გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2011-11-17
ლექსის სწავლების თავისებურებები
|
დღეს, როგორც არასდროს, ისეა აუცილებელი სწავლების წარმართვა თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდებით, რაც, საგნის საფუძვლიან ცოდნასთან ერთად, ითვალისწინებს: მოსწავლეთა ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნას, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობით, სხვისი მოსაზრების მოსმენისა და გათვალისწინების ფონზე, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ლექსის სწავლების ხერხებისა და მეთოდების სწორად შერჩევა, რათა შესასწავლი მასალა ერთიანად აღიქვან მოსწავლეებმა და არ მოხდეს მისი დანაწევრება-პერიფრაზირება. რადგან სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ახლის ძიებას, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ლექსის სწავლების განსხვავებული ვარიანტები; პოეტის ადგილი ქართულ მწერლობაში, ლექსის შექმნის ფონი, ეპოქა, გამოყენებული მხატვრული ხერხები და ლირიკული გმირის პიროვნული თვისებები.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-10
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თავმოყრილი საზოგადოებაა
|
ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში იღებენ განათლებას. რუბრიკის პირველი სტუმარია აბუ დაბის უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარ კახიძე.
— ოთარ, შენ შესახებ საუბარი დავიწყოთ თავიდან. სწავლობდი თბილისში, შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრე დიდ ბრიტანეთში. მიამბე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
გამიმართლა, რომ თბილისის 50-ე სკოლაში ვსწავლობდი. ეს სკოლა პომპეზურობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ იქ დღემდე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან. განათლება, რომელიც თბილისში მივიღე და აკადემიური დისციპლინა, რომელიც ჩემმა მასწავლებლებმა ჩამომიყალიბეს, დღემდე საუკეთესოდ მახსენდება — აღარაფერს ვამბობ მათ ენთუზიაზმზე...
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-10
სადაც არ უნდა იყო, ვაჟას რომ გადაშლი, უკვე სამშობლოში ხარ
|
წელს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია, ქართულ ლიტერატურას 150 წლის გენიოსი ჰყავს. ვაჟას საიუბილეო „საჩუქრებიდან“ განსაკუთრებულად მიხო მოსულიშვილის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული რომანი — „და უფსკრულს დასცქერის პირიმზე“ (ჩანაწერები ვაჟაზე) მივიჩნიეთ, რომელმაც მწერალს ახლახან პრემია „გალაც“ მოუტანა — „ვაჟა-ფშაველა“ ამ ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ „სამაგიდო წიგნად“ აღიარა. მხატვრულ-დოკუმენტური ჩანაწერების სახით მწერალმა ვაჟა-ფშაველას ძნელი და ღირსეულად განვლილი ცხოვრება წარმოგვიდგინა და ახალი კუთხით დაგვანახა მისი განუმეორებლი აზროვნების სტილი.
„ვინ იცის, ეგრე ძალიან რად შეუფიქრიანებია ვაჟა-ფშაველა გველებისაგან შვილებიანად დაკბენილ ლაოკოონს? თავადაც ხომ არ გრძნობს, თუ როგორ ეგრაგნებიან მთელ სხეულზე სიდუხჭირისა და მტრობის გველები?.. და თვითონაც ლაოკოონივით, — კი არ ყვირის, ითმენს... ისე ითმენს, რომ მარტო კვნესა თუ აღმოხდება ხოლმე და ამისიც რცხვენია... ეს ყოფილა ვაჟას ცხოვრება, სწორედ ეს, — როცა ტკივილი და სილამაზე ძალიან ახლო-ახლოს არიან და როცა კლდის პირზე ყელმოღერებული პირიმზე უფსკრულს ჩაჰყურებს ეჭვით...“, — წერს ავტორი.
ამ ბოლომდე ამოუცნობი გენიის მპოვნელს კი მომავალში ელოდება მწერალი:
„...ვაჟა სულ სხვაგან არის, ჩვენ კიდევ სულ სხვაგან დავეძებთ და ვერ გვიპოვნია ჯერ...
ვერც ვიპოვნით...
ვაჟა-ფშაველა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს“.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
ბედნიერებაა, როცა ქვეყანას ვაჟა-ფშაველა ჰყავს
|
24-ე საჯარო სკოლაში ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით — „ვაჟა რეალურ სამყაროში“. X-XI კლასების მოსწავლეები, ლიტერატურის ინსტიტუტის დახმარებით, გაეცნენ პოეტის პირად არქივს, ოჯახურ წერილებს. საშუალება მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ პოეტის პიროვნებას. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მათ მიერ დამუშავებული თემები წარმოადგინეს, იმსჯელეს ვაჟას პუბლიცისტურ წერილებზე, მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი და პოზიცია.
