გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2016-10-20
ნახევრად ელექტრონული ფორმატი კომფორტული და წარმატებული აღმოჩნდა გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების
|
ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და
ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი
კახა ჯამბურია
— როგორ ჩაიარა ქართული ენის გამოცდამ წელს, როგორი იყო შედეგები გასულ წელთან შედარებით და როგორ გაართვეს თავი აბიტურიენტებმა გამოცდის ნახევრად ელექტრონულ ფორმატს?
— პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს სიახლე — ნახევრად ელექტრონული სისტემით ჩატარებული გამოცდები, ძალიან წარმატებული გამოდგა. საბედნიეროდ, ახალმა სისტემამ გაამართლა. ადრე იყო შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტები ვერ ასწრებდნენ მუშაობის დამთავრებას, ხან გადაწერას ვერ ასწრებდნენ, ამბობდნენ, რომ დრო არ ეყოთ.
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-13
რა პირობებით დაბრუნდებიან გამომცემლები სახელმძღვანელოების ბაზარზე
|
ლალი თვალაბეიშვილი
ახალი სასწავლო წლის სიახლეთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ცვლილებები. დამტკიცდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ჳ-ვჳ კლასებისათვის, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან დაინერგება.
ოთხი წლის წინ, განათლების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოებს სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებდა და წიგნები სკოლების საკუთრებაში რჩებოდა. სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭდვაც, თანხების დაზოგვისა და მშობლების ინტერესებზე ზრუნვის არგუმენტით,
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-13
სკოლის სასადილოებში არსებული მდგომარეობა იდეალური არ არის, მაგრამ პოზიტივი აშკარაა
|
სკოლის სასადილოები ის საკითხია, რომლის მიმართაც არც ერთი მშობელი გულგრილი არ არის. ყველას აინტერესებს, რით იკვებება სკოლაში მისი შვილი, რა პირობებში მზადდება მათთვის განკუთვნილი საკვები, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ ბიზნესოპერატორები დაკისრებულ მოვალეობას, რამდენად ჯანსაღია პროდუქტი, რომლითაც მოსწავლეები იკვებებიან, ვინ ამზადებს საკვებს მათთვის და რა პირობებში, დაცულია თუ არა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები სკოლის კვების ობიექტებში, მოწმდება თუა არა საკვები ლაბორატორიულად, როგორ ხდება ინსპექტირების პროცესი.
გვესაუბრება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძე
— წლების წინ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტების საკითხი თვითდინებაზე იყო მიშვებული და შესაბამისად, პრობლემებიც არსებობდა.
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-13
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივები — როგორ გავხდეთ მიმზიდველი უცხოელი სტუდენტებისთვის
|
ლალი ჯელაძე
PMC კვლევითმა ცენტრმა საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა მოაწყო.
კვლევა ჵმC კვლევითი ცენტრის მიერ, „პოლიტიკის კვლევა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა და მის მიზანს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის პოლიტიკის და არსებული ვითარების ანალიზი, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისთვის ძირითადი ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი წარმოადგენდა.
„დღესდღეობით, საქართველომ მიაღწია განვითარების იმ დონეს, როდესაც შეუძლია საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარს შესთავაზოს პოტენციურად კონკურენტული პროდუქტი და ამით გაზარდოს ქვეყნის ინტელექტუალური და ეკონომიკური შესაძლებლობები“ — განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა და ჵმC კვლევითი ცენტრისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი პროექტის მკვლევარმა ანა ჟვანიამ.
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-13
ძველი კოლეჯის ახალი სიცოცხლე დღევანდელობა და პერსპექტივები
|
ანა ფირცხალაიშვილი
მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წელი, 27 საჯარო სკოლაში, დროულად დაიწყო. ამას წინ უძღოდა, რიგ სკოლებში, საკუთარი ფინანსებითვე დაწყებული სარემონტო სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულებისთვის გამოწვეული ვნებათაღელვა. მხოლოდ ძეგვის სკოლა იყო გამონაკლისი, სადაც სასწავლო წელი, მოგვიანებით, 26 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ სანაცვლოდ სოფელს (და არა მხოლოდ სოფელს) შეემატა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალი სტანდარტების სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაცია მილენიუმის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა (მასშტაბური სამუშაოები შეასრულა წინა წლებში იმავე პროექტმა ქსანისა და ერედას სკოლებში),
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-12
დღეს წარმატებული მასწავლებელი, საკლასო ოთახის გარდა, არსად ჩანს
|
რუბრიკა წარმოგიდგენთ სამუსიკო სემინარიასთან არსებული კერძო სკოლის „ჩვენი სკოლა“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს — ზაქარია ქიტიაშვილს.
