­გავს, მა­შინ გა­უ­ბე­დურ­დე­ბა“ (ამი­რე­ჯი­ბი 1973: 107); „კა­ცის­თ­ვის კაი თუ გინ­და, არ უნ­და გა­აძღო და გა­ა­ღორ­მუ­ცე­ლო“ (ამი­რე­ჯი­ბი 1973: 108). სე­თუ­რის ნა­მოქ­მე­და­რი ამ­ს­ხ­ვ­რევს ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მას, ქა­ოსს ავ­რ­ცე­ლებს ირ­გ­ვ­ლივ.
წიგ­ნი­დან „გა­მოცხა­დე­ბაი ღმრთის­მეტყუ­ე­ლი­სა იოვა­ნე­სი“ (ბერძ. „აპო­კა­ლიფ­სის“) ცნო­ბი­ლია, რომ სა­ტა­ნის­ტუ­რი მსა­ხუ­რე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი ღვთის მსა­ხუ­რე­ბის პა­რო­დი­რე­ბა იქ­ნე­ბა. აკი სე­თურს აბე­ლი ჰქვია, თით­ქოს ის მსხვერ­პ­ლი იყოს რა­ი­მე სა­ხის ვე­რა­გი გან­ზ­რახ­ვი­სა. რე­ა­ლუ­რად კი ის კა­ე­ნი­ტია — სა­ტა­ნა­ჩა­სა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც „ეშ­მა­კის ნიშ­ნით და­და­ღულთ“ ცოცხ­ლად ხო­ცავს და ანად­გუ­რებს.
არ­ქი­ფო მუშ­ნი ზა­რან­დი­ა­სა­ვით ფიქ­რობს, რომ ცბი­ე­რე­ბა და ბო­რო­ტე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს პრე­რო­გა­ტი­ვაა. ხე­ლი­სუ­ფა­ლი ვალ­დე­ბუ­ლიც კია წეს­რი­გის და­სა­ცა­ვად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე საზ­რუ­ნა­ვად ნე­ბის­მი­ე­რი, „თუნ­დაც ტი­რა­ნუ­ლი“, მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს. არ­ქი­ფო სე­თურს ნი­კო­ლო მა­კი­ა­ვე­ლი­ვით მი­აჩ­ნია, რომ „მი­ზა­ნი ამარ­თ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას“. არ­ქი­ფო, ისე­ვე რო­გორც მუშ­ნი ზა­რან­დია, ჭო­რე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბით, დას­მე­ნით, და­ბეზღე­ბით, გა­თი­თო­კა­ცე­ბით ცდი­ლობს ბა­ლან­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მა­სებ­ში. ზა­რან­დი­ა­საც ჰყავს ასი­ნე­თა კუ­დი­ა­ნის მსგავ­სი მო­ე­ნე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყუ­ილ­სა და მარ­თალს ერ­თ­მა­ნეთ­ში ურე­ვენ, ხალხს ჰკი­დე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს და სულ­გა­ყი­დულ­ნი ყურ­მოჭ­რი­ლი მო­ნე­ბი­ვით ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან თა­ვი­ანთ „მა­მა­სა და მარ­ჩე­ნალს“, „გა­დამ­რ­ჩე­ნელ­სა და სი­ცოცხ­ლის შემ­ნარ­ჩუ­ნე­ბელს“. არ­ქი­ფოს მარ­თ­ვის მე­თო­დი ასე­თია: „ადა­მი­ა­ნი სა­ნამ მარ­ტოა და არა­ვის ენ­დო­ბა, იქამ­დე ვარ­გა სხვის­თ­ვი­საც და თა­ვის­თ­ვი­საც. პი­რის შეკ­ვ­რას რომ ის­წავ­ლი­ან, მე­რე კაი აღა­რა­ფე­რი გა­მო­ვა მა­თი ხე­ლი­დან“ (ამი­რე­ჯი­ბი 1973: 112). არ­ქი­ფომ სპი­რი­დო­ნა სუ­ლან­ჯია იმი­ტომ და­სა­ჯა, რომ პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქ­ვა: „არ­ქი­ფო იმ­დენს გვაძ­ლევს, შიმ­ში­ლით რომ არ დავ­წყ­დე­თო“ (ამი­რე­ჯი­ბი 1973: 108). არ­ქი­ფომ იცის, რომ შვი­ლი მა­მას მა­შინ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა, მა­შინ უჩ­ნ­დე­ბა პრო­ტეს­ტი მა­მის მი­ერ და­კა­ნო­ნე­ბულ ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, რო­ცა მას კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა აქვს; მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მა­მი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის გა­ბე­დუ­ლე­ბას მა­ტებს ადა­მი­ანს; აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მა­მა-პატ­რი­არ­ქის წყა­ლო­ბის გა­რე­შეც შეძ­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბას. არ­ქი­ფო მი­ნი­მა­ლუ­რის მი­ცე­მით სწო­რედ ამის შეგ­რ­ძ­ნე­ბას უკ­ლავს თა­ვის და­ქი­რა­ვე­ბულ ხალხს; კლავს მათ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის ყვე­ლა სა­ხის ჩა­ნა­სახს, შიშს უნერ­გავს და აჯე­რებს, რომ მი­სი „წყა­ლო­ბის“ გა­რე­შე ისი­ნი ვერ იარ­სე­ბე­ბენ.
