გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2011-11-03
კარგია, როცა არა მხოლოდ იმეორებ იმას, რაც წინა წელს გაკეთებულა
|
გვესაუბრება გამოცდების
ეროვნული ცენტრის
დირექტორი მაია მიმინოშვილი
2010-11 სასწავლო წელი დატვირთული წელი იყო გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის. კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგებით?
მართლაც ძალიან დატვირთული წელიწადი იყო. 2011 წელს, სასწავლო წლის ბოლოს, პირველად ჩატარდა გამოსაშვები გამოცდები. თავისთავად რთულია CAT-ის სისტემა, რომელიც დაინერგა გამოსაშვები გამოცდების სახით. რთულია იმდენად, რამდენადაც შემოვიღეთ სრულიად ახალი, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება. ასეთი მასშტაბის ტესტირებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოცდილება და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, გაგვეზიარებინა ყველა ქვეყნის გამოცდილება.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტში — ვექტორი გამარტივებისაკენ
|
გვესაუბრება გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის
ხელმძღვანელი გოგი მაჭავარიანი
რამდენად საფუძვლიანია მღელვარება, რომელმაც საზოგადოება მოიცვა, თითქოსდა, სკოლებში ქართული ლიტერატურის შევიწროვების გამო. რა ცვლილება განიცადა ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტმა? მოგეხსენებათ, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ორი ტიპის ტესტს ამზადებს — სავალდებულო საგამოცდო ტესტს და არჩევითი ლიტერატურის ტესტს. რაც შეეხება ლიტერატურის არჩევითი გამოცდის ტესტს, არავითარი ცვლილება არ იგეგმება, როგორიც იყო შარშან, იმგვარივე დარჩება, ანუ იქნება განსხვავებული ტიპის ორი წერითი დავალება, რომლებიც 50 ქულას მოიცავს. 25 ქულით შეფასდება ერთი წერითი დავალება, მეორეც — 25 ქულით. 30 ქულით შეფასდება ლიტერატურის ცოდნა — გარკვეული ეპიზოდების ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების, ანუ იმგვარი შეკითხვები, ლიტერატურული ტექსტის ცოდნას რომ მოითხოვს. მთლიანობაში ეს იქნება 80-ქულიანი ტესტი, როგორც იყო შარშან და შარშანწინ.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს მეტი პედაგოგი გადალახავს ბარიერს
|
გვესაუბრება გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია კუტალაძე
მოგეხსენებათ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდები ორი ნაწილისაგან შედგება: საგნობრივი გამოცდა, რომელიც ამოწმებს კონკრეტული საგნის და ამ საგნის სწავლების სპეციფიკური მეთოდიკის ცოდნას და ზოგადი პროფესიული უნარების გამოცდა, რომელსაც აბარებს ყველა პედაგოგი, განურჩევლად იმისა, რა საგანს ასწავლის ის. პროფესიული უნარების ტესტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბავშვის განვითარებისა და სწავლის თეორიები, მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებები და ღირებულებები, ეფექტური სწავლისა და სწავლების მეთოდები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის.
|
ვრცლად>>> |
|
2011-10-31
2011-12 სასწავლო წლების სიახლეები
|
გვესაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე
ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი ახალ სასწავლო წელს ბევრი სიახლით შეხვდა — უკვე მზად არის 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მისი ეფექტურად დანერგვის მიზნით; ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი თუ პროგრამა...
შევეცდები, ყველა სიახლეზე ვისაუბრო:
2011-2012 სასწავლო წელს ძალაში შევიდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებით საფეხურზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოსწავლეებს I-VI კლასებში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები აქვთ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჩვენს ცენტრთან ერთად, ჩაატარა სახელმძღვანელოების გრიფირების საკმაოდ მკაცრი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები, დაწესდა მაღალი ქულობრივი ბარიერი, რომელიც, ბუნებრივია, ყველა სახელმძღვანელომ ვერ გადალახა. თითოეული სახელმძღვანელო შვიდმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეაფასა. საბოლოოდ, ჩემი აზრით, საუკეთესოები შეირჩა.