ის, სტუდენტობიდან დღემდე, სკოლის დაწყებით კლასს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლიდან მასწავლებელია, პედაგოგობა მისთვის არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, ამბობს, იმდენად მოსწონს ამ საქმის კეთება, რომ სკოლის დატოვება ვერ შეძლო, მისი საქმიანობა უნივერსიტეტშიც სწორედ ამ მიმართულებით გაგრძელდა. მასთან ინტერვიუ საუკეთესოდ წარმოაჩენს თანამედროვე ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელიც იმითაც გამორჩეულია, რომ დაწყებით კლასში მამაკაცი მასწავლებელი, შეიძლება ითქვას, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია.
როგორ აღმოჩნდა სკოლაში
ჩემთვის პედაგოგობა ნამდვილად არ ყოფილა თვითმიზანი. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და წარმატებულ სტუდენტად ვითვლებოდი. ერთ-ერთი გერმანული სკოლიდან დეკანს დაურეკეს და სთხოვეს, შეერჩია სტუდენტი და გაეგზავნა მათთვის, რომელიც ერთ-ერთ მასწავლებელს (იგი დეკრეტულ შვებულებაში გადიოდა) ჩაანაცვლებდა. დეკანის მოადგილემ მე შემომთავაზა და ასე აღმოვჩნდი, ძალიან ახალგაზრდა, სკოლაში დაწყებით საფეხურზე ქართულის მასწავლებლად. ვერ გეტყვით, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი სამასწავლებლოში ჟურნალით ხელში დგომას, მაგრამ, დაახლოებით, ორ-სამ გაკვეთილში მივხვდი, ეს ის არის, რაც მე მინდა რომ ვაკეთო.
ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღეს — 19 წლის სტუდენტი შემიშვეს მესამეკლასელებთან. ორი-სამი გაკვეთილი დამჭირდა, რომ მათი ასაკის შესაბამისი ლექსიკით მესაუბრა. ნელ-ნელა ყველაფერი გავარკვიე და მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა ამ საქმის კეთება. ალბათ, მაინც ბავშვებთან ურთიერთობა განაპირობებს იმ ნაპერწკალს, რასაც მასწავლებლობა გაძლევს. და ამის შემდეგ, 2004 წლიდან დღემდე, უწყვეტ რეჟიმში, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურზე.
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-06
სკოლამ ბავშვს ცნობისმოყვარეობა უნდა გაუღვიძოს
|
განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და
დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა
— თუკი პედაგოგებს, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდებს და დადასტურებულად გვეცოდინება, რომ მათ კვალიფიკაციური უნარ-ჩვევების ზღვარი ვერ გადალახეს, სკოლის დატოვების საფრთხე არ ემუქრებათ, როგორი იქნება მშობლების რეაქცია, როდესაც გაიგებენ, რომ მასწავლებელმა ვერ ჩააბარა გამოცდა და მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, მაინც ასწავლის?
|
ვრცლად>>> |
|
2016-10-06
ზოგადი უნარები სამყაროსთან ურთიერთობაშიც გვეხმარება
|
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი
სოფო დოლიძე
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები
2016 წლის გამოცდები ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ პირველად შევთავაზეთ აბიტურიენტებს ნახევრად ელექტრონული საგამოცდო ფორმატი, რომელიც გულისხმობდა ტესტის მიწოდებას კომპიუტერის ეკრანზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებლობას იძლევა, კიდევ სხვა ნაბიჯები გადავდგათ სამომავლოდ და სრულად ელექტრონულ ფორმატზე ვიფიქროთ, რომელიც ტესტის გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა.