სე­თუ­რი აბე­ლი­დან (მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „მო­ფუს­ფუ­სე, შე­წუ­ხე­ბუ­ლი“) არ­ქი­ფოდ იქ­ცა (ცხე­ნე­ბის, თავ­ლის უფ­რო­სი), რი­თაც ხალხს კი­დევ ერ­თხელ და­უმ­ტ­კი­ცა, რომ ცხო­ვე­ლი­ვით (ცხე­ნი­ვით, სა­ხე­და­რი­ვით...) ჭა­პან­წყ­ვე­ტა­ში უნ­და იყოთ, რად­გან თქვე­ნი მი­სია და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ადა­მის მოდ­გ­მის (თა­ვად თა­ვის თავს ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს, მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით) მსა­ხუ­რე­ბაა მხო­ლო­დო. სე­თუ­რი, თა­ვის სა­ხელ­თა ცვლით იდენ­ტო­ბის უმ­თავ­რეს ნი­შან­სა და გან­მ­საზღ­ვ­რელს უარ­ყოფს, უკუ­აგ­დებს, შეგ­ნე­ბუ­ლად ჩქმა­ლავს ნამ­დ­ვილ სა­ხე­სა და მი­ზანს. არ­ქი­ფო და კა­კოია და­ფეხ­ვი­ლი აპო­კა­ლიპ­ტუ­რი მხე­ცი­სა და მი­სი ცრუ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის მი­წი­ე­რი გან­სა­ხი­ე­რე­ბე­ბი არი­ან, „ვი­ნა­ი­დან ცხენ­თა ძა­ლა მათ პი­რებ­შია და მათ კუ­დებ­ში; ხო­ლო მა­თი კუ­დე­ბი წა­ა­გავ­და გვე­ლებს და ჰქონ­დათ თა­ვე­ბი და იმით ავ­ნებ­დ­ნენ“ (გა­მოცხა­დე­ბა 9: 19). და­თა თუ­თაშ­ხი­აც გვე­ლე­შა­პად აღიქ­ვამს სე­თურს: „ქვე­ყა­ნა მაქვს მოვ­ლი­ლი და ასე­თი გვე­ლე­შა­პის ნახ­ვა არ მომ­ხ­დე­ნია არ­სად. ნახ­ვა რაია, — მსგავ­სი არ გა­მი­გო­ნია და არც წა­მი­კითხავს არა­ფე­რი“ (ამი­რე­ჯი­ბი 1973: 116-117).
იოანეს გა­მოცხა­დე­ბა­ში წე­რია: „თაყ­ვა­ნი სცეს დრა­კონს, რად­გან ძა­ლა­უფ­ლე­ბა მის­ცა მხეცს; თაყ­ვანს სცემ­დ­ნენ მხეცს და ამ­ბობ­დ­ნენ: ვინ არის ამ მხე­ცის­თა­ნა და ვის ძა­ლუძს მას­თან შებ­რ­ძო­ლე­ბა?“ (გა­მოცხა­დე­ბა 13: 4); სა­ირ­მის ტყის მი­წის მთხრე­ლებს უძ­ლე­ველ გო­ლი­ა­თე­ბად მი­აჩ­ნი­ათ სე­თუ­რი და მი­სი მცი­რე გა­რე­მოც­ვა. მათ­თან არა­თუ ფი­ზი­კურ შებ­რ­ძო­ლე­ბას, სიტყ­ვი­ერ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­საც ვერ ბე­და­ვენ. ასე­თი ცხოვ­რე­ბაა მა­თი ნი­რის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი. და­თა და მო­სე ცდი­ლო­ბენ სე­თუ­რი-მხე­ცის­გან გა­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის გა­მოფხიზ­ლე­ბას; და­თას მო­წო­დე­ბა­ზე: „ვინ ხართ, თქვე უბე­დუ­რე­ბო, რა ჯი­ში­სა ხართ! რა გი­ყოთ და რას და­გამ­ს­გავ­სათ მა­მა­ძაღ­ლ­მა აბე­ლა სე­თურ­მა და, აგერ, ამ მო­სას­პობ­მა თა­ბა­გარ­მა, არ ფიქ­რობთ?! ვერ ხე­დავთ ამას?! “ ბრბოს პა­სუ­ხია: „გაგ­ვა­უ­ბე­დუ­როს უნ­და მა­გა­ნო“ (ამი­რე­ჯი­ბი 1973: 130). გა­სა­ცო­და­ვე­ბულ ბრბოს ჰგო­ნია, რომ ეს არის იდე­ა­ლუ­რი ყო­ფა, მა­თი არ­სე­ბო­ბის გა­მარ­თ­ლე­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. მათ ჰყავთ „მზრუნ­ვე­ლი“ მა­მა-პატ­რო­ნი, რო­მე­ლიც არ და­უშ­ვებს მათ „გა­უ­ბე­დუ­რე­ბას“, „და­ღუპ­ვას“.