შარშან პილოტირების რეჟიმში, წელს კი ყველა მოსწავლისთვის ინგლისური ენა სავალდებულო გახდა პირველივე კლასიდან, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა.
|
ვრცლად>>> |
|
2011-10-31
…ჩემს წინაპართა მსგავსად ვეომები ურწმუნოთ
|
1911 წლის 2(15) სექტემბერს მიხეილ თამარაშვილი სოფელ სანტა-მარინელასთან, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, პროფესორ ავგუსტისთან ერთად სეირნობდა. ზღვა საოცრად წყნარი იყო. უბედურებას თითქოს არაფერი მოასწავებდა. მოულოდნელად ამინდი აირია, ამოვარდნილმა ქარმა ზღვა ააღელვა. ამ დროს ყვირილი გაისმა. ვიღაც განწირული ხმით შველას ითხოვდა. ყველა ნაპირს მიაწყდა, მაგრამ ზღვაში შესვლას ვერავინ ბედავდა. ამ დროს შეგროვილ ხალხს ორი ვაჟკაცი გამოეყო და აქოჩრილ ტალღებს შეება. ერთი მათგანი მიხეილ თამარაშვილი იყო, მეორე — მისი მეგობარი პროფესორი. მაშველებმა მსხვერპლის — ნავების დარაჯის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ თვითონ ნაპირს ვეღარ მიაღწიეს. მიხეილი ამ დროს მხოლოდ 53 წლის იყო.
|
ვრცლად>>> |
|
2011-06-29
მთის რაჭა ტრადიციებითა და რიტუალებით
|
დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში, მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე — რაჭა.
X საუკუნის ბოლომდე რაჭა, როგორც ცალკე ისტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული, არ არსებობდა. შემდეგდროინდელი საერისთაოს ტერიტორია ორ ქართულ პროვინციაში — თაკვერში და სვანეთში — იყო განაწილებული (ე.წ. რაჭის „მთიულეთი“ სვანეთს ეკუთვნოდა. X ს-ის დასასრულამდე სვანეთში გლოლა და უწერაც შედიოდა).
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე გამოირჩევა უძველესი ტრადიციებით. ისტორიულად რაჭა ზემო და ქვემო რაჭად იყოფა. ცალკე გამოიყოფა მთის რაჭა, რომელიც მდებარეობს რიონის სათავისა და ჭანჭახის წყალს შორის და სამ სოფელს — ღები, გლოლა და ჭიორა — აერთიანებს.
ხალხური გადმოცემის თანახმად, ერთხელ თამარ მეფეს სოფელ სამაროვანში შეუსვენია, გლოლიდან ათი ვერსის მანძილზე. სამაროვანიდან გამომგზავრებისას თამარს მოუკითხავს საბალახოდ გაშვებული ჯორები. მეფის მხლებლებს ბევრი ძებნის შემდეგ ჯორები ჩიჩხვის მთის ძირში უპოვიათ, რომლებიც თურმე მჟავე წყალს — „ვეძას“ სვამდნენ. მეფის მხლებლებს თამარისთვის ეს წყალი აზარფეშით მიურთმევიათ. თამარს მოუსურვებია წყაროს ნახვა და გლოლას ჩაბრძანებულა. ძალიან მოსწონებია ეს ადგილი და ეკლესიის აშენება უბრძანებია, მაგრამ რადგან ადგილი უკაცრიელი და ტყით დაბურული იყო, საჭირო გამხდარა ეკლესიისთვის მეთვალყურედ ვინმე დაეტოვებინათ. დარჩენის სურვილი ამალიდან ერთ-ერთ ბერს გამოუთქვამს, მხოლოდ იმ პირობით, თუ მეფე მას ცოლის შერთვის ნებას მისცემდა. თამარს ნება დაურთავს და ბერი დარჩენილა ბიძასთან და მოსამსახურე ბიჭთან ერთად. ხალხური გადმოცემით, ამ სამი პირისგან სოფელი გლოლა მოშენებულა და იქ მცხოვრები გვარებიც სწორედ მათგან წარმოიშვა: ბერისგან — ბერიშვილები, ბიძისგან — ბიძაშვილები და ბიჭისგან — ბიჭაშვილები.
