გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2011-04-14
სამაგალითო სკოლა ნოვაციით და ტიპური პრობლემებით
თბილისის 182-ე საჯარო სკოლა (დირექტორი — სოფო საბულუა) ანალოგიური ტიპის დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც სპორტი შემოსავლის წყაროდ აქციეს. სკოლამ ამას საცურაო აუზის ამუშავებით მიაღწია, სადაც ახლა ფასიანი ჯგუფებიცაა გახსნილი. აუზი აქ ადრეც არსებობდა, მაგრამ ბოლო წლების ძნელბედობამ ისიც შეიწირა, თუმცა ბოლომდე არ განადგურებულა. მოგვიანებით დირექციამ მისი გარემონტება განიზრახა, თუმცა ხელოსნებმა იმდენად დიდი თანხა მოითხოვეს, მის გადახდას სკოლა ვერაფრით შეძლებდა, ამიტომ ისევ საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს გარემონტება. ნელ-ნელა, ეტაპობრივად და თანდათან საქმე წინ წასწიეს და შარშან აუზი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ის არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეების, არამედ მთელი დასახლებისთვის მუშაობს. თავიდან ანაზღაურება შიდა და გარე კონტინგენტისთვის განსხვავებული იყო, მაგრამ ახლა ყველასთვის საერთოა. ჰყავთ პროფესიონალი კადრიც და წვრთნის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. ცხადია, ინტერესიც ძალიან დიდია — ზამთარში მსურველთა რაოდენობა, ჩვეულებრივ იკლებს ხოლმე, მაგრამ ამ სეზონზე 150-მდე ბავშვი მაინც დადიოდა, ახლა კი კონტინგენტის გაზრდას ელოდებიან.
ვრცლად>>>
2011-04-14
მათემატიკა და განათლების სისტემის რეფორმა
რევოლუციური გარდაქმნები ხდება განათლების სისტემაში. არ შეიძლება ეს არ დაინახო და არ შეაფასო. როგორც ჩანს, ათი წლის შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მსოფლიოში.
ასეთი დიდი ცვლილებების დროს შეუძლებელია ყველაფერი ზუსტად გათვალო, ყველაფერი გაითვალისწინო.
პედაგოგიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი — მარტივიდან რთულისაკენ — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათემატიკის სწავლების პროცესში. ყველა დაგვეთანხმება, რომ პირველ კლასში განხილული მათემატიკური დებულებები უნდა განსხვავდებოდეს მეთორმეტე კლასში განსახილველი დებულებებისაგან, ამასთან, მათემატიკური მსჯელობების სიმკაცრის დონე ყოველ სასწავლო წელს, თანდათან, შეუმჩნევლად უნდა მატულობდეს.
დაწყებით სკოლაში, პირველი ექვსი წლის განმავლობაში, მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ მათემატიკური ფაქტები, ცხადია, მოსწავლეებს მათ დასაბუთებას არ მოვთხოვთ, მაგრამ მასწავლებლის მსჯელობას ფაქტების დასაბუთებებიც უნდა ახლდეს თან.
ვრცლად>>>
2011-04-14
ბავშვთა მიმართ ძალადობა
პედაგოგებს ხშირად აქვთ შეხება ძალადობაგანცდილ/ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან. დროულ ჩარევას და სხვადასხვა სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას ძალადობის მსხვერპლი/რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების გამოვლენისა და ძალადობის ფაქტზე დროული რეაგირებისთვის, თითოეული შემთხვევის ეფექტურად გადაჭრისა და ბავშვის ძალადობისგან დაცვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
2010 წლის 7 ივნისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანების ¹152/ნ საფუძველზე, ძალაში შევიდა დოკუმენტი „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები“. ამ დოკუმენტის მიზანია ოჯახში და მის გარეთ ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვთა დაცვის ხელშეწყობა, ძალადობისგან ბავშვთა დაცვის კოორდინირებული და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება.
