|
სტატიები
|
2016-05-12
საგნობრივი ტრენინგები — ვექტორი ცოდნის სისტემატიზაციისკენ
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო. რას ითვალისწინებს სატრენინგო პროგრამა და რაში შეუწყობს ხელს პედაგოგებს ტრენინგების გავლა, ამის შესახებ გვესაუბრება ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი:
— ქალბატონო მანანა, საგნობრივ ტრენინგებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე კი თვალი გადავავლოთ სქემის მიმდინარეობას და იმ სიახლეებს, რომელიც უნდა განხორციელდეს. პირველ რიგში, ყურადღებას ზაფხულის საგნობრივ გამოცდებზე შევაჩერებ. როგორც ცნობილია, გამოცდაზე ბევრი მასწავლებელი დარეგისტრირდა...
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-12
„მასწავლებელი — მეგზური ევროპისკენ“
|
ლალი ჯელაძე
ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში 2-დღიანი კონფერენცია „მასწავლებელი — მეგზური ევროპისკენ“ ჩატარდა. პროექტი 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.
კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ია თიკანაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-05
შიდა დაკვირვება მასწავლებლის შეფასების არსებითი და აუცილებელი ნაწილი
|
შიდა საგაკვეთილო დაკვირვება, ახალი სქემით, კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა, რომელიც გაკვეთილის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს. რა ძირითად პრინციპებს ეყრდნობა შიდა დაკვირვება და როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, ამის შესახებ გვესაუბრება უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის ხელმძღვანელი ირინა სამსონია.
— რას ნიშნავს შიდა საგაკვეთილო დაკვირვება და რით განსხვავდება ეს პროცესი გარე დაკვირვებისგან?
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-05
სოფელში სულ სხვა „გემო“ აქვს მასწავლებლობას
|
რუბრიკის სტუმარია ირმა ჯაშიაშვილი,
თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის
საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი
— ირლანდიელი დრამატურგის, ბერნარდ შოუს მოსაზრება: „ვისაც საქმის კეთება შეუძლია, აკეთებს, ვისაც არა, ასწავლის!“ — ერთი მხრივ, მასწავლებლის პროფესიის არაპოპულარობაზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი, მასწავლებლობის მსურველთა ნაკლებობა ამყარებს ხსენებულ მითს. მასწავლებლობის მსურველი თანამედროვე ახალგაზრდებს შორის არც ისე ბევრია. რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია მასწავლებელი?
— ეს ის შემთხვევაა, როცა ბერნარდ შოუს ვერ დავეთანხმები, ვისაც საქმის კეთება შეუძლია, მასაც ჰყავდა მასწავლებელი, აუცილებლად. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება სულ გვასწავლის და მასწავლებლის როლში გვევლინება.
ვფიქრობ, დაბალი ანაზღაურება ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროფესიის ნაკლებ პოპულარობაში. თუმც, დაიწყო კარგი ცვლილებები,
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-05
ლიბერალურ პრინციპებზე დამყარებული ლიტერატურული ექსპერიმენტი
|
ანა ფირცხალაიშვილი
21 აპრილს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა — თბილისი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი ლიტერატორებს, განათლების ექსპერტებს, ხელოვნებათმოცდნეებს მასპინძლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სკოლა უკვე 15 წელია ფუნქციონირებს და ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლება, მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. ამიტომაც მიიქცია ყურადღება პრესრელიზის ერთმა ფრაზამ „...ჩვენი მიზანია, უშუალოდ ცოცხალმა პროცესმა — „დიალოგმა“ წარმოაჩინოს ახალი საგანმანათლებლო მიდგომების გამოყენების აუცილებლობა თანამედროვე სასწავლო სივრცეში“. შეხვედრის თემაც ასეთი იყო „საგანმანათლებლო სიახლე და ექსპერიმენტალიზმი ბაქსვუდში“.
|
ვრცლად>>> |
|
2016-05-04
როგორ ვასწავლით ქართულ ლიტერატურას ისევ სასკოლო სახელმძღვანელოს შესახებ
|
საქართველოს განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოთა ავტორებს მისცა მითითება, რომ კითხვების დასმით მიიყვანონ შედეგამდე მოსწავლეები, ანუ კითხვების საშუალებით ხდება ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოების „გახსნა“. ზოგჯერ არის მოყვანილი ისტორიულ-სიტუაციური კონტექსტის აღსაქმელად რომელიმე მოღვაწის მოგონება, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ეს არასაკმარისი პირობაა მწერლის შემოქმედების გასააზრებლად თუ გასაანალიზებლად.