თამარ ბარისაშვილი, 24-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მოგეხსენებათ, წლევანდელი წელი ვაჟა-ფშაველას წლად არის გამოცხადებული. გადავწყვიტეთ, სასწავლო წლის პირველი ნახევარი დაგვეთმო პოეტის საქმიანობის, საზოგადო მოღვაწეობის, მისი, როგორც პუბლიცისტური წერილების ავტორისა და როგორც ქართული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების დიდაქტიკოსის მიმართ. დღევანდელი ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა ვაჟას პუბლიცისტური წერილები მოამზადეს. პროექტის ფარგლებში, ლიტერატურის ინსტიტუტში იმუშავეს, გაეცნენ ვაჟას წერილებს, ხელნაწერებს, დაათვალიერეს არქივი. მასალებზე მუშაობისას დამოუკიდებლად შეარჩიეს წერილები. ისინი მსჯელობდნენ, პარალელს ავლებდნენ დღევანდელობასთან — როგორც საზოგადო მოღვაწე, არის თუ არა ვაჟა-ფშაველა დღესაც საინტერესო; მის მიერ დასმული საკითხები არის თუ არა სადღეისოდ აქტუალური. თავდაპირველად, შემოქმედზე ფიქრი თენგიზ აბულაძის ფილმის „ვედრება“სკოლაში ჩვენებით დავიწყეთ. ამ ფილმზე ფიქრმა მიგვიყვანა საქართველოს თეატრის, კინოს, ქორეოგრაფიისა და მუსიკის მუზეუმში. აქ მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი ადამიანების თენგიზ აბულაძისადმი მიწერილ უამრავ წერილს, სადაც ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავენ ფილმის გამო. დღევანდელ ღონისძიებაზე VII-IX კლასების მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების თემატიკაზე შექმნილი ნახატები (ხატვის პედაგოგს — ნინო იოსავა). დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლიტერატურის ინსტიტუტის ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელს — მარიამ ყიფიანს, ასევე საქართველოს თეატრის, კინოს, ქორეოგრაფიისა და მუსიკის მუზეუმს, დახმარებისა და თანადგომისათვის.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
განვითარებისა და სწავლის თეორიები
|
მოკლე ინფორმაცია იმ ავტორების შესახებ, რომელთა ნააზრევის ცოდნაც მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით არის განსაზღვრული
ჟან პიაჟე (1896-1980)
შვეიცარიელი ფსიქოლოგი, ინტელექტის განვითარების თეორიის ავტორი. 1929 წლიდან იყო ჟენევის უნივერსიტეტში პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი. პიაჟემ შექმნა ბავშვის აზროვნების განვითარების ექსპერიმენტული კვლევის სკოლა. მან რამდენიმე წელი იმუშავა ცნობილი ფსიქოლოგის, ალფრედ ბინეს, ლაბორატორიაში. სწორედ ამ ლაბორატორიაში მუშაობის დროს პიაჟე პირველად დაინტერესდა ადამიანის ინტელექტის და მისი განვითარების საკითხების შესწავლით. ბინეს ლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო სტანდარტული ტესტების შემუშავება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა ინტელექტის განვითარების დონის დადგენა. ამ საკითხებზე მუშაობის პროცესში ჩაეყარა საფუძველი პიაჟეს