ვრცლად>>>
2011-04-14
განათლების კერები მესხეთში
მესხეთი საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამ კუთხის კულტურულ დაწინაურებას ადრეული პერიოდიდანვე ასაბუთებს მდიდარი არქეოლოგიური მასალა, წერილობითი და ისტორიული ძეგლები. განათლებისა და კულტურის განვითარებას ხელი შეუწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ. რასაც მოჰყვა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომლებიც იმთავითვე ჩამოყალიბდნენ საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად. ასეთი ცენტრები მრავლად იყო მესხეთში — შუა საუკუნეებში 13 საეპისკოპოსო კათედრალი მოქმედებდა. მესხეთში შეიქმნა მთელ ქვეყანაში მომქმედი ბექა-აღბუღას სამართალი „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველთავე“, აქვე იყო ბეშქენ და ბექა ოპიზრების მიერ დაარსებული ოპიზის სამხატვრო სკოლა, რაც უმთავრესია, აქ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“... ისტორიულად მესხეთი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. თუმცა, იყო დრო, როდესაც ეს კუთხე მთლიანად ჩამოაშორეს საქართველოს და მხოლოდ მისი ერთი ნაწილის დაბრუნება გახდა შესაძლებლი.
ვრცლად>>>
2011-04-14
ქართველი პედაგოგების თვალით დანახული „დიდი ადრონული კოლაიდერი“
შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN), მსოფლიოს მეცნიერებთან ერთად, 50-მდე ქართველი ფიზიკოსი და ინჟინერი დიდი აფეთქების ექსპერიმენტით სამყაროს შექმნის მოდელს იკვლევს. მსოფლიოში ყველაზე გიგანტურმა ამაჩქარებელმა — დიდი ადრონული  კოლაიდერი — პირველი წარუმატებელი გაშვება გასულ წელს განახორციელა. გიგანტური ამაჩქარებელი აგებულია საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე არსებულ ტერიტორიაზე. მას უკავია 100 მეტრის სიღრმეზე განთავსებული გვირაბი, რომლის რკალის სიგრძე 27 კილომეტრია. მისი შემქმნელების ჩანაფიქრით, ერთმანეთის საპირისპიროდ აჩქარებული მძიმე პროტონების კონები შექმნიან დიდი აფეთქების შემდგომ პირველ მიკროწამებში არსებულის მიახლოებულ პირობებს, რის შედეგადაც შეიქმნა სამყარო. შემდგომი ექსპერიმენტები გაზაფხულზე იგეგმება.
ვრცლად>>>
2011-02-11
შემოდგომაზე დავხატავ სურათს და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს...
"და მაინც, ვინ ვარ ახლა მე?"
(ადამიანი თავისთვის შედგენილი კანონებით )

და მაინც, ვინ ვარ ახლა მე? ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ თავისთვის შედგენილი კანონები. ეს კანონები მხოლოდ იმისთვის არის გასაგები და ასატანი. სხვა ვერც ერთი ადამიანი ამ კანონებით ვერ იცხოვრებს. ეს ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ჩაცმას, ხალხს, მათ აზრებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მისას. მასში არ იწვევს ტრაგედიას ან სიხარულს ყველაფერი ის, რაც სხვისთვის ძნელი ასატან-გადასატანია. ანდა, პირიქით, იწვევს... ჩემი სურვილები მიმდინარე სასწავლო წელთან დაკავშირებით ბევრი იყო. კერძოდ, მინდოდა, სალაპარაკო ლექსიკონიდან ცუდი სიტყვები ამომეშალა, კარგ ნიშნებზე მესწავლა და, რაც მთავარია, მეგობრული დამოკიდებულება მქონოდა თანაკლასელებთან. როცა კარგად მოვიქცევი, დღის რეჟიმს დავიცავ და კარგ ნიშნებს მივიღებ, მშობლები კარგად მეპყრობიან და ბევრ რამესაც დამპირდებიან ხოლმე, თუმცა, უმეტესობა არ სრულდება. რატომ? იმიტომ, რომ მეორე, მესამე ან სულაც ერთი კვირის შემდეგ, სამიანს "მივართმევ" მათ და ყველა დაპირებაც საპნის ბუშტივით ქრება... ჩემდა "საუბედუროდ, დაბადებიდანვე ხატვისა და მწერლობის ნიჭი "დამბრალდა". ჰოდა, კლასში ხშირად მავალებენ კედლის გაზეთისა და ალბომების გაფორმებას. ეს არც ისე რთულია, მაგრამ ბევრია..." _ ეს დათო კრაწაშვილის თავისუფალი თემაა ქართულ ლიტერატურაში. აი, ასეთი კანონებით მცხოვრებ 17 წლის დათოს განვლილმა წლებმა დაუდასტურა, რომ მას ეს ნიჭი შემთხვევით არ "დაბრალდა", მის შემოქმედებას აღიარება მოჰყვა.