ვფიქრობ, წელს გამოცდამ
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-29
თსუ რექტორის არჩევნების შემდეგ
|
26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან დილიდან სტუდენტთა სიმრავლე იყო, საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო მინისტრთა კაბინეტიც, აქ იმყოფებოდნენ: განათლების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი. ისინი მოვიდნენ, რომ საზეიმო ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა, სტუდენტებისთვის სწავლის დაწყება მიელოცათ, თუმცა, დაგეგმილი ღონისძიება ვერ შედგა — პირველივე გამომსვლელს სტუდენტებმა სიტყვა შეაწყვეტინეს ხმაურიანი შეძახილებით: „ჩვენ არ ვართ ამ პოლიტიკური სპექტრის ნაწილი!“, „ავტონომია უნივერსიტეტს!“, „ვითხოვთ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას“, „გრძელდება კლანური მმართველობა და ანტისამეცნიერო პროცესები“. „აუდიტორია115“-ის წარმომადგენლებმა დაიკავეს ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისთვის განკუთვნილი ადგილი. მათ თავიანთი მოთხოვნები გააცნეს სტუდენტებს, ძირითადად, იგივე, რაც გასული სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდათ: უნივერსიტეტის რეფორმირება, რეალური ავტონომია, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება, სტუდენტური თვითმმართველობის სრული რეორგანიზება, გარე რეფერირების პროცესის დანერგვა. სექტემბერში ამ ძირითად მოთხოვნებს ის უნდობლობაც დაემატა, რომელსაც სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის ახალ რექტორს, გიორგი შარვაშიძეს უცხადებს, რადგან ის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილეა და სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ მისი რექტორად არჩევით უნივერსიტეტის ავტონომიურობის საკითხი საბოლოოდ დაიხურა, უნივერსიტეტი ავტონომიურობას ვეღარ მიიღებს. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ვიდრე „აუდიტორია 115“-ის წევრები თავიანთ მოთხოვნებს აცნობდნენ დამსწრე საზოგადოებას, უკანა ფლანგზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და ამ გამოსვლებს ისმენდნენ.
უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე აცხადებს, რომ სტუდენტთა ძირითად მოთხოვნებს ეთანხმება, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც მისთვის უნდობლობის გამოცხადებას გულისხმობს. მიაჩნია, რომ უნივერსიტეტმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს ავტონომიურობა: „რაც შეეხება „აუდიტორია 115“-ის ნაწილის გამოსვლას, ხედავთ რა ფორმით მიმდინარეობს. არა მგონია ლამაზი ფორმა იყოს, თუმცა, ეს გემოვნების საკითხია. გასაგებია, რომ რეკრუტირებაა საჭირო, ალბათ „აუდიტორია 115“-ში მეტი სტუდენტის მოზიდვა სურთ და ასე იმიტომ იქცევიან, მეტი ყურადღება რომ მიიქციონ. ესეც გასაგებია, ეს მათი ინტერესია. ჩვენი ინტერესიც ზუსტად ის არის, რასაც ისინი ახლა გაჰყვირიან. ჩემი თვალსაზრისით, „აუდიტორია 115“ არარეგისტრირებული „ენჯეოა“, იმიტომ რომ, ძალიან ბევრი წევრი არასტუდენტია, თან ძალიან მაღალი პოლიტიკური გრადუსია შემოტანილი“.
|
ვრცლად>>> |
|
2016-09-29
სახეცვლილი თვითშეფასების კითხვარი — 120 პუნქტიდან 10 შეფასების სფერომდე
|
სულ მალე მასწავლებლებს გამარტივებული და სახეშეცვლილი თვითშეფასების კითხვარის შევსება მოუწევთ. რა სახის სტრუქტურული და შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდა კითხვარში და რის საფუძველზე მოხდა მისი გამარტივება, ამის შესახებ გვესაუბრება უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის ხელმძღვანელი ირინა სამსონია
— გასული სასწავლო წელი მასწავლებლებისთვის თვითშეფასების კითხვარის შევსებით გამოწვეული მღელვარებით დაიწყო, 120-პუნქტიანი დოკუმენტის შევსებამ პედაგოგები დააბნია და პროცესი საკმაოდ გაიწელა. როგორც ცნობილია, კითხვარში ცვლილებები განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითშეფასების კომპონენტი წელსაც რჩება, მაგრამ, პირველ რიგში, საინტერესოა, რის საფუძველზე მოხდა ცვლილებები?
— თვითშეფასების კომპონენტი ბუნებრივია რჩება, რადგან პროფესიული განვითარების პროცესი, ცხადია, თვითშეფასების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|