გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2014-04-10
„პროექტი, რომელიც ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრობას აერთიანებს
|
ლალი ჯელაძე
„ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა“ იქმნება. პროექტის პრეზენტაცია, 3 აპრილს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, პროექტის ავტორები, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
|
ვრცლად>>> |
|
2014-04-03
„იყავი სუფთა და ჯანმრთელი“
|
ლალი ჯელაძე
„ყველა ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელ და ხელშემწყობ გარემოში — გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ზრდას, განვითარებას და დაცვას დაავადებებისაგან“.
ლი იონგ ვუკი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
გენერალური დირექტორი
სუფთა წყალზე წვდომა ადამიანის არსებობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით, 768 მილიონ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, არ მიუწვდებათ ხელი სუფთა წყალზე. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ — „წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში“ — აჩვენა, რომ ქართულ სკოლებში არასახარბიელო მდგომარეობაა. კვლევა მიზნად ისახავდა ქვეყნის სკოლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სათანადო ცოდნისა და სტრატეგიის უზრუნველყოფას.
|
ვრცლად>>> |
|
2014-04-03
განვითარებას განათლების გარეშე ვერ შევძლებთ
|
რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია
ვალიდა ფანცულაია
— ვალიდა, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი?
— „მომთაბარე“ აკადემიური ცხოვრება მქონდა: პირველი 4 წელი ვსწავლობდი 143-ე საჯარო სკოლაში, შემდეგ გადავედი სკოლა-ლიცეუმ „იბერიაში“, ხოლო მეცხრე კლასიდან — გივი ზალდასტანიშვილის „ამერიკულ აკადემიაში“, რომელიც 2012 წელს დავამთავრე. იმავე წლის აპრილში მოვეწყვე ევროპის და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში. ზაფხულში ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ჩავირიცხე სამედიცინო ფაკულტეტზე „აიეტში“. იმის გამო, რომ ამერიკაში მქონდა გადაწყვეტილი სწავლის გაგრძელება, „აიეტში“ აღარ წავსულვარ. შემდეგ ნაცნობებისგან გავიგე, ლექციაზე სიის ამოკითხვის დროს ჩემს სახელზე ყოველთვის სიჩუმე ჩამოწვებოდა ხოლმე და ყველას უკვირდა, რატომ არ დავდიოდი უნივერსიტეტში. ამდენი „გაცდენებით“, ალბათ, ოროსანი მოსწავლის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. არადა, ამ დროს ამერიკაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში დავდიოდი. ამჟამად უნივერსიტეტში ეკონომიკას ვსწავლობ, ხოლო დამატებით საგნებად — ჯანდაცვის მენეჯმენტი და ნეირომეცნიერება. ამ ზაფხულს ვგეგმავ სამი თვით ვიმუშაო გვატემალაში, რაც ჩემთვის პირველი სერიოზული და დამოუკიდებელი სამსახური იქნება, შემდეგი სემესტრი კი, გაცვლითი პროგრამით, მინდა ინგლისში გავატარო.
|
ვრცლად>>> |
|
2014-03-27
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური ანგარიში
|
ლალი ჯელაძე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC), 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცენტრის მიერ გამოცემული პუბლიკაცია ორი ნაწილისგან შედგება — ანგარიშის პირველი ნაწილი სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის საქმიანობას და ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება; დოკუმენტის მეორე ნაწილში წარმოდგენილია 2011-2013 წლების მიმოხილვა და ანალიზი — ცენტრის ფუნქციების/საქმიანობის და მართვის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა; საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმების ანალიზი; ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში განხორციელებული ცვლილებების მიმოხილვა; სტუდენტთა მობილობის პროცესის ანალიზი და ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების განაწილებასთან დაკავშირებით.