სოფელ ღების („ღები“ სვანურად ჩაღრმავებულს ნიშნავს) დაარსებას ხალხური თქმულება ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვინმე მღებავს მიაწერს, რომელსაც თურმე კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას ხელი მიუყვია მღებაობისთვის და სოფელსაც ამის გამო დარქმევია ღები.
|
ვრცლად>>> |
|
2011-06-29
ბათუმის ქალთა გიმნაზია
|
ბათუმის N2 საჯარო სკოლას (ყოფილი ქალთა გიმნაზია) 2010 წელს 110 წელი შეუსრულდა.
საინტერესოა ის ვითარება, რამაც წამოჭრა ბათუმში ქალთა გიმნაზიის გახსნის საკითხი. ბათუმის ოლქის რუსეთთან შეერთების პირველსავე წლებში სკოლების რაოდენობა ძალზე მცირე იყო. ეს აღელვებდა ქალაქის ქართველ საზოგადოებრიობას. 1893 წელს წამოიჭრა საკითხი ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის დაარსების შესახებ. ეს საკითხი დიდხანს ჭიანურდებოდა, სანამ ქალაქის თვითმმართველობას სათავეში არ ჩაუდგა დიდი საზოგადო მოღვაწე ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი. მან, მისთვის ჩვეული ენერგიით, მოჰკიდა ხელი ვაჟთა გიმნაზიის დაარსების საქმეს. დიდი სიძნელეების მიუხედავად მიაღწია კიდეც გიმნაზიის დაფუძნებას. ვაჟთა კლასიკური გიმნაზია ბათუმში 1897 წლის 14 სექტემბერს გაიხსნა დიდ სადღესასწაულო ვითარებაში. ამ მოქალაქეობრივ ღონისძიებაზე ლუკა ასათიანს შესანიშნავი სიტყვა წარმოუთქვამს და მიულოცნია მოწინავე ქართული საზოგადოებისათვის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის გახსნა.
|
ვრცლად>>> |
|
2011-06-29
წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის სიტყვიერი გადმოცემა
|
იაპონია მსოფლიო ყურადღების ცენტრში, რამდენიმე თვის წინ, შემზარავი ცუნამის გამო მოექცა და იაპონელი ხალხის მხარდაჭერა მსოფლიო საზოგადოებამ სხვადასხვა ღონისძიებით გამოხატა. ეს თანადგომა იაპონელი ხალხისთვის ერთგვარი ძალის მიმცემია, რათა კიდევ უფრო გაძლიერდნენ და დაძლიონ თავს დამტყდარი უბედურებით გამოწვეული უიმედობა. „სოლიდარობა იაპონიას“ — ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი პოზიტიური წინ არის, ამ მოწოდებას თბილისის 147-ე საჯარო სკოლის X3 კლასის მოსწავლეები იაპონური პოეზიის საღამოთი გამოეხმაურნენ.
პროექტი „იაპონური პოეზია“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია ტაბიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. პროექტზე, ასევე, მუშაობდნენ მარიამ კალანდარიშვილი და ნინო ჩახუნაშვილი. იდეა მოსწავლეებს ეკუთვნით. როგორც მათ გვითხრეს, ჯერ კიდევ IX კლასში სწავლისას ძალიან მოსწონდათ იაპონური პოეზია და წელს მაია მასწავლებელს სთხოვეს, ამით დაინტერესებულიყო მათთან ერთად და პოეზიის საღამო მოეწყოთ. ერთობლივი მუშაობის შედეგმა არ დააყოვნა და შექმნეს პროექტის ელექტრონული ვერსია, რომლის წარდგინებაც საჯაროდ მოაწყვეს.
|
ვრცლად>>> |
|
2011-06-15
უნიშნობათა შემნიშნავი
|
2 ივნისს, ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“, 24-ე საჯარო სკოლის IXბ კლასის (დამრიგებელი — ლამარა ტაბატაძე) მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო — „უნიშნობათა შემნიშნავი“ გამართეს. საღამოს ორგანიზატორი ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ბარისაშვილი იყო. ლიტერატურული საღამო მოსწავლეებმა გია მურღულიას რედაქციით გამოცემული წიგნის „სიბრძნე მინიატურაში“ მიხედვით წარმოადგინეს.
