გამოდის 1998 წლიდან
2018-06-14
მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი ზუსტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­წავ­ლე­ბი­სას

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს, 9 ივ­ნისს, გა­ი­მარ­თა მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცია — „მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი ზუსტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სას“, რო­მელ­საც 200-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 50-ზე მე­ტი ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი და­ეს­წ­რო. კონ­ფე­რენ­ცია და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გახ­და სწავ­ლე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მო­სავ­ლე­ნად, არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის გა­საც­ნო­ბად.
„რე­ფორ­მის პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს უპ­რე­ცე­დენ­ტო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბამ. ათას­წ­ლე­უ­ლის  გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის­თ­ვის 140 მლნ. დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის გრან­ტი გა­მო­ი­ყო. და­იწყო საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის გზით, მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს დამ­კ­ვიდ­რე­ბა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის ლი­დე­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.
შუ­ა­ლე­დურ შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეგ­ვიძ­ლია გან­ვაცხა­დოთ, რომ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მყარ სა­ფუძ­ველს ქმნის სა­ბო­ლოო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. მინ­და, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ჯგუფს და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს პარ­ტ­ნი­ო­რებს — ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ა­სა და „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სათ­ვის.“ — გა­ნაცხა­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჯამ­ში, 18 ათა­სამ­დე სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, მა­თე­მა­ტი­კის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის საგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დამ­ზად­და მე­თო­დო­ლო­გი­ურ და საგ­ნობ­რივ მო­დუ­ლებ­ში. იქ­მ­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, იმარ­თე­ბა სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­გორც ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მაგ­და მაღ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად  ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი აფი­ნან­სებს და მი­სი მი­ზა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა და ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბაა.
მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა, ირი­ნა აბუ­ლა­ძემ გა­ნაცხა­და, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა ჯერ კი­დევ პრო­ექ­ტის დაწყე­ბი­სას და­ი­გეგ­მა, რად­გან „ამით გვინ­დო­და და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა სწავ­ლე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მო­სავ­ლე­ნად, არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის გა­საც­ნო­ბად. 2018 წე­ლი იმი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ ამ დრო­ის­თ­ვის პრო­ექ­ტი პირ­ველ და მყი­სი­ერ შე­დე­გებს იმ­კის. მას­წავ­ლე­ბელ­თა პირ­ველ ნა­კადს უკ­ვე სრუ­ლად აქვს გავ­ლი­ლი მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კურ­სი და ახ­ლა საკ­ლა­სო დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზეა. მე­ო­რე ნა­კა­დი კი ზაფხულ­ში და­ას­რუ­ლებს მომ­ზა­დე­ბას.“
მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა უდი­დე­სია ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის შე­საქ­მ­ნე­ლად და ამი­ტომ „მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი“ დრო­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ციაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად. „სა­ქარ­თ­ვე­ლო, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­შია ჩარ­თუ­ლი და არ არის ახა­ლი, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად TIMSS  კვლე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბი­ან მე-4 და მე-8 კლა­სელ თა­ნა­ტო­ლებს. მე­ოთხეკ­ლა­სელ­თა 22% და მერ­ვე­კ­ლა­სელ­თა 28% მი­ნი­მა­ლურ ცოდ­ნას არ ფლობს მა­თე­მა­ტი­კა­ში; ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ასე­თი­ვე შე­დე­გე­ბი აქვთ მე­ოთხეკ­ლა­სელ მოს­წავ­ლე­თა 26%-სა და მერ­ვეკ­ლა­სელ მოს­წავ­ლე­თა 30%-ს. თუმ­ცა, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2007 წლი­დან მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის დი­ნა­მი­კაა. ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა, სა­დაც, რო­გორც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, მე-9 კლა­სელ მოს­წავ­ლე­ებს მა­თე­მა­ტი­კა­ში, ფი­ზი­კა­ში, ქი­მი­ა­სა და ბი­ო­ლო­გი­ა­ში არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვთ ამ საგ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე ფლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც კი. მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მზა­ო­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­ზე ფიქ­რი­სას, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის დიდ ნა­წილს ნაკ­ლე­ბად აქვს.
მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცია რომ გა­ი­ზარ­დოს, პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სა­ხა­ლი­სო და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ. მიდ­გო­მე­ბი უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ, გავ­ხა­დოთ გაკ­ვე­თი­ლი მოს­წავ­ლე­ზე მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი, დი­ნა­მი­უ­რი, მოს­წავ­ლეს და­ვუ­სა­ხოთ გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ერ­თად ვე­ძე­ბოთ გა­დაჭ­რის გზე­ბი. ცხა­დია, მხო­ლოდ ფორ­მუ­ლე­ბის ამოხ­ს­ნით მას ვერ და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ.“ — გა­ნაცხა­და ირი­ნა აბუ­ლა­ძემ.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ლია გი­გა­ურ­მა, ისა­უბ­რა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მებ­ზე, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­ფუძ­ვე­ლია და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა. თუმ­ცა, მი­სი აზ­რით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­მართ მუდ­მი­ვი პრე­ტენ­ზი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ შე­იძ­ლე­ბა ამ პრე­ტენ­ზი­ე­ბის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­ზე გან­ვ­რ­ცო­ბა, რად­გან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პე­და­გოგ­თა კორ­პუ­სი და კი­დევ ათა­სო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლებ­ში  ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ იყ­ვ­ნენ გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და სწო­რედ მათ­ზე დგას დღეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა.
„ძა­ლი­ან ხში­რად მი­წევს მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში შეს­ვ­ლა, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის გაც­ნო­ბა და ზუს­ტად ვი­ცი, რომ ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია ლი­დე­რი თა­ვი­ს სა­გან­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მოვ­ყოფ­დი STჶმ მი­მარ­თუ­ლე­ბის იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­მაც, მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა, ბო­ლო ოც­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც აღარც ბა­ზა იყო და აღარც გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი, საგ­ნის სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე და ხა­რის­ხი მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. ეს მათ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ხდე­ბო­და.
ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ ვი­ცი, მათ უმე­ტე­სო­ბას ვიც­ნობ კი­დე­ვაც და მინ­და ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი. რომ არა მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ვერ წარ­მო­ვად­გენ­დით იმ სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ჰა­ე­რი­დან არ მო­დის, სწო­რედ სკო­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.
ამა­ვე დროს, არ შე­მიძ­ლია არ გა­ვი­ზი­ა­რო  STჶმ მი­მარ­თუ­ლე­ბით ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც დღეს რე­ა­ლუ­რად გვაქვს, რად­გან კარ­გად ვიც­ნობ პრობ­ლე­მებს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, სა­ინ­ჟინ­რო თუ მა­თე­მა­ტი­კის საგ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კარ­გად ვი­ცი, სად გვაქვს ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა.“
მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე და, რაც უნ­და პა­რა­დოქ­სუ­ლად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს მო­ითხოვს, ვიდ­რე — მას­წავ­ლე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. „რო­ცა სის­ტე­მა მოს­წავ­ლე­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მთე­ლი სის­ტე­მა და სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი შეს­თა­ვა­ზოს. თან ეს პრო­ცე­სი უნ­და იყოს ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ცენ­ტ­რ­ში მოს­წავ­ლე უნ­და აღ­მოჩ­ნ­დეს ისე, რომ ამავ­დ­რო­უ­ლად, მას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტი­ჟი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ის მხო­ლოდ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რად კი არა, ამ პრო­ცე­სის ლი­დე­რად იქ­ცეს. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია, მით უმე­ტეს, რო­ცა გვინ­და პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც, ყო­ველ­დღი­უ­რად, მოს­წავ­ლეს აღ­მო­ჩე­ნის  სი­ხა­რულს მი­ა­ნი­ჭებს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ეს სი­ხა­რუ­ლი STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნებ­ში გა­ნაც­დე­ვი­ნო, მაგ­რამ ამ სი­მარ­ტი­ვეს მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა, მომ­ზა­დე­ბა, და­ფიქ­რე­ბა და სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გი­ე­ბის შერ­ჩე­ვა სჭირ­დე­ბა. ამავ­დ­რო­უ­ლად, ეს პრო­ცე­სე­ბი მოს­წავ­ლის­თ­ვის უნ­და იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს შემ­ქ­მ­ნე­ლი და მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი, უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს მოს­წავ­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბას და ემო­ცი­ურ მზა­ო­ბას. ამი­ტომ ყვე­ლა იმ მას­წავ­ლე­ბელს, ვინც დღეს კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, ყვე­ლას, ვინც გა­დაწყ­ვი­ტა, რომ სწო­რედ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნოს და იმუ­შა­ოს მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის, ყვე­ლას, ვინც გა­დაწყ­ვი­ტა, რომ აქვს სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა და შე­უძ­ლია კო­ლე­გებს გა­უ­ზი­ა­როს, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღოს, არ შე­მიძ­ლია ქე­დი არ მო­ვუ­ხა­რო და მად­ლო­ბა არ გა­და­ვუ­ხა­დო.“ — გა­ნაცხა­და ლია გი­გა­ურ­მა.