ცენტრის დირექტორმა, ელენე ჯიბლაძემ, მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მუშაობის პრინციპები გააცნო და 2013 წლის შედეგები წარუდგინა. ანგარიშთან ერთად, ვრცლად ისაუბრა 2011-2013 წლებში, ცენტრის მიერ, განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებებით განხოციელებული საქმიანობის შესახებ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ასეთი პრეცედენტი — განათლების სისტემის ერთ-ერთი სტრუქტურა, საზოგადოებას გაწეული სამუშაოს ანგარიშს რომ აბარებს, დადებითად შეაფასა და სურვილი გამოთქვა, ანგარიშის ჩაბარების ასეთი სისტემა ტრადიციად იქცეს, რადგან მას ბევრი დადებითი მხარე აქვს: „მნიშვნელოვანია თავად ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოც და ის ანგარიშიც, რომელსაც დღეს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს: ერთი — კონკრეტული ანალიზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლის დაგეგმვისთვის, თუ გვინდა, რომ მართლაც რეალურ შედეგებზე გავიდეთ; მეორე — ამით ორგანიზაციას, სტრუქტურას, ფაქტობრივად, ეზრდება პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. და კიდევ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აქ დამსწრეთა მხრიდან წამოსული რეკომენდაციები და შენიშვნები აუცილებლად გათვალისწინებული იქნება მომავალი საქმიანობის დაგეგმვისას, რასაც შეიძლება უკვე პრაქტიკული შედეგები მოჰყვეს. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მოამზადა ანგარიში და დღეს სრულყოფილად წარმოგვიდგინა. სასურველია, ის შედეგი, რაც ამ შეხვედრას მოჰყვება, სხვებსაც გაუზიაროთ, რათა ყველამ ერთად ვიზრუნოთ ზოგადი განათლებისა თუ მთლიანად განათლების სისტემის განვითარებაზე.“
|
ვრცლად>>> |
|
2014-03-27
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ხევსურ ბავშვებთან ვიმუშავებდი
|
მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე, ბავშვების (განსაკუთრებით გოგონების) ერთ-ერთი საყვარელი გასართობი „მასწავლებლობანას“ თამაში ერთგვარად იმის მაჩვენებელიც იყო, რომ ბავშვებში ეს პროფესია პოპულარობით სარგებლობდა. Þოლო 20-25 წელია, ნელ-ნელა, ეს თამაში ჩვენი რეალობიდან გაქრა და დღეს არც „მასწავლებლობანას“ თამაშობენ და აღარც მასწავლებლობაზე ოცნებობენ. სამწუხაროდ, ეს პროფესია ჩრდილში მოექცა და არაპრესტიჟული გახდა. მიზეზთა კვლევა, ალბათ, შორს წაგვიყვანდა და ერთი საგაზეთო წერილი არც ეყოფოდა, პრობლემა გაცილებით სერიოზულ შესწავლას მოითხოვს.
|
ვრცლად>>> |
|
2014-03-20
ოცდამეერთე საუკუნის კალიგრაფიის ქომაგები
|
ლალი ჯელაძე
2013 წლის 6 ნოემბერს, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მეოთხედ გამოაცხადა კალიგრაფიის კონკურსი სახელწოდებით — „ქართული კალიგრაფია“. შესარჩევ ტურში 1200-მდე კალიგრაფმა მიიღო მონაწილეობა კატეგორიაში — VII-IX, X-XII კლასები, სტუდენტები, ზრდასრულები და ემიგრანტები. 198 წარმატებული ფინალისტიდან ჟიურიმ 96 მონაწილე გამოარჩია, რომელთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალს, 18 მარტს, პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისმა უმასპინძლა. პრიზიორთა ხელნაწერების გარდა, პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში სხვა გამორჩეული კონკურსანტების ნამუშევრებიც გამოიფინა. ცხადია, ყველა მათგანი ვერ გახდებოდა ძირითადი პრიზიორი ან ნომინანტი. ამიტომ ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და პროკრედიტ ბანკმა ამ 96 კონკურსანტისთვის დააწესა მცირე საჩუქრები და სიგელები, რომელსაც ღონისძიების მიმდინარეობისას კონკურსანტები საგანგებოდ მოწყობილ „სიგელის კუთხეში“ იღებდნენ.
საპრიზო ადგილზე გასული კონკურსანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა, გარდა ამისა, კონკურსს ძალიან ბევრი ერთგული პარტნიორი ჰყავდა სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორიდან.
„
|
ვრცლად>>> |
|
2014-03-20
„არ ჰკითხოთ რჩევა ყველა მწერალს“ და „მთავარია, არ ჰგავდეთ ძველებს“ ფამუქის თბილისური დღეები
|
ლალი ჯელაძე
გასული კვირა, ანუ გაზაფხულის დასაწყისი, საქართველოში „ფამუქობის“ კვირად გამოცხადდა და ქვეყანა სრულიად სახალხო აღფრთოვანებამ მოიცვა. რასაკვირველია, ფამუქის შესახვედრად რიგში მდგომი „ლიტერატურის“ მოყვარულების საწინააღმდეგო, თავისთავად, არაფერი მაქვს, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში მწერლის ასეთი აღზევება ჯერ არ მინახავს და ამით ცოტა გაკვირვებული, შორიდან, ფამუქის მიღმა დარჩენილი, ვადევნებდი პროცესებს თვალს — მიღმა იმიტომ დავწერე, რომ ამ რიგში მოხვედრის მცდელობის მიუხედავად ვერაფრით ვერ აღმოვჩნდი. არადა ვეცადე, ნობელიანტ მწერალს ახლოდან შევხედავ-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა — ეტყობა, მკაცრად დაცული მოსაწვევების დარიგება ჩემნაირ მკითხველზე არ იყო გათვლილი. ჰოდა, მეც (რადგანაც სხვა აღარაფერი მქონდა დარჩენილი) ინტერნეტით ვადევნე თვალი „საყოველთაო ფამუქობას“. სოციალური ქსელებით რას არ შეიტყობ და ბევრი რამეც სწორედ აქედან გავიგე. თურმე, ფამუქს პოეზია არ ჰყვარებია. ეს ერთ-ერთი ჩემი ფეისბუკელი პოეტი მეგობრის სტატუსიდან შევიტყვე — თურმე ფამუქის ჩამოყვანის ერთ-ერთ ორგანიზატორ გამომცემელთან ერთად სადილობისას, მწერალს უკითხავს მისთვის: თქვენი გამომცემლობა ლექსებს გამოსცემსო? გამომცემელს უპასუხია: არაო. ფამუქს უთქვამს: აი, ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჭკვიან გამომცემლობასთან მქონია საქმეო...
|
ვრცლად>>> |
|
2014-03-20
„ბავშვები საქართველოში კვლავაც ყველაზე ღარიბები არიან“
|
ლალი ჯელაძე
საქართველოში წელიწადში 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება, აქედან 300 — კვების დეფიციტის გამო. არადა, არსებობს დაბალბიუჯეტიანი გადაწყვეტები, რომელსაც შეუძლია შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა და გააუმჯობესოს მდგომარეობა — ეს შეფასება გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებს ეყრდნობა.
