|
სტატიები
|
2012-12-19
გამიზნულად „ჩაგდებული“ სახელმძღვანელოები თუ მოუქნელი კონკურსის შედეგი
|
გამომცემლობა „დიოგენემ“, 28 ნოემბერს, for.ge-ს საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011 და 2012 წლებში ჩატარებული სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსების შედეგებს მიუძღვნა ბრიფინგი.
|
ვრცლად>>> |
|
2012-12-19
ჩვენ არ ვაპირებთ რადიკალურ ცვლილებებს
|
ინტერვიუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან დავით ზურაბიშვილთან
ბატონო დავით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ — რას გულისხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა სტუდენტთა დაფინანსების ზრდის შესახებ
დაფინანსებასთან დაკავშირებით საქმე ძალიან მარტივადაა — სახელმწიფო დაფინანსება ორმაგდება, Îაც შეეხება სახელმწიფო გრანტის ზღვარს — 2250-ს, ის არ შეიცვლება. თანხა გადანაწილდება 100, 70 და 50-პროცენტიან დაფინანსებებზე და გაცილებით მეტ აბიტურიენტს მიეცემა გრანტის მიღების შესაძლებლობა. კიდევ გავიმეორებ, რომ ამ ზღვრის ზრდა არ იგეგმება, გაიზრდება დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა. ეს ცვლილება 2013 წლიდან შევა ძალაში და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებზე გავრცელდება.
|
ვრცლად>>> |
|
2012-12-19
დღესასწაულად ქცეული ყოველდღიურობა
|
თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში, დამატებითი პედაგოგიური განათლების სასწავლო ფაკულტეტმა, სამკურნალო პედაგოგიკაში (სპეციალური პედაგოგიკა), მუშაობა 1991 წელს დაიწყო, ვალდორფული პედაგოგიკის კურსებით. 1998 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს სამკურნალო პედაგოგიკის კურსები (სამკურნალო-პედაგოგიური სემინარი), რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა და აღიარებულია სამკურნალო პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის საერთაშორისო საბჭოს მიერ.
დამატებითი პედაგოგიური განათლების სასწავლო ფაკულტეტი სამკურნალო პედაგოგიკაში (სპეციალური პედაგოგიკა) გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
- 2-წლიანი ძირითადი კურსი სამკურნალო პედაგოგიკაში (სამკურნალო პედაგოგიკის სპეციალისტის მომზადება);
- სხვადასხვა ხანგრძლივობის (5 დღიდან დაწყებული 3 თვემდე) ტრენინგ-კურსები სპეციალურ პედაგოგიკაში (სამკურნალო და ოლიგოფრენოპედაგოგიკა);
- კონსულტაციები სპეციალურ პედაგოგიკაში.
|
ვრცლად>>> |
|
2012-12-05
განათლების ხარისხის ამაღლება — ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები და კომპეტენციები
|
2012-13 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII-XII კლასებში დაიწყო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა აქტივობები ხორციელდება ამ მიმართულებით — გვესაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე.
|
ვრცლად>>> |
|
2012-12-05
„სადამსჯელო ღონისძიება - 2011“-ს შეწირული პროფესიონალები
|
განათლების მინისტრის პედაგოგებისა და სკოლის დირექტორებისადმი მიმართვამ, რომელიც ძალიან ადამიანური და ლოგიკურია, ერთი შეხედვით მარტივი, დაგვანახა, რომ საქმე არც ისე იოლად მოსაგვარებელია. სამართლიანობის აღდგენის სურვილით გადადგმული ეს ნაბიჯი, ალბათ, მეტ-ნაკლებად ეფექტური შედეგით მხოლოდ კომისიის შექმნითა და თითოეული საჩივრის ზედმიწევნით შესწავლით დასრულდება. ამავე მიმართვიდან ჩანს, რომ სამინისტრო მხოლოდ მავანთა კეთილი ნების იმედად არ არის და ამგვარი კომისიის შექმნას ნამდვილად აპირებს.
|
ვრცლად>>> |
|
2012-11-26
ცხოვრება აზრით და გრძნობით
|
25 ოქტომბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, პროექტის „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები — სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსი სკოლებისათვის“ — ფარგლებში გაიხსნა კვირეული — „გრიგოლ რობაქიძე — ცხოვრება აზრით და გრძნობით.“
|
ვრცლად>>> |
|
2012-11-26
გაირიცხებიან თუ არა დისციპლინარული პრობლემის მქონე მოსწავლეები სკოლიდან
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც X-XII კლასის მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, I-IX კლასის ჩათვლით, სკოლას მოსწავლის გარიცხვის უფლება არ ჰქონდა. ახალი ინიციატივით კი, ეს უფლება სკოლის ადმინისტრაციას XII კლასის ჩათვლით შეეზღუდება.
