გამოდის 1998 წლიდან
|
|
|
| სტატიები
|
2017-05-04
პროფესიული განათლების „ჰაკათონი“ დასრულდა
|
დასრულდა პროფესიული განათლების პირველი „ჰაკათონი“ — ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების შეჯიბრი, რომელშიც 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტური ჯგუფები მონაწილეობდნენ. „ჰაკათონი“კარგი იდეების რეალიზების, თვითგამოხატვის, ჯანსაღი კონკურენციისა და ინოვაციური პროექტების შექმნის საუკეთესო ასპარეზია.
|
ვრცლად>>> |
|
2017-04-27
„ვისწავლოთ საქართველოში“ — მეტი შესაძლებლობა უცხოელ სტუდენტებს
|
არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, ქალაქ დუბაიში, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად წარდგა პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“, რომელსაც საქართველო უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს სთავაზობს. გამოფენაზე მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყო საქართველოს რვა უნივერსიტეტი: 4 სახელმწიფო და 4 კერძო. ქართული უმაღლესი სასწავლებლების შეთავაზებას — სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობას — დამთვალიერებლებს ორი სტენდი აცნობდა. დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, უცხოელ სტუდენტებს უნივერსიტეტების წარმომადგენლები იმ პერსპექტივებზე ესაუბრებოდნენ, რომელიც საქართველოში სწავლას აქვს.
„დარწმუნებული ვარ, როგორც სამედიცინო, ასევე ბიზნესის, ინჟინერიის, ფიზიკა-ქიმიის, ტექნიკური საგნების მიმართულებით, ჩვენი შეთავაზება ძალიან კონკურენტულია. სტენდიც ძალიან მომეწონა, ადგილიც და აქტივობაც აჩვენებს, რომ ჩვენმა მონაწილეობამ ამ ღონისძიებაში უკვე გაამართლა. — უთხრა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც ღონისძიების გახსნას დაესწრო — ამ გამოფენაზე წარმოდგენილია არა მარტო ახლო აღმოსავლეთი, აქ არის კანადის, შეერთებული შტატების ძალიან სერიოზული უნივერსიტეტები. მჯერა, რომ ჩვენ კონკურენტული ვართ. მართალია შეფუთვა გვაკლია, არ ბრჭყვინავს ჩვენი პროექტი, თორემ შინაარსობრივად ძალიან კარგია.“
თეიმურაზ მურღულია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: „ჩვენ დავისახეთ ამოცანად, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მეტ სტუდენტს გავაცნოთ საქართველო. ძალიან მაღალი ხარისხის განათლება გვაქვს, ასევე, კომფორტული ცხოვრების პირობები, ამიტომ გვინდა, ბევრი სტუდენტი მოვიზიდოთ საქართველოში.
საქართველოს წარმომადგენლობა დუბაის საგანმანათლებლო გამოფენაზე უკვე ძალიან დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. პირველ რიგში, ქვეყანა დაფიქსირდა, როგორც განათლების ცენტრი, სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებთან ერთად, მათთან ერთ რიგში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა. მინიმუმ, 600 სტუდენტი დარეგისტრირდა, მათ საქართველოს მიმართ ინტერესი გამოხატეს და, რაც მთავარია, თავად უნივერსიტეტებს ჰქონდათ ძალიან ბევრი შემოთავაზება, რაც, ჯამში, გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, შედეგები იქნება. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისწავლის საქართველოში,
|
ვრცლად>>> |
|
2017-04-27
სტუდენტთა უფლებების დაცვის უკეთესი მექანიზმი
|
„ჩვენ ვდგამთ პროგრესულ ნაბიჯს, რომელიც, დეცენტრალიზაციისა და დივერსიფიკაციის საშუალებით, მოგვცემს შესაძლებლობას, გავაჯანსაღოთ არსებული სისტემა.“
მარიამ ჯაში
21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
რა განსაკუთრებული სიახლეებია და რამდენად მოიცავს კანონპროექტი სტუდენტების მოთხოვნებს, ამის შესახებ ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას პარლამენტში და კოლეგების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მან განაცხადა, ცვლილებები ოთხი ძირითადი ბლოკისგან შედგება, რომელიც ოთხი ნოვაციის ირგვლივაა ჩამოყალიბებული.
|
ვრცლად>>> |
|
2017-04-27
თეოლოგობა — ერთგვარი ხიდი დაცემულ ადამიანსა და ღმერთს შორის რუბრიკის სტუმარია
|
ირაკლი ჯინჯოლავა, მიუნხენის
ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის დოქტორანტი
— ირაკლი, როგორ გახსენდება ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გატარებული წლები, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— მიუხედავად მძიმე წლებისა, მოსწავლეობის პერიოდი ძალიან თბილად მახსენდება. ეს ის დრო იყო, როცა დამოუკიდებლობის გზაზე ახალფეხადგმული ქვეყანა სამოქალაქო ომის ჭრილობებს იშუშებდა. ჩემს კლასში 45 მოსწავლე ვიყავით, მრავალრიცხოვნობა კი მასწავლებლების მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, რათა სასწავლო პროცესი ნორმალურად წარმართულიყო. ხშირად ვერც ხერხდებოდა. ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი.