სა­ირ­მის ტყე­ში მცხოვ­რებთ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მის ცენ­ტ­რი აქვთ „მოშ­ლი­ლი“. ამ სი­ცა­რი­ე­ლეს ამი­ტო­მაც ავ­სებს სე­თუ­რის მსგავ­სი უსა­ხე­ლო (ან მრა­ვალ­სა­ხე­ლი­ა­ნი, მრა­ვალ­თა­ვი­ა­ნი ურ­ჩხუ­ლი), უსა­ხუ­რი, გა­უ­გე­ბა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის არ­სე­ბა თა­ვი­სი სას­ტი­კი და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­ცი­ე­ლით. ერ­თ­მა­ნე­თის და­ბეზღე­ბით, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბის მარ­ც­ვ­ლე­ბის ჩა­თეს­ვით, შუ­რი­თა და ბოღ­მით ზომ­ბე­ბად აქ­ცე­ვენ ამ სა­ცო­დავ არ­სე­ბებს. ამ აპო­კა­ლიპ­ტურ სივ­რ­ცე­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი წყვი­ლე­ბი ად­გილ­შეც­ვ­ლი­ლია: კე­თი­ლი ბო­რო­ტი­თაა ჩა­ნაც­ვ­ლე­ბუ­ლი, გო­ნი­ე­რე­ბა — უგუ­ნუ­რე­ბით, ფიქ­რი — უფიქ­რე­ლო­ბით. მა­თი აზ­როვ­ნე­ბის ყვე­ლა რე­ზერ­ვუ­ა­რი დაშ­რე­ტი­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლია. მა­თი ტვი­ნი­დან სა­მუ­და­მოდ აღ­მოფხ­ვ­რეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ც­და და და­ა­კარ­გ­ვი­ნეს ფიქ­რის უნა­რი, რა­თა ვერ გა­ერ­კ­ვი­ათ თა­ვი­ან­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, მი­სია და ამ­ქ­ვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბის არ­სი; ის, რომ „ფიქ­რის უფ­ლე­ბა ყო­ფი­ლა თურ­მე ყვე­ლა­ზე ძვი­რი, რად­გან ცხოვ­რე­ბის ავან­ჩა­ვა­ნი ფიქ­რ­ში ირ­კ­ვე­ვა“ (ჭი­ლა­ძე ო. 2010: 418).

მაია მენ­თე­შაშ­ვი­ლი
სსიპ-ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის
წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

გა­მოწ­მე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:
ამი­რე­ჯი­ბი 1973: ამი­რე­ჯი­ბი ჭ., რო­მა­ნი „და­თა თუ­თაშ­ხია“, რო­მა­ნი ორ წიგ­ნად, წიგ­ნი პირ­ვე­ლი, გა­მომც. „მე­რა­ნი“, თბი­ლი­სი, 1973;
გვა­ზა­ვა 1996: გვა­ზა­ვა მ., მუშ­ნი ზა­რან­დი­ას სა­ხის გა­გე­ბის­თ­ვის, ჟ. „გან­თი­ა­დი“, ¹7-8, 1996;
ენ­ციკ­ლო­პე­დია 2012: აბ­ზი­ა­ნი­ძე ზ., ელაშ­ვი­ლი ქ., სიმ­ბო­ლო­თა ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია, ტო­მი მე­ო­რე, თბი­ლისი, 2012;
ჭი­ლა­ძე 2010: ჭი­ლა­ძე ო., პო­ე­მა, „ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“, ლექ­სე­ბი, პო­ე­მე­ბი, თბი­ლი­სი, 2010.

25-28(942)N