საქართველოს მთავრობამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი), გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორის, მარი-პიერ პუარიეს ოფიციალური ვიზიტისას, ერთობლივი სამოქმედო პროგრამა შეაფასეს.
ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი, 2011 წლის 25 პროცენტიდან 2013 წელს 27 პროცენტამდე გაიზარდა, რამდენადაც სოციალური დანახარჯები უფრო სხვა ჯგუფებზე იყო მიმართული. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე შემცირდა, მაგრამ კვლავ აღემატება დანარჩენი მოსახლეობის სიღარიბის დონეს. უთანასწორობის მხრივ, საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც მთავრობისა და იუნისეფის მიერ საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის განხილვისას დომინირებდა.
|
ვრცლად>>> |
|
2014-03-13
სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების თანამედროვეობაში გადმოტანის მცდელობა
|
პროლოგი
— რატომ არ იძინებ?
— არ მინდა ზღვის გამოჩენა გამომეპაროს...
— ზღვააა, ვაიი, უზარმაზარი ზღვა!!!
— ვეებერთელა წყლის წვეთია...
— თითქოს ჰამაკში წევს და აქეთ იქით დაქანაობს...
— ზღვა სუნთქავს
— ზღვა მიდი-მოდის...
— მიდი-მოდის... მიდი-მოდის...
— ზღვა არის დიდი, პატარა, ლურჯი, მხიარული, აღელვებული, ცელქი, მოთამაშე, მოტლიკინე, ჩაფიქრებული, ძლიერი, ოცნებებში ფრენს, მოუსვენარი, ტკბილი, მარილიანი, ბურდღუნა და მსუქანი...
გსმენიათ ასეთი შეფასებები ზღვაზე, თან ეს ყველაფერი დახატული, მერე საკუთარი ხმით გახმოვანებული და საბოლოოდ ანიმაციურ ფილმად წარმოდგენილი?! ვისაც არ გსმენიათ, ეს რეჟისორ ნოდარ ბეგიაშვილის მიერ გაკეთებული ანიმაციური ფილმი „პონტო, შავი, შავი ზღვაა“. მისივე იდეაა საკმაოდ თამამი არჩევანი, თამაშით დაწყებული — „ვეფხისტყაოსნის“ სწავლება, რომელმაც საქართველოს რეგიონებიც კი მოიცვა. „მივხვდი, რომ გაცოცხლებული ნახატებით ყველაფერზე შეიძლება ესაუბრო ბავშვებს, ამიტომ სჯობს, რაც მნიშვნელოვანია, იმაზე ვესაუბრო, „ვეფხისტყაოსანზე“ მნიშვნელოვანს კი რას ვიპოვიდი“ — აცხადებს რეჟისორი, რომლის მიერ ბავშვების ნახატებით გაცოცხლებულმა ანიმაციურმა ფილმებმა არაერთი საერთაშორისო ფესტივალი მოიარა, მთავარი და ოქროს პრიზებითაც დაბრუნდა. თავიდან რეჟისორის ჩანაფიქრი — ანიმაციად ექცია პატარების ნახატები — მხოლოდ ბავშვების განწყობის ამაღლებას ემსახურებოდა, შემდგომში კი ნელ-ნელა შემეცნებითი ხასიათი მიიღო და დღეს პროექტმა „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ
|
ვრცლად>>> |
|
2014-03-13
სადაც არ უნდა წავიდე, საქართველო ყველგან თან დამყვება და ის ულამაზესია
|
მაკა ყიფიანი
რუბრიკის სტუმარია ნინა კრეჰერი, აიხშტეტის უნივერსიტეტის
გერმანისტიკის ფაკულტეტის
დოქტორანტი
— გამარჯობა ნინა, გვიამბე შენი მოსწავლეობის და სტუდენტურ პერიოდზე, რომელიც საქართველოში გაატარე
— დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ხაშურში. იქვე მივიღე საშუალო განათლება პირველ საშუალო სკოლასა და ლიცეუმ „ბალავარში“, ეს იყო 90-იან წლებში. მიუხედავად რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა, მოსწავლეობის პერიოდი საუკეთესოდ მახსენდება. განსაკუთრებით გამოვყოფდი მხიარულთა და საზრიანთა კლუბში მონაწილეობას, რამაც ხელი შეუწყო ჩემი სოციალური უნარების, კრეატივისა და თვითდაჯერებულობის ჩამოყალიბებას.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|