თამარ ბარისაშვილი, 24 -ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ჩვენ მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული კომპოზიცია მხოლოდ მოკრძალებული მცდელობაა აღმოსავლური სიბრძნის შეცნობისა, იმ სამყაროსთან მიახლოებისა, ევროპულ აღორძინებაზე ადრე რომ იგემა რენესანსი. მართალია, აღმოსავლური ლიტერატურა, პოეზია წუთისოფლის კანონებს ვერ ცვლის, მაგრამ ცხოვრებას მეტ შინაარსს სძენს, ადამიანის ჰუმანისტურ ბუნებას აღვიძებს და წარმოაჩენს, რითაც მარადიულ ინტერესს იწვევს. ძნელია, XXI საუკუნის გადასახედიდან X-XV საუკუნეების აღმოსავლური ფილოსოფიის გათავისება, თუმცა ჭეშმარიტი ლიტერატურისთვის მამოძრავებელი შემოქმედებითი საწყისია. სწორედ ამ მადლით ჩვენმა მოზარდებმა რუდაქის, აბუ საიდის, ჯალალ ედ-დინ რუმის, ჰაფეზის, ომარ ხაიამის, დაყიყის პოეზია შეიყვარეს, რაც ყველაზე არსებითია, დაიწყეს ფიქრი მარადიულ ღირებულებებზე, იგავური თქმებით თვალი გაუსწორეს რეალურ ყოფა-ცხოვრებას. IXბ კლასის მოსწავლეები შეეცადნენ ღვთაების არსებობის ახსნას, მიხვდნენ საკუთარი თავის შეცნობა ყველაზე დიდი ნიჭია, მოკვდავი ადამიანის ის უნარია, „სიძნელეს გზისას“ რომ აადვილებს, დარწმუნდნენ, საკუთარ „მეს“ ხშირად უნდა ჩაეკითხო: „ვინ ვარ, რა ვარ“, და ვინც თავს შეიცნობს, გაცხადებულად ჰპოვებს უფალს. წიგნი „სიბრძნე მინიატურაში“ ჩვენი სამაგიდო წიგნია. კრებული, რომელშიც 138 ფილოსოფიური იგავია შეტანილი, მოზარდებისთვის ინტელექტუალური და ზნეობრივი წვრთნის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ის, რაც დღეს მოსწავლეებმა წარმოადგინეს, მხოლოდ იმ მასალის მცირე ნაწილია, რომლის გადაკითხვაც, შესწავლაც და შეფასებაც გაკვეთილების პროცესში მოუწიათ. იგავებზე მუშაობისას ისინი ეზიარნენ ჭეშმარიტებას. ღონისძიებისთვის მხოლოდ რამდენიმე იგავი და რობაია შევარჩიეთ.
|
ვრცლად>>> |
|
2011-06-15
„ბუსუნსულებით“ დამკვიდრებული ლექს-ნახატები
|
ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის დღე — გამომცემლობა „პეგასის“ მიერ სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, დასკვნითი ნაწილი კი ზაზა აბზიანიძის საბავშვო წიგნების წარდგინებას დაეთმო. საზოგადოებას „პეგასის“ მიერ გამოცემული „ბაფთა“, „ბუსუნსულები“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული „წითელკუდა“ წარუდგინეს.
„ბუსუნსულები“ მკითხველისთვის სრულიად უჩვეულო და უცნობ ჟანრს მიეკუთვნება — „სადიდო“ და „საბავშვო“ პოეზიის მიჯნაზე შექმნილ ლექსებს ავტორმა თავისივე ილუსტრაციები დაურთო და სახელიც გამოუგონა — „ლექს-ნახატები“, ასე შექმნა „ბუსუნსულებმა“ ახალი ჟანრი. იწერებოდა სრულიად მოულოდნელად, ლექციასა და ლექციას შორის, ტრანსპორტში, ქუჩაში... არავითარი შრომა, ამბობს მწერალი, ეს ლექსები თამაშ-თამაშით დავწერეო. ერთ ერთი პირველი ლექსი ამ წიგნისთვის ბატონ ზაზას სქელოსა და ჩიაზე დაუწერია:
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|