მა­რი­ამ ჯაშ­მა, კონ­ფერ­ენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თ­ვი­სას, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იმა­ზე გა­ა­კე­თა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­ტი რე­სურ­სის გა­ჩე­ნა სკო­ლებ­ში STEM  პროგ­რა­მე­ბი­სა და საგ­ნე­ბის სას­წავ­ლებ­ლად და აღ­ნიშ­ნა, რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ სკო­ლებს გა­უ­მარ­თ­ლათ, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლია, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, 2000-ზე მეტ სკო­ლა­ში, გაჩ­ნ­დეს უფ­რო მე­ტი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და  პე­და­გო­გი­უ­რი კად­რი (სა­დაც ამის დე­ფი­ცი­ტია), სკო­ლე­ბი  აღი­ჭურ­ვოს  მი­ნი­მა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. მან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ახ­მო­ვა­ნა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის გზე­ბის  დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ას — გა­ფარ­თო­ე­ბას ეხე­ბა. „გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე, ვიდ­რე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი სრუ­ლი მას­შ­ტა­ბით ამოქ­მედ­დე­ბა, იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც პე­და­გო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს (გან­სა­კუთ­რე­ბით დე­ფი­ცი­ტი სწო­რედ STჶმ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა რა­ი­ო­ნი­სა და სოფ­ლის სკო­ლებ­ში), სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ებს მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, უფ­რო მოქ­ნი­ლი სის­ტე­მით აიყ­ვა­ნონ პე­და­გო­გე­ბი. ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემ­თვის არა­ერ­თხელ მო­უ­მარ­თავთ თხოვ­ნით ფი­ზი­კო­სებს, მა­თე­მა­ტი­კო­სებს, რო­მელ­თაც სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, სკო­ლის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უზღუ­დავ­თ,  თუ­კი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას არ გა­ივ­ლიან. გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვუშ­ვებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით STჶმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ებს მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვათ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­იწ­ვი­ოთ სკო­ლებ­ში.“
მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბაც, რო­მელ­ზეც მა­რი­ამ ჯაშ­მა ისა­უბ­რა,  სა­კად­რო რე­სურსს უკავ­შირ­დე­ბო­და — რო­გორ გა­ვა­ჩი­ნოთ მე­ტი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო და ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. „რე­ა­ლუ­რად, დღეს არ­სე­ბუ­ლი ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებს მო­ითხოვს. ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მთე­ლი რი­გი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი არ­სე­ბობს,   რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად აწ­ვ­დის მოს­წავ­ლე­ებს ისეთ რთულ საგ­ნებს, რო­გო­რიც  სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბია. უნ­და ვე­ცა­დოთ, ხე­ლი შე­ვუწყოთ რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას, ასე­ვე ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას, იმ მეც­ნი­ე­რე­ბის, რომ­ლებ­მაც უკ­ვე და­აგ­რო­ვეს არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პი­ლო­ტუ­რი პრო­ექ­ტი. მი­ლე­ნი­უ­მის ექ­ს­პოს და კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­ლავთ ერთ-ერ­თი ჩვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი, მეც­ნი­ე­რი და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ცერნს ეწ­ვე­ვი­ან. თუ­კი არ გი­ნა­ხავთ იმ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბა­რა­ტო­რი­ე­ბის მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც და­ვით­მა შექ­მ­ნა, სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით, თუ­კი ეწ­ვე­ვით თბი­ლი­სის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს ან თა­ვად მო­იწ­ვევთ მას სკო­ლა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, თუ­კი რა­მე რე­გუ­ლა­ცი­ის გა­მარ­ტი­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა იმის­თ­ვის, რომ მე­ტი სა­კად­რო თუ ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაჩ­ნ­დეს სკო­ლებ­ში, მე მზად ვარ მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის.“ — გა­ნაცხა­და მა­რი­ამ ჯაშ­მა.
კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, ერ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მატ­ში და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით მი­ე­ღოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კონ­ფერ­ენცი­ის ფორ­მა­ტი პლე­ნა­რულ სე­სი­ას ითავ­ლის­წი­ნებ­და, რო­მელ­საც ერთ მთა­ვარ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა აერ­თი­ა­ნებ­და — რა უწყობს ხელს მოს­წავ­ლის ჰო­ლის­ტურ, მთლი­ან პი­როვ­ნე­ბად გან­ვი­თა­რე­ბას? მას­წავ­ლებ­ლებ­მა, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, იმ­ს­ჯე­ლეს ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყობ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ზე, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის როლ­ზე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და ინო­ვა­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. იმ­ს­ჯე­ლეს, თუ რო­გორ გა­ზარ­დონ მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცია ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სად­მი, რო­გორ შეც­ვა­ლონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა მიდ­გო­მე­ბი, რა­თა გაკ­ვე­თი­ლი მოს­წავ­ლე­ზე მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და დი­ნა­მი­უ­რი გა­ხა­დონ.
არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში პე­და­გო­გებ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თა­ვი­ან­თი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა პოს­ტერ პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფორ­მატ­ში წა­რუდ­გი­ნეს. ასე­ვე, მო­ეწყო  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სის გა­მო­ფე­ნაც. STEM EXPO ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და — პოს­ტე­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია და რე­სურ­სე­ბის გა­მო­ფე­ნა. მას­წავ­ლებ­ლებ­მა, აუდი­ტო­რი­ას­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტ­ში, წა­რად­გი­ნეს თა­ვი­ან­თი პრაქ­ტი­კა და და­ინ­ტე­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კითხ­ვებ­საც უპა­სუ­ხეს.
STEM EXPO-ს ფარგლებში თა­ნა­მედ­რო­ვე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ფე­ნაც გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. დატ­ვირ­თუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის დღეს, აქ­ტი­უ­რი სწავ­ლე­ბის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის­თ­ვის, პრო­ექ­ტის საგ­ნობ­რივ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ვორ­ქ­შო­ფე­ბი ჩა­ა­ტა­რეს.
ტო­ლია გვა­სა­ლია, სე­ნა­კის წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ერთ-ერ­თი პოს­ტერ პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე იყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერ­თხელ წა­რუდ­გი­ნა ხელ­საწყო, რო­მელ­მაც  მის მოს­წავ­ლე­ებს, 2017 წელს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ში პირ­ვე­ლო­ბა მო­უ­ტა­ნა და ისი­ნი ნა­სა­ში უკ­ვე ორ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ მი­ერ გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი „შეტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა მეწყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბი­სათ­ვის“უკ­ვე დამ­ზა­დე­ბუ­ლია და მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს  ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მეწყერ­სა­შიშ ზო­ნებ­ში. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ტო­ლია გვა­სა­ლი­ამ სწო­რედ ეს ხელ­საწყო წა­რად­გი­ნა, ორ მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად. „პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რადღე­ბას STEM  სწავ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე გა­ვამ­ახ­ვი­ლებ და გეტყ­ვით, რომ ეს აუცი­ლებ­ლო­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მო­იშ­ვა, რომ სამ­ყა­რო მო­მა­ვა­ლი ტექ­ნო­ლო­გე­ბი­საა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გვაქვს თუ არა ამის სურ­ვი­ლი, მსოფ­ლიო მიდ­გო­მე­ბი  ისე შე­იც­ვ­ლე­ბა, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის გაქ­რო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის სა­კითხიც კი დად­გე­ბა.  აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, გვყავ­დეს უფ­რო მე­ტი მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც STჶმ სპე­ცი­ა­ლო­ბით იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რად­გან სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან მე­ტად სა­ჭი­რო, ისი­ნი, ვინც რა­მე ახალს ქმნი­ან. STEM კი სწო­რედ ის მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ასეთ კად­რებს ამ­ზა­დებს.“ — გვითხ­რა მან.
ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა, შო­რე­ნა სა­მა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ს მსმე­ნე­ლის სტა­ტუ­სით ესწრებოდა, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ერ­თ­გ­ვა­რად შე­ა­ჯა­მა მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­სი აზ­რით, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ერ­თი მხრივ, რას ვას­წავ­ლით მოს­წავ­ლეს და, მე­ო­რე მხრივ, რო­გორ ვას­წავ­ლით. „რას ვას­წავ­ლით, ეს უფ­რო მე­ტად აკა­დე­მი­უ­რი ნა­წი­ლია და შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით ით­ქ­ვას, რომ ამის პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად გვაქვს. ამი­ტომ, მე­ტი მუ­შა­ო­ბა იმა­ზე გვჭირ­დე­ბა, თუ რო­გორ ვას­წავ­ლოთ. მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო შეს­რულ­და იმის­თ­ვის, რო­გორ გავ­ხა­დოთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მოს­წავ­ლის­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, რო­გორ გავ­ზარ­დოთ მი­სი მო­ტი­ვა­ცია, რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი დავ­გეგ­მოთ, რომ გა­ი­ზარ­დოს ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და ინ­ტე­რე­სი ისე, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი მა­ღალ სა­აზ­როვ­ნო უნა­რებ­ზე გა­ვიდ­ნენ. ისი­ნი არ უნ­და  იყ­ვ­ნენ მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლე­ბი და სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ და­მახ­სოვ­რე­ბის დო­ნე­ზე არ უნ­და წა­რი­მარ­თოს. აუცი­ლე­ბე­ლია, ის გა­ი­ზარ­დოს, რო­გორც შე­მოქ­მე­დი. ამის­თ­ვის  კი კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როთ და სკო­ლამ რა­ღა­ცის შექ­მ­ნის სურ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნოს. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სწო­რედ სწავ­ლე­ბის  მე­თო­დი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით შეს­რულ­და ძა­ლი­ან დი­დი სა­მუ­შაო, რაც ჩვენ­თ­ვის ფა­სე­უ­ლია. თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბიც ამ გა­მოწ­ვე­ვას აყე­ნებს — რო­გორ გავ­ხა­დოთ სწავ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი — პრო­ექ­ტ­ზე  და პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბით მოს­წავ­ლე თა­ვად­ვე მი­ვიყ­ვა­ნოთ იქამ­დე, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნოს რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მის გა­რე­მომ­ც­ველ სამ­ყა­რო­ში, რი­სი შეს­წავ­ლა ან  გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა და რო­გო­რია მი­სი რო­ლი ამ პრო­ცე­სებ­ში.
მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტრე­ნინ­გებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო ჩარ­თუ­ლი. რამ­დე­ნი­მე მო­დუ­ლის ფარ­გ­ლებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა, მე­თო­დუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის გარ­და, საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც მოხ­და, თუმ­ცა აქაც მე­თო­დი­კაა  წამ­ყვა­ნი — რო­გორ ვას­წავ­ლოთ მო­ცე­მუ­ლი სა­გა­ნი ისე, რომ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი. სულ ოთხი მო­დუ­ლი გან­ხორ­ცი­ელ­და. ამის გარ­და, სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და დე­ტა­ლუ­რად იყო გან­ხი­ლუ­ლი კლა­სის მარ­თ­ვის სა­კითხე­ბიც, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, დაგ­ვე­ნერ­გა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დით შე­დე­გებს უკ­ვე რე­ა­ლურ საკ­ლა­სო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ას, ჩარ­თუ­ლი არი­ან ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თა­ვი­ანთ სფე­რო­ში სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბიც — მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით. ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და მე­თო­დუ­რი რჩე­ვე­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი აქ მყო­ფი პე­და­გო­გის­თ­ვის/მსმე­ნე­ლის­თ­ვის და მეც სწო­რედ ერთ-ერთ მათ­განს წარ­მო­ვად­გენ.“

25-28(942)N