|
ვრცლად>>> |
|
2017-04-20
რას ფიქრობენ უფროსკლასელები
|
ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, რას ფიქრობენ მოსწავლეები მშობლიური სკოლის, პედაგოგების, სახელმძღვანელოების, ზოგადად, სასწავლო პროცესის შესახებ. ამიტომაც გამოვკითხეთ თბილისის ოთხი საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლე. გამოკითხვა ანონიმური იყო და უფროსკლასელებმა გულწრფელად გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება. შესაძლოა ზოგი რამ გადაჭარბებულად გეჩვენოთ, მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობენ სწორედ ისინი, ვისთვისაც არსებობს სკოლა, იღვწიან პედაგოგები, იქმნება სახელმძღვანელოები...
გამოკითხვამ იმ რეალობის წინაშე დაგვაყენა, რომელშიც დღეს ქართული სასკოლო განათლება დგას. სამწუხაროდ, მოსწავლეების წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ თანამედროვე სწავლების პროცესში მათ არავინ ეკითხებათ: რა სურთ? როგორია მათი თვალით დანახული სასკოლო გარემო, რას ელიან მასწავლებლებისგან? სიხარულით აღებენ თუ არა სკოლის კარს და თუ არა, რატომ? როგორ ისახება მასწავლებლის გარეგნობა, ასაკი და ხასიათი მათზე? თუ ჰკითხავთ ნებისმიერ მოსწავლეს — რატომ არ მოსწონს სკოლა? ის გულახდილად ისაუბრებს სკოლაში შექმნილ არაჯანსაღ გარემოზე, მოუწყობელ კლას-კაბინეტებზე, საპირფარეშოებში არსებულ ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე, სკოლის ბუფეტში საკვების სიძვირეზე და არაეკოლოგიურ პროდუქტებზე, მასწავლებლების არაკვალიფიციურობასა და უსამართლობაზე, სახელმძღვანელოების ხარისხზე და ა.შ. მოსწავლეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სურთ ჰყავდეთ კვალიფიციური და სამართლიანი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს განაწყობს მისდამი ნდობითა და პატივისცემით, მასწავლებლებისგან მოითხოვენ გულწრფელ ღიმილს, სიყვარულს და მათდამი კეთილგანწყობას. მათი სურვილია, სწავლა გახდეს უფრო საინტერესო, სახალისო, სასწავლო პროცესი აგებული იყოს მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მასწავლებლის ასაკს: „მე ის მომწონს, იმიტომ რომ ძალიან თანამედროვეა“; დიდ ყურადღებას აქცევენ მთავარს — ადამიანურ ღირებულებებს. მოსწავლეთა უმეტესობა ხაზგასმით აღნიშნავს: „მასწავლებელი უნდა იყოს სამართლიანი, მას არ უნდა ჰყავდეს გამორჩეულები“. მასწავლებლების მიერ მოსწავლეების გამორჩევა, ხშირად, უკმაყოფილების მიზეზი ხდება: „მასწავლებელი ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს“. ხმის აწევა, ყვირილი, შეურაცხყოფა, დამამცირებელი გამონათქვამები, სარკაზმი, საკუთარი მოსაზრების დაჟინებით გატანა, ერთი მოსწავლის მეორესთან შედარება,
|
ვრცლად>>> |
|
2017-04-20
„ოპტიმალური გამოსავლის“ ძიებაში
|
აუტიზმის სპექტრის აშლილობები, ჯერჯერობით, ბოლომდე შეუსწავლელია მედიცინაში, დაბალია საზოგადოების ცნობიერება, არსებობს უამრავი მითი, რომელიც ამ დაავადების გარშემო ვრცელდება და რომელსაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. თავისთავად, აუტიზმის ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დავანგრიოთ მითები, რომელიც აუტიზმის გარშემო არსებობს, რადგან თავიდან ავიცილოთ არასწორი ინფორმაციის შესაძლო შედეგები, რომელიც ხშირად უფრო საზიანოა, ვიდრე ინფორმაციის უქონლობა.
აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ საზოგადოებაში არსებული მითებისა და რეალობის შესახებ გვესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი:
|
ვრცლად>>> |
|
2017-04-06
მაჩაბლის უცნობი ფოტოარქივი
|
მაკა ყიფიანი
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ცოტა ხნის წინ, ძალზე ძვირფასი საჩუქარი მიიღო, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის დღემდე უცნობი ფოტოკოლექცია.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის დროს, ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენში მოქმედი, ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი საბოლოოდ განადგურდა. სწორედ ამ მუზეუმის დამაარსებლისა და პირველი დირექტორის, ვასილ ნამშურიძის შვილიშვილმა, ზვიად გოგორიშვილმა, ბაბუის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი, ივანე მაჩაბლის ოჯახისა და მაჩაბლების საგვარეულოს ორიგინალი, ბევრისთვის უცნობი ისტორიული ფოტოარქივი, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, მის სახლში იპოვა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-04-06
გლობალური ჯილდო საუკეთესო მასწავლებლისთვის
|
„მასწავლებელთა გლობალური ჯილდო“, რომელსაც, ტრადიციულად, დუბაიში, მარტის თვეში გამართული განათლების საერთაშორისო ფორუმის მეორე დღეს გადასცემენ, წელს კანადელ მასწავლებელს — მეგი მაკდონელს ერგო. მილიონი დოლარი და წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული (ეს საკმაოდ მომხიბვლელი და სოლიდური პრიზი, ალბათ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის საოცნებო და გაასმაგებული სტიმულისმიმცემია, რომ გახდეს საუკეთესო) კანადის პატარა თემში მოღვაწე პედაგოგმა მიიღო. ის ასწავლის სკოლაში, სადაც მძიმე კლიმატი და რთული პირობებია, სახმელეთო გზითაც ვერ მიხვალ, მხოლოდ საჰაერო კავშირია. „სწავლება იდეალური გზა იყო ახალგაზრდებთან დაკავშირების. შესაძლებლობა მომეცა, გავცნობოდი მათ რეალიებს და შემექმნა ისეთი პროგრამები, რომლებიც მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდათ“. — ამბობს მეგი მაკდონელი.
|
ვრცლად>>> |
|
2017-04-06
აქცენტი ხარისხზე თუ ფასზე რა პრინციპით შეირჩევა გრიფირებული სახელმძღვანელოები
|
ლალი თვალაბეიშვილი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესის უმთავრესი პუნქტები ქართველი გამომცემლებისთვის და ავტორებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გამომცემელთა უმეტესობამ უარი თქვა შეხვედრებზე, რომლებიც, თითქმის 8 თვე გრძელდებოდა. გასული წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, ამ შეხვედრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ატარებდა. მან გამომცემლებს მათთვის მისაღები მოდელი შესთავაზა, რომლის დახვეწაზეც მუშაობდნენ. იანვრიდან სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ გააგრძელა და პირობებიც მკვეთრად შეიცვალა.
|
ვრცლად>>> |
|
2017-03-30
გაამართლა თუ არა უფასო ფაკულტეტებმა
|
ლალი ჯელაძე
ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 31 მარტს დასრულდება. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 35 200-ზე მეტი აპლიკანტი. ჯერჯერობით, უცნობია ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, რომელმაც საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ინტერესი მას შემდეგ მიიპყრო, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მისი ცვლილების შესახებ დააანონსა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ცვლილებები იგეგმება ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ის მომხრეა, რომ უფასო ფაკულტეტებზე რაოდენობრივი კვოტა შემცირდეს, თუმცა, მინისტრი უფასო ფაკულტეტების გაუქმებას გამორიცხავს.
მისი თქმით, გაჩნდება მოთხოვნა, რომ სტუდენტმა გარკვეულ დონეზე ისწავლოს, რათა უფასო ფაკულტეტზე ადგილი შეინარჩუნოს. „სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, უფასო ფაკულტეტები, გარდა იმ ხალხისა, ვისაც კონკრეტულად ამ მიმართულებით უნდა პროფესიის შეძენა, იმ ადამიანებისთვისაც გახდა ნავსაყუდელი, ვინც სხვაგან ვერ ჩააბარა და მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტა ამ ფაკულტეტების არჩევა. აკადემიური მოსწრება, ხშირ შემთხვევაში, უფასო ფაკულტეტებზე საკმაოდ დაბალია. ჩემი სურვილია, უფასო სწავლა აკადემიურ მოსწრებასთან იყოს დაკავშირებული. უფასო ფაკულტეტი კარგია იმ შემთხვევაში, თუ რეალურად სწავლობ და იძენ პროფესიას. მე ვარ მომხრე, რომ რაოდენობრივი კვოტები შემცირდეს, უფასო ფაკულტეტების იდეას ვემხრობი.“
მინისტრი არ გეგმავს სპეციალობების რაოდენობის შემცირებას, პირიქით, აცხადებს, რომ: „სპეციალობების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც, მაგრამ თითოეულზე უფასოდ სწავლის საშუალება მიეცემათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც რეალურად სწავლობენ და ნამდვილად დებენ შედეგს.“
სულ რამდენიმე წელია, რაც უმაღლესი განათლების სფეროში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის პროგრამა ამოქმედდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებზე დაფინანსების გაცემის მიზანი, ოფიციალური დოკუმენტის
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|
|
25-28(942)N |
|
|
|
|