თეორიას. კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი ასაკის ბავშვები ტესტებზე მუშაობის დროს ხშირად უშვებდნენ ერთსა და იმავე ტიპის შეცდომებს და ამ შეცდომის არსით ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ სხვა ასაკის ბავშვებისაგან. ამ დაკვირვებამ უბიძგა პიაჟეს იმ ფაქტორების კვლევისაკენ, რომლებსაც გავლენა აქვთ აზროვნების პროცესზე. მისი კვლევის შედეგები ასახულია „კოგნიტური განვითარების თეორიაში“, რომელიც თავის დროზე ექსპერტების მიერ შეფასებული იყო უნიკალურ და რევოლუციურ ნაბიჯად ფსიქოლოგიის განვითარებაში.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
იღბლიანი გათვლა
|
გაზეტის სტუმარია
მწერალი თამთა მელაშვილი,
2011 წლის ლიტერატურული პრემიის „საბა“
მფლობელი საუკეთესო დებიუტისთვის
„გათვლა“ (ამონარიდი)
მესვრიან, ნინცო, ესენი. ტვინს გამასხმევინებენ, ნინცო, ესენი. როგორც იმ კაცს იმ ხევში, გახსოვს, როგორ ჰქონდა? გახსოვს, ტვინი როგორ ჰქონდა? მესვრიან. რაც არ უნდა ვიკივლო, მაინც მესვრიან. მაინც ვერ გავაგონებ. მთელი ყუთი მაქვს თან, სათითაოდ ვყარე ტუალეტის ფანჯრიდან. აი ეხლა ჩავაწყობ და სანამ მომიახლოვდებიან, გავიქცევი. მესვრიან ესენი. მესვრიან. აქეთ მოდიან და მესვრიან. რატომ არ მითხარი, რომ ძაღლი ჰყავდათ, რატომ არ იცოდი? ვინმე ვეგონები და მესვრიან. მესვრიან, ისე ყეფს ეს ძაღლი. მესვრიან. ველით გადავალ, ველით უნდა გადავიდე. არაფერი მომივა, ველით გადავალ. მე ხო ჩიტივით ვარ, მე ხო პატარა ვარ, მე ხო ჩიტი ვარ, ცაზე ჩიტი ვარ, თუ როგორ მითხარი? იმ დღეს როგორ მითხარი? აი, უცებ გადავალ. უცებ გადავირბენ, ერთ წამში გადავირბენ. ვერც გაიგებენ ესენი, ისე გადავირბენ. აი, იცი, როგორ გადავირბენ? ხვალ მოგიყვები, აი, ისე სწრაფად გადავირბენ, უცებ გადავირბენ. ნინცო. დაიცა, ავიღო ესენი, აქეთ მოდიან, მე მგონი. ჰო, აქეთ მოდიან. მესვრიან. დაიცა, მე ხომ ჩიტი ვარ, იწილო ბიწილო შროშანო გვრიტინო ალხო მალხო ჩიტმა გნახოს შენი ფესვი ფესვმანდური სიკოჭორი კალმახური აბდა უბდა გაიქეცი. გაიქეცი. აბდაუბდა გაიქეცი. იწილო ბიწილო შროშანო გვრიტინო ალხო მალხო ჩიტმა გნახოს, შენი... შენი ფესვი ფესვმანდური სიკოჭორი კალმახური, აბდა უბდა გაიქეცი გაიქეცი... იწილო ბიწილო შროშანო გვრიტინო ალხო მალხო, ჩიტმა გნახოს, შენი ფესვი ფესვმანდური სიკოჭორი კალმახური აბდა უბდა
გა-ი-ქე-ცი
წკიპ და რიკ.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
პედაგოგს, რომელმაც ჩვენს შვილებს უნდა ასწავლოს, საკმაოდ მაღალი მოთხოვნები უნდა წავუყენოთ
|
გვესაუბრება გამოცდების ეროვნული ცენტრის
ზოგადი უნარების ჯგუფის
ხელმძღვანელი სოფო დოლიძე
წელს სასერტიფიკაციო გამოცდებში დაწყებითი საფეხურის პედაგოგებიც ჩაერთნენ. მომავალი წლისთვის მათ სიახლე ელით — ტესტი საგნობრივი სწავლების პედაგოგებისთვის. რა კრიტერიუმებით მოწმდება დაწყებითი საფეხურის პედაგოგის ცოდნა და სწავლების უნარი?