ვრცლად>>>
2011-02-11
წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია
ყველა ეპოქა თავის მოთხოვნებს უყენებს საზოგადოებას. XIX საუკუნის პირველი ნახევარი საბედისწერო ჟამი იყო საქართველოს ისტორიაში, ჟამი, როცა ქრისტეს სახელით, ქრისტეს სჯულს მწვალებლობა შემოერია, ჟამი, როცა ჩვენს თავზე "გადაქართველების საშიშროებამ გადაიქროლა".
ილია ჭავჭავაძეს ძალიან აწუხებდა საზოგადოების მოუმზადებლობა ცხოვრებისათვის. ამის ძირითად მიზეზად ის მიაჩნდა, რომ ყმაწვილებს არ ჰყავდათ მცოდნე მომვლელი ქალები. ეს უმთავრესად იმ სასწავლებლების არქონას უკავშირდებოდა, რომელსაც "ქალი, ოჯახის დედა და მეუღლე უნდა გამოეზარდა".
ვრცლად>>>
2011-02-11
”ახალი განათლების” შეძენა შესაძლებელია
”უაიდ დისტრიბუშენის” პრესის გავრცელების ჯიხურებში,
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში
ჯიხურების მისამართები იხილეთ
ვრცლად>>>
2010-12-17
მეგზური სულიერი სრულყოფის გზაზე
ლიტერატურის მთავარი დანიშნულება ადამიანის სულიერი აღზრდაა, მისი ზნეობრივი სახის სრულყოფა, რათა მან შეძლოს საზოგადოებაში ცხოვრება, სიკეთის, მშვენიერებისა და სიყვარულის იდეალების დაფასება. ლიტერატურის კარგი სახელმძღვანელო კი აუცილებელია იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს ამ იდეალების დამკვიდრებაში თავისი წვლილის შეტანა, სასწავლო პროცესი იმგვარად განახორციელოს, რომ მოსწავლეს დაეხმაროს სულიერი სრულყოფის გზაზე.
როგორია, ამ თვალსაზრისით, მე-10 კლასის რამდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელო? მასწავლებელს აქვს თავისუფლება, მისთვის ყველაზე მოსახერხებელი შეარჩიოს. შერჩევის კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და პედაგოგის პროფესიონალიზმს, ინტელექტს, გამოცდილებას ეფუძნება.
სახელმძღვანელო სახელმწიფოს დაკვეთაა, ე.ი. იგი ირეკლავს საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნებს, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია ჩამოყალიბებული. ჩვენში თითქმის ყოველ წელს სახელმძღვანელოების ცვლა შეიძლება დადებითი და უარყოფითი ნიშნით განვიხილოთ, ეს, ერთი მხრივ, მეტყველებს, რომ საგანმანათლებლო მიზნები არ არის ცხადად ჩამოყალიბებული, მეორე მხრივ, მიანიშნებს სრულყოფილებისაკენ სწრაფვაზე.
ვრცლად>>>
2010-12-17
ევროპული ფესტივალი თბილისში
2015 წელს თბილისი მოზარდთა ძალიან დიდ აღლუმს უმასპინძლებს — ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი ევროპელი ახალგაზრდების კულტურულ-სპორტულ ცენტრად იქცევა — წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასამდე სტუმარი გვეწვევა. ცხადია, მათი უმრავლესობა მოზარდი იქნება — 14-დან 17 წლამდე.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50] > [51] > [52] > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61]
25-28(942)N