მკითხველს, მასწავლებელს, მოსწავლეებს და, ზოგადად, ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ პირებს მინდა გავაცნო ჩემი დაკვირვება ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილ მასალებზე, ეს არის კრიტიკული ხედვა ნაწარმოებების იმ კუთხით გააზრებაზე, როგორც ეს ხსენებულ წიგნებშია.
|
ვრცლად>>> |
|
2016-04-21
უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება ბიზნესის დახმარებით
|
ანა ფირცხალაიშვილი
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (გ-ჵried) მოსწავლეების წიგნიერების, მათემატიკური და საქმიანი უნარების განვითარების მიზნით ხორციელდება და 2015-2016 სასწავლო წლებში, 122 საპილოტე სკოლას მოიცავს. ორი მათგანის მიზნებისა და მიმდინარეობის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ამჯერად პროექტის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი — საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა გვინდა წარმოგიდგინოთ. პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განუვითაროს ისეთი ჩვევები, როგორიცაა სამომხმარებლო, ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნება, ასევე გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვის, ლიდერობის უნარები. ეს არის უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, რაც დაეხმარება მოზარდებს საქმიანი სამყაროს უკეთ და სწორად აღქმაში.
|
ვრცლად>>> |
|
2016-04-21
ტრენინგ-მოდულები ინკლუზიური განათლებისთვის
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინკლუზიური განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას და პროექტს ახორციელებს და მასწავლებლებს, მოსწავლეთა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით, სხვადასხვა თემატიკის ტრენინგ-მოდულებს სთავაზობს. მოდულების უმეტესობას კრედიტქულები მიენიჭა, მასწავლებლები, რომლებიც სქემაში არიან ჩართულები და დასახელებულ მოდულებს გაივლიან, გარკვეულ კრედიტქულებს დააგროვებენ.
რა მოდულები მომზადდა სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლებისთვის, ამის შესახებ გვესაუბრება ცენტრის ინკლუზიური და სპეციალური განათლების კონსულტანტი ჟანა კვაჭაძე:
|
ვრცლად>>> |
|
2016-04-21
სტრასბურგში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლა
|
დღევანდელი ნომრის სტუმარია
ნინი ბასილაშვილი,
სტრასბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი
— ნინი, ზოგადი განათლების მისაღებად ფრანგულ-ქართულ სკოლაში დადიოდი. რა ასაკიდან დაიწყე ფრანგული ენის შესწავლა და განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— მარი ბროსეს ფრანგულ-ქართული სკოლა დავამთავრე. ფრანგულის სწავლა ხუთი წლიდან დავიწყე. ამ სკოლაში ჩემი შესვლით გადაწყდა, რომ საფრანგეთში ვისწავლიდი. რა თქმა უნდა, სკოლას უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს სტრასბურგის უნივერსიტეტში ვსწავლობ. სკოლიდან გვაგზავნიდნენ ხოლმე საფრანგეთში, ქალაქ ნანტში, სადაც რამდენიმე თვე იქაურ სკოლაში ვსწავლობდით. ეს ფრანგული ენის უკეთ სწავლაშიც გვეხმარებოდა და ნელ-ნელა ახალ გარემოსა და ცხოვრების რეჟიმს ვეგუებოდით.
|
ვრცლად>>> |
|
2016-04-14
სტრატეგიული მნიშვნელობის პროფესიული სასწავლებელი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში რეგიონში ერთადერთი პროფესიული სასწავლებლის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად, შესრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ერთი წელია, შენობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება,
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|