2011 წელს პირველად ჩავატარეთ სასერტიფიკაციო გამოცდა დაწყებითი საფეხურის იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც I-IV კლასებში სამ ძირითად საგანს ასწავლიან. მართალია, კანონით განსაზღვრულია, რომ დაწყებითი საფეხური I-VI კლასებს მოიცავს, მაგრამ აღმოჩნდა, მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი ისევ I-IV კლასებში ასწავლის არა ერთ საგანს, არამედ სამს — ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას. სწორედ ამ მასწავლებლებს შევთავაზეთ, პირველ რიგში, კომპლექსური სასერტიფიკაციო ტესტი. პედაგოგის ცოდნა და სწავლების უნარი სამივე დისციპლინაში მოწმდებოდა. ტესტი პროფესიულ ცოდნასთან ერთად მეთოდიკასაც მოიცავდა.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
ერთ პატარა ოთახში დაწყებული „ქართველთ სწავლის“ ისტორია
|
ვარიანში თბილი, მზიანი შემოდგომის დღე იდგა. სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ნახევრად ღია ჭიშკრებიდან, კარგად მოჩანდა პომიდვრით სავსე კალათები, ახლად მობერტყილი კაკალი, გასახმობად გაყრილი ლობიო... სკოლის ეზოში სიჩუმე იყო, გაკვეთილები მიმდინარეობდა. შენობის კუთხეში მოსწავლეები შევნიშნე, ისხდნენ და საუბრობდნენ. ვიფიქრე გაკვეთილი უცდებათ და მზეზე თბებიან-მეთქი. მივუახლოვდი, საუბარს ქალბატონი წარმართავდა, ვაჟას შესახებ სვამდა შეკითხვებს. მივხვდი, უნებურად ქართულის გაკვეთილზე აღმოვჩნდი. დაახლოებით 10 წუთში ზარიც დაირეკა. ეს ქალბატონი ქართულის მასწავლებელი ქეთევან ბერკაციშვილი აღმოჩნდა. XII კლასში ჯემალ ქარჩხაძის „ლახათ ლუქუმს“ გადიან და დასაწერად თემა მიუცია „ვინ ვარ მე“. გასაგები გახდა, რატომაც დააკავშირეს იმდღევანდელი გაკვეთილი ვაჟასთან. „ბავშვებმა მთხოვეს, საკლასო ოთახში ცივა და ეზოში ჩავატაროთ გაკვეთილიო, უარი არ ვუთხარი, მართლაც კარგი შემოდგომა გვიდგას. 45 წელია მასწავლებელი ვარ და მოსწავლეებთან კონფლიქტი არასოდეს მქონია, მათთან ხმის აწევაც არ მჭირდება, კარგად გვესმის ერთმანეთის. გაკვეთილებს, ძირითადად, საუბრის, კითხვა-პასუხის, მსჯელობის რეჟიმში ვატარებ. ჩემთვის მთავარია თემის ანალიზი შეძლოს და აზრის გამოთქმის კულტურა შეიძინოს თითოეულმა მოსწავლემ. ხშირად ვკამათობთ კიდეც. ახლაც ასე იყო...“
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
დირექტორთა კლუბი
|
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი თემურ კიკნაძე
დაამთავრა თბილისის N87 საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, საზღვარგარეთის ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.
1974-1978 წლებში იწყებს პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში, გეოგრაფიის პედაგოგად. მოგვიანებით, მუშაობას აგრძელებს თბილისის განათლების სამმართველოში, შემდეგ თბილისის N102 საშუალო სკოლის დირექტორად.
1987 წლიდან მუშაობდა განათლების სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ხოლო 1999 წლიდან 2007 წლამდე იყო თბილისის მე-3 გიმნაზიის დირექტორი.
2007 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორად.
საფუძვლიანად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, კომპიუტერულ პროგრამებს. გავლილი აქვს სხვადასხვა კურსები და ტრენინგები.
დაინტერესებულია — ლიტერატურით, ისტორია-გეოგრაფიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური მეცნიერებებით, სპორტით — ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი.
|
ვრცლად>>> |
|
2011-11-03
გალა 2011
|
8 ოქტომბერს, ეროვნული მუზეუმის ეზოში, მწერლებმა, პოეტებმა და ლიტერატურის მოყვარულებმა მოიყარეს თავი. თავშეყრის მიზეზი ლიტერატურული კონკურსი „გალა 2011“ იყო, რომელსაც საფუძველი საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა ხუთი წლის წინ ჩაუყარა.
ზაალ სამადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე: „ნიშანდობლივია, რომ „გალას“ დაჯილდოების პირველი ცერემონიალი სწორედ აქ გაიმართა, ეროვნულ მუზეუმში. გავიდა ხუთი წელი და ჩვენ კვლავ ეროვნულ მუზეუმში ვართ. როგორც ყველა ღირებული, სასარგებლო და, თამამად შემიძლია ვთქვა, კარგი საქმე „გალაც“ წლიდან წლამდე იხვეწებოდა. იმ ძირითადი დანიშნულების გარდა, რომელიც ნებისმიერ ლიტერატურულ კონკურსს გააჩნია — წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია — „გალამ“, ჩემი აზრით, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიძინა, ეს პრიორიტეტი გახლავთ იმ ადამიანების შეფასება და დაფასება, ვინც წლობით, და ზოგი ათეულობით წლობით, უდრტვინველად ემსახურება ლიტერატურას და წიგნს. ამის არაერთი მაგალითის მოტანა შეგვიძლია, თუ გადავხედავთ „გალას“ ხანმოკლე ისტორიას. ვულოცავ „გალას“ 5 წლისთავს და გილოცავთ თქვენ მწერლებისა და წიგნების ზეიმს. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებული წიგნები, ისევე როგორც ნომინანტებად დასახელებული წიგნები, დიდ ინტერესს გამოიწვევენ მკითხველ საზოგადოებაში.“
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|