განათლების მინისტრი საზოგადოებას ამ პრობლემური საკითხის გადასაჭრელად მსჯელობასა და დისკუსიების გამართვას სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები, სამინისტროს ინიციატივას მოიწონებენ, საჯარო სკოლიდან მოსწავლის გარიცხვის პროცედურა გაუქმდება.
|
ვრცლად>>> |
|
2012-11-26
„რუსთაველის კლუბი“ — „ვეფხისტყაოსნის“ ქომაგის სახელის უკვდავსაყოფად
|
25 ოქტომბერს, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი აკადემიური გამოცემიდან 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართველი მეცნიერის რევაზ სირაძის სახელობის „რუსთაველის კლუბის“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემის — „ყვავილნარი“ პრეზენტაცია გაიმართა.
„რუსთაველის კლუბი“ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის — გიორგი კეკელიძის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის — ქეთევან სირაძის და პროექტის „ვკითხულობთ რუსთაველს“ ხელმძღვანელის — თამარ ბარისაშვილის ინიციატივით დაფუძნდა.
|
ვრცლად>>> |
|
2012-11-26
კონცეფცია — აკადემიური თავისუფლება
|
ინტერვიუ ფიზიკოს გია დვალთან
ბატონო გია, რა იქნება ახლად შექმნილი განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის მოვალეობა?
ეს კომისია არის ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი პროფესიონალებით, ვისაც ამ პოზიციასთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, კომისიის წევრების უდიდესი ნაწილი არ იქნება ხალხი, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული. ფუნქციას რაც შეეხება — ფაქტობრივად, ამ კომისიას მრჩევლის ფუნქცია აქვს. ჩვენი ამოცანაა, რეფორმები შემუშავდეს, მთავარი პრინციპები ჩაიდოს და დასაბუთდეს. მთლიანად ეს პროცესი უნდა იყოს დაცული და დასაბუთებული. კითხვები ექნება პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს. ფაქტობრივად, ოთხი რგოლია: პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, სამინისტრო და ეს კომისია.
|
ვრცლად>>> |
|
2012-11-26
განათლების სისტემას გადარჩენა და ფეხზე დაყენება სჭირდება
|
ინტერვიუ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან მაია მიმინოშვილთან
2012-13 სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ თუ არა მეთორმეტეკლასელები გამოსაშვებ გამოცდებს?
2013 წელი გარდამავალი წელიწადია და ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ძალიან მინდა შევინარჩუნოთ ის, რისი დანერგვაც 2011 წელს დავიწყეთ. ვგულისხმობ კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების სისტემას, რომელზეც უარი ითქვა ჩვენს აქ არყოფნაში. მოდელი „რვას + ერთი“ არ გულისხმობდა კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებას, ეს იყო ჩვეულებრივი კომპიუტერის მეშვეობით ტესტირება. იმ ურთულესმა ალგორითმმა, რომელიც ჩვენთან შეიქმნა, უამრავი ქვეყნის ყურადღება მიიქცია, ბევრი მაღალი კლასის ექსპერტი აპირებდა ჩამოსვლას და ნახვას, რეალურად რა განხორციელდა საქართველოში. ამის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, თუმცა, ბუნებრივია, დიდი დრო სჭირდება. მეორე — რა თქმა უნდა, გავითვალისწინე ჩვენი მოსწავლეების მღელვარება იმის გამო, რომ არ იყო გარკვეული, რა ელოდებოდათ მაისის თვეში. მესამე — უნდა გაგვეთვალისწინებინა მოთხოვნა, რომ ერთდროულად რვა გამოცდის ჩაბარება, მერე კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოსწავლეებისთვის არც თუ ისე კარგი იყო.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|