|
სტატიები
|
2018-06-21
უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო გადაუდებელ და კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქცია
|
ლალი თვალაბეიშვილი
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა შეიმუშავა „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“. აღნიშნული სახელმძღვანელო სკოლაში დარღვევათა და სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქციას წარმოადგენს, მისი მიზანია შესაბამისი დროული და ეფექტური რეაგირება და უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა.
„უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ მოცემულია, სხვადასხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს, სკოლის დირექტორებისათვის და მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის მოქმედების პროცედურები და რეკომენდაციები — რომელ სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციის ძალებით ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება ან/და სცდება მათ კომპეტენციას.
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-21
„მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოს“ საუკეთესო ათეული
|
ლალი ჯელაძე
15 ივნისს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული გახდა ცნობილი. კონკურსი, გასულ წელს, კოალიცია „განათლება ყველასათვის — საქართველო“ და „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, პირველად ჩატარდა და ამით ჩვენი ქვეყანა გლობალურ კამპანიას შეუერთდა, რომლის მიზანი, პროფესიის პოპულარიზებისა და პრესტიჟის ზრდის გარდა, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა და საზოგადოებისთვის გაცნობაა.
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-21
საქართველოში ბავშვები მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ჯგუფია
|
ლალი ჯელაძე
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, ბოლო ორ წელიწადში, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, ბავშვები კი კვლავაც მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ჯგუფს წარმოადგენენ.
იუნისეფის ინიციატივით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ჩატარებული კვლევა საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. კვლევა შეისწავლის ოჯახების მდგომარეობას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-21
მასწავლებლობა დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს
|
ჩემ შესახებ
მე ვარ ვლადიმერ უშიკიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი. 2004-2009 წლებში ვმუშაობდი ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად. 2009-2017 წლებში ვიყავი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით. 2017 წლიდან დავუბრუნდი მშობლიურ სკოლას.
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-14
მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საწავლებისას
|
ლალი ჯელაძე
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 9 ივნისს, გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია — „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას“, რომელსაც 200-ზე მეტი მასწავლებელი, 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტი დაესწრო. კონფერენცია დამატებითი შესაძლებლობა გახდა სწავლებისა და თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, არსებული სიახლეების, თანამედროვე მიდგომებისა და რესურსების გასაცნობად.
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-14
ჩვენი ცენტრის უმთავრესი დანიშნულება — ვიზრუნოთ თითოეული ბავშვის კეთილდღეობაზე
|
გვესაუბრება
თეონა ჩიტიაშვილი,
საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური
მომსახურების ცენტრის სამმართველოს უფროსი
— ცვლილებების პაკეტში, რომელიც განსახილველად პარლამენტშია შესული, გათვალისწინებულია მანდატურის ფსიქოლოგიური სამსახურის ცვლილება?
— ჩვენ ვგეგმავთ ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერებას, რაც მის გაფართოებას გულისხმობს. ამ ეტაპზე, 7 ცენტრი გვაქვს, რეგიონალურად ყველას ვერ ვფარავთ, მაგრამ გეგმაში გვაქვს, ყველა რეგიონი მოვიცვათ. სექტემბრისთვის ახალი ცენტრი გაიხსნება თბილისში, კიდევ ზუგდიდში და შემდგომ უკვე, სათანადო რესურსის არსებობის შემთხვევაში, იმის და მიხედვით გაგრძელდება რაიონებში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა, სადაც საშუალება იქნება.
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-14
რაც შენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, იმისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო
|
რუბრიკის სტუმარია კილის
უნივერსიტეტის დოქტორანტი,
„საერთაშორისო ორგანიზაცია გალის“
დამფუძნებელი
რობერტ წურწუმია
— რობერტ, მოსწავლეობის პერიოდი გალში გაატარე. როგორ გახსენდება ბავშვობა, სკოლა, მასწავლებლები... განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— მოსწავლეობის პერიოდი ნაწილობრივ გალში გავატარე. მეორე კლასის დამთავრების შემდეგ, ოჯახთან ერთად, მშობლიური გარემოს დატოვება მომიწია. მას შემდეგ, რაც გალში ვითარება შედარებით სტაბილური გახდა, ისევ დავბრუნდით სოფელში
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-07
მანკიერი სოციალური ნორმები, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობას ასაზრდოებს
|
ლალი ჯელაძე
ბავშვთა დაცვის დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდმა, საზოგადოებას ძალადობისადმი მიმართული მორიგი კამპანიის „დაასრულე ძალადობა“ პროგრამა წარუდგინა. ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური ნორმების ცვლილებას, იუნისეფი, ევროკავშირის მხარდაჭერით, წლის ბოლომდე განახორციელებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, თუ რა არის ბავშვის მიმართ ძალადობა, ასევე, შეთანხმებას, რომ ძალადობა მიუღებელია. „ეს კამპანია, ზოგადად, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ტალღაა, ხოლო კონკრეტულად — სოციალური ნორმების ცვლილებებისკენ მიმართული პირველი მცდელობა“
|
ვრცლად>>> |
|
2018-06-07
დისციპლინის პრობლემა არასწორად დაგეგმილი უინტერესო გაკვეთილის შედეგია
|
ზეინაბ კაკალაშვილი
თელავის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების
მასწავლებელი
პროფესიის არჩევანი
მე ვარ ზეინაბ კაკალაშვილი, პროფესიით მასწავლებელი. დავიბადე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ ველისციხეში. 1983 წელს, აქვე დავასრულე საშუალო სკოლა. ამჟამად ვმუშაობ თელავის მე-5 საჯარო სკოლაში, ვარ სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფასილიტატორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის საბჭოს თავმჯდომარე.
|
ვრცლად>>> |
|
2018-05-31
ფინური სკოლის წარმატების საიდუმლო — ნდობა და თანასწორობა
|
ერთი წლის წინ დაგეგმილი ინტერვიუ მაკო ღამბაშიძესთან მოგვიანებით შედგა, მაგრამ ფინური სკოლის მოდელზე საუბარი არც ერთი და არც ორი წლის შემდეგ აქტუალობას არ დაკარგავს, რადგან ფინური განათლების სისტემა, მიუხედავად, იმისა, რომ ბევრი მოწინავე ქვეყნისთვის სწორებად იქცა და მცდელობას არ აკლებენ, რომ მას გაუთანაბრდნენ, დღემდე მოწინავე პოზიციაზეა. მარიამი ერთი სემესტრი ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი) განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით სწავლობდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ილიაუნის ჶrasmus+-ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ საუბრობს და გვიზიარებს მოსაზრებებს, თუ რითია ფინური განათლების სისტემა სამაგალითო.
ფინური ცხოვრება — შთაბეჭდილებებისა და ინფორმაციის ზღვა
ჩემი ფინური ცხოვრება შთაბეჭდილებების, ემოციებისა და ინფორმაციის ზღვა იყო. შემიყვარდა ფინური კულტურა, ტრადიციები და ცხოვრების წესი. გავიცანი სხვადასხვა კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანები. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება ამ მხრივ მრავალფეროვანი გახდა.
ყველაზე საინტერესო მაინც ფინური განათლების სისტემის გაცნობა აღმოჩნდა. ბევრი დადებითი მსმენოდა, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მომეცა ფინეთის სკოლებზე დაკვირვების საშუალება. ვესწრებოდი გაკვეთილებს, ინტერვიუებს ვიღებდი სკოლის დირექტორების, პედაგოგებისა და მოსწავლეებისგან. მივხვდი, რომ ნდობა, თავისუფლება და თანასწორობა აქცევს ფინური განათლების სისტემას სამაგალითოდ.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|