|
სტატიები
|
2018-05-03
ლტოლვილ მოსწავლეთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად
|
ლალი ჯელაძე
ბოლო წლებში, საქართველოში, საგრძნობლად იმატა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ მოსწავლეთა შემოდინებამ, რომელთა სასკოლო საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მასწავლებელს უმთავრესი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობით, საქართველოში პირველად, ლტოლვილ მოსწავლეთა მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი შეიქმნა — „სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა ლტოლვილ მოსწავლეთა ინტეგრაციისთვის სასკოლო საზოგადოებაში“.
|
ვრცლად>>> |
|
2018-04-26
ამქვეყნად ჩემი კარიერის მწვერვალი პედაგოგობაა
|
რუბრიკის „პროფესია პედაგოგი“ სტუმარია სურამის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ჯაბა ლაბაძე, რომლისთვისაც წარმატებული, ავტორიტეტული პედაგოგის სახელის მოხვეჭა იოლი გზა არ არის, მაგრამ ამბობს, რომ ამ გზაზე ალბათ უპირატესობა „შენი, როგორც პედაგოგის, როგორც ადამიანის პიროვნულ თვისებებს ემყარება. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, საჭირო უნარ-ჩვევები და ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი, პირველ რიგში კი, აუცილებელია სამართლიანობა და ბავშვების სიყვარული, მოსწავლე ისე უნდა გიყვარდეს, როგორც საკუთარი შვილი“.
|
ვრცლად>>> |
|
2018-04-26
ქართველი მასწავლებლების თვალით დანახული ცერნი
|
ლალი ჯელაძე
როგორ იქმნება თანამედროვე და მომავლის ფიზიკა, სწორედ ამ კითხვებზე მიიღეს პასუხი ქართველმა მასწავლებლებმა, რომლებიც, ახლახან, ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CჶRნ), კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა თუ სხვა დარგების განვითარებაში. პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ თანამედროვე მეთოდოლოგიას ფიზიკის სწავლების საკითხებზე.
|
ვრცლად>>> |
|
2018-04-19
როგორ დაიცვა ტირანიის სამსჯავროზე აკაკი შანიძემ ივანე ჯავახიშვილი
|
თბილისის უნივერსიტეტი თავისუფალ საქართველოში დაარსდა. ამიტომ იგი სტრუქტურით, სასწავლო პროგრამებითა და, რაც მთავარია, პროფესურით ევროპული უნივერსიტეტი იყო. უნივერსიტეტის პროფესურას განათლება რუსეთისა და დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული. პროფესორთა ამ შემადგენლობას, დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის წინამძღოლობით, შეეძლო უნივერსიტეტი დიდ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრად ექცია. საფუძვლები ამისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921წწ.) მომზადდა. სამწუხაროდ, უნივერსიტეტმა თავისუფალ საქართველოში მხოლოდ სამი წელი იარსება (1918 წლის იანვარი-1921 წლის თებერვალი). 1921 წელსვე ცხადი გახდა, რომ ევროპული უნივერსიტეტი საბჭოთა პოლიტიკური სისტემისათვის სრულიად მიუღებელი იყო.
|
ვრცლად>>> |
|
2018-04-19
მოდერნიზებული ტრენინგები გამოცდებზე დარეგისტრირებული პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო. ტრენინგები განკუთვნილია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.
სატრენინგო პროგრამა ხელს შეუწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას. ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ: გაეცნონ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტრი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისთვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა.
|
ვრცლად>>> |
|
2018-04-19
AIA GESS-ის მოსწავლეები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან
|
მაკა ყიფიანი
12 აპრილს, „ფაბრიკა თბილისში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული სამი გუნდი გამოავლინა. პირველ ადგილზე გიმნაზიის აჳა გჶSS, თორმეტ ფინალისტ გუნდს შორის გამარჯვებული, პროექტი „რობოტი ლაბორანტი“ გავიდა. მოსწავლეები — ანი თეთრაშვილი, თამარ მიქელაძე და ნინი ხუნძაყიშვილი აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-ს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. პირველ ადგილზე გასული გუნდის პროექტი „რობოტი ლაბორანტი“ სამი რობოტისგან შედგება, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებენ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდები დამოუკიდებლად, დისტანციურად ჩაატარონ. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
|
ვრცლად>>> |
|
2018-04-18
ლადო აფხაზავას ჩანაწერები
|
დუბაი — საოცრებათა ქალაქი
დღე პირველი
რამდენიმე თვე ველოდი, როდის დადგებოდა მარტი და განათლების გლობალური ფორუმის ორგანიზატორებისგან მივიღებდი მოწვევას. და აი, როგორც იქნა, ჩემს ელექტრონულ ფოსტაზეც მოვიდა წერილი — გვეპატიჟებოდნენ საქართველოს წარმომადგენლებს და ჩვენც წავედით — „კოალიცია განათლება ყველასათვის“ დამფუძნებელი, ქალბატონი ირინა ხანთაძე და თქვენი მონა მორჩილი.
|
ვრცლად>>> |
|
2018-04-18
ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის
|
ანა ფირცხალაიშვილი
2006 წლიდან ქვეყანაში ერთი ახალი ინსტიტუცია ფუნქციონირებს, რომლის მთავარი დანიშნულება განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად სათანადო მექანიზმების ფორმირების ხელშეწყობა და განხორციელებაა. ეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრია, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ეროვნული ინტერესებისა თუ საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, მეტ-ნაკლები წარმატებით ახორციელებს მასზე დაკისრებულ მისიას. 2015 წლიდან, ცენტრის შიგნით მიმდინარე რეფორმამ, უზრუნველყო ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ვგულისხმობ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს სრულ ინტეგრაციას ამ სივრცეში, არადა თანამედროვე გლობალური სამყარო საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, საკუთარი პროფესიონალიზმით დაიმკვიდროს თავი ამერიკასა თუ ევროპის ქვეყნებში.
|
ვრცლად>>> |
|
2018-04-12
„თავისუფალ გაკვეთილებს“ „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამა“ ჩაანაცვლებს
|
ლალი ჯელაძე
„თავისუფალი გაკვეთილები“ „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამით“ შეიცვლება და სამი მიმართულებით — სპორტი, ხელოვნება-კულტურა და ინტელექტუალურ-შემეცნებითი — განხორციელდება. შარშან თავისუფალი გაკვეთილების ცალკე მიმართულებად იყო „წიგნიერება“, რომელიც წელს ინტელექტუალურ-შემეცნებით მიმართულებაში გაერთიანდება.
სახელწოდების შეცვლასთან ერთად, შეიცვალა პროექტის დაფინანსების ოდენობაც და განისაზღვრა სკოლების რაოდენობაც. წინა პროექტისგან განსხვავებით, რომელიც პროგრამაში მხოლოდ VII-VIII კლასების ჩართვას ითვალისწინებდა, წელს მონაწილეობის უფლება VI კლასის მოსწავლეებსაც მიეცემათ. „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამას“ გამარტივებული დაფინანსების წესი შეეხება, რაც გულისხმობს,
|
ვრცლად>>> |
|
2018-03-29
როცა მშობლიურ ენას რიგითი საგნის სტატუსიც აღარ გააჩნია
|
მაკა ყიფიანი
სიტყვები „გახსოვდეს აფხაზეთი!“, უკვე კარგა ხანია, ბანალურად ჟღერს. სამწუხაროდ, ამ თემაზე ახალს ვერაფერს დავწერ, რადგან ახალი არაფერია. უბრალოდ, რაც უფრო ახლოს ეცნობი აფხაზეთში დარჩენილი ქართველების ყოფა-ცხოვრებას, დღევანდელობას, ისმენ მათ ისტორიებს, ნაამბობსა და გაგონილს, ხვდები, რომ მათგან ძალიან შორს ხარ. ფაქტი ერთია, დრო არ აშუშებს ჭრილობებს, ის უფრო მეტად გვაშორებს აფხაზეთთან. ერთადერთი იმედი სასწაულია და ამ სასწაულის მოლოდინში, ერთ დროს, საქართველოს ულამაზეს მხარეში — აფხაზეთში, ყველაფერი ქართული ნელ-ნელა უკვალოდ ქრება. ახალს და საიმედოს ვერაფერს დავწერ... უბრალოდ, მინდა, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იქ შექმნილ ვითარებას.
აფხაზური ადმინისტრაციის განათლების პოლიტიკა, გალის რაიონის ტერიტორიაზე, ქართული ენის განდევნასა და მისი რუსულით სრულად ჩანაცვლებას ემსახურება. წლებია, გალის რაიონის სკოლებში იკრძალება ქართული სახელმძღვანელოების გამოყენება. სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე მიმდინარეობს. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შელახვასთან ერთად, სწავლების რუსულ ენაზე იძულებით გადაყვანა უარყოფითად ისახება გალის რაიონში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხზე. იქაურ მასწავლებელთა და მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის რუსული ენა უცხოა და მასზე სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენთან საუბარში სწორედ ამას ადასტურებს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია: „სამწუხაროდ, აფხაზური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ქართულ ენაზე მოაზროვნე ბავშვები პირდაპირ გადაიყვანეს რუსულენოვან სწავლებაზე. აქ განათლების ხარისხზე საუბარი ზედმეტია. მათთვის (რუსები, აფხაზები) მთავარია, ქართველებმა რუსულად იმეტყველონ.
|
ვრცლად>>> |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
> [17]
> [18]
> [19]
> [20]
> [21]
> [22]
> [23]
> [24]
> [25]
> [26]
> [27]
> [28]
> [29]
> [30]
> [31]
> [32]
> [33]
> [34]
> [35]
> [36]
> [37]
> [38]
> [39]
> [40]
> [41]
> [42]
> [43]
> [44]
> [45]
> [46]
> [47]
> [48]
> [49]
> [50]
> [51]
> [52]
> [53]
> [54]
> [55]
> [56]
> [57]
> [58]
> [59]
> [